პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იტალიაში კორონავირუსით 4 ბავშვი დაინფიცირდა
იტალიაში კორონავირუსით 4 ბავშვი დაინფიცირდა

ევ­რო­პის ქვეყ­ნებს შო­რის იტა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა. BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვირუ­სი გა­მოვ­ლინ­და ბავ­შვებ­შიც. კონ­კრე­ტუ­ლად კი, ის უკვე 4 ბავ­შვს და­უ­დას­ტურ­და.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით იტა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 12 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი. ყვე­ლა მათ­გა­ნი ხან­ში შე­სუ­ლი იყო და ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა პრობ­ლე­მე­ბი უფიქ­სირ­დე­ბო­და. ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ძი­რი­თა­დად იტა­ლი­ის ჩრდი­ლო­ეთ რე­გი­ო­ნებ­ში ვლინ­დე­ბა.

"რო­ი­ტერ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, იტა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 100 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და და და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბამ 400-ს გა­და­ა­ჭარ­ბა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ლომ­ბარ­დი­ი­სა და ვე­ნე­ტოს რე­გი­ო­ნებ­ში და­ხუ­რუ­ლია სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი, სკო­ლე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, კი­ნო­თე­ატ­რე­ბი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის სხვა ად­გი­ლე­ბი.

კა­რან­ტინ­ში რჩე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის 11 ქა­ლა­ქის 55 000-მდე მცხოვ­რე­ბი.

კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 35-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში ფიქ­სირ­დე­ბა. ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და სა­ქარ­თვე­ლო­შიც. კო­რო­ნა­ვირუ­სი აღ­მო­აჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ირა­ნი­დან აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გავ­ლით შე­მო­ვი­და. ის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, 82 164 ადა­მი­ა­ნია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, 2 801 გარ­დაც­ვლი­ლი, ხოლო 32 897 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა
ავტორი:

იტალიაში კორონავირუსით 4 ბავშვი დაინფიცირდა

იტალიაში კორონავირუსით 4 ბავშვი დაინფიცირდა

ევროპის ქვეყნებს შორის იტალიაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. BBC-ის ინფორმაციით, ვირუსი გამოვლინდა ბავშვებშიც. კონკრეტულად კი, ის უკვე 4 ბავშვს დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით იტალიაში კორონავირუსით 12 ადამიანია გარდაცვლილი. ყველა მათგანი ხანში შესული იყო და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები უფიქსირდებოდა. ინფიცირების შემთხვევები ძირითადად იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში ვლინდება.

"როიტერსის" ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში დახურულია საბავშვო ბაღები, სკოლები, უნივერსიტეტები, კინოთეატრები და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილები.

კარანტინში რჩება აღნიშნული რეგიონების 11 ქალაქის 55 000-მდე მცხოვრები.

კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით 35-ზე მეტ ქვეყანაში ფიქსირდება. ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა საქართველოშიც. კორონავირუსი აღმოაჩნდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ბოლო მონაცემებით, გლობალური მასშტაბით, 82 164 ადამიანია ინფიცირებული, 2 801 გარდაცვლილი, ხოლო 32 897 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

როგორ შეცვალა მსოფლიოს ქალაქები კორონავირუსის შიშმა - Reuters-ის გასაოცარი ფოტოები

"დაკავდით რეგულარული სექსით და დიდხანს იცოცხლებთ“ - ექიმ ოზის რჩევა წყვილებს, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ იზოლაციის დროს

ევროკომისიის პრეზიდენტი - სათანადოდ ვერ შევაფასეთ კორონავირუსი, ახლა აუცილებლად უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც ორი-სამი კვირის წინ სასტიკად გვეჩვენებოდა