პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსის გავრცელება ბავშვებში ნაკლებად სავარაუდოა" - რა რეკომენდაციებს აძლევს ბავშვთა ინფექციურის ექიმი მშობლებს
"კორონავირუსის გავრცელება ბავშვებში ნაკლებად სავარაუდოა" - რა რეკომენდაციებს აძლევს ბავშვთა ინფექციურის ექიმი მშობლებს

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა ბავ­შვებ­ში ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა. ამ­ჟა­მად არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი საფრ­თხე და მი­თი­თე­ბა, რომ და­ი­ხუ­როს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, ეს არის პა­ნი­კა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ბავ­შვთა ინ­ფექ­ცი­უ­რი კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექიმ­მა-რე­ა­ნი­მა­ტო­ლოგ­მა თი­ნა­თინ ქო­რი­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ით, თუ ბავ­შვს ვირუ­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი აქვს, მშო­ბელ­მა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ უნდა გა­უშ­ვას.

„ჩვენ ვსარ­გებ­ლობთ და ვხელ­მძღვა­ნე­ლობთ იმ მი­თი­თე­ბე­ბით, რაც მო­წო­დე­ბუ­ლია მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ, სა­დაც არ არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ბავ­შვთა ასაკ­ში შემ­თხვე­ვე­ბი, ასე რომ, ბავ­შვებ­ში ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა. რე­კო­მენ­და­ცი­ებს რაც შე­ე­ხე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, ბავ­შვე­ბი უნდა მო­ვა­რი­დოთ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებს. ეს იქ­ნე­ბა გა­სარ­თო­ბი, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი თუ ტრან­სპორ­ტით დიდ მან­ძილ­ზე მგზავ­რო­ბა.

ამ­ჟა­მად არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი საფრ­თხე და მი­თი­თე­ბა, რომ და­ი­ხუ­როს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი. ეს არის პა­ნი­კა, მე მაქვს ინ­ფორ­მა­ცია სკო­ლე­ბი­დან, სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი­დან, რომ ბავ­შვე­ბი არ მიჰ­ყავთ მშობ­ლებს, ეს მოკ­ლე­ბუ­ლია რე­ა­ლურ სა­ფუძ­ველს და ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არის. თუმ­ცა ნე­ბის­მი­ე­რი სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სი­სას, რო­დე­საც ბავ­შვს აქვს სა­სუნ­თქი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სის გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი: ცხვირ-ცე­მი­ნე­ბა, ცხვი­რი­დან გა­მო­ნა­დე­ნი, ხვე­ლა, და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, ხში­რად მშო­ბე­ლი ამას არ აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას, უშ­ვებს ბავ­შვს სკო­ლა­ში ან ბაღ­ში და ის თვი­თონ წარ­მო­ად­გენს საფრ­თხეს სხვე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ვენ­ცი­ის ზო­მებს, რო­გორც ექი­მი გან­მარ­ტავს, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ვაქ­ცი­ნა­ცია ჯერ არ არ­სე­ბობს, მხო­ლოდ და­მა­ტე­ბი­თი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

  • „ზო­გა­დად, პრე­ვენ­ცი­ის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა, ეს არის ვაქ­ცი­ნა­ცია, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუს­თან მი­მარ­თე­ბით, რად­გან ის არის ახა­ლი ვირუ­სი, ჯერ­ჯე­რო­ბით არაა შექ­მნი­ლი.
  • C ვი­ტა­მი­ნი ან ისე­თი საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით C ვი­ტა­მინს შე­ი­ცავს ზო­გა­და­დაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის.
  • ასე­ვე, დიდ­ხანს მზე­ზე ყოფ­ნა, რომ ორ­გა­ნიზ­მმა D ვი­ტა­მი­ნი გა­მო­ი­მუ­შა­ვოს, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმუ­ნი­ტე­ტის­თვის. ა
  • მდე­ნად, ყვე­ლა­ზე მყარ და არა 100%-იან თავ­დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა მხო­ლოდ ვაქ­ცი­ნა­ცია, და­ნარ­ჩე­ნი ეს არის დამ­ხმა­რე მე­თო­დე­ბი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი სხვა და­ა­ვა­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ“, - გა­ნა­ცხა­და ქო­რი­ძემ.
მედეა
1

იტალიაში 4 პატარა ბავშვია დაავადებული კორონოვირუსით.დაკეტილია საბავშო ბაღები,სკოლები,უმაღლესი სასწავლებლებიიი.გთხოვთ ხალხს უთხარით სიმართლე

თუმცა სიფრთხილის შემთხვევაში საპანიკო არაფერია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"კორონავირუსის გავრცელება ბავშვებში ნაკლებად სავარაუდოა" - რა რეკომენდაციებს აძლევს ბავშვთა ინფექციურის ექიმი მშობლებს

"კორონავირუსის გავრცელება ბავშვებში ნაკლებად სავარაუდოა" - რა რეკომენდაციებს აძლევს ბავშვთა ინფექციურის ექიმი მშობლებს

ახალი კორონავირუსის გავრცელება ბავშვებში ნაკლებად სავარაუდოა. ამჟამად არ არსებობს არანაირი საფრთხე და მითითება, რომ დაიხუროს სასწავლო დაწესებულებები, ეს არის პანიკა, - ამის შესახებ თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ექიმმა-რეანიმატოლოგმა თინათინ ქორიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

ექიმის რეკომენდაციით, თუ ბავშვს ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს, მშობელმა სასწავლო დაწესებულებაში არ უნდა გაუშვას.

„ჩვენ ვსარგებლობთ და ვხელმძღვანელობთ იმ მითითებებით, რაც მოწოდებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, სადაც არ არის დაფიქსირებული ბავშვთა ასაკში შემთხვევები, ასე რომ, ბავშვებში ნაკლებად სავარაუდოა. რეკომენდაციებს რაც შეეხება, პირველ რიგში, ბავშვები უნდა მოვარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს. ეს იქნება გასართობი, სავაჭრო ცენტრები თუ ტრანსპორტით დიდ მანძილზე მგზავრობა.

ამჟამად არ არსებობს არანაირი საფრთხე და მითითება, რომ დაიხუროს სასწავლო დაწესებულებები. ეს არის პანიკა, მე მაქვს ინფორმაცია სკოლებიდან, საბავშვო ბაღებიდან, რომ ბავშვები არ მიჰყავთ მშობლებს, ეს მოკლებულია რეალურ საფუძველს და ამის აუცილებლობა არ არის. თუმცა ნებისმიერი სეზონური ვირუსისას, როდესაც ბავშვს აქვს სასუნთქი რესპირაციული ვირუსის გამოვლინებები: ცხვირ-ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ხველა, დაბალი ტემპერატურა, ხშირად მშობელი ამას არ აქცევს ყურადღებას, უშვებს ბავშვს სკოლაში ან ბაღში და ის თვითონ წარმოადგენს საფრთხეს სხვებისთვის“, - განაცხადა ექიმმა.

რაც შეეხება პრევენციის ზომებს, როგორც ექიმი განმარტავს, გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინაცია ჯერ არ არსებობს, მხოლოდ დამატებითი მეთოდების გამოყენებაა შესაძლებელი.

  • „ზოგადად, პრევენციის ერთადერთი საშუალება, ეს არის ვაქცინაცია, რომელიც კორონავირუსთან მიმართებით, რადგან ის არის ახალი ვირუსი, ჯერჯერობით არაა შექმნილი.
  • C ვიტამინი ან ისეთი საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს ზოგადადაც აუცილებელია იმუნიტეტის გაძლიერებისთვის.
  • ასევე, დიდხანს მზეზე ყოფნა, რომ ორგანიზმმა D ვიტამინი გამოიმუშავოს, რომელიც აუცილებელია იმუნიტეტისთვის. ა
  • მდენად, ყველაზე მყარ და არა 100%-იან თავდაცვის საშუალებას იძლევა მხოლოდ ვაქცინაცია, დანარჩენი ეს არის დამხმარე მეთოდები, რომელიც გამოიყენება ნებისმიერი სხვა დაავადების საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა ქორიძემ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"