ფოთის ჰოსპიტალში მაღალი ტემპერატურით 18 წლის გოგონა შეიყვანეს.
ამჟამად პაციენტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაავადებათა კონტროლის პროტოკოლების რეკომენდაციით ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.
,,შემოიყვანეს პაციენტი, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნამყოფია იტალიაში. მაღალი ტემპერატურა რომ მისცა, მომართა კლინიკას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაავადებათა კონტროლის პროტოკოლების რეკომენდაციით, გადაგვყავს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შემდგომი გამოკვლევებისთვის", - განუცხადა ჟურნალისტებს ჰოსპიტალის მენეჯერმა თეა მიგინეიშვილმა.