საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ დატოვა ჩინეთის ჩაკეტილი ქალაქი ქართველმა პედაგოგმა - "თავი ფილმის გმირი მგონია, ვერ ვიჯერებ, რომ ყველაფერი აქ ხდება"
რატომ არ დატოვა ჩინეთის ჩაკეტილი ქალაქი ქართველმა პედაგოგმა - "თავი ფილმის გმირი მგონია, ვერ ვიჯერებ, რომ ყველაფერი აქ ხდება"

მეგი ვიბ­ლი­ა­ნი 2014 წლი­დან ჩი­ნეთ­ში ცხოვ­რობს. ქარ­თვე­ლი პე­და­გო­გი ჩი­ნურ სკო­ლა­ში ინ­გლი­სურ ენას ას­წავ­ლის. ქა­ლა­ქი სა­დაც მეგი ცხოვ­რობს, კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ჩა­კე­ტი­ლია და ახლა უკვე უფ­ლე­ბაც არ აქვს, რომ ქვე­ყა­ნა და­ტო­ვოს.

თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე, ბოლო რე­ი­სით და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ჩი­ნე­თი და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, ახალ­გაზ­რდა ქალ­მა უარი თქვა და სა­ცხოვ­რებ­ლად ჩა­კე­ტილ ქა­ლაქ­ში დარ­ჩა.

"მე­ო­თხე წე­ლია რაც ქა­ლაქ ჰარ­ბინ­ში ვცხოვ­რობ, სხვა­თა­შო­რის, ეს ქა­ლა­ქი რუ­სეთ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს. მყავს ჩი­ნე­ლი ქმა­რი. ვცხოვ­რობ­დით მხი­ა­რუ­ლად, ბედ­ნი­ე­რად, ახლა ერთი თვეა რაც სახ­ლში ვართ კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო, მხო­ლოდ მა­ღა­ზი­ა­ში გავ­დი­ვარ პრო­დუქ­ტე­ბის სა­ყიდ­ლად. ჩემი მე­უღ­ლე დარ­ბაზ­შიც და­დის სა­ვარ­ჯი­შოდ. ში­შის გამო ვე­ღარ ვცხოვ­რობთ ისე, რო­გორც მა­ნამ­დე.

მე დი­ლის 9-დან სა­ღა­მოს 5 სა­ა­თამ­დე ვმუ­შა­ობ­დი, სკო­ლა­ში პა­ტა­რა ბავ­შვებს ინ­გლი­სურს ვას­წავ­ლი. მე­უღ­ლეს სა­კუ­თა­რი ბარი აქვს და შა­ბათ-კვი­რას მას­თან ვი­ყა­ვი ხოლ­მე.

ბევ­რი მე­გო­ბა­რი გვყავს, ძა­ლი­ან ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბარი აქვს მე­უღ­ლეს და ყვე­ლა იქ ვიკ­რი­ბე­ბო­დით. კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­დეგ ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ფე­რი და­კე­ტი­ლია. მხო­ლოდ მა­ღა­ზი­ე­ბია ღია და საკ­ვე­ბის ყიდ­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. სა­ნამ მა­ღა­ზი­ა­ში შეხ­ვალ, ტემ­პე­რა­ტუ­რას გიმოწ­მე­ბენ, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი სას­წა­უ­ლა­დაა და­ცუ­ლი.

ასე­ვე ტრან­სპორ­ტით რომ გა­დი­ხარ უბ­ნი­დან, გა­მოწ­მე­ბენ, 37.3-ს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა. თუ აღ­მოჩ­ნდა, რომ მეტი გაქვს, გა­და­გიყ­ვა­ნენ სპე­ცი­ა­ლურ ად­გი­ლას, იზო­ლი­რე­ბუ­ლად და კო­რო­ნა­ვირუს­ზე გა­მოწ­მე­ბენ.

- თქვენს ქა­ლაქ­ში სკო­ლე­ბი და­კე­ტი­ლია?

- დიახ, მაგ­რამ სწავ­ლა არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა ინ­ტერ­ნეტ­გაკ­ვე­თი­ლე­ბით ვაგ­რძე­ლებთ. "ვი­ჩა­ტით" ყო­ველ­დღი­უ­რად მაქვს ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ასე­ვე ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბით და ვი­დეო მე­სი­ჯე­ბით ვურ­თი­ერ­თობთ. ბავ­შვებს არ ვაგ­რძნო­ბი­ნებთ, რომ ვირუ­სის გამო სწავ­ლა დამ­თავ­რდა და სკო­ლა­ში აღარ და­დი­ან. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად უტარ­დე­ბათ გაკ­ვე­თი­ლე­ბი.

მეგი ვიბ­ლი­ა­ნი მოს­წავ­ლეს­თან ერ­თად

რაც უფრო დრო გა­დის, უფრო მაქვს ში­შის გრძნო­ბა, ხალ­ხი რომ იღუ­პე­ბა ცუ­დად ვარ. ყო­ველ­დღე ვა­მოწ­მებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რამ­დე­ნი და­ა­ვა­დე­ბუ­ლია, რამ­დე­ნი და­ი­ღუ­პა. ჰარ­ბინ­ში ეს დღე­ე­ბი არ იყო მსხვერ­პლი და დღეს და­ფიქ­სირ­და ერთი ადა­მი­ა­ნი. ძა­ლი­ან მძი­მეა ამ ყვე­ლაფ­რის ყუ­რე­ბა...

- ქუ­ჩა­ში მხო­ლოდ პირ­ბა­დით და­დი­ხართ?

- პირ­ბა­დის გა­რე­შე ქუ­ჩა­ში სი­ა­რუ­ლი არ შე­იძ­ლე­ბა, ამის უფ­ლე­ბა არ გაქვს, მი­გი­თი­თე­ბენ, რომ დაბ­რუნ­დე დ პირ­ბა­დე გა­ი­კე­თო. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი - გი­ჭე­რენ თუ პირ­ბა­დე არ გი­კე­თია.

სა­ყიდ­ლებ­ზე მე და ჩემი მე­უღ­ლე მო­რი­გე­ო­ბით გავ­დი­ვართ და სახ­ლში ვამ­ზა­დებთ, საჭ­მე­ლე­ბის კე­თე­ბა ვის­წავ­ლე ამ ერთ თვე­ში.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ტომ არ დაბ­რუნ­დი?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში იმი­ტომ არ წა­მო­ვე­დი, რომ ვერ დავ­ტო­ვე ჩემი მე­უღ­ლე მარ­ტო. ერ­თად რომ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით, უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვიქ­ნე­ბო­დი, მზე­რაც რომ და­მე­ნა­ხა, მისი მი­სა­მარ­თით, რომ სხვა ში­შით უყუ­რებს, რად­გან ჩი­ნე­ლია, ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბო­და ჩემ­თვის.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­დან და­უ­რე­კეს ჩემს აქა­ურ ქარ­თველ მე­გობ­რებს, მეც მი­რე­კავ­დნენ, მაგ­რამ ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შუ­ლი მქონ­და. შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო, რომ 21 თე­ბერ­ვალს ბოლო რე­ი­სით ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ დავ­რჩი. ვი­ცო­დი, რომ ორი კვი­რა უნდა გა­მე­ტა­რე­ბი­ნა მანდ კა­რან­ტინ­ში, რაც ასე­ვე არ მინ­დო­და. ზუს­ტად ვიცი, რომ ახლა ვირუ­სი არ მაქვს, მაგ­რამ არ მინ­და, რომ სხვას ზი­ა­ნი მი­ვა­ყე­ნო, თუნ­დაც ფსი­ქო­ლო­გი­ურ დო­ნე­ზე.

- მეგი, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ვირუსს ძი­რი­თა­დად ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ ერე­ვი­ან.

- დიახ, ძი­რი­თა­დად ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი იღუ­პე­ბი­ან, 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლე­ბი, რო­მელ­თა ორ­გა­ნიზ­მიც ვერ უძ­ლებს. ახალ­გაზ­რდებს აქვთ უნა­რი, რომ გა­მო­ჯან­მრთელ­დნენ.

- საკ­ვებ­ზე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს ჩი­ნეთ­ში ღა­მუ­რებს ჭა­მენ და სწო­რედ ამან გა­მო­იწ­ვია ვირუ­სის აფეთ­ქე­ბა.

- არის ჩი­ნეთ­ში პრო­ვინ­ცი­ე­ბი, სა­დაც ვირ­თხას ჭა­მენ, ღა­მუ­რას და ხო­ჭო­ებს, მაგ­რამ ყვე­ლა არ ჭამს. უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის ძა­ლი­ან მი­უ­ღე­ბე­ლია მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბის ჭამა. პირ­ვე­ლად ვირუ­სის შე­სა­ხებ რომ გა­ვი­გეთ, ღა­მუ­რი­დან გავ­რცელ­დაო, მე და ჩემი მე­უღ­ლე მან­ქა­ნა­ში ვის­ხე­დით და ზაკი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი მიყ­ვე­ბო­და, რომ თურ­მე ჩი­ნეთ­ში ვი­ღაც ღა­მუ­რის სუპს ჭამ­და. თვი­თო­ნაც მა­შინ გა­ი­გო პირ­ვე­ლად.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი სტე­რე­ო­ტი­პია, რომ ჩი­ნე­ლი ძაღლს და კა­ტას ჭამს, რაც არ არის სი­მარ­თლე - ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არ­სე­ბო­ბენ, მაგ­რამ ყვე­ლა არ ჭამს. სახ­ლში ცხო­ვე­ლი გვყავს და ძა­ლი­ან გვიყ­ვარს.

- მეგი, პირ­ბა­დე­ე­ბი თუ არის ქა­ლაქ­ში საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით?

- არა, ზო­გა­დად ქვე­ყა­ნა­ში პირ­ბა­დე­ბის დე­ფი­ცი­ტია, აფ­თი­აქ­ში ვერ იყი­დი. 21 იან­ვა­რი იყო და მა­ღა­ზი­ი­დან აფ­თი­აქ­ში რომ გა­ვი­ა­რე, არ იყო პირ­ბა­დე­ე­ბი და ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი. შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემ დე­დამ­თილს ყუ­თე­ბით ჰქო­ნია შე­ნა­ხუ­ლი და მის­გან წა­მო­ვი­ღეთ. ახ­ლაც, აფ­თი­აქ­ში რომ მიხ­ვი­დე და იყი­დო პირ­ბა­დე, გა­მო­რი­ცხუ­ლია. უნდა გა­მო­ი­წე­რო, და მო­ტა­ნას 2-3 დღე სჭირ­დე­ბა.

პირ­ბა­დე მარ­თლა ყვე­ლაფ­რის­გან გი­ცავს, სა­სურ­ვე­ლია ასე­ვე ერთჯე­რა­დი ხელ­თათ­მა­ნე­ბი და ქუდი გე­ხუ­როს თავ­ზე, ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­რი­ცხუ­ლია ვირუ­სი მო­გე­კა­როს

აქა­ურ ქარ­თვე­ლებ­თან მაქვს კონ­ტაქ­ტი, ყვე­ლა ვი­ცავთ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებს, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ რომ სახ­ლში ვი­ყოთ, პრო­დუქტს ვი­მა­რა­გებთ, წყალს. ყვე­ლა მა­ღა­ზია მუ­შა­ობს. უბ­რა­ლოდ პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე ტემ­პე­რა­ტუ­რას გიმოწ­მე­ბენ და ეს სწო­რია.

- მშობ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ბათ, ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლო­ბენ...

- დიახ, სულ მი­რე­კა­ვენ, მამა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ნერ­ვი­უ­ლობს, მაგ­რამ გვჯე­რა რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. აქ ტე­ლე­ვი­ზორს სა­ერ­თოდ არ ვუ­ყუ­რებთ. მე კი­თხვა არ ვიცი ჩი­ნუ­რად და ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით მე­უღ­ლის­გან ვი­გებ ამ­ბებს. გზებ­ზე დიდი კონ­ტრო­ლია, ყვე­ლა უბა­ნი და­ცუ­ლია. და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან შე­ხე­ბა არ გვაქვს, ცალ­კე არი­ან. მარ­თლა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს სა­ხელ­წი­ფო, რომ ვირუ­სი დრო­უ­ლად და­მარ­ცხდეს.

ჩემი ქა­ლა­ქი მთლი­ა­ნად ჩა­კე­ტი­ლია და სხვა ქა­ლაქ­ში წას­ვლა ან სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა ახლა უკვე გა­მო­რი­ცხუ­ლია, ჩაგ­ვკე­ტეს. ის, რომ ვინ­მეს ტემ­პე­რა­ტუ­რა ჰქონ­დეს და ქუ­ჩა­ში ია­როს, არ არ­სე­ბობს. მა­ჯა­ზე გა­მოწ­მე­ბენ თერ­მო­მეტ­რით, ყველ­გან სა­დაც გა­და­ად­გილ­დე­ბი.

ზაკი მე­უბ­ნე­ბო­და, რო­დე­საც სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბაზ­ში მივ­დი­ვარ და კონ­ტროლს გავ­დი­ვარ, მა­შინ ვხვდე­ბი, რომ რე­ა­ლო­ბა­ში ვარ, თო­რემ ისე ფილმში გვგო­ნია თავი და ვერ ვი­ჯე­რებთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი აქ ხდე­ბა.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ რომ აპ­რილ­ში ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდე­ბა. მარ­ტი რთუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ აპ­რილ­ში უკე­თე­სის მო­ლო­დი­ნი გვაქვს...

მკითხველის კომენტარები / 60 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლაშა
20

ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა ოჯახთან ერთად ყოფნა განსაცდელის ჟამს, როგორც ამბობენ ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულიაო, უმშვენიერესი ქალბატონია.

mmm
37

რა არის ეს გენი არა? ბავშვი 100 %-იანი ჩინელია, ვერავინ იფიქრებს რომ სხვა ეროვნების სისხლი ურევია.

ავტორი:

რატომ არ დატოვა ჩინეთის ჩაკეტილი ქალაქი ქართველმა პედაგოგმა - "თავი ფილმის გმირი მგონია, ვერ ვიჯერებ, რომ ყველაფერი აქ ხდება"

რატომ არ დატოვა ჩინეთის ჩაკეტილი ქალაქი ქართველმა პედაგოგმა - "თავი ფილმის გმირი მგონია, ვერ ვიჯერებ, რომ ყველაფერი აქ ხდება"

მეგი ვიბლიანი 2014 წლიდან ჩინეთში ცხოვრობს. ქართველი პედაგოგი ჩინურ სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის. ქალაქი სადაც მეგი ცხოვრობს, კორონავირუსის გამო ჩაკეტილია და ახლა უკვე უფლებაც არ აქვს, რომ ქვეყანა დატოვოს.

თუმცა, რამდენიმე კვირის წინ საქართველოს საელჩოს შეთავაზებაზე, ბოლო რეისით დაეტოვებინა ჩინეთი და სამშობლოში დაბრუნებულიყო, ახალგაზრდა ქალმა უარი თქვა და საცხოვრებლად ჩაკეტილ ქალაქში დარჩა.

"მეოთხე წელია რაც ქალაქ ჰარბინში ვცხოვრობ, სხვათაშორის, ეს ქალაქი რუსეთთან ახლოს მდებარეობს. მყავს ჩინელი ქმარი. ვცხოვრობდით მხიარულად, ბედნიერად, ახლა ერთი თვეა რაც სახლში ვართ კორონავირუსის გამო, მხოლოდ მაღაზიაში გავდივარ პროდუქტების საყიდლად. ჩემი მეუღლე დარბაზშიც დადის სავარჯიშოდ. შიშის გამო ვეღარ ვცხოვრობთ ისე, როგორც მანამდე.

მე დილის 9-დან საღამოს 5 საათამდე ვმუშაობდი, სკოლაში პატარა ბავშვებს ინგლისურს ვასწავლი. მეუღლეს საკუთარი ბარი აქვს და შაბათ-კვირას მასთან ვიყავი ხოლმე.

ბევრი მეგობარი გვყავს, ძალიან ინტერნაციონალური ბარი აქვს მეუღლეს და ყველა იქ ვიკრიბებოდით. კორონავირუსის შემდეგ ქალაქში ყველაფერი დაკეტილია. მხოლოდ მაღაზიებია ღია და საკვების ყიდვაა შესაძლებელი. სანამ მაღაზიაში შეხვალ, ტემპერატურას გიმოწმებენ, უსაფრთხოების ზომები სასწაულადაა დაცული.

ასევე ტრანსპორტით რომ გადიხარ უბნიდან, გამოწმებენ, 37.3-ს არ უნდა აღემატებოდეს სხეულის ტემპერატურა. თუ აღმოჩნდა, რომ მეტი გაქვს, გადაგიყვანენ სპეციალურ ადგილას, იზოლირებულად და კორონავირუსზე გამოწმებენ.

- თქვენს ქალაქში სკოლები დაკეტილია?

- დიახ, მაგრამ სწავლა არ გაჩერებულა ინტერნეტგაკვეთილებით ვაგრძელებთ. "ვიჩატით" ყოველდღიურად მაქვს ბავშვებთან ურთიერთობა, ასევე ხმოვანი შეტყობინებებით და ვიდეო მესიჯებით ვურთიერთობთ. ბავშვებს არ ვაგრძნობინებთ, რომ ვირუსის გამო სწავლა დამთავრდა და სკოლაში აღარ დადიან. ჩვეულებრივად უტარდებათ გაკვეთილები.

მეგი ვიბლიანი მოსწავლესთან ერთად

რაც უფრო დრო გადის, უფრო მაქვს შიშის გრძნობა, ხალხი რომ იღუპება ცუდად ვარ. ყოველდღე ვამოწმებთ ინფორმაციას, რამდენი დაავადებულია, რამდენი დაიღუპა. ჰარბინში ეს დღეები არ იყო მსხვერპლი და დღეს დაფიქსირდა ერთი ადამიანი. ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ყურება...

- ქუჩაში მხოლოდ პირბადით დადიხართ?

- პირბადის გარეშე ქუჩაში სიარული არ შეიძლება, ამის უფლება არ გაქვს, მიგითითებენ, რომ დაბრუნდე დ პირბადე გაიკეთო. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს სპეციალური სამსახურები - გიჭერენ თუ პირბადე არ გიკეთია.

საყიდლებზე მე და ჩემი მეუღლე მორიგეობით გავდივართ და სახლში ვამზადებთ, საჭმელების კეთება ვისწავლე ამ ერთ თვეში.

- საქართველოში რატომ არ დაბრუნდი?

- საქართველოში იმიტომ არ წამოვედი, რომ ვერ დავტოვე ჩემი მეუღლე მარტო. ერთად რომ წამოვსულიყავით, უხერხულ მდგომარეობაში ვიქნებოდი, მზერაც რომ დამენახა, მისი მისამართით, რომ სხვა შიშით უყურებს, რადგან ჩინელია, ძალიან უხერხული იქნებოდა ჩემთვის.

საქართველოს საელჩოდან დაურეკეს ჩემს აქაურ ქართველ მეგობრებს, მეც მირეკავდნენ, მაგრამ ტელეფონი გათიშული მქონდა. შემოთავაზება იყო, რომ 21 თებერვალს ბოლო რეისით ქართველი ემიგრანტები საქართველოში წამოვსულიყავით, მაგრამ დავრჩი. ვიცოდი, რომ ორი კვირა უნდა გამეტარებინა მანდ კარანტინში, რაც ასევე არ მინდოდა. ზუსტად ვიცი, რომ ახლა ვირუსი არ მაქვს, მაგრამ არ მინდა, რომ სხვას ზიანი მივაყენო, თუნდაც ფსიქოლოგიურ დონეზე.

- მეგი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვირუსს ძირითადად ასაკოვანი ადამიანები ვერ ერევიან.

- დიახ, ძირითადად ასაკოვანი ადამიანები იღუპებიან, 60 წელს გადაცილებულები, რომელთა ორგანიზმიც ვერ უძლებს. ახალგაზრდებს აქვთ უნარი, რომ გამოჯანმრთელდნენ.

- საკვებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ჩინეთში ღამურებს ჭამენ და სწორედ ამან გამოიწვია ვირუსის აფეთქება.

- არის ჩინეთში პროვინციები, სადაც ვირთხას ჭამენ, ღამურას და ხოჭოებს, მაგრამ ყველა არ ჭამს. უმრავლესობისთვის ძალიან მიუღებელია მსგავსი რაღაცების ჭამა. პირველად ვირუსის შესახებ რომ გავიგეთ, ღამურიდან გავრცელდაო, მე და ჩემი მეუღლე მანქანაში ვისხედით და ზაკი გაოგნებული მიყვებოდა, რომ თურმე ჩინეთში ვიღაც ღამურის სუპს ჭამდა. თვითონაც მაშინ გაიგო პირველად.

საქართველოში ასეთი სტერეოტიპია, რომ ჩინელი ძაღლს და კატას ჭამს, რაც არ არის სიმართლე - ასეთი ადამიანები არსებობენ, მაგრამ ყველა არ ჭამს. სახლში ცხოველი გვყავს და ძალიან გვიყვარს.

- მეგი, პირბადეები თუ არის ქალაქში საკმარისი რაოდენობით?

- არა, ზოგადად ქვეყანაში პირბადების დეფიციტია, აფთიაქში ვერ იყიდი. 21 იანვარი იყო და მაღაზიიდან აფთიაქში რომ გავიარე, არ იყო პირბადეები და ძალიან გავბრაზდი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩემ დედამთილს ყუთებით ჰქონია შენახული და მისგან წამოვიღეთ. ახლაც, აფთიაქში რომ მიხვიდე და იყიდო პირბადე, გამორიცხულია. უნდა გამოიწერო, და მოტანას 2-3 დღე სჭირდება.

პირბადე მართლა ყველაფრისგან გიცავს, სასურველია ასევე ერთჯერადი ხელთათმანები და ქუდი გეხუროს თავზე, ამ შემთხვევაში გამორიცხულია ვირუსი მოგეკაროს

აქაურ ქართველებთან მაქვს კონტაქტი, ყველა ვიცავთ უსაფრთხოების ზომებს, მაქსიმალურად ვცდილობთ რომ სახლში ვიყოთ, პროდუქტს ვიმარაგებთ, წყალს. ყველა მაღაზია მუშაობს. უბრალოდ პრევენციის მიზნით, როგორც აღვნიშნე ტემპერატურას გიმოწმებენ და ეს სწორია.

- მშობლები საქართველოში ალბათ, ძალიან ნერვიულობენ...

- დიახ, სულ მირეკავენ, მამა განსაკუთრებულად ნერვიულობს, მაგრამ გვჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება. აქ ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებთ. მე კითხვა არ ვიცი ჩინურად და ინტერნეტის საშუალებით მეუღლისგან ვიგებ ამბებს. გზებზე დიდი კონტროლია, ყველა უბანი დაცულია. დაინფიცირებულებთან შეხება არ გვაქვს, ცალკე არიან. მართლა ყველაფერს აკეთებს სახელწიფო, რომ ვირუსი დროულად დამარცხდეს.

ჩემი ქალაქი მთლიანად ჩაკეტილია და სხვა ქალაქში წასვლა ან სხვა ქვეყანაში გადაადგილება ახლა უკვე გამორიცხულია, ჩაგვკეტეს. ის, რომ ვინმეს ტემპერატურა ჰქონდეს და ქუჩაში იაროს, არ არსებობს. მაჯაზე გამოწმებენ თერმომეტრით, ყველგან სადაც გადაადგილდები.

ზაკი მეუბნებოდა, როდესაც სავარჯიშო დარბაზში მივდივარ და კონტროლს გავდივარ, მაშინ ვხვდები, რომ რეალობაში ვარ, თორემ ისე ფილმში გვგონია თავი და ვერ ვიჯერებთ, რომ ყველაფერი აქ ხდება.

დარწმუნებულები ვართ რომ აპრილში ყველაფერი დამთავრდება. მარტი რთული იქნება, მაგრამ აპრილში უკეთესის მოლოდინი გვაქვს...

რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა - სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულთა რიცხვი 134 -მდე გა­ი­ზარ­და

"ნინი მოსკოვში ჩარჩა... მეშინია ხათუნას არაფერი გადაედოს" - ზურა ხაჩიძე მაღალი სიცხის გამო თვითიზოლაციაშია