მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
11 ჩაკეტილი ქალაქი, 229 ინფიცირებული და 7 გარდაცვლილი - ბოლო ცნობები იტალიიდან, სადაც კორონავირუსმა იფეთქა
11 ჩაკეტილი ქალაქი, 229 ინფიცირებული და 7 გარდაცვლილი - ბოლო ცნობები იტალიიდან, სადაც კორონავირუსმა იფეთქა

იტა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა. ევ­რო­პის ქვეყ­ნებს შო­რის აქ ახა­ლი ტი­პის ვირუ­სის ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლია 7 ადა­მი­ა­ნი, ხოლო და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია - 229.

მისი გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, აქამ­დე ათი ქა­ლა­ქი იყო ჩა­კე­ტი­ლი, თუმ­ცა მათ კი­დევ ერთი და­ე­მა­ტა და ახლა 11 ქა­ლა­ქია იზო­ლი­რე­ბუ­ლი.

იზო­ლი­რე­ბუ­ლია ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე პა­ტა­რა ქა­ლა­ქე­ბი - კა­ზალ­პუს­ტერ­ლენ­გო, კო­დო­ნო, მა­ლეო, ბერ­ტო­ნი­კო, ტე­რა­ნო­ვა დეი პა­სე­რი­ნი, კას­ტელ­ჯე­რუნ­დო, სან ფი­ო­რა­ნო, კას­ტი­ლი­ო­ნე დ’ადდა, ფომ­ბიო. სო­მა­ია. ამ ქა­ლა­ქებ­ში იკ­რძა­ლე­ბა რო­გორც შეს­ვლა, ასე­ვე გა­მოს­ვლა. სა­ერ­თო ჯამ­ში, კა­რან­ტინ­შია და­ახ­ლო­ე­ბით 50 ათა­სი ადა­მი­ა­ნი.

კო­რო­ნა­ვირუ­სის ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და ლომ­ბარ­დი­ი­სა და ვე­ნე­ტოს რე­გი­ო­ნებ­ში. ეს არის იტა­ლი­ის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წი­ლი, სა­დაც მდე­ბა­რე­ობს ქვეყ­ნის უმ­სხვი­ლე­სი ტუ­რის­ტუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი, მი­ლა­ნი და ვე­ნე­ცია.

"ბიზ­ნეს ინ­სა­ი­დე­რი“ იტა­ლი­ურ გა­მო­ცე­მა La Repubblica-ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­დე­გად იტა­ლი­ა­ში გარ­დაც­ვლი­ლი შვი­დი­ვე ადა­მი­ა­ნი ხან­ში შე­სუ­ლი იყო და მათ სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბიც აწუ­ხებ­დათ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი უკვე გა­მოვ­ლინ­და იტა­ლი­ის ცენ­ტრა­ლურ და სამ­ხრეთ რე­გი­ო­ნებ­შიც. გა­მო­ცე­მა Il Tempo-ს ცნო­ბით, ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და ერთ-ერთ ტოს­კა­ნელ მა­მა­კაც­საც.

შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლი იტა­ლი­ი­დან

კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო გა­უქ­მდა ვე­ნე­ცი­ის კარ­ნა­ვა­ლი. "არ­მა­ნის" მო­დის სახ­ლმა კი ჩვე­ნე­ბა მი­ლან­ში, და­ხუ­რულ თე­ატ­რში, მა­ყუ­რებ­ლის გა­რე­შე გა­მარ­თა. სა­ვა­რა­უ­დოდ. კვი­რას ვირუ­სის საფრ­თხის გამო, "სე­რია ა“-ს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­ფეხ­ბურ­თო შეხ­ვედ­რა, მი­ლა­ნის "ინ­ტერ­სა" და ტუ­რი­ნის "იუ­ვენ­ტუსს" შო­რის ცა­რი­ე­ლი ტრი­ბუ­ნე­ბის ფონ­ზე ჩა­ტარ­დე­ბა.

მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 2 698-მდე გა­ი­ზარ­და, აქე­დან 2 663 ადა­მი­ა­ნი ჩი­ნეთ­შია გარ­დაც­ვლი­ლი, 35 კი - მის ფარ­გლებს გა­რეთ.

ვირუსს ირან­ში 12 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, სამ­ხრეთ კო­რე­ა­სა და იტა­ლი­ა­ში - 7-7, ია­პო­ნი­ა­ში - 4, ჰონგ-კონ­გში-2, გარ­დაც­ვა­ლე­ბის თითო შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ფი­ლი­პი­ნებ­ში, საფ­რან­გეთ­სა და ტა­ი­ვან­ში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აჰა
10

ნუ აპანიკებთ ხალხს რაა,ისიც დაწერეთ, რომ უკვე გამოჯანმრთელდა ბევრიც!

zurabi
6

გამაგიჟებთ რა საქართველოში მართლა რო ხალხი დაიღუპა რორის იყო თუ ფრინველის გრიპი მაშინ არ იყო ასეთი პანიკა გაიკითხეთ ერთი რამდენი ადამიანი იღუპება წლიდან წლამდე ვირუსებით იგივე ჩინეთში რა პანიკაა თუ ადამიანს თან დართული დაავადებები აქვს რა თქმა უნდა ვერ უძლებს საერთოდ ნერვული სისტემა აღვივებს დაავადებებს ჩვენი ნერვების მოშლით ვერც შევაჩერბთ მაგ ვირუსს და ვერც ვერაფერს ვიზამთ ამიტომ მაქსიმალური სიმშვიდე ჯობია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

11 ჩაკეტილი ქალაქი, 229 ინფიცირებული და 7 გარდაცვლილი - ბოლო ცნობები იტალიიდან, სადაც კორონავირუსმა იფეთქა

11 ჩაკეტილი ქალაქი, 229 ინფიცირებული და 7 გარდაცვლილი - ბოლო ცნობები იტალიიდან, სადაც კორონავირუსმა იფეთქა

იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. ევროპის ქვეყნებს შორის აქ ახალი ტიპის ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 7 ადამიანი, ხოლო დაინფიცირებულია - 229.

მისი გავრცელების პრევენციის მიზნით, აქამდე ათი ქალაქი იყო ჩაკეტილი, თუმცა მათ კიდევ ერთი დაემატა და ახლა 11 ქალაქია იზოლირებული.

იზოლირებულია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე პატარა ქალაქები - კაზალპუსტერლენგო, კოდონო, მალეო, ბერტონიკო, ტერანოვა დეი პასერინი, კასტელჯერუნდო, სან ფიორანო, კასტილიონე დ’ადდა, ფომბიო. სომაია. ამ ქალაქებში იკრძალება როგორც შესვლა, ასევე გამოსვლა. საერთო ჯამში, კარანტინშია დაახლოებით 50 ათასი ადამიანი.

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში. ეს არის იტალიის ჩრდილოეთ ნაწილი, სადაც მდებარეობს ქვეყნის უმსხვილესი ტურისტული ქალაქები, მილანი და ვენეცია.

"ბიზნეს ინსაიდერი“ იტალიურ გამოცემა La Repubblica-ზე დაყრდნობით წერს, რომ კორონავირუსის შედეგად იტალიაში გარდაცვლილი შვიდივე ადამიანი ხანში შესული იყო და მათ სხვა დაავადებებიც აწუხებდათ.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის შემთხვევები უკვე გამოვლინდა იტალიის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებშიც. გამოცემა Il Tempo-ს ცნობით, ვირუსი დაუდასტურდა ერთ-ერთ ტოსკანელ მამაკაცსაც.

შეყვარებული წყვილი იტალიიდან

კორონავირუსის გამო გაუქმდა ვენეციის კარნავალი. "არმანის" მოდის სახლმა კი ჩვენება მილანში, დახურულ თეატრში, მაყურებლის გარეშე გამართა. სავარაუდოდ. კვირას ვირუსის საფრთხის გამო, "სერია ა“-ს უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო შეხვედრა, მილანის "ინტერსა" და ტურინის "იუვენტუსს" შორის ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდება.

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 2 698-მდე გაიზარდა, აქედან 2 663 ადამიანი ჩინეთშია გარდაცვლილი, 35 კი - მის ფარგლებს გარეთ.

ვირუსს ირანში 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამხრეთ კორეასა და იტალიაში - 7-7, იაპონიაში - 4, ჰონგ-კონგში-2, გარდაცვალების თითო შემთხვევაა დაფიქსირებული ფილიპინებში, საფრანგეთსა და ტაივანში.

ესპანეთის კლინიკებში ადგილები აღარ ჰყოფნით - საგამოფენო დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოეწყო (ფოტოები)

ანგელა მერკელი კარანტინში გადაიყვანეს

პლასიდო დომინგოს კორონავირუსი დაუდასტურდა