მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კლავს თუ არა ალკოჰოლი კორონავირუსს? - მითები და რეალობა ვირუსის მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით
კლავს თუ არა ალკოჰოლი კორონავირუსს? - მითები და რეალობა ვირუსის მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით

მსოფ­ლიო ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუსს ებ­რძვის. ვირუ­სის კერა ჩი­ნე­თის ქა­ლა­ქი უხა­ნია, სა­ი­და­ნაც ის არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში გავ­რცელ­და.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ეტაპ­ზე 9 ადა­მი­ანს და­უ­დას­ტურ­და ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა იტა­ლი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ და­ინ­ფი­ცირ­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი პა­ნი­კა­შია, რად­გან ჯერ­ჯე­რო­ბით ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და ვაქ­ცი­ნა არ არ­სე­ბობს.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა ათას­გვა­რი ინ­ფორ­მა­ცია კო­რო­ნა­ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბის სხვა­დას­ხვა მე­თო­დებ­ზე, თუმ­ცა მათი დიდი ნა­წი­ლი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

პა­ნი­კის ფონ­ზე კი გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლია ე.წ. ფეიკ ნი­უ­სი­სა და ნამ­დვი­ლი ამ­ბის გარ­ჩე­ვა. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ კო­რო­ნა­ვირუსს ხე­ლის საშ­რო­ბით, ან ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბით და­ა­მარ­ცხე­ბენ.

ასევე დაგაინტერესებთ
10:05 / 25-02-2020

როდის გამოიგონებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას - ფარმაცევტული კომპანიები მის შესაქმნელად მილიონებს ხარჯავენ

17:47 / 03-03-2020

"ჭაჭა დასალევად არ შველის, მას ანტისეპტიკური თვისებები აქვს, გააზავეთ წყალში და გამოიყენეთ" - ამირან გამყრელიძე

15:58 / 06-03-2020

ყალბი ინფორმაციები, რომლებსაც უცხოური და ქართული მედიასაშუალებები კორონავირუსთან დაკავშირებით ავრცელებენ

19:21 / 07-03-2020

ქრება თუ არა კორონავირუსი დათბობასთან ერთად და როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი ვირუსთან საბრძოლველად - ინტერვიუ ბიძინა კულუმბეგოვთან

20:16 / 12-03-2020

როგორ დავამზადოთ სახლის პირობებში ანტისეპტიკური ხსნარი - იმუნოლოგი WHO-ს რეცეპტს გვიზიარებს

17:29 / 24-03-2020

"ცხელი წყლის დალევა ვირუსს არ კლავს!" - მაია ბუწაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრურწმენებსა და აქტუალურ კითხვებზე

14:20 / 30-03-2020

"არაყი და საუნა კორონავირუსს ამარცხებს“ - ბელორუსის პრეზიდენტის "რეკომენდაციები" COVID-19-თან საბრძოლველად

მსგა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის სჯე­რათ არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­შიც.

სწო­რედ ამი­ტომ, AMBEBI.GE გთა­ვა­ზობთ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის შე­სა­ხებ მი­თებ­სა და რე­ა­ლო­ბას გა­გაც­ნობთ:

  • კლავს თუ არა კო­რო­ნა­ვირუსს ხე­ლის საშ­რო­ბი?

არა! ხე­ლის საშ­რო­ბი კო­რო­ნა­ვირუსს არ კლავს. იმის­თვის, რომ თავი ვირუ­სის­გან და­იც­ვათ, ხე­ლე­ბი და­ი­მუ­შა­ვეთ ალ­კოჰო­ლის შემ­ცვე­ლო­ბის ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით, ან და­ი­ბა­ნეთ წყლი­თა და საპ­ნით.

მას შემ­დეგ, რაც ხე­ლებს და­ი­ბანთ, შე­გიძ­ლი­ათ გა­იმ­შრა­ლოთ პირ­სა­ხო­ცით, ქა­ღალ­დის პირ­სა­ხო­ცით, ან ხე­ლის საშ­რო­ბით.

  • კლავს თუ არა კო­რო­ნა­ვირუსს ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბი?

არა, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მო­ი­ყე­ნოთ ეს მე­თო­დი. კო­რო­ნა­ვირუ­სი ასე არ მოკ­ვდე­ბა, ამას­თან, შე­საძ­ლოა, ყო­ვე­ლი­ვემ კა­ნის დამ­წვრო­ბა და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

  • მოკ­ვდე­ბა თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სი, თუ ალ­კოჰოლს, ან ქლორს მთელ ტან­ზე გა­და­ივ­ლებთ?

თუ უკვე კო­რო­ნა­ვირუს­მა ორ­გა­ნიზ­მში შე­აღ­წია, ალ­კოჰო­ლი­სა და ქლო­რის სხე­ულ­ზე მიშ­ხუ­რე­ბა მას ვე­ღარ მოკ­ლავს. სხე­უ­ლის, სა­მო­სის ალ­კოჰო­ლით, ან ქლო­რით და­მუ­შა­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა სა­ზი­ა­ნო იყოს თქვე­ნი სა­მო­სის­თვის, ასე­ვე თვა­ლე­ბის­თვის, კა­ნის­თვის.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ დე­ზინ­ფექ­ცი­ის­თვის ალ­კოჰო­ლი­სა და ქლო­რის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­სარ­გებ­ლოა, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბის დაც­ვა და შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა იმის­თვის, რომ სა­კუ­თარ თავს არ ავ­ნოთ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო დღე­ებ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვირუ­სუ­ლად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ალ­კოჰო­ლის და­ლე­ვა კო­რო­ნა­ვირუსს კლავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე­მაც გა­ა­კე­თა: "ჭაჭა დას­ალე­ვად კი არ შვე­ლის, ის შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­ზა­ვოთ წყალ­ში, ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი აქვს ჭა­ჭას და შე­იძ­ლე­ბა ასე გა­მო­ი­ყე­ნოთ".

  • არის თუ არა უსაფრ­თხო ჩი­ნე­თი­დან ამა­ნა­თე­ბის მი­ღე­ბა?

დიახ, ამა­ნა­თე­ბის მი­ღე­ბა უსაფრ­თხოა! ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩი­ნე­თი­დან ამა­ნა­თებს იღე­ბენ, არ არი­ან კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კის ქვეშ. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ტვირთზე, სხვა­დას­ხვა საგ­ნებ­ზე მოხ­ვედ­რის შემ­თხვე­ვა­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სი დიდ­ხანს ვერ ძლებს.

  • და­გი­ცავთ თუ კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან პნევ­მო­ნი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა?

არა. ასე­თი ვაქ­ცი­ნა არ არის ეფექ­ტუ­რი კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ურ­ჩევს ადა­მი­ა­ნებს, რომ არ გა­მო­ი­ყე­ნონ პნევ­მო­ნი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. მე­დი­კო­სე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ეს არ­სე­ბუ­ლი ვირუ­სე­ბის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ახა­ლი ტი­პის ვირუ­სია, რომ­ლის და­მარ­ცხე­ბა­საც ახა­ლი ვაქ­ცი­ნა სჭირ­დე­ბა.

  • არის თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა ცხვი­რის მა­რი­ლი­ა­ნი წყლით რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­მო­რე­ცხვა?

არა. არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ მა­რი­ლი­ა­ნი წყლით ცხვი­რის გა­მო­რე­ცხვა კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან და­გი­ცავთ. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს მა­რი­ლი­ა­ნი წყლით ცხვი­რის გა­მო­რე­ცხვა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­ცი­ე­ბის სწრა­ფად და­მარ­ცხე­ბა­ში და­ეხ­მა­რათ, თუმ­ცა კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­ში ეს არა­ე­ფექ­ტუ­რია.

  • და­გი­ცავთ თუ არა ნივ­რის მირ­თმე­ვა კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან?

ნი­ო­რი სა­სარ­გებ­ლო საჭ­მე­ლია და აქვს ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი. თუმ­ცა არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ნი­ო­რი კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის­თვის ეფექ­ტუ­რია.

  • არის თუ არა კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის­თვის სა­სარ­გებ­ლო სე­ზა­მის ზეთი?

არა. სე­ზა­მის ზეთი ვერ კლავს კო­რო­ნა­ვირუსს. არ­სე­ბობს დე­ზინ­ფექ­ცი­ის ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კლა­ვენ ზე­და­პი­რუ­ლი დე­ზინ­ფექ­ცი­ის დროს ვირუსს. მათ შო­რის, ქლო­რი­ნი, ქლორო­ფი­ლი, ეთა­ნო­ლი, მაგ­რამ სე­ზა­მის ზეთს ეს თვი­სე­ბა არ აქვს.

  • არის თუ არა უფრო სა­ში­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი მო­ხუ­ცებ­სა და ბავ­შვებ­ში?

კო­რო­ნა­ვირუ­სით შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­დეს. და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბის უფრო მეტი რის­კის ქვეშ არი­ან ხან­ში შე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ასე­ვე ისი­ნი, ვი­საც სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი აწუ­ხებთ, რო­გო­რე­ბი­ცაა ას­თმა, დი­ა­ბე­ტი, გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ურ­ჩევს ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ანს, რომ ვირუ­სის­გან თავ­დაც­ვის მიზ­ნით, მკაც­რად და­იც­ვან ხე­ლე­ბი­სა და ცხვი­რის ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბი.

  • არის თუ არა ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი ეფექ­ტუ­რი კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლოდ?

არა, ზო­გა­დად, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი ვირუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ე­ფექ­ტუ­რია, ის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბაქ­ტე­რი­ებ­თან ბრძო­ლის დროს. კო­რო­ნა­ვირუ­სი არის ვირუ­სი და შე­სა­ბა­მი­სად, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბა არ იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი და ვერ უმ­კურ­ნა­ლებს და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ანს.

  • არ­სე­ბობს თუ არა სპე­ცი­ა­ლუ­რი წამ­ლე­ბი ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სამ­კურ­ნა­ლოდ?

ამ მო­მენ­ტის­თვის ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი არ არ­სე­ბობს, ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შექ­მნა და გა­მოც­და თუ რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია ისი­ნი. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს პარტნი­ო­რებ­თან კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ შე­სა­ბა­მი­სი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და ვაქ­ცი­ნის შე­საქ­მნე­ლად..

ბოლო ცნო­ბე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ზე რამ­დე­ნი­მე ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ობს და სა­ვა­რა­უ­დოდ, მის შექ­მნას 8-დან 12 თვემ­დე დას­ჭირ­დე­ბა.

წყა­რო: stopcov.gov.ge/ka/Myth

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კი არის
0

არის 

კოლა
2

ხაში ნივრით და ზედ ორნახადი არაყი, მინიმუმ 200 გრამი. რა ვირუსი, რის ვირუსი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

კლავს თუ არა ალკოჰოლი კორონავირუსს? - მითები და რეალობა ვირუსის მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით

კლავს თუ არა ალკოჰოლი კორონავირუსს? - მითები და რეალობა ვირუსის მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით

მსოფლიო ახალი ტიპის კორონავირუსს ებრძვის. ვირუსის კერა ჩინეთის ქალაქი უხანია, საიდანაც ის არაერთ ქვეყანაში გავრცელდა.

საქართველოში ამ ეტაპზე 9 ადამიანს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი. მათი უმრავლესობა იტალიაში მოგზაურობის შემდეგ დაინფიცირდა. საზოგადოების დიდი ნაწილი პანიკაშია, რადგან ჯერჯერობით ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები და ვაქცინა არ არსებობს.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ათასგვარი ინფორმაცია კორონავირუსის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებზე, თუმცა მათი დიდი ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება.

პანიკის ფონზე კი განსაკუთრებით რთულია ე.წ. ფეიკ ნიუსისა და ნამდვილი ამბის გარჩევა. არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კორონავირუსს ხელის საშრობით, ან ალკოჰოლის მიღებით დაამარცხებენ.

მსგავი ინფორმაციების სჯერათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც.

სწორედ ამიტომ, AMBEBI.GE გთავაზობთ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, რომელიც კორონავირუსის პრევენციის შესახებ მითებსა და რეალობას გაგაცნობთ:

  • კლავს თუ არა კორონავირუსს ხელის საშრობი?

არა! ხელის საშრობი კორონავირუსს არ კლავს. იმისთვის, რომ თავი ვირუსისგან დაიცვათ, ხელები დაიმუშავეთ ალკოჰოლის შემცველობის ანტისეპტიკური საშუალებით, ან დაიბანეთ წყლითა და საპნით.

მას შემდეგ, რაც ხელებს დაიბანთ, შეგიძლიათ გაიმშრალოთ პირსახოცით, ქაღალდის პირსახოცით, ან ხელის საშრობით.

  • კლავს თუ არა კორონავირუსს ულტრაიისფერი სხივები?

არა, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ეს მეთოდი. კორონავირუსი ასე არ მოკვდება, ამასთან, შესაძლოა, ყოველივემ კანის დამწვრობა და გაღიზიანება გამოიწვიოს.

  • მოკვდება თუ არა კორონავირუსი, თუ ალკოჰოლს, ან ქლორს მთელ ტანზე გადაივლებთ?

თუ უკვე კორონავირუსმა ორგანიზმში შეაღწია, ალკოჰოლისა და ქლორის სხეულზე მიშხურება მას ვეღარ მოკლავს. სხეულის, სამოსის ალკოჰოლით, ან ქლორით დამუშავება შეიძლება საზიანო იყოს თქვენი სამოსისთვის, ასევე თვალებისთვის, კანისთვის.

გაითვალისწინეთ, რომ დეზინფექციისთვის ალკოჰოლისა და ქლორის გამოყენება სასარგებლოა, მაგრამ აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინება იმისთვის, რომ საკუთარ თავს არ ავნოთ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალკოჰოლის დალევა კორონავირუსს კლავს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ამირან გამყრელიძემაც გააკეთა: "ჭაჭა დასალევად კი არ შველის, ის შეგიძლიათ გააზავოთ წყალში, ანტისეპტიკური თვისებები აქვს ჭაჭას და შეიძლება ასე გამოიყენოთ".

  • არის თუ არა უსაფრთხო ჩინეთიდან ამანათების მიღება?

დიახ, ამანათების მიღება უსაფრთხოა! ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ადამიანები, რომლებიც ჩინეთიდან ამანათებს იღებენ, არ არიან კორონავირუსით დაინფიცირების რისკის ქვეშ. კვლევის მიხედვით, ტვირთზე, სხვადასხვა საგნებზე მოხვედრის შემთხვევაში, კორონავირუსი დიდხანს ვერ ძლებს.

  • დაგიცავთ თუ კორონავირუსისგან პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინა?

არა. ასეთი ვაქცინა არ არის ეფექტური კორონავირუსის წინააღმდეგ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ურჩევს ადამიანებს, რომ არ გამოიყენონ პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში. მედიკოსების განმარტებით, ეს არსებული ვირუსებისგან სრულიად განსხვავებული და ახალი ტიპის ვირუსია, რომლის დამარცხებასაც ახალი ვაქცინა სჭირდება.

  • არის თუ არა კორონავირუსის პრევენციის საშუალება ცხვირის მარილიანი წყლით რეგულარული გამორეცხვა?

არა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მარილიანი წყლით ცხვირის გამორეცხვა კორონავირუსისგან დაგიცავთ. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს მარილიანი წყლით ცხვირის გამორეცხვა ჩვეულებრივი გაციების სწრაფად დამარცხებაში დაეხმარათ, თუმცა კორონავირუსის შემთხვევაში ეს არაეფექტურია.

  • დაგიცავთ თუ არა ნივრის მირთმევა კორონავირუსისგან?

ნიორი სასარგებლო საჭმელია და აქვს ანტიმიკრობული მახასიათებლები. თუმცა არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ნიორი კორონავირუსის პრევენციისთვის ეფექტურია.

  • არის თუ არა კორონავირუსის პრევენციისთვის სასარგებლო სეზამის ზეთი?

არა. სეზამის ზეთი ვერ კლავს კორონავირუსს. არსებობს დეზინფექციის ქიმიური საშუალებები, რომლებიც კლავენ ზედაპირული დეზინფექციის დროს ვირუსს. მათ შორის, ქლორინი, ქლოროფილი, ეთანოლი, მაგრამ სეზამის ზეთს ეს თვისება არ აქვს.

  • არის თუ არა უფრო საშიში კორონავირუსი მოხუცებსა და ბავშვებში?

კორონავირუსით შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანი დაინფიცირდეს. დაავადების გართულების უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან ხანში შესული ადამიანები, ასევე ისინი, ვისაც სხვა დაავადებები აწუხებთ, როგორებიცაა ასთმა, დიაბეტი, გულის დაავადებები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ურჩევს ყველა ასაკის ადამიანს, რომ ვირუსისგან თავდაცვის მიზნით, მკაცრად დაიცვან ხელებისა და ცხვირის ჰიგიენის წესები.

  • არის თუ არა ანტიბიოტიკები ეფექტური კორონავირუსის სამკურნალოდ?

არა, ზოგადად, ანტიბიოტიკები ვირუსების წინააღმდეგ არაეფექტურია, ის გამოიყენება ბაქტერიებთან ბრძოლის დროს. კორონავირუსი არის ვირუსი და შესაბამისად, ანტიბიოტიკების მიღება არ იქნება ეფექტური და ვერ უმკურნალებს დაინფიცირებულ ადამიანს.

  • არსებობს თუ არა სპეციალური წამლები ვირუსით დაინფიცირებულთა სამკურნალოდ?

ამ მომენტისთვის ვირუსის სამკურნალოდ შესაბამისი მედიკამენტები არ არსებობს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მედიკამენტების შექმნა და გამოცდა თუ რამდენად ეფექტურია ისინი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან კორონავირუსის წინააღმდეგ შესაბამისი მედიკამენტებისა და ვაქცინის შესაქმნელად..

ბოლო ცნობებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე რამდენიმე ფარმაცევტული კომპანია დამოუკიდებლად მუშაობს და სავარაუდოდ, მის შექმნას 8-დან 12 თვემდე დასჭირდება.

წყარო: stopcov.gov.ge/ka/Myth

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 103-მდე გაიზარდა

მეტროს და ავტობუსების მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 31 მარტს, დილის 08:00 საათიდან გაჩერდება

LIVE: გადაცემა "სპორტალი" - ლერი ხაბელოვი, ლევან კორღალაძე