დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაახლოებით 50 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ირანიდან გუშინ დაბრუნდა.
"1 საათის წინ დამთავრდა ლაბორატორიული კვლევა, იმისთვის რომ ჩვენ დარწმუნებულები ვყოფილიყავით 3 ჯერ გავიმეორეთ რეაქცია სხვადასხვა წარმოების რეაგენტებით და სამივე შემთცვევაში გვაქვს ერთი და იგივე პასუხი, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოს მოქალაქე 50 წლის მამაკაცია, რომელიც მეგობართან ერთად ერთი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა ირანში პირად საქმეებზე და საქართველოში დაბრუნდა გუშინ. მას საზღვარზე დაუფიქსირდა გარკვეული სიმპტომები, რის გამოც გადაყვანილ იქნა ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში,სადაც კვლევები ჩაუტარდა", - განაცხადა გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.
ვაუ
მეგობარი სად იმყოფება აამჟამად,რა ბედი ელით მებაჟეებს,დასადგენია რომელი.ავტომობილით შემოვიდა ჩაუტარდა თუ არა დეზინფექცია ავტოს,დადგინდა თუ არა მგზავრების ვინაობა და გადაყვანილები არიან თუ არა ინფექციურში და ბოლოს ჩაიკეტება თუ არა საზღვრები აზერბაიჯანთან და სომხეთთან აი კითხვები რაც მნიშვნელოვანია