საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეჩერდება თუ არა სასწავლო პროცესი თბილისის სკოლებსა და ბაგა-ბაღებში
შეჩერდება თუ არა სასწავლო პროცესი თბილისის სკოლებსა და ბაგა-ბაღებში

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის და­ფიქ­სი­რე­ბის მი­ხე­და­ვად, არც სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტი­თა და არც ჯან­დაც­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, სწავ­ლის შე­წყვე­ტის სა­ფუძ­ველს ვერ ხე­დავს.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ეკა­ტე­რი­ნე ხუ­ციშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და პრე­ვენ­ცი­ი­სა და რის­კის ეფექ­ტი­ა­ნი მარ­თვის მიზ­ნით, სა­მი­ნის­ტრო სკო­ლებ­ში სა­ნი­ტა­რულ ნორ­მებს ამ­კაც­რებს.

"კერ­ძოდ, მოს­წავ­ლე­თა ჯან­მრთე­ლო­ბის, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ეფექ­ტუ­რო­ბი­სა და სკო­ლებ­ში ჯან­მრთე­ლი გა­რე­მოს შე­საქ­მნე­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მიერ სა­ნი­ტა­რი­ი­სა და ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის და­სა­ცა­ვად სკო­ლებ­ში მო­თხოვ­ნე­ბი კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურსცენ­ტრე­ბის მიერ სკო­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცე­სი უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი გახ­დე­ბა, რათა თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი გარ­თუ­ლე­ბა.

ამ მიზ­ნით სა­მი­ნის­ტრო სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს, სა­ნი­ტა­რულ-ჰი­გი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის დაც­ვა სკო­ლებ­ში სა­თა­ნა­დოდ უზ­რუნ­ველ­ყონ, რის­თვი­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­იც­ვან შემ­დე­გი პი­რო­ბე­ბი:

  • სკო­ლა ყო­ველ­დღი­უ­რად და­ლაგ­დეს სვე­ლი წე­სით;
  • საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბის, სხვა სას­წავ­ლო და დამ­ხმა­რე ოთა­ხე­ბის და­ლა­გე­ბა გაკ­ვე­თი­ლე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მოხ­დეს გა­ღე­ბუ­ლი ფან­ჯრე­ბი­სა და ფრა­მუ­გე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ორი ცვლის შემ­თხვე­ვა­ში, და­ლაგ­დეს 2-ჯერ;
  • ჩა­ტარ­დეს შე­ნო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი და­სუფ­თა­ვე­ბა რო­გორც სა­რე­ცხი, ასე­ვე სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით;
  • ტუ­ა­ლე­ტე­ბი, ბუ­ფე­ტი, სა­სა­დი­ლო და სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნე­ტი და­სუფ­თავ­დეს სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით;
  • სა­ნი­ტა­რულ-ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის და­სუფ­თა­ვე­ბა მოხ­დეს ყო­ველ­დღი­უ­რად. უნი­ტა­ზის და­საჯ­დო­მი ჩა­სა­რე­ცხი ავ­ზის სა­ხე­ლუ­რე­ბი და კა­რე­ბის სა­ხე­ლუ­რე­ბი გა­ი­რი­ცხოს ცხე­ლი წყლი­თა და სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით;
  • სა­სა­დი­ლოს და­სუფ­თა­ვე­ბა მოხ­დეს ყო­ვე­ლი სა­უზ­მე, სა­დი­ლი­სა და სამ­ხა­რის შემ­დეგ.
  • მა­გი­დე­ბი და ჭურ­ჭე­ლი გა­ი­რე­ცხოს სპე­ცი­ა­ლუ­რი ხსნა­რე­ბით;
  • დე­ზინ­ფექ­ცი­ის დროს ძი­რი­თა­დი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს იმ ნივ­თე­ბის და­მუ­შა­ვე­ბას, რომ­ლე­ბიც გა­დამ­წყვეტ როლს თა­მა­შო­ბენ ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ცე­მა­ში (კა­რის სა­ხე­ლუ­რე­ბი, კა­რე­ბი, მა­გი­დის ზე­და­პი­რე­ბი);
  • ჰაერ-წვე­თო­ვა­ნი ინ­ფექ­ცი­ის დროს ხში­რად გა­ნი­ავ­დეს კლა­სე­ბი, ოთა­ხე­ბი გა­იწ­მინ­დოს მტვრი­სა­გან, და­სუფ­თავ­დეს სვე­ლი წე­სით;
  • სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ დად­გინ­დეს ტუ­ა­ლე­ტე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბის წე­სე­ბი, პე­რი­ო­დუ­ლო­ბა, და­სუფ­თა­ვე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი ინ­ვენ­ტა­რი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ნუს­ხა;
  • ნაგ­ვის ყუ­თე­ბის გაც­ლა მოხ­დეს მათი 2/3-ზე გავ­სე­ბი­სას. გაც­ლის შემ­დეგ ნაგ­ვის შემ­კრე­ბებს ჩა­უ­ტარ­დეს დე­ზინ­ფექ­ცია;
  • სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ და­იშ­ვას უმეთ­ვალ­ყუ­რეო ცხო­ვე­ლე­ბი;
  • სკო­ლა­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს ნახ­მა­რი წყლე­ბის მო­ცი­ლე­ბა/არი­ნე­ბა და სეპ­ტი­კუ­რი ავ­ზე­ბის დაც­ლა დრო­უ­ლად და უსაფრ­თხოდ; სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მეშ­ვე­ო­ბით, ჩა­ტარ­დეს ნარ­ჩე­ნე­ბის კონ­ტე­ი­ნე­რე­ბის გან­თავ­სე­ბის ად­გი­ლის, ასე­ვე სა­წყო­ბე­ბი­სა და სარ­და­ფე­ბის პე­რი­ო­დუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა.

აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­მი­ნის­ტრო სრუ­ლა­დაა ჩარ­თუ­ლი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბა­ში და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რა­ი­მე სა­ხით ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე გამ­წვავ­დე­ბა, სას­წავ­ლო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ციშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლე­ბის და­მა­ტე­ბით ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით სა­პო­ნი­თა და ხელ­სა­ხო­ცე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, სა­მი­ნის­ტრო სკო­ლებ­ში ჰი­გი­ე­ნურ სა­შუ­ა­ლე­ბებს დღეს­ვე მყი­სი­ე­რად შე­ი­ტანს.

თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღებ­ში სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბა არ იგეგ­მე­ბა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა კა­ხა­ბერ გვან­ცე­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვა ბა­ღებ­ში ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა.

„ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ეპი­დე­მი­ის საფრ­თხე არ არ­სე­ბობს და ჩვენ სა­აღ­მზრდე­ლო პრო­ცესს არ ვწყვეტთ. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კრე­ტულ აქ­ტი­ვო­ბებს, ჩვენ ვა­წარ­მო­ებთ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას, თუ რა აქ­ტი­ვო­ბე­ბი უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ რო­გორც ჩვენს და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ასე­ვე მშობ­ლებ­მა. ვრცელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ფლა­ე­რე­ბი და ვაწ­ვდით რე­კო­მენ­და­ცი­ებს მშობ­ლებს. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ ჩვე­უ­ლებ­რივ ვაგ­რძე­ლებთ ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვას ბა­ღებ­ში. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე ნი­ავ­დე­ბა ოთა­ხე­ბი, ტარ­დე­ბა დე­ზინ­ფექ­ცია და სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მე­ლიც სჭირ­დე­ბა ჰი­გი­ე­ნის დაც­ვას”,- გა­ნა­ცხა­და გვან­ცე­ლა­ძემ.

კი­თხვა­ზე, ხომ არაა პა­ნი­კა აღ­საზ­რდელ­თა მშობ­ლე­ბის მხრი­დან და ხომ არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა ბა­ღებ­ში ბავ­შვთა დას­წრე­ბა, გვან­ცე­ლა­ძე ამ­ბობს, რომ „ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა, რაც გვაძ­ლევს იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ პა­ნი­კა ბა­ღებ­ში ნამ­დვი­ლად არ არის”.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ინ­ფექ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, 50 წლის მა­მა­კაცს და­უ­დას­ტურ­და, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ირა­ნი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გავ­ლით შე­მო­ვი­და.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
IRMA
1

ჩვენი სკოლის ეზოში იმდენი უმეთვალყურეო ძაღლია, ამას ვინ გააკონტროლებს, დირექტორი??????

kaxa
5

1 კვირაში ხომ ისედაც იწყება არდადეგები, გადააბით ბარემ თქვე უნამუსოებო და შეაჩერეთ დროებით სასწავლო პროცესი, ან რას ასწავლიან ამ სკოლებში ისეთს, სკოლების 99 %-ში სწავლის დონე მინიმუმზე დაბალია, ან რა სისულელეებს წერენ, სადაც 2 ცვლაა იქ საკლასო ოთახები დღეში ორჯერ დალაგდესო. აბა ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ცვლებს შორის შუალედი არის ალბათ 10-15 წუთი და ამ დროში ამდენ საკლასო ოთახში ამდენი მაგიდა როგორ უნდა გაიწმინდოს, 1-2 დამლაგებელი ეყოლება ალბათ სკოლას სულ, რა უნდა მოასწრონ, მართლა გონებადაქვეითებულები არიან დანიშნული ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე

ავტორი:

შეჩერდება თუ არა სასწავლო პროცესი თბილისის სკოლებსა და ბაგა-ბაღებში

შეჩერდება თუ არა სასწავლო პროცესი თბილისის სკოლებსა და ბაგა-ბაღებში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების მიხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით, დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველს ვერ ხედავს.

როგორც ჟურნალისტებს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ხუციშვილმა განუცხადა პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს.

"კერძოდ, მოსწავლეთა ჯანმრთელობის, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შესაქმნელად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმების დასაცავად სკოლებში მოთხოვნები კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ სკოლების მონიტორინგის პროცესი უფრო ინტენსიური გახდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი გართულება.

ამ მიზნით სამინისტრო სკოლების ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა სკოლებში სათანადოდ უზრუნველყონ, რისთვისაც აუცილებელია დაიცვან შემდეგი პირობები:

  • სკოლა ყოველდღიურად დალაგდეს სველი წესით;
  • საკლასო ოთახების, სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოხდეს გაღებული ფანჯრებისა და ფრამუგების მდგომარეობაში. ორი ცვლის შემთხვევაში, დალაგდეს 2-ჯერ;
  • ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება როგორც სარეცხი, ასევე სადეზინფექციო საშუალებებით;
  • ტუალეტები, ბუფეტი, სასადილო და სამედიცინო კაბინეტი დასუფთავდეს სადეზინფექციო საშუალებებით;
  • სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის დასუფთავება მოხდეს ყოველდღიურად. უნიტაზის დასაჯდომი ჩასარეცხი ავზის სახელურები და კარების სახელურები გაირიცხოს ცხელი წყლითა და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;
  • სასადილოს დასუფთავება მოხდეს ყოველი საუზმე, სადილისა და სამხარის შემდეგ.
  • მაგიდები და ჭურჭელი გაირეცხოს სპეციალური ხსნარებით;
  • დეზინფექციის დროს ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნივთების დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფექციის გადაცემაში (კარის სახელურები, კარები, მაგიდის ზედაპირები);
  • ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის დროს ხშირად განიავდეს კლასები, ოთახები გაიწმინდოს მტვრისაგან, დასუფთავდეს სველი წესით;
  • სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგინდეს ტუალეტების დასუფთავების წესები, პერიოდულობა, დასუფთავებისათვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა;
  • ნაგვის ყუთების გაცლა მოხდეს მათი 2/3-ზე გავსებისას. გაცლის შემდეგ ნაგვის შემკრებებს ჩაუტარდეს დეზინფექცია;
  • სკოლის ტერიტორიაზე არ დაიშვას უმეთვალყურეო ცხოველები;
  • სკოლაში უზრუნველყოფილი იყოს ნახმარი წყლების მოცილება/არინება და სეპტიკური ავზების დაცლა დროულად და უსაფრთხოდ; სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სპეციალიზებული სამსახურის მეშვეობით, ჩატარდეს ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილის, ასევე საწყობებისა და სარდაფების პერიოდული დამუშავება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტრო სრულადაა ჩართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახით ვირუსის გავრცელების საფრთხე გამწვავდება, სასწავლო პროცესთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ხუციშვილმა.

რაც შეეხება სკოლების დამატებით ჰიგიენური საშუალებებით საპონითა და ხელსახოცებით უზრუნველყოფას, სამინისტრო სკოლებში ჰიგიენურ საშუალებებს დღესვე მყისიერად შეიტანს.

თბილისის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეჩერება არ იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ჰიგიენური ნორმების დაცვა ბაღებში ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

„ჯანდაცვის მინისტრის განცხადების შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და ჩვენ სააღმზრდელო პროცესს არ ვწყვეტთ. რაც შეეხება კონკრეტულ აქტივობებს, ჩვენ ვაწარმოებთ საინფორმაციო კამპანიას, თუ რა აქტივობები უნდა განახორციელონ როგორც ჩვენს დაწესებულებებში, ასევე მშობლებმა. ვრცელდება სხვადასხვა ფლაერები და ვაწვდით რეკომენდაციებს მშობლებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვეულებრივ ვაგრძელებთ ჰიგიენური ნორმების დაცვას ბაღებში. დღის განმავლობაში რამდენჯერმე ნიავდება ოთახები, ტარდება დეზინფექცია და სხვადასხვა აქტივობები, რომელიც სჭირდება ჰიგიენის დაცვას”,- განაცხადა გვანცელაძემ.

კითხვაზე, ხომ არაა პანიკა აღსაზრდელთა მშობლების მხრიდან და ხომ არ შემცირებულა ბაღებში ბავშვთა დასწრება, გვანცელაძე ამბობს, რომ „ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ პანიკა ბაღებში ნამდვილად არ არის”.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"