პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერი სამშენებლო კომპანიებს - კეთილი ინებეთ და ვალდებულებები შეასრულეთ - ხალხის გამოგზავნა და თხოვნა, რომ არ დაგვაჯარიმოთ, არ გამოვა
მერი სამშენებლო კომპანიებს - კეთილი ინებეთ და ვალდებულებები შეასრულეთ - ხალხის გამოგზავნა და თხოვნა, რომ არ დაგვაჯარიმოთ, არ გამოვა

მინ­და მო­ვუ­წო­დო სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ებს, კე­თი­ლი ინე­ბეთ და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­ას­რუ­ლეთ. ხალ­ხის გა­მოგ­ზავ­ნა და თხოვ­ნა, რომ არ დაგ­ვა­ჯა­რი­მოთ, იქ­ნებ დაგ­ვეხ­მა­როთ - ეს არ გა­მო­ვა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

კახა კა­ლა­ძემ ისა­უბ­რა გლ­და­ნის რა­ი­ო­ნის ორ ქუ­ჩა­ზე: ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის, (ხი­ზა­ბავ­რის) და ხა­რა­ძის ქუ­ჩებ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ებ­ზე, რო­მელ­საც მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გლ­და­ნის გამ­გე­ო­ბა ახორ­ცი­ე­ლებს. რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ამ ქუ­ჩებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი მდგო­მა­რე­ობ­და შემ­დეგ­ში:

„რო­დე­საც საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მო­წეს­რიგ­და და ჩვე­ნი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი, ლა­ბო­რა­ტო­რია შე­ვი­და იმი­სათ­ვის, რომ პრო­ექ­ტი ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა, შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი უხა­რის­ხო იყო. შე­სა­ბა­მი­სად, ამას ჩვე­ნი მხრი­დან რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვა. ჩვენ თვალს ვერ დავ­ხუ­ჭავთ უხა­რის­ხო­ბა­ზე, არას­წო­რად შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ამ კომ­პა­ნი­ას და­ე­ვა­ლა, რომ თა­ვი­სი­ვე ხარ­ჯე­ბით მო­ა­წეს­რი­გოს საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. ლა­ბო­რა­ტო­რი­ამ ელე­მენ­ტა­რუ­ლად, სინ­ჯე­ბის აღე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა, იმ­დე­ნად ცუ­დად იყო მო­ას­ფალ­ტე­ბუ­ლი ეს კონ­კრე­ტუ­ლი ქუ­ჩე­ბი. ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ გან­ცხა­დე­ბე­ბი ოპო­ნენ­ტე­ბის მხრი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, რომ აი, ამ­დენ ხანს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­მუ­შა­ო­ებს, და­ა­გეს, ახლა, თა­ვი­დან თხრი­ან. არა, ჩვენ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ დავ­ხუ­ჭავთ თვალს უხა­რის­ხო­ბა­ზე და შე­უს­რუ­ლე­ბელ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, არ­სე­ბო­ბენ ასე­თი კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ თუ არ ას­რუ­ლე­ბენ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ნა­კისრ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვა­პი­რებთ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე თვა­ლი დავ­ხუ­ჭოთ. კი­დევ ერთხელ მინ­და მო­ვუ­წო­დო სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ებს, კე­თი­ლი ინე­ბეთ და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­ას­რუ­ლეთ. ჩვენ სხვას არა­ფერს გთხოვთ. ჩვენ გვინ­და, რომ ხა­რის­ხობ­რი­ვად მა­ღალ დო­ნე­ზე იყოს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და დრო­უ­ლად მორ­ჩეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ზო­გა­დად, დის­კომ­ფორ­ტს წარ­მო­ად­გენს. ხალ­ხის გა­მოგ­ზავ­ნა, თხოვ­ნე­ბი, რომ არ დაგ­ვა­ჯა­რი­მოთ, იქ­ნებ, დაგ­ვეხ­მა­როთ, ეს არ გა­მო­ვა მე­გობ­რე­ბო. ჩვენ, ყვე­ლა, ჩვენს ქა­ლაქს და ხალ­ხს ვემ­სა­ხუ­რე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, კე­თი­ლი ინე­ბეთ ყვე­ლამ და შე­ას­რუ­ლეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. ჩვენ არ ვა­პი­რებთ თავი და­ვუ­ხა­როთ ასეთ გა­დაც­დო­მებს და ასეთ უხა­რის­ხოდ წარ­მო­ე­ბულ სა­მუ­შა­ო­ებს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ კონ­კრე­ტულ კომ­პა­ნი­ას თა­ვის­ვე ხარ­ჯე­ბით მო­უ­წევს ორი­ვე ქუ­ჩის მო­წეს­რი­გე­ბა. ჩვენ თქვენ­გა­ნაც გვჭირ­დე­ბა მხარ­და­ჭე­რა და თა­ნად­გო­მა. მარ­ტო ჩემი, თქვე­ნი, მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის არ არის ეს ქა­ლა­ქი, ყვე­ლა­სია. გთხოვთ, თა­ნად­გო­მას და მხარ­და­ჭე­რას, მო­ვა­წეს­რი­გოთ და გა­ვა­ლა­მა­ზოთ ჩვე­ნი ქა­ლა­ქი. ყვე­ლა აქ ვცხოვ­რობთ ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბით და შვი­ლე­ბით. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ და მჯე­რა, რომ ძა­ლი­ან მალე ეს ორი­ვე ქუჩა მო­წეს­რიგ­დე­ბა და ეს თემა სა­ლა­პა­რა­კო არ გახ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ამას­თან, კახა კა­ლა­ძემ მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გლ­და­ნის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბელს და­ა­ვა­ლა, რომ სა­მუ­შა­ო­ე­ბი დრო­უ­ლად შეს­რულ­დეს.

„ჩვე­ნი მხრი­დან რაც არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი, ეს იქ­ნე­ბა ჯა­რი­მა თუ სხვა სან­ქცი­ე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეთ იმი­სათ­ვის, რომ ასეთ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა მე­ო­რედ არ მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. (კომ­პა­ნი­ას) თუ არ გაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა და იმის თავი, რომ შე­ას­რუ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, თავი და­ა­ნე­ბე და ტენ­დერ­ში ნუ მი­ი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლის, ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, გლ­დან­ში, მეტ­რო „ახ­მე­ტე­ლის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის და ვე­კუ­ას ქუ­ჩე­ბის მო­ნაკ­ვე­თი და­ახ­ლო­ე­ბით, 3 კვი­რა­ში გა­იხ­სნე­ბა.

რო­გორც ბენ­დე­ლი­ან­მა ად­გილ­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­თა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­მუ­შა­ო­ე­ბი მი­წის ქვეშ, 8 მეტ­რის სიღ­რმე­ში კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნის გამო გა­ჭი­ა­ნურ­და.

„ამ ეტაპ­ზე აქ ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ჩვენ აქ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ვი­ყა­ვით დე­და­ქა­ლა­ქის მერ­თან ერ­თად და და­ვა­ა­ნონ­სეთ მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლის გა­და­ხურ­ვა, სა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პრობ­ლე­მა იყო. იქ გან­თავ­სე­ბულ სა­ვაჭ­რო ფარ­თებს წყა­ლი ჩას­დი­ო­და და შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო მო­სახ­ლე­ო­ბა. ახლა ეს პრობ­ლე­მა აღარ არ­სე­ბობს, გა­კეთ­და შე­სა­ბა­მი­სი ჰიდ­რო­ი­ზო­ლა­ცი­ე­ბი, მო­ე­წყო ახა­ლი გა­და­ხურ­ვის ფი­ლე­ბი. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტო­რიც, რომ მი­წის ეს­კა­ლა­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს და­ახ­ლო­ე­ბით, 8 მეტ­რის სიღ­რმე­ზე აღ­მოჩ­ნდა ძვე­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია, რაც თავ­და­პირ­ველ პრო­ექ­ტში არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და ვერც იქ­ნე­ბო­და, რად­გან აქამ­დე არ ჩან­და. შე­სა­ბა­მი­სად, ამან გა­მო­იწ­ვია სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით, 2 კვი­რით გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით, 2-დან 3 კვი­რამ­დე ვა­და­ში ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რულ­დე­ბა და აღ­ნიშ­ნუ­ლი ლო­კა­ცია გა­იხ­სნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბენ­დე­ლი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
simartle
5

კეთილი შენ ინებე და შეასრულე ოცნების დაპირებები რაც ხალხს მიეცით!შენ ვის რას თხოვ !!!!!!!!!!!!!!

კობა
0

გონიოში და კვარიათში ხალხს პროექტებეს არ აძლევენ ნაცნობობით ხდება ყველაფერი ასლანის წასვლის მერე ასეთი რამე წარმოუდგენელი იყო ხალხი თავიანთ მიწებს ვერ იყენებს, ეს სიტუაცია ძალიან წააგავს ასლანის დროინდელს თითქოს წითელი ზონის გამო მშენებლობა აგრძალული იყო , აზრზე მოდით ცოტა სანამ აფეთქდა ხალხი , ისინი ხო თავიანთი შრომით არიან თქვენ არაფერს არ ქთხოვთ ბიუჯეტი თქვენია, მოგიწიდებთ ეს პრობლემამოკლე ვადებში გადაწყვიტოთ)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

მერი სამშენებლო კომპანიებს - კეთილი ინებეთ და ვალდებულებები შეასრულეთ - ხალხის გამოგზავნა და თხოვნა, რომ არ დაგვაჯარიმოთ, არ გამოვა

მერი სამშენებლო კომპანიებს - კეთილი ინებეთ და ვალდებულებები შეასრულეთ - ხალხის გამოგზავნა და თხოვნა, რომ არ დაგვაჯარიმოთ, არ გამოვა

მინდა მოვუწოდო სამშენებლო კომპანიებს, კეთილი ინებეთ და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულეთ. ხალხის გამოგზავნა და თხოვნა, რომ არ დაგვაჯარიმოთ, იქნებ დაგვეხმაროთ - ეს არ გამოვა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ ისაუბრა გლდანის რაიონის ორ ქუჩაზე: ბოჭორიშვილის, (ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებზე, რომელსაც მისივე განმარტებით, გლდანის გამგეობა ახორციელებს. როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ ქუჩებთან დაკავშირებით პრობლემები მდგომარეობდა შემდეგში:

„როდესაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა და ჩვენი ზედამხედველობის სამსახური, ლაბორატორია შევიდა იმისათვის, რომ პროექტი ჩაებარებინა, შესრულებული სამუშაოები უხარისხო იყო. შესაბამისად, ამას ჩვენი მხრიდან რეაგირება მოჰყვა. ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ უხარისხობაზე, არასწორად შესრულებულ სამუშაოებზე. შესაბამისად, ამ კომპანიას დაევალა, რომ თავისივე ხარჯებით მოაწესრიგოს საგზაო ინფრასტრუქტურა. ლაბორატორიამ ელემენტარულად, სინჯების აღება ვერ მოახერხა, იმდენად ცუდად იყო მოასფალტებული ეს კონკრეტული ქუჩები. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ოპონენტების მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის თვალსაზრისით, რომ აი, ამდენ ხანს ახორციელებენ სამუშაოებს, დააგეს, ახლა, თავიდან თხრიან. არა, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავხუჭავთ თვალს უხარისხობაზე და შეუსრულებელ ვალდებულებებზე. სამწუხაროდ, არსებობენ ასეთი კომპანიები, რომლებიც ვერ თუ არ ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო სამშენებლო კომპანიებს, კეთილი ინებეთ და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულეთ. ჩვენ სხვას არაფერს გთხოვთ. ჩვენ გვინდა, რომ ხარისხობრივად მაღალ დონეზე იყოს შესრულებული და დროულად მორჩეს სამუშაოები, რომლებიც ზოგადად, დისკომფორტს წარმოადგენს. ხალხის გამოგზავნა, თხოვნები, რომ არ დაგვაჯარიმოთ, იქნებ, დაგვეხმაროთ, ეს არ გამოვა მეგობრებო. ჩვენ, ყველა, ჩვენს ქალაქს და ხალხს ვემსახურებით. შესაბამისად, კეთილი ინებეთ ყველამ და შეასრულეთ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები. ჩვენ არ ვაპირებთ თავი დავუხაროთ ასეთ გადაცდომებს და ასეთ უხარისხოდ წარმოებულ სამუშაოებს. შესაბამისად, ამ კონკრეტულ კომპანიას თავისვე ხარჯებით მოუწევს ორივე ქუჩის მოწესრიგება. ჩვენ თქვენგანაც გვჭირდება მხარდაჭერა და თანადგომა. მარტო ჩემი, თქვენი, მთავრობის წევრების არ არის ეს ქალაქი, ყველასია. გთხოვთ, თანადგომას და მხარდაჭერას, მოვაწესრიგოთ და გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი. ყველა აქ ვცხოვრობთ ჩვენი ოჯახებით და შვილებით. მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ძალიან მალე ეს ორივე ქუჩა მოწესრიგდება და ეს თემა სალაპარაკო არ გახდება“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გლდანის რაიონის გამგებელს დაავალა, რომ სამუშაოები დროულად შესრულდეს.

„ჩვენი მხრიდან რაც არის გასაკეთებელი, ეს იქნება ჯარიმა თუ სხვა სანქციები, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ასეთმა კომპანიებმა მეორედ არ მიიღონ მონაწილეობა. (კომპანიას) თუ არ გაქვს შესაძლებლობა და იმის თავი, რომ შეასრულო სამუშაოები, თავი დაანებე და ტენდერში ნუ მიიღებ მონაწილეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, გლდანში, მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების მონაკვეთი დაახლოებით, 3 კვირაში გაიხსნება.

როგორც ბენდელიანმა ადგილზე სამუშაოების დათალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაოები მიწის ქვეშ, 8 მეტრის სიღრმეში კომუნიკაციების აღმოჩენის გამო გაჭიანურდა.

„ამ ეტაპზე აქ ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები. ჩვენ აქ რამდენიმე კვირის წინ ვიყავით დედაქალაქის მერთან ერთად და დავაანონსეთ მიწისქვეშა გადასასვლელის გადახურვა, სადაც წლების განმავლობაში პრობლემა იყო. იქ განთავსებულ სავაჭრო ფართებს წყალი ჩასდიოდა და შეწუხებული იყო მოსახლეობა. ახლა ეს პრობლემა აღარ არსებობს, გაკეთდა შესაბამისი ჰიდროიზოლაციები, მოეწყო ახალი გადახურვის ფილები. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ მიწის ესკალაციის სამუშაოების დროს დაახლოებით, 8 მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა ძველი კომუნიკაცია, რაც თავდაპირველ პროექტში არ იყო გათვალისწინებული და ვერც იქნებოდა, რადგან აქამდე არ ჩანდა. შესაბამისად, ამან გამოიწვია სამუშაოების დაახლოებით, 2 კვირით გაჭიანურება. დაახლოებით, 2-დან 3 კვირამდე ვადაში ეს სამუშაოები დასრულდება და აღნიშნული ლოკაცია გაიხსნება“, - განაცხადა ბენდელიანმა.

რა ღონისძიებებს გეგმავს შსს კორონავირუსის შესაძლო გავრცელების საწინააღმდეგოდ - უწყების განცხადება

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებაზე: "მშვიდად შევხვდეთ ამ მდგომარეობას"

"2008-ში, ომის დროსაც კი არ ხდებოდა ასეთი რამ, მაშინ ნდობა იყო..." - რას ამბობს სააკაშვილი ქართველებზე, ვინც კორონავირუსის შიშით პროდუქტებს იმარაგებს