პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკას ღრიალი ახლაც ჩამესმის ყურში - დედა მოვკალიო!" - რას ჰყვებიან მეზობლები ოჯახზე, სადაც საზარელი მკვლელობა მოხდა
"ნიკას ღრიალი ახლაც ჩამესმის ყურში - დედა მოვკალიო!" - რას ჰყვებიან მეზობლები ოჯახზე, სადაც საზარელი მკვლელობა მოხდა

25 თე­ბერ­ვალს, ღა­მის 3 სა­ა­თი ხდე­ბო­და, როცა პო­ლი­ცი­ა­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­ვი­და, ახალ­გაზ­რდა ძა­ლოვ­ნებს ატყო­ბი­ნებ­და, რომ თბი­ლის­ში, ზა­ზი­აშ­ვი­ლის 25 ნო­მერ­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მი­ვიდ­ნენ, სა­დაც სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დახ­ვდათ - სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში, სა­წოლ­ში ორი და­ჩე­ხი­ლი ცხე­და­რი ეს­ვე­ნა.

ად­გილ­ზე იყ­ვნენ გარ­დაც­ვლი­ლი 73 წლის ზინა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი და მისი 45 წლის წლის ქა­ლიშ­ვი­ლი, თა­მარ ზა­უ­ტაშ­ვი­ლი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის­მა ვაჟ­მა 19 წლის ნიკა ზა­უ­ტაშ­ვილ­მა მკვლე­ლო­ბა წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის გამო ნა­ჯა­ხით ჩა­ი­დი­ნა, მის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის უვა­დო აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ბიჭი ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს.

რო­გორც ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ლე­ბი "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" საუ­ბარ­ში ამ­ბო­ბენ, მისი სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ხმა კარ­გა ხანს ეს­მო­დათ. ის თურ­მე თავ­ში ხე­ლებს იშენ­და და ყვი­რო­და, - მოვ­კა­ლი, დედა მოვ­კა­ლი!.. არა­და, მე­ზობ­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, ოჯა­ხი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მშვი­დად ცხოვ­რობ­და, მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ამ­დე მათი სახ­ლი­დან არა­ნა­ი­რი ხმა­უ­რი არ გა­უ­გი­ათ.

მომ­ხდა­რით შეძ­რუ­ლე­ბი არი­ან მე­ზობ­ლე­ბი.

"ღა­მით არა­ნა­ი­რი ჩხუ­ბის ხმა არ გა­მი­გია, 3 სა­ა­თი ხდე­ბო­და, კარ­ზე ზარი რომ გა­ის­მა, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი იდ­გნენ და მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, მე­ზობ­ლის სახ­ლში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ზე რამე ხომ არ იცი­თო? ეს სრუ­ლი შოკი იყო ჩემ­თვის. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვის­მენ­დი მათ­გან ამ სა­ში­ნელ ამ­ბავს. ჩემს სახ­ლში კა­მე­რე­ბია და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და ეს კა­მე­რე­ბი პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ჩემ­თან ერ­თად და­ათ­ვა­ლი­ე­რეს. იქ ჩანს, რო­გორ ამორ­ბის ნიკა, მა­ი­სუ­რის ამა­რა, რო­გორ აღებს ეზოს კარს და გარ­ბის ქუ­ჩა­ში. ნი­კას გას­ვლი­დან სა­დღაც 12 წუთ­ში პო­ლი­ცია უკვე ად­გილ­ზე იყო.

გვი­თხრეს, რომ თურ­მე მან და­რე­კა პო­ლი­ცი­ა­ში, აქვე და­ა­კა­ვეს. კარ­გა ხანს მუ­შა­ობ­დნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი შიგ­ნით, გა­თე­ნე­ბუ­ლი იყო ცხედ­რე­ბი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე რომ გა­და­ას­ვე­ნეს. რა მოხ­და, არ ვი­ცით. ხმა­უ­რი მარ­თლა არ გაგ­ვი­გია, არც სხვა დროს ყო­ფი­ლა ჩხუ­ბი და აყალ­მა­ყა­ლი. მშვი­დი ოჯა­ხი ჰქონ­დათ. ნი­კუ­შა დე­დი­სერ­თა იყო. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და­ხო­ცი­ლე­ბი. ზი­ნა­ი­და ასა­კო­ვა­ნი ქალი იყო, მაგ­რამ სულ შრო­მობ­და. სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზეც კი ადი­ო­და და სა­ხუ­რავს ფოთ­ლე­ბის­გან ასუფ­თა­ვებ­და. შე­შას აპობ­დნენ ზი­ნა­ი­და და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი, სახ­ლში ღუ­მე­ლი ედ­გათ.

ერთი ნა­ჯა­ხი ჰქონ­დათ, რო­მე­ლიც სულ სახ­ლთან იდო, რად­გან შე­შის და­სამ­ზა­დებ­ლად სჭირ­დე­ბო­დათ. რო­გორც ირ­კვე­ვა, იმ ნა­ჯა­ხით ჰყავს მძი­ნა­რე­ე­ბი სა­წოლ­ში და­ხო­ცი­ლი. ეს რა­ტომ ჩა­ი­დი­ნა, არ ვიცი.

ნი­კუ­შამ სკო­ლა ახ­ლა­ხან და­ამ­თავ­რა, ჩვენს თვალ­წინ გა­ი­ზარ­და. ცუდ საქ­მე­ში შემ­ჩნე­უ­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. დე­დი­სერ­თაა, მშობ­ლე­ბი გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ამ ტრა­გე­დი­ამ­დე 4 დღით ადრე დე­და­მის­მა თა­მუ­ნამ მე და ერთი მე­ზო­ბე­ლი ქალი ნო­ტა­რი­უს­ში წაგ­ვიყ­ვა­ნა. ნი­კას ჯარ­ში უწევ­და წას­ვლა და დე­დი­სერ­თა რომ იყო, ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თის ხე­ლის მო­სა­წე­რად გავ­ყე­ვით. ახლა ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი გა­ვი­გეთ. გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საბა
1

სულ გაგიჟდა ხალხი 

ნელი
7

აკრძალონ მარიხუანა და ფსიქოტროპული წამლები .ესენი აგიჟებენ ამ ხალხს...გადადიან ჭკუიდან...

ავტორი:

"ნიკას ღრიალი ახლაც ჩამესმის ყურში - დედა მოვკალიო!" - რას ჰყვებიან მეზობლები ოჯახზე, სადაც საზარელი მკვლელობა მოხდა

"ნიკას ღრიალი ახლაც ჩამესმის ყურში - დედა მოვკალიო!" - რას ჰყვებიან მეზობლები ოჯახზე, სადაც საზარელი მკვლელობა მოხდა

25 თებერვალს, ღამის 3 საათი ხდებოდა, როცა პოლიციაში შეტყობინება შევიდა, ახალგაზრდა ძალოვნებს ატყობინებდა, რომ თბილისში, ზაზიაშვილის 25 ნომერში მკვლელობა მოხდა. პოლიციელები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ, სადაც საშინელი სურათი დახვდათ - საძინებელ ოთახში, საწოლში ორი დაჩეხილი ცხედარი ესვენა.

ადგილზე იყვნენ გარდაცვლილი 73 წლის ზინა დარჩიაშვილი და მისი 45 წლის წლის ქალიშვილი, თამარ ზაუტაშვილი. ოფიციალური ინფორმაციით, მისმა ვაჟმა 19 წლის ნიკა ზაუტაშვილმა მკვლელობა წარსულში არსებული კონფლიქტის გამო ნაჯახით ჩაიდინა, მისთვის წაყენებული ბრალი 16-დან 20 წლამდე ან თავისუფლების უვადო აღკვეთას ითვალისწინებს. ბიჭი ადგილზე დააკავეს.

როგორც ქუჩის მცხოვრებლები "კვირის პალიტრასთან" საუბარში ამბობენ, მისი სასოწარკვეთილი ხმა კარგა ხანს ესმოდათ. ის თურმე თავში ხელებს იშენდა და ყვიროდა, - მოვკალი, დედა მოვკალი!.. არადა, მეზობლების მტკიცებით, ოჯახი წლების განმავლობაში მშვიდად ცხოვრობდა, მომხდარ ტრაგედიამდე მათი სახლიდან არანაირი ხმაური არ გაუგიათ.

მომხდარით შეძრულები არიან მეზობლები.

"ღამით არანაირი ჩხუბის ხმა არ გამიგია, 3 საათი ხდებოდა, კარზე ზარი რომ გაისმა, პოლიციელები იდგნენ და მეკითხებოდნენ, მეზობლის სახლში მომხდარ მკვლელობაზე რამე ხომ არ იცითო? ეს სრული შოკი იყო ჩემთვის. გაოგნებული ვისმენდი მათგან ამ საშინელ ამბავს. ჩემს სახლში კამერებია დამონტაჟებული და ეს კამერები პოლიციელებმა ჩემთან ერთად დაათვალიერეს. იქ ჩანს, როგორ ამორბის ნიკა, მაისურის ამარა, როგორ აღებს ეზოს კარს და გარბის ქუჩაში. ნიკას გასვლიდან სადღაც 12 წუთში პოლიცია უკვე ადგილზე იყო.

გვითხრეს, რომ თურმე მან დარეკა პოლიციაში, აქვე დააკავეს. კარგა ხანს მუშაობდნენ სამართალდამცავები შიგნით, გათენებული იყო ცხედრები ექსპერტიზაზე რომ გადაასვენეს. რა მოხდა, არ ვიცით. ხმაური მართლა არ გაგვიგია, არც სხვა დროს ყოფილა ჩხუბი და აყალმაყალი. მშვიდი ოჯახი ჰქონდათ. ნიკუშა დედისერთა იყო. ძალიან კარგი ადამიანები არიან დახოცილები. ზინაიდა ასაკოვანი ქალი იყო, მაგრამ სულ შრომობდა. სახლის სახურავზეც კი ადიოდა და სახურავს ფოთლებისგან ასუფთავებდა. შეშას აპობდნენ ზინაიდა და მისი ქალიშვილი, სახლში ღუმელი ედგათ.

ერთი ნაჯახი ჰქონდათ, რომელიც სულ სახლთან იდო, რადგან შეშის დასამზადებლად სჭირდებოდათ. როგორც ირკვევა, იმ ნაჯახით ჰყავს მძინარეები საწოლში დახოცილი. ეს რატომ ჩაიდინა, არ ვიცი.

ნიკუშამ სკოლა ახლახან დაამთავრა, ჩვენს თვალწინ გაიზარდა. ცუდ საქმეში შემჩნეული არასოდეს ყოფილა. დედისერთაა, მშობლები გაშორებულები იყვნენ. ამ ტრაგედიამდე 4 დღით ადრე დედამისმა თამუნამ მე და ერთი მეზობელი ქალი ნოტარიუსში წაგვიყვანა. ნიკას ჯარში უწევდა წასვლა და დედისერთა რომ იყო, ამის დამადასტურებელი საბუთის ხელის მოსაწერად გავყევით. ახლა ეს საშინელი ამბავი გავიგეთ. გაოგნებულები ვართ...წაიკითხეთ სრულად

სენაკში 32 წლის ბიჭი მამამ ყანაში გარდაცვლილი იპოვა - "დაზიანება ყელში, საკანცელარიო დანით აქვს მიყენებული"

"ვითომ შვილების საფლავს ვალამაზებ, შენ ვინ გდიხარ, რომ მპარავ?!" - ქუთაისში სამი ძმის საფლავიდან ნაძვის ხის სათამაშოები მოიპარეს

"19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია" - რას აცხადებს ადვოკატი?