სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მზაობა ქვეყანაში მაღალია... ჩვენ შევძლებთ ამ ინფექციასთან გამკლავებას" - რაზე ისაუბრა ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომაზე
"მზაობა ქვეყანაში მაღალია... ჩვენ შევძლებთ ამ ინფექციასთან გამკლავებას" - რაზე ისაუბრა ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომაზე

"შე­მიძ­ლია და­გარ­წმუ­ნოთ, მზა­ო­ბა ინ­ფექ­ცი­ებ­თან ბრძო­ლი­სა ქვეყ­ნა­ში ბევ­რად მა­ღა­ლია, ვიდ­რე ბოლო რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვაქვს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ფიქ­როთ, რომ ჩვენ შევ­ძლებთ ამ ინ­ფექ­ცი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბას" - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე ისა­უბ­რა.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ე­ბის, ასე­ვე პრო­ფი­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის საკ­მა­რი­სი რე­ზერ­ვი არ­სე­ბობს, რათა ადა­მი­ა­ნებს შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­ე­წი­ოთ.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს გახ­ლავთ მე­სა­მე დიდი ეპი­და­ფეთ­ქე­ბა ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც გა­მოწ­ვე­უ­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ით. თვი­თონ კო­რო­ნა­ვირუ­სი გახ­ლავთ ვირუ­სი, რო­მე­ლიც გა­და­დის ცხო­ვე­ლე­ბი­დან და ფრინ­ვე­ლე­ბი­დან ადა­მი­ან­ზე. ეს გახ­ლავთ მე­სა­მე ე.წ. ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი.

პირ­ვე­ლი ეპი­და­ფეთ­ქე­ბა იყო 2003 წელს, რო­დე­საც 9-დან 10% იყო ლე­ტა­ლო­ბა, ანუ გარ­დაც­ვა­ლე­ბა. მე­ო­რე ეპი­და­ფეთ­ქე­ბა იყო 2012 წელს, ე.წ. შუა აღ­მო­სავ­ლე­თის სინ­დრო­მი, რო­მე­ლიც არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი­დან და­ი­წყო. მა­შინ მო­იც­ვა და­ახ­ლო­ე­ბით 2 ათა­სი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ იყო მა­ღა­ლი ლე­ტა­ლო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 35 %.

მე­სა­მე გახ­ლავთ სწო­რედ ეს, რო­მე­ლიც 31 დე­კემ­ბერს, ჩი­ნეთ­ში, ჰუ­ბე­ის პრო­ვინ­ცი­ა­ში და­ი­წყო და უკვე დღე­ის­თვის მთელ მსოფ­ლი­ო­ში 81 ათას ადა­მი­ან­ზე მეტი მო­იც­ვა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე­დი­ცი­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­და­რე­ბი­თია. ეს ეპი­და­ფეთ­ქე­ბა ნაკ­ლე­ბი ლე­ტა­ლო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, ვიდ­რე წინა ორი.

ამ ეპი­და­ფეთ­ქე­ბის დროს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზო­გა­დი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის ჩი­ნეთ­ში 2.3%, ჩი­ნე­თის გა­რეთ კი­დევ ნაკ­ლე­ბი, მაგ­რამ სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის, რომ ჩი­ნეთ­ში უკვე და­ი­წყო ბოლო 10 დღეა კლე­ბა ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, იმა­ტებს იმ 38 ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც უკვე ინ­ფექ­ცია იქნა გა­ტა­ნი­ლი, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია დღე­ის­თვის სამ­ხრეთ კო­რეა, სა­დაც 1500 შემ­თხვე­ვა­ზეა მე­ტია, შემ­დეგ მო­დის იტა­ლია, ირა­ნი, სინ­გა­პუ­რი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა. ევ­რო­პა­ში შე­და­რე­ბით ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბია, თუ არ ავი­ღებთ იტა­ლი­ის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილს და არა მთელს იტა­ლი­ას.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და აშშ-მ გა­მო­ა­ცხა­დეს პან­დე­მი­უ­რი მზად­ყოფ­ნა. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლია პან­დე­მია, რო­დე­საც ინ­ფექ­ცია აზი­ა­ნებს ყვე­ლა კონ­ტი­ნენტს და ყვე­ლა ქვე­ყა­ნას. ამის სა­შიშ­რო­ე­ბა არის დღეს და სწო­რედ პან­დე­მი­ი­უ­რი მზად­ყოფ­ნაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ქვე­ყა­ნა მზად უნდა იყოს იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნებს ად­რე­ულ ეტაპ­ზე გა­ე­წი­ოთ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა.

"ძა­ლი­ან დრო­უ­ლი და სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ვი­ღეთ ირან­თან მი­მარ­თე­ბით, ამი­ტომ არ უნდა გა­გიკ­ვირ­დეს, რომ შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

შემ­თხვე­ვის და­ფიქ­სი­რე­ბას ვე­ლო­დით და შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს კი­დევ შემ­თხვე­ვე­ბი, მაგ­რამ ჩვენ, ერ­თის მხრივ პრე­ვენ­ცია უნდა გა­ვა­კე­თოთ სხვა შემ­თხვე­ვე­ბის შე­მო­ტა­ნის, მაგ­რამ მე­ო­რეს მხრივ, ქვე­ყა­ნა მზად უნდა იყოს იმის­თვის, რომ შე­სა­ბა­მი­სად, ამ ადა­მი­ა­ნებს ად­რე­ულ ეტაპ­ზე გა­ე­წი­ოთ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა. შემ­თხვე­ვე­ბის 81% მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ანუ სრუ­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბით მთავ­რდე­ბა, შე­საძ­ლო სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვე­ბის გა­რე­შეც.

შემ­თხვე­ვე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 14-15%-ში არის ე.წ. მწვა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი, რო­მე­ლიც აქ­ტი­ურ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს, ხოლო 5% გახ­ლავთ კრი­ტი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უკვე რე­ა­ნი­მა­ცი­ულ დახ­მა­რე­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ.

სა­მე­დი­ცი­ნო ქსე­ლის მზად­ყოფ­ნა არის. ეს და­ა­დას­ტუ­რა მი­ნის­ტრმაც. ჩვენ­თან არის რე­ზერ­ვი, რო­გორც სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ე­ბის, ასე­ვე შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფი­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის, სა­დაც ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა გახ­ლავთ იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნებს შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­ე­წი­ოთ“ - გა­ნა­ცხა­და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე პრე­მი­ერ­მა გა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ მთავ­რო­ბას ახალ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა აქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც "თან­მიმ­დევ­რუ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა". მისი თქმით, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იყო ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კი­დან პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის შე­ზუდ­ვა. შემ­დეგ ირა­ნი­დან პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის შე­ზღუდ­ვა და ირა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით სახ­მე­ლე­თო მი­მოს­ვლის დრო­ე­ბი­თი შე­ჩე­რე­ბია.

პრე­მი­ე­რის გან­მარ­ტე­ბით, ახალ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს და შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის მიერ ვი­თა­რე­ბა კონ­ტროლ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოს
1

სახმელეᲗო კონტროლი უნდა გაემკაცრებიოᲗ და Თუ მზაობაა პირბადეები აᲦარ იყიდება გუᲨინ საᲦამოს ვერ ვიᲨოვე...ეს არის მზაობა?

))
7

ამ ხალხს მიუნჰაუზენის ვირუსი აქვთ კაი ხანია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მზაობა ქვეყანაში მაღალია... ჩვენ შევძლებთ ამ ინფექციასთან გამკლავებას" - რაზე ისაუბრა ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომაზე

"მზაობა ქვეყანაში მაღალია... ჩვენ შევძლებთ ამ ინფექციასთან გამკლავებას" - რაზე ისაუბრა ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომაზე

"შემიძლია დაგარწმუნოთ, მზაობა ინფექციებთან ბრძოლისა ქვეყნაში ბევრად მაღალია, ვიდრე ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ინფექციასთან გამკლავებას" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში საკარანტინო სივრცეების, ასევე პროფილური საავადმყოფოების საკმარისი რეზერვი არსებობს, რათა ადამიანებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ.

"მოგეხსენებათ, ეს გახლავთ მესამე დიდი ეპიდაფეთქება ბოლო 20 წლის განმავლობაში, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსული ინფექციით. თვითონ კორონავირუსი გახლავთ ვირუსი, რომელიც გადადის ცხოველებიდან და ფრინველებიდან ადამიანზე. ეს გახლავთ მესამე ე.წ. ახალი კორონავირუსი.

პირველი ეპიდაფეთქება იყო 2003 წელს, როდესაც 9-დან 10% იყო ლეტალობა, ანუ გარდაცვალება. მეორე ეპიდაფეთქება იყო 2012 წელს, ე.წ. შუა აღმოსავლეთის სინდრომი, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულიდან დაიწყო. მაშინ მოიცვა დაახლოებით 2 ათასი ადამიანი, მაგრამ იყო მაღალი ლეტალობა, დაახლოებით 35 %.

მესამე გახლავთ სწორედ ეს, რომელიც 31 დეკემბერს, ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში დაიწყო და უკვე დღეისთვის მთელ მსოფლიოში 81 ათას ადამიანზე მეტი მოიცვა. მოგეხსენებათ, მედიცინაში ყველაფერი შედარებითია. ეს ეპიდაფეთქება ნაკლები ლეტალობით ხასიათდება, ვიდრე წინა ორი.

ამ ეპიდაფეთქების დროს გარდაცვალების ზოგადი მაჩვენებელი არის ჩინეთში 2.3%, ჩინეთის გარეთ კიდევ ნაკლები, მაგრამ საყურადღებოა ის, რომ ჩინეთში უკვე დაიწყო ბოლო 10 დღეა კლება ახალი შემთხვევების, მაგრამ სამწუხაროდ, იმატებს იმ 38 ქვეყანაში, სადაც უკვე ინფექცია იქნა გატანილი, მათ შორის ყველაზე დაზიანებულია დღეისთვის სამხრეთ კორეა, სადაც 1500 შემთხვევაზეა მეტია, შემდეგ მოდის იტალია, ირანი, სინგაპური და კიდევ რამდენიმე ქვეყანა. ევროპაში შედარებით ერთეული შემთხვევებია, თუ არ ავიღებთ იტალიის ჩრდილოეთ ნაწილს და არა მთელს იტალიას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და აშშ-მ გამოაცხადეს პანდემიური მზადყოფნა. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსალოდნელია პანდემია, როდესაც ინფექცია აზიანებს ყველა კონტინენტს და ყველა ქვეყანას. ამის საშიშროება არის დღეს და სწორედ პანდემიიური მზადყოფნაა გამოცხადებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ქვეყანა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ადამიანებს ადრეულ ეტაპზე გაეწიოთ სამედიცინო დახმარება.

"ძალიან დროული და სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ ირანთან მიმართებით, ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეს, რომ შემთხვევა დაფიქსირდა.

შემთხვევის დაფიქსირებას ველოდით და შესაძლებელია იყოს კიდევ შემთხვევები, მაგრამ ჩვენ, ერთის მხრივ პრევენცია უნდა გავაკეთოთ სხვა შემთხვევების შემოტანის, მაგრამ მეორეს მხრივ, ქვეყანა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ შესაბამისად, ამ ადამიანებს ადრეულ ეტაპზე გაეწიოთ სამედიცინო დახმარება. შემთხვევების 81% მსუბუქად მიმდინარეობს, ანუ სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება, შესაძლო სამედიცინო ჩარევების გარეშეც.

შემთხვევების დაახლოებით 14-15%-ში არის ე.წ. მწვავე მდგომარეობები, რომელიც აქტიურ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, ხოლო 5% გახლავთ კრიტიკული მდგომარეობები, რომლებიც უკვე რეანიმაციულ დახმარებას საჭიროებენ.

სამედიცინო ქსელის მზადყოფნა არის. ეს დაადასტურა მინისტრმაც. ჩვენთან არის რეზერვი, როგორც საკარანტინო სივრცეების, ასევე შესაბამისი პროფილური საავადმყოფოების, სადაც ყველა საშუალება გახლავთ იმისთვის, რომ ადამიანებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ“ - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობას ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა აქვს შემუშავებული, რომელიც "თანმიმდევრულად ხორციელდება". მისი თქმით, პირველი ნაბიჯი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი ფრენების შეზუდვა. შემდეგ ირანიდან პირდაპირი ფრენების შეზღუდვა და ირანის მიმართულებით სახმელეთო მიმოსვლის დროებითი შეჩერებია.

პრემიერის განმარტებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს და შესაბამისი უწყებების მიერ ვითარება კონტროლდება.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"