მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც სოცქსელებში ვრცელდება" - რას წერს იტალიაში მოღვაწე ქართველი ექიმი
"ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც სოცქსელებში ვრცელდება" - რას წერს იტალიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

იტა­ლი­ა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი და­ვით მა­თი­აშ­ვი­ლი კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ პა­ნი­კას ეხ­მა­უ­რე­ბა. მა­თი­აშ­ვი­ლი იტა­ლი­ა­ში, ლომ­ბარ­დი­ის რე­გი­ონ­ში, ქა­ლაქ ბერ­გა­მოს კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობს, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს მკურ­ნა­ლო­ბენ.

"რად­გან ამ პა­ნი­კის ეპი­ცენ­ტრში ვარ, ერთ სტა­ტუსს მი­ვუ­ძღვნი. ჩემს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, 20 COVID-19-იანი პა­ცი­ენ­ტია. ყვე­ლა იზო­ლი­რე­ბუ­ლი, 3 ინ­ტუ­ბი­რე­ბუ­ლია რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში. 1 გარ­და­იც­ვა­ლა (გარ­დაც­ვლი­ლი მო­იყ­ვა­ნეს). ყვე­ლა მძი­მე პა­ცი­ენ­ტი, მათ შო­რის გარ­დაც­ვლი­ლიც არის 80 წელს ზე­ვით, სხვა ასო­ცი­რე­ბუ­ლი კონ­დი­ცი­ე­ბით.

მოკ­ლედ, ადა­მი­ა­ნურ ენა­ზე, რომ ვთქვათ, ეს ვირუ­სი არ არის ისე­თი სა­ში­ში, რო­გორც მე­დი­ა­ში და სოც ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა. არ და­ი­ხო­ცე­ბა ხალ­ხი ქუ­ჩა­ში და სამ­ყა­როს და­სას­რულს არ გა­მო­იწ­ვევს!

იტა­ლი­ას, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა აქვს და მაქ­სი­მა­ლურ ძა­ლის­ხმე­ვას დებს, რომ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა შე­ა­ჩე­როს. ეს არის მი­ზე­ზი რა­ტო­მაც არ მუ­შა­ობს სკო­ლე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, ამი­ტომ არ ტარ­დე­ბა სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩე­ბი და ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი და­ხუ­რუ­ლია. ეს იმი­ტომ არ ხდე­ბა, რომ ყვე­ლა ავა­დაა და ვი­ხო­ცე­ბით. იმი­ტომ ხდე­ბა, რომ ამ ვირუ­სებ­მა არ მი­აღ­წი­ონ ისეთ ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე, რომ­ლებ­საც იმუნ­ტე­ტი ისე­დაც კომ­პრო­მი­ტი­რე­ბუ­ლი აქვთ.

პა­ნი­კამ და სოც ვირუ­სუ­ლო­ბამ სხვა და­მან­გრე­ვე­ლი შე­დე­გე­ბი გა­მო­იწ­ვია, სო­ციო-ეკო­ნო­მი­კუ­რი. ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის დღი­დან ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მო­ა­წყდა მიმ­ღე­ბებს გა­ცი­ე­ბის ნიშ­ნე­ბით, რომ­ლის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას, რაღა თქმა უნდა, არ­სად არ და­კარ­გუ­ლი და მუ­დამ ჩვენ­თან მყო­ფი, good old, Influenza იგი­ვე გრი­პი ჭირ­და (წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ 500,000 ადა­მი­ანს კლავს, btw). ამან გა­მო­იწ­ვია 12-13 სა­ა­თი­ა­ნი რი­გე­ბი და სრუ­ლი ქა­ო­სი, სა­დაც ჩვე­ნი COVID19 უფრო მარ­ტი­ვად გავ­რცელ­და.

ესე­თი პა­ნი­კა ქარ­თულ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას და­ან­გრევს. აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინ­სტრუქ­ცია არის ერ­თა­დერ­თი. სულ და­ვიც­ვათ ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბი (ეს ისეც გა­მო­სა­დე­გია). თუ გაქვს სი­ცხე, ხვე­ლა და სხვა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბი იყა­ვი სახ­ლში იზო­ლა­ცი­ა­ში, გა­ი­კე­თე ნი­ღა­ბი, რომ სხვებს არ გა­დას­დო და უმ­კურ­ნა­ლე სიმპტო­მებს (რო­გორც ყვე­ლა მსუ­ბუ­ქი გრი­პის ინ­ფექ­ცი­ის დროს). თბი­ლის­ში რო ვირუ­სი იყო 2 თვის წინ, ბევ­რად მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ქონ­და" - წერს მა­თი­აშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის,სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვირუ­სი და­უდ­გინ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც შე­მო­ვი­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გავ­ლით ირა­ნი­დან.

"ის გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქნა ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. მინ­და და­ვამ­შვი­დო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ჩვენ პა­ნი­კის რის­კი არ გვაქვს, რად­გან ჩვე­ნი მთავ­რო­ბა ყვე­ლა ზო­მას მი­მარ­თავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მია არ გვქონ­დეს" - აღ­ნიშ­ნა ტი­კა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nata
5

ეს ვირუსი ერევა ძირითადად ასაკოვან ადამიანებს, რომლებსაც დაბალი იმუნიტეტი აქვს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც დაავადდება ამ ვირუსით შედეგი ფატალური იქნება. დაიცავით ჰიგიენის წესები, ხშირად იბანთ ხელები და ვარდებით პანიკაში

GVF
6

რას დადიან აქეთ იქით დაჯდნენ საქართველოში და აღარ შემოვა კორონა ვირუსი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც სოცქსელებში ვრცელდება" - რას წერს იტალიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

"ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც სოცქსელებში ვრცელდება" - რას წერს იტალიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

იტალიაში მოღვაწე ქართველი ექიმი დავით მათიაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ პანიკას ეხმაურება. მათიაშვილი იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში, ქალაქ ბერგამოს კლინიკაში მუშაობს, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებს მკურნალობენ.

"რადგან ამ პანიკის ეპიცენტრში ვარ, ერთ სტატუსს მივუძღვნი. ჩემს საავადმყოფოში, 20 COVID-19-იანი პაციენტია. ყველა იზოლირებული, 3 ინტუბირებულია რეანიმაციაში. 1 გარდაიცვალა (გარდაცვლილი მოიყვანეს). ყველა მძიმე პაციენტი, მათ შორის გარდაცვლილიც არის 80 წელს ზევით, სხვა ასოცირებული კონდიციებით.

მოკლედ, ადამიანურ ენაზე, რომ ვთქვათ, ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც მედიაში და სოც ქსელებში ვრცელდება. არ დაიხოცება ხალხი ქუჩაში და სამყაროს დასასრულს არ გამოიწვევს!

იტალიას, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ჯანდაცვის სისტემა აქვს და მაქსიმალურ ძალისხმევას დებს, რომ ვირუსის გავრცელება შეაჩეროს. ეს არის მიზეზი რატომაც არ მუშაობს სკოლები, უნივერსიტეტები, ამიტომ არ ტარდება საფეხბურთო მატჩები და ზოგადად, საზოგადოების თავშეყრის ადგილები დახურულია. ეს იმიტომ არ ხდება, რომ ყველა ავადაა და ვიხოცებით. იმიტომ ხდება, რომ ამ ვირუსებმა არ მიაღწიონ ისეთ ადამიანებამდე, რომლებსაც იმუნტეტი ისედაც კომპრომიტირებული აქვთ.

პანიკამ და სოც ვირუსულობამ სხვა დამანგრეველი შედეგები გამოიწვია, სოციო-ეკონომიკური. ინფორმაციის გავრცელების დღიდან ათიათასობით ადამიანი მოაწყდა მიმღებებს გაციების ნიშნებით, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას, რაღა თქმა უნდა, არსად არ დაკარგული და მუდამ ჩვენთან მყოფი, good old, Influenza იგივე გრიპი ჭირდა (წელიწადში საშუალოდ 500,000 ადამიანს კლავს, btw). ამან გამოიწვია 12-13 საათიანი რიგები და სრული ქაოსი, სადაც ჩვენი COVID19 უფრო მარტივად გავრცელდა.

ესეთი პანიკა ქართულ ჯანდაცვის სისტემას დაანგრევს. აუცილებელი ინსტრუქცია არის ერთადერთი. სულ დავიცვათ ჰიგიენის წესები (ეს ისეც გამოსადეგია). თუ გაქვს სიცხე, ხველა და სხვა დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები იყავი სახლში იზოლაციაში, გაიკეთე ნიღაბი, რომ სხვებს არ გადასდო და უმკურნალე სიმპტომებს (როგორც ყველა მსუბუქი გრიპის ინფექციის დროს). თბილისში რო ვირუსი იყო 2 თვის წინ, ბევრად მძიმე მიმდინარეობა ქონდა" - წერს მათიაშვილი.

ცნობისთვის,საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან.

"ის გადაყვანილი იქნა ინფექციურ საავადმყოფოში. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მინდა დავამშვიდო საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ პანიკის რისკი არ გვაქვს, რადგან ჩვენი მთავრობა ყველა ზომას მიმართავს, რომ საქართველოში კორონავირუსის ეპიდემია არ გვქონდეს" - აღნიშნა ტიკარაძემ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"