საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ არსებობს რისკი, საქართველოში კორონავირუსის ფართოდ გავრცელება მოხდეს - ეპიდემიის საფრთხე არ არის!" - ჯანდაცვის მინისტრი
"არ არსებობს რისკი, საქართველოში კორონავირუსის ფართოდ გავრცელება მოხდეს - ეპიდემიის საფრთხე არ არის!" - ჯანდაცვის მინისტრი

"სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს რის­კი, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბა მოხ­დეს" - ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნა დრო­უ­ლად მოხ­და, რის გა­მოც ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი შემ­ცირ­და.

"ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ მუ­შა­ო­ბას. გვაქვს საკ­მა­რი­სი ად­გი­ლე­ბი, რათა მო­ვახ­დი­ნოთ იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კა­რან­ტი­ნი, რომ­ლე­ბიც ახლო კონ­ტაქ­ტში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან და მო­დი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღა­ლი რის­კის ზო­ნე­ბი­დან. ასე­თი ლო­კა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე გვაქვს. ვზრუ­ნავთ, რომ მათ ჰქონ­დეთ შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბი.

ასე­ვე, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­ლა­გე­ბუ­ლია რო­გორც ქუ­თა­ის­ში, ასე­ვე ბა­თუმ­ში და არის რამ­დე­ნი­მე სა­ა­ვად­მყო­ფო თბი­ლის­ში. მე ვარ­წმუ­ნებ ჩვენ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს იმის რის­კი, რომ მოხ­დეს კო­რო­ნა­ვირუ­სის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ეპი­დე­მი­ის საფრ­ხე არ არ­სე­ბობს. ჩვენ 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში კვლავ გა­ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით“,- გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან 13 პა­ცი­ენ­ტი სა­კა­რან­ტი­ნო ზოლ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

„28 იან­ვრის შემ­დეგ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი საბ­ჭო მუ­შა­ობს ძა­ლი­ან კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად და მად­ლო­ბას ვუ­ცხა­დებ ყვე­ლა იმ ორ­გა­ნოს, რო­მე­ლიც ჩვენ­თან ეფექ­ტი­ა­ნად თა­ნამ­შრომ­ლობს.

კო­რო­ნა­ვირუ­სის ფაქ­ტი დრო­უ­ლად და­ფიქ­სირ­და, რა­მაც მოგ­ვცა სა­შუ­ა­ლე­ბა, აღარ მომ­ხდა­რი­ყო ვირუ­სის შემ­დე­გი გავ­რცე­ლე­ბა და ეს ადა­მი­ა­ნი მო­თავ­სე­ბუ­ლია ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. გუ­შინ ღა­მით ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ა­ვად­მყო­ფო­დან იმ 13 პა­ცი­ენ­ტის გა­დაყ­ვა­ნა გან­ხორ­ცი­ელ­და სა­კა­რან­ტი­ნო ზოლ­ში, რომ­ლე­ბიც არ არი­ან ინ­ფე­ცი­რე­ბუ­ლე­ბი. ამ დრო­ის­თვის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა 10 პა­ცი­ენ­ტი, აქე­დან 5 იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­ვი­და (1 იტა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქეა, 4 კი ქარ­თვე­ლია), ხოლო 5 ირა­ნი­დან (1 არის ქარ­თვე­ლი, და­ნარ­ჩე­ნე­ბი არი­ან აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი)“,- გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mair
14

კორონაზე მეტად ამ ქალის მეშინია 

გ55
4

სტაჟიორ-ვირუსი.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"არ არსებობს რისკი, საქართველოში კორონავირუსის ფართოდ გავრცელება მოხდეს - ეპიდემიის საფრთხე არ არის!" - ჯანდაცვის მინისტრი

"არ არსებობს რისკი, საქართველოში კორონავირუსის ფართოდ გავრცელება მოხდეს - ეპიდემიის საფრთხე არ არის!" - ჯანდაცვის მინისტრი

"საქართველოში არ არსებობს რისკი, რომ კორონავირუსის ფართოდ გავრცელება მოხდეს" - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოში კორონავირუსის გამოვლენა დროულად მოხდა, რის გამოც ვირუსის გავრცელების რისკი შემცირდა.

"ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინირებულ მუშაობას. გვაქვს საკმარისი ადგილები, რათა მოვახდინოთ იმ მოქალაქეების კარანტინი, რომლებიც ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ ინფიცირებულ ადამიანებთან და მოდიან საქართველოში მაღალი რისკის ზონებიდან. ასეთი ლოკაციები საქართველოში სხვადასხვა ადგილზე გვაქვს. ვზრუნავთ, რომ მათ ჰქონდეთ შესაბამისი პირობები.

ასევე, მობილიზებულია საავადმყოფოები, რომლებიც განლაგებულია როგორც ქუთაისში, ასევე ბათუმში და არის რამდენიმე საავადმყოფო თბილისში. მე ვარწმუნებ ჩვენ მოქალაქეებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართოდ გავრცელება და შესაბამისად, ეპიდემიის საფრხე არ არსებობს. ჩვენ 24 საათიან რეჟიმში კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით“,- განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოდან 13 პაციენტი საკარანტინო ზოლში გადაიყვანეს.

„28 იანვრის შემდეგ უწყებათაშორისი საბჭო მუშაობს ძალიან კოორდინირებულად და მადლობას ვუცხადებ ყველა იმ ორგანოს, რომელიც ჩვენთან ეფექტიანად თანამშრომლობს.

კორონავირუსის ფაქტი დროულად დაფიქსირდა, რამაც მოგვცა საშუალება, აღარ მომხდარიყო ვირუსის შემდეგი გავრცელება და ეს ადამიანი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში. გუშინ ღამით ინფექციური სააავადმყოფოდან იმ 13 პაციენტის გადაყვანა განხორციელდა საკარანტინო ზოლში, რომლებიც არ არიან ინფეცირებულები. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 10 პაციენტი, აქედან 5 იტალიიდან ჩამოვიდა (1 იტალიის მოქალაქეა, 4 კი ქართველია), ხოლო 5 ირანიდან (1 არის ქართველი, დანარჩენები არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები)“,- განაცხადა ტიკარაძემ.

გადავადდება თუ არა კომუნალური გადასახადები - ეკონომიკის მინისტრის კომენტარი

"ავტობუსების ნაკლებობა არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩემი მოწოდებაა დარჩით სახლში!" - კახა კალაძე

7 პროდუქტი, რომლებზეც ფასები არ გაიზრდება - პრემიერის დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს