პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტყვეთა ბანაკიდან გაქცეული ქართველი ლეიტენანტი ზოოპარკში ემალებოდა ნაცისტებს... - უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების ახალი მონაცემები
ტყვეთა ბანაკიდან გაქცეული ქართველი ლეიტენანტი ზოოპარკში ემალებოდა ნაცისტებს... - უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების ახალი მონაცემები

ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის სამ­ხედ­რო ტყვე­თა ბა­ნაკ­ში, რო­მე­ლიც ქა­ლაქ შვე­რინ­თან მდე­ბა­რე­ობ­და, პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გარ­და, ფრან­გი, ბელ­გი­ე­ლი, სერ­ბი და იტა­ლი­ე­ლი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბიც ჰყავ­დათ, ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლის გვა­რიც...

ქერ­ჩის კო­მი­სი­ის მიერ მო­წო­დე­ბულ სი­ა­ში, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გვარ-სა­ხე­ლებ­საც იპო­ვით, რო­მელ­თა შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­კარ­გუ­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი AMBEBI.GE-ს სტა­ტი­ე­ბის კო­მენ­ტა­რებ­ში ითხოვ­დნენ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ შე­საძ­ლოა, გვარ­ში, მა­მის სა­ხელ­სა და მი­სა­მარ­თებ­ში, შეც­დო­მა იყოს, რად­გან სამ­ხედ­რო­ე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი თა­ვი­დან­ვე არას­წო­რად ივ­სე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა შვე­რი­ნის სამ­ხედ­რო ტყვე­თა ბა­ნაკს, იქ სამ­ხედ­რო ბაზა იყო, სა­დაც ფი­უ­რე­რის და­ბა­დე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სამ­ხედ­რო სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იმარ­თე­ბო­და. 1939 წლის შემ­დეგ, ბა­ნაკ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 17 000 სამ­ხედ­რო ტყვეს მო­უ­წია ყოფ­ნა... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის ლა­ზა­რე­თი გა­ა­კე­თეს, რომ­ლის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი, 96 წლის ჰუ­ბერ­ტი რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ტყვე­თა მი­მართ გა­მოვ­ლე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს.

ლა­ზა­რეთ­ში მუ­შა­ო­ბის კვალ­დაკ­ვალ, SS-ის წევ­რმა 1939-1944 წლებ­ში, 3 681 ადა­მი­ა­ნი და­ხო­ცა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მისი ომის შემ­დგო­მი ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ საბ­ჭო­თა ტყვე­ე­ბი, მათ­ზე კი არა­ნა­ი­რი კონ­ტრო­ლი არ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, იმ გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვის გარ­და, თუ გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბა ექ­ნე­ბო­დათ.

შვე­რი­ნის სამ­ხედ­რო ტყვე­თა ბა­ნაკ­ში და­ღუ­პულ ქარ­თველ სამ­ხედ­რო­თა გვარ-სა­ხე­ლე­ბი:

შალ­ვა ვარ­ლა­მის ძე წყა­რო­ზია - და­ბა­დე­ბუ­ლი 1922 წლის 22 ოქ­ტომ­ბერს, ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შამ­გო­ნა­ში. 1942 წლის 16 ივ­ნისს ტყვედ ჩა­ვარ­და შე­პე­ტოვ­კა­ში, სა­ი­და­ნაც გერ­მა­ნი­ა­ში, შვე­რი­ნის სამ­ხედ­რო ტყვე­თა ბა­ნაკ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. იქ გარ­და­იც­ვა­ლა კი­დეც. დაკ­რძა­ლუ­ლია შვე­რი­ნის სა­ერ­თო სა­საფ­ლა­ო­ზე.

ილია ჭინ­ჭა­რა­ძე (ან ჯინ­ჭა­რა­ძე) - და­ბა­დე­ბუ­ლი ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჩხი­რა­ულ­ში, უმ­ცრო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი. ტყვედ ჩა­ვარ­და როს­ტოვ­ში 1942 წლის 28 აგ­ვის­ტოს. ერთი წლის შემ­დეგ, გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ რუ­დენ­ვალ­დში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­ი­და­ნაც 1944 წლის 19 ივ­ნისს გაქ­ცე­ვა სცა­და... დაჭ­რი­ლი იყო, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმა­ლე­ბო­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა შე­ი­ფა­რეს.

გერ­მა­ნე­ლი ოფიც­რე­ბი ქარ­თვე­ლი ლე­ი­ტე­ნან­ტის კვალს შე­უს­ვე­ნებ­ლად ეძებ­დნენ. და­სახ­ლე­ბა­ში, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ დაჭ­რილ ქარ­თველ მე­ო­მარს მა­ლავ­დნენ, ძებ­ნა ძაღ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა ვერ იპოვ­ნეს...

ის მა­შინ და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც ად­გი­ლობ­რივ მა­ცხოვ­რე­ბელს ურ­მით სამ­შვი­დო­ბოს გა­დაჰ­ყავ­და. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ის შე­ი­ფა­რა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო და გაქ­ცე­ულ ტყვეს რამ­დე­ნი­მე დღე ზო­ო­პარკში მა­ლავ­და. ილია ჭინ­ჭა­რა­ძის აყ­ვა­ნის შემ­დეგ, გერ­მა­ნუ­ლი ოჯა­ხი და მათი ხელ­შემ­წყო­ბე­ბი მკაც­რად გა­ა­სა­მარ­თლეს და დახ­ვრი­ტეს.

გაქ­ცე­უ­ლი ტყვის ბა­ნაკ­ში დაბ­რუ­ნე­ბის თა­რი­ღად, არ­ქივ­ში 1944 წლის 26 ივ­ნი­სია მი­თი­თე­ბუ­ლი. იმა­ვე წლის 14 ივ­ლისს სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მე­თა­უ­რო­ბამ თა­ვი­სი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ გა­და­იყ­ვა­ნა... არ­ქი­ვის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ ორ ბა­ნაკ­ში ყოფ­ნის შემ­დეგ, 1945 წლის 15 თე­ბერ­ვალს, შვე­რი­ნის ბა­ნაკ­ში უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა...

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გი­ლობ­რივ სამ­ხედ­რო ტყვე­ებ­ში ჭინ­ჭა­რა­ძე (ან ჯინ­ჭა­რა­ძე) დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლობ­და - გა­უ­ტე­ხელ ტყვეს­თან და­ნარ­ჩე­ნებს წყა­ლი და პუ­რის ნაჭ­რე­ბი ჩუ­მად შეჰ­ქონ­დათ... გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი, მისი ცხე­და­რი რომ სხვე­ბის საჩ­ვე­ნებ­ლად გა­რეთ არ და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ, მისი ჩუ­მად და­საფ­ლა­ვე­ბა გა­და­წყვი­ტეს...

აქვე ჩვენს მკი­თხველს ვთა­ვა­ზობთ, ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის, მეგი სტემ­პე­ნი-გი­უნ­ტე­რის მიერ ლუ­კენ­ვალ­დეს ტყვე­თა ბა­ნა­კი­დან მო­პო­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ:

არონ ეს­ტა­ეს ძე ან­თი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1919 წლის 19 ნო­ემ­ბერს ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ონ­ში. დედა ანე­ტა ჩი­ტა­იშ­ვი­ლი. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 2 ივ­ლისს.ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი III ა. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 93022. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 3 ივ­ნისს.

ან­თი­ძის პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი: ლუ­კენ­ვალ­დე.

ვა­სილ გი­ორ­გის ძე ბა­ღა­თუ­რია - და­ბა­დე­ბუ­ლი 1913 წლის 10 მარტს, ნო­ქა­ლა­ქევ­ში (სე­ნა­კი), დე­დის სა­ვა­რა­უ­დო გვა­რი - დარ­სა­მია (ან დარ­სა­ლია.) ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 9 ოქ­ტომ­ბერს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი III. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 100489. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 13 ნო­ემ­ბერს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი: ლუ­კენ­ვალ­დე.

ნოე ილი­კოს ძე ხვე­დე­ლი­ა­ნი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1919 წლის 14 აგ­ვის­ტოს, თბი­ლის­ში. დე­დის გვა­რი - ხო­მა­სუ­რი­ძე. ტყვედ ჩა­ვარ­დნის თა­რი­ღი: 28.06.1941 ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი III ა. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 93030. 1942 წლის 30 აპ­რილს, გეს­ტა­პოს გა­დას­ცეს, მი­ზე­ზი გა­ურ­კვე­ვე­ლია.

ხვე­დე­ლი­ა­ნის ოჯა­ხის პოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, წე­რი­ლო­ბი­თი მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, მისი დაკ­რძალ­ვის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

მთა­ვარ ფო­ტო­ზე: გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთი ტყვე­თა ბა­ნა­კის სა­საფ­ლაო

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვეძებ
0

ვეძებ შალვა კალმახელიძე არსენის ძეს

მიშა
0

ვეძებთ ერმინე აკობიას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

ტყვეთა ბანაკიდან გაქცეული ქართველი ლეიტენანტი ზოოპარკში ემალებოდა ნაცისტებს... - უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების ახალი მონაცემები

ტყვეთა ბანაკიდან გაქცეული ქართველი ლეიტენანტი ზოოპარკში ემალებოდა ნაცისტებს... - უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების ახალი მონაცემები

ნაცისტური გერმანიის სამხედრო ტყვეთა ბანაკში, რომელიც ქალაქ შვერინთან მდებარეობდა, პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლების გარდა, ფრანგი, ბელგიელი, სერბი და იტალიელი სამხედრო ტყვეებიც ჰყავდათ, ასევე აღმოაჩინეს რამდენიმე ქართველის გვარიც...

ქერჩის კომისიის მიერ მოწოდებულ სიაში, იმ ადამიანების გვარ-სახელებსაც იპოვით, რომელთა შესახებ ინფორმაციას დაკარგულების ახლობლები AMBEBI.GE-ს სტატიების კომენტარებში ითხოვდნენ. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა, გვარში, მამის სახელსა და მისამართებში, შეცდომა იყოს, რადგან სამხედროების მონაცემები თავიდანვე არასწორად ივსებოდა.

რაც შეეხება შვერინის სამხედრო ტყვეთა ბანაკს, იქ სამხედრო ბაზა იყო, სადაც ფიურერის დაბადების დღესთან დაკავშირებით სამხედრო საზეიმო ღონისძიებები იმართებოდა. 1939 წლის შემდეგ, ბანაკში დაახლოებით 17 000 სამხედრო ტყვეს მოუწია ყოფნა... მოგვიანებით, სამხედროებისთვის ლაზარეთი გააკეთეს, რომლის ერთ-ერთი თანამშრომელი, 96 წლის ჰუბერტი რამდენიმე წლის წინ, ტყვეთა მიმართ გამოვლენილი განსაკუთრებული სისასტიკისთვის გაასამართლეს.

ლაზარეთში მუშაობის კვალდაკვალ, SS-ის წევრმა 1939-1944 წლებში, 3 681 ადამიანი დახოცა. პროკურატურამ მისი ომის შემდგომი ჩანაწერები გაასაჯაროვა, სადაც აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იყვნენ საბჭოთა ტყვეები, მათზე კი არანაირი კონტროლი არ ხორციელდებოდა, იმ გამონაკლისი შემთხვევის გარდა, თუ გაქცევის მცდელობა ექნებოდათ.

შვერინის სამხედრო ტყვეთა ბანაკში დაღუპულ ქართველ სამხედროთა გვარ-სახელები:

შალვა ვარლამის ძე წყაროზია - დაბადებული 1922 წლის 22 ოქტომბერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში. 1942 წლის 16 ივნისს ტყვედ ჩავარდა შეპეტოვკაში, საიდანაც გერმანიაში, შვერინის სამხედრო ტყვეთა ბანაკში გადაიყვანეს. იქ გარდაიცვალა კიდეც. დაკრძალულია შვერინის საერთო სასაფლაოზე.

ილია ჭინჭარაძე (ან ჯინჭარაძე) - დაბადებული ჭიათურის რაიონის სოფელ ჩხირაულში, უმცროსი ლეიტენანტი. ტყვედ ჩავარდა როსტოვში 1942 წლის 28 აგვისტოს. ერთი წლის შემდეგ, გერმანიის ქალაქ რუდენვალდში გადაიყვანეს, საიდანაც 1944 წლის 19 ივნისს გაქცევა სცადა... დაჭრილი იყო, თუმცა, რამდენიმე დღის განმავლობაში იმალებოდა. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივებმა შეიფარეს.

გერმანელი ოფიცრები ქართველი ლეიტენანტის კვალს შეუსვენებლად ეძებდნენ. დასახლებაში, სადაც სავარაუდოდ დაჭრილ ქართველ მეომარს მალავდნენ, ძებნა ძაღლებით მიმდინარეობდა, თუმცა ვერ იპოვნეს...

ის მაშინ დააკავეს, როდესაც ადგილობრივ მაცხოვრებელს ურმით სამშვიდობოს გადაჰყავდა. ადამიანი, რომელმაც ის შეიფარა, სავარაუდოდ, ზოოპარკის თანამშრომელი იყო და გაქცეულ ტყვეს რამდენიმე დღე ზოოპარკში მალავდა. ილია ჭინჭარაძის აყვანის შემდეგ, გერმანული ოჯახი და მათი ხელშემწყობები მკაცრად გაასამართლეს და დახვრიტეს.

გაქცეული ტყვის ბანაკში დაბრუნების თარიღად, არქივში 1944 წლის 26 ივნისია მითითებული. იმავე წლის 14 ივლისს სპეციალური დანიშნულების მეთაურობამ თავისი მეთვალყურეობის ქვეშ გადაიყვანა... არქივის მიხედვით ირკვევა, რომ ორ ბანაკში ყოფნის შემდეგ, 1945 წლის 15 თებერვალს, შვერინის ბანაკში უმძიმეს მდგომარეობაში გარდაიცვალა...

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივ სამხედრო ტყვეებში ჭინჭარაძე (ან ჯინჭარაძე) დიდი პატივისცემით სარგებლობდა - გაუტეხელ ტყვესთან დანარჩენებს წყალი და პურის ნაჭრები ჩუმად შეჰქონდათ... გარდაცვალების შემდეგ კი, მისი ცხედარი რომ სხვების საჩვენებლად გარეთ არ დაეტოვებინათ, მისი ჩუმად დასაფლავება გადაწყვიტეს...

აქვე ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ, ქართველი ემიგრანტის, მეგი სტემპენი-გიუნტერის მიერ ლუკენვალდეს ტყვეთა ბანაკიდან მოპოვებულ ინფორმაციას უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების შესახებ:

არონ ესტაეს ძე ანთიძე - დაბადებული 1919 წლის 19 ნოემბერს ჩოხატაურის რაიონში. დედა ანეტა ჩიტაიშვილი. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 2 ივლისს.ბანაკი: შტალაგი III ა. ბანაკის ნომერი: 93022. დაიღუპა 1942 წლის 3 ივნისს.

ანთიძის პირველადი დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: ლუკენვალდე.

ვასილ გიორგის ძე ბაღათურია - დაბადებული 1913 წლის 10 მარტს, ნოქალაქევში (სენაკი), დედის სავარაუდო გვარი - დარსამია (ან დარსალია.) ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 9 ოქტომბერს. ბანაკი: შტალაგი III. ბანაკის ნომერი: 100489. დაიღუპა 1942 წლის 13 ნოემბერს. პირველადი დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: ლუკენვალდე.

ნოე ილიკოს ძე ხვედელიანი - დაბადებული 1919 წლის 14 აგვისტოს, თბილისში. დედის გვარი - ხომასურიძე. ტყვედ ჩავარდნის თარიღი: 28.06.1941 ბანაკი: შტალაგი III ა. ბანაკის ნომერი: 93030. 1942 წლის 30 აპრილს, გესტაპოს გადასცეს, მიზეზი გაურკვეველია.

ხვედელიანის ოჯახის პოვნის შემთხვევაში, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მისი დაკრძალვის ადგილსამყოფელის დადგენა შესაძლებელია.

მთავარ ფოტოზე: გერმანიის ერთ-ერთი ტყვეთა ბანაკის სასაფლაო