მსოფლიო
პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სცემეს თანამშრომლები, ტურისტები... ეს ჩვეულებრივი რეკეტია!" - გუდაურში კრიმინალური შემთხვევების მატება ბიზნესს საფრთხეს უქმნის
"სცემეს თანამშრომლები, ტურისტები... ეს ჩვეულებრივი რეკეტია!" - გუდაურში კრიმინალური შემთხვევების მატება ბიზნესს საფრთხეს უქმნის

მთის კუ­რორ­ტე­ბის ბიზ­ნეს­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბი, გუ­და­ურ­ში გახ­ში­რე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის გამო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ და სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებს სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბის მი­ღე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

23 თე­ბერ­ვალს სამ­თო კუ­რორტზე ერთ-ერთი რეს­ტორ­ნის მფლო­ბელ­სა და დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებს და­ესხნენ თავს. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი წე­რენ, გუ­და­ურ­ში "მოკ­რი­მი­ნა­ლო ელე­მენ­ტე­ბი" თა­რე­შო­ბენ:

23 თე­ბერ­ვალს მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის კად­რე­ბი "მთა­ვარ­მა არ­ხმა" გა­ავ­რცე­ლა

"გუ­და­ურ­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი რეს­ტორ­ნის "მთვრა­ლი ალუბ­ლის" მფლო­ბელს, ქალს, გუ­შინ შე­უ­ვარ­დნენ ვი­ღაც ნა­ძირ­ლე­ბი და ცხვირ-პირი და­უმტვრი­ეს. ძა­ლი­ან ბევ­რჯერ უთ­ქვამს მი­რან­დას, რომ ვი­ღაც მოკ­რი­მი­ნა­ლო ელე­მენ­ტე­ბი ხან რეს­ტორ­ნის გა­დაწ­ვით, ხან ცე­მით და გუ­და­უ­რი­დან გაგ­დე­ბით ემუქ­რე­ბი­ან, იმი­ტომ რომ ხმას იღებს და რე­აქ­ცია აქვს ბან­დი­ტე­ბის თავ­გა­სუ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და თურ­მე, ხში­რად ჩი­ვის პო­ლი­ცი­ა­ში. ეს პო­ლი­ცია გინდ ყო­ფი­ლა გინდ არა..." - წერს "მთის კუ­რორ­ტე­ბის ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მაია ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ორი პირი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 32 და 27 წლის მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვნენ, და­უ­პი­რის­პირ­დნენ "მთვრა­ლი ალუბ­ლის" დაც­ვის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლს, ასე­ვე ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს კაფე-ბა­რის მე­პატ­რო­ნე­საც. პო­ლი­ცი­ამ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მომ­ხდა­რი­დან მე­ო­რე დღეს, ორი ბრალ­დე­ბუ­ლი და­ა­კა­ვა.

AMBEBI.GE აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცინ­დენ­ტის დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად ბარ-რეს­ტორ­ნის მე­პატ­რო­ნეს, მი­რან­და ესა­კი­ას და­უ­კავ­შირ­და:

"ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი არამ­ხო­ლოდ ჩვენს ბარ­ში, ზო­გა­დად მთელ გუ­და­ურ­ში არის ძა­ლი­ან გახ­ში­რე­ბუ­ლი.

იმ სა­ღა­მოს მთვრა­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მო­ვი­და და და­ჟი­ნე­ბით ითხოვ­და შე­მოს­ვლის ნება დაგ­ვერ­თო. ძა­ლი­ან გა­ვამ­კაც­რეთ სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბის წე­სე­ბი, რად­გან ბოლო პე­რი­ოდ­ში ბევ­რი ფაქ­ტი იყო, რომ სცე­მეს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ტუ­რის­ტე­ბი. ბო­ლოს 4 თე­ბერ­ვალს ჩემს მე­უღ­ლეს ჩა­არ­ტყეს თავ­ში. ამი­ტომ არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ვიც­ნობ თუ არა, არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ პი­რებს არ ვუშ­ვებთ.

დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უხ­სნი­და, რომ ად­გი­ლე­ბი არ იყო და ვერ შე­მო­ვუშ­ვებ­დით. თუმ­ცა, ის სულ უფრო ღი­ზი­ან­დე­ბო­და და ბო­ლოს ხე­ლით გა­და­ვი­და. გა­ვე­დი გა­რეთ და ჩა­ვერ­თე შეხ­ლა-შე­მოხ­ლა­ში, რად­გან დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელს პი­რო­ბი­თი ჰქონ­და და არ მინ­დო­და რამე პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნო­და.

წა­ვი­და, მაგ­რამ მა­ლე­ვე მობ­რუნ­და უკან ჩემ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი. მომ­კი­და ჯემპრზე ხელი და გვერ­დზე გა­მათ­რია, თან მე­მუქ­რე­ბო­და, არ იცი რას გი­ზა­მო. ამ დროს დანა გად­მო­უ­ვარ­და ჯი­ბი­დან. ავი­ღე ეს დანა და ვუ­თხა­რი, რომ არ და­გიბ­რუ­ნებ, რად­გან სხვა­გან წახ­ვალ და იქ შე­უქ­მნი ადა­მი­ა­ნებს საფრ­თხეს­მეთ­ქი. გაშ­ლი­ლი ხელი ჩა­მარ­ტყა სა­ხე­ში. შემ­დეგ დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­საც სცე­მა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ფხიზ­ლე­ბი ძა­ლი­ან მშვი­დე­ბი და კარ­გე­ბი არი­ან, მაგ­რამ ზო­გი­ერთს სიმ­თვრა­ლე აქვს პა­თო­ლო­გი­უ­რი... ამ ინ­ცი­დენ­ტის გამო, ერთ-ერთი ტუ­რის­ტი მი­ჩი­ვის, რომ ავუ­ნა­ზღა­უ­რო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზი­ა­ნი, რად­გან თვლის, რომ მის შვილს სტრე­სი მი­ად­გა.

ამ შემ­თხვე­ვას კი მო­ე­კიდ­ნენ ადეკ­ვა­ტუ­რად სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი, მაგ­რამ აქამ­დე საქ­მე რა­ტომ მი­ვი­და იცით? ისი­ნი, ზო­გა­დად, არ აღიქ­ვა­მენ და­ნა­შა­უ­ლად უცხო­ე­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას. ჰგო­ნი­ათ, რომ "მი­სი­ა­ნი" უნდა და­იც­ვან.

ერთ შემ­თხვე­ვას გა­ვიხ­სე­ნებ: გერ­მა­ნე­ლი ტუ­რის­ტი იყო ჩა­მო­სუ­ლი, ტაქსმა არა­რე­ა­ლუ­რი თან­ხა მოს­თხო­ვა, რის გა­დახ­და­ზეც ეს ბიჭი უარს ამ­ბობ­და. ამის გამო ტაქ­სის მძღოლ­მა სას­ტი­კად სცე­მა, თავი გა­უ­ტე­ხა. ტუ­რის­ტი შე­მო­ვარ­და ჩვენს ბარ­ში და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა. გა­ვე­დი გა­მო­ვე­სარ­ჩლე და იცით რა მოხ­და?! სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა იმ ტაქ­სის მძღოლს უთხრეს, ერთი ამ გერ­მა­ნე­ლის დე­დაც, თქვი, რომ ყი­ნულ­ზე მო­უს­რი­ალ­და ფეხი და იმი­ტომ გა­ი­ტე­ხა თავი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ხარო. გა­ვოგნ­დი!

ერთი ამ­ბა­ვი ავ­ტე­ხე. შვი­ლე­ბი არ გყავთ, ქვე­ყა­ნა­ზე, სა­ერ­თოდ არ ფიქ­რობთ მეთ­ქი?! ერ­თია, რომ ამ პო­ტენ­ცი­ურ დამ­ნა­შა­ვეს ასე უშ­ვებთ და საფრ­თხეს უქ­მნით სხვა ადა­მი­ა­ნებს და მე­ო­რეა, რომ ქვე­ყა­ნას სა­ხელს უტეხთ, ვინ მო­ი­სურ­ვებს აქ ჩა­მოს­ვლას მეთ­ქი. იცით რა მი­თხრეს? შენ რომ გერ­მა­ნი­ა­ში ჩახ­ვი­დე და გერ­მა­ნელ­მა შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­გა­ყე­ნოს, მი­სი­ანს და­ი­ცა­ვენ თუ შენო?! მიხ­ვდა ეს გერ­მა­ნე­ლი ყვე­ლა­ფერს და აქეთ მამ­შვი­დებ­და. ასე აზ­როვ­ნე­ბენ ისი­ნი, ვინც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა უნდა და­იც­ვან! თურ­მე ამ ინ­ცი­დენტს იღებ­დნენ ავ­სტრი­ე­ლი ტუ­რის­ტი გო­გო­ნე­ბი, რო­გორ გა­უ­ტე­ხეს ამ ბიჭს თავი და გა­ავ­რცე­ლეს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

რამ­დენ­ჯერ შევ­ხვდი გუ­ბერ­ნა­ტორს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს და პი­რა­დად ვუ­თხა­რი, რომ ასე­თი პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს გუ­და­ურ­ში, მაგ­რამ მი­თხრეს, რომ იტყუ­ე­ბიო. მე რა­საც შე­ვეს­წა­რი უამ­რა­ვი ფაქ­ტია და კი­დევ რამ­დე­ნი ხდე­ბა სხვა კა­ფე­ებ­ში და ქუ­ჩებ­ში ვინ იცის?!" - უყ­ვე­ბა მი­რან­და ესა­კია AMBEBI.GE-ს.

"მთის კუ­რორ­ტე­ბის ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მაია ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-ს მთის კუ­რორ­ტებ­ზე არ­სე­ბულ სხვა პრობ­ლე­მებ­ზეც ესა­უბ­რა:

"ზო­გა­დად, უკონ­ტრო­ლოა სი­ტუ­ა­ცია გუ­და­ურ­ში. ბიზ­ნე­სი უსაფრ­თხოდ არ გრძნობს თავს. ორი წე­ლია მეს­მის, რომ არ თავ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ტი­პის მუ­ქა­რე­ბი, შე­ვარ­დნე­ბი ბა­რებ­ში. დიდი პრობ­ლე­მა ისიც, რომ ტუ­რის­ტებს იმ­ხე­ლა თან­ხებს ახ­დე­ვი­ნე­ბენ ზო­გი­ერთ ობი­ექ­ტში, წარ­მოდ­გე­ნაც გა­გი­ჭირ­დე­ბათ. ეს რე­კე­ტია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი! შემ­დეგ ეს ტუ­რის­ტე­ბი იგე­ბენ, რომ მო­ა­ტყუ­ეს და რე­პუ­ტა­ცია ელა­ხე­ბა, რო­გორც კონ­კრე­ტულ კუ­რორ­ტს, ისე მთელ ქვე­ყა­ნას.

ტაქ­სის მძღო­ლე­ბი სა­ერ­თოდ სა­ოც­რე­ბებს აკე­თე­ბენ. კა­ტას­ტრო­ფულ თან­ხებს სთხო­ვენ ტუ­რის­ტებს. წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა თუ გა­უ­წი­ეს, მა­შინ­ვე ძა­ლა­დო­ბა­ზე გა­და­დი­ან.

მა­შინ, რო­დე­საც ამ­ხე­ლა ფი­ნან­სუ­რი სარ­გე­ბე­ლი მო­აქვს მთე­ლი ქვეყ­ნის­თვის გუ­და­ურს, ცოტა მეტი კონ­ტრო­ლი და ყუ­რა­დღე­ბაა სა­ჭი­რო სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არ აღიქ­ვა­მენ შეხ­ლა-შე­მოხ­ლას მძი­მე და­ნა­შა­უ­ლად. თუმ­ცა, აქე­დან იწყე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მემ ამ ჩხუ­ბის დროს ცივი ან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნოს და მოხ­დეს ტრა­გე­დია..." - ამ­ბობს მაია ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცოტა ხნის წინ გუ­და­ურ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია, რა დრო­საც 28 წლის თაზო გორ­თა­მაშ­ვი­ლი მოკ­ლეს, ერთი პირი კი დაჭ­რეს, ერთ-ერთი ვერ­სი­ით, სწო­რედ უცხო­ელ ტუ­რის­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბულ კონ­ფლიქტს უკავ­შირ­დე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვერელი
0

მერე და ბნელა?

gege
25

ხრუშჩოვის ცოლმა ბრძანა - კაკ ხარაშა გრუზია ბეზ გრუზინოვ - რა მშვენიერია საქართველო ქართველების გარეშეო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"სცემეს თანამშრომლები, ტურისტები... ეს ჩვეულებრივი რეკეტია!" - გუდაურში კრიმინალური შემთხვევების მატება ბიზნესს საფრთხეს უქმნის

"სცემეს თანამშრომლები, ტურისტები... ეს ჩვეულებრივი რეკეტია!" - გუდაურში კრიმინალური შემთხვევების მატება ბიზნესს საფრთხეს უქმნის

მთის კურორტების ბიზნესში ჩართული პირები, გუდაურში გახშირებული კრიმინალური შემთხვევების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ და სახელმწიფო სტრუქტურებს სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.

23 თებერვალს სამთო კურორტზე ერთ-ერთი რესტორნის მფლობელსა და დაცვის თანამშრომლებს დაესხნენ თავს. როგორც თვითმხილველები წერენ, გუდაურში "მოკრიმინალო ელემენტები" თარეშობენ:

23 თებერვალს მომხდარი დაპირისპირების კადრები "მთავარმა არხმა" გაავრცელა

"გუდაურში ყველაზე წარმატებული რესტორნის "მთვრალი ალუბლის" მფლობელს, ქალს, გუშინ შეუვარდნენ ვიღაც ნაძირლები და ცხვირ-პირი დაუმტვრიეს. ძალიან ბევრჯერ უთქვამს მირანდას, რომ ვიღაც მოკრიმინალო ელემენტები ხან რესტორნის გადაწვით, ხან ცემით და გუდაურიდან გაგდებით ემუქრებიან, იმიტომ რომ ხმას იღებს და რეაქცია აქვს ბანდიტების თავგასულობის წინააღმდეგ და თურმე, ხშირად ჩივის პოლიციაში. ეს პოლიცია გინდ ყოფილა გინდ არა..." - წერს "მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის" დამფუძნებელი მაია ბიჭიკაშვილი.

აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ორი პირი უკვე დაკავებულია. გამოძიების ინფორმაციით, 32 და 27 წლის მამაკაცები, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, დაუპირისპირდნენ "მთვრალი ალუბლის" დაცვის რამდენიმე თანამშრომელს, ასევე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს კაფე-ბარის მეპატრონესაც. პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, ორი ბრალდებული დააკავა.

AMBEBI.GE აღნიშნული ინცინდენტის დეტალების გასარკვევად ბარ-რესტორნის მეპატრონეს, მირანდა ესაკიას დაუკავშირდა:

"ასეთი შემთხვევები არამხოლოდ ჩვენს ბარში, ზოგადად მთელ გუდაურში არის ძალიან გახშირებული.

იმ საღამოს მთვრალი ახალგაზრდა მამაკაცი მოვიდა და დაჟინებით ითხოვდა შემოსვლის ნება დაგვერთო. ძალიან გავამკაცრეთ სტუმრების მიღების წესები, რადგან ბოლო პერიოდში ბევრი ფაქტი იყო, რომ სცემეს თანამშრომლები, ტურისტები. ბოლოს 4 თებერვალს ჩემს მეუღლეს ჩაარტყეს თავში. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, ვიცნობ თუ არა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს არ ვუშვებთ.

დაცვის თანამშრომელი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უხსნიდა, რომ ადგილები არ იყო და ვერ შემოვუშვებდით. თუმცა, ის სულ უფრო ღიზიანდებოდა და ბოლოს ხელით გადავიდა. გავედი გარეთ და ჩავერთე შეხლა-შემოხლაში, რადგან დაცვის თანამშრომელს პირობითი ჰქონდა და არ მინდოდა რამე პრობლემები შექმნოდა.

წავიდა, მაგრამ მალევე მობრუნდა უკან ჩემზე გაბრაზებული. მომკიდა ჯემპრზე ხელი და გვერდზე გამათრია, თან მემუქრებოდა, არ იცი რას გიზამო. ამ დროს დანა გადმოუვარდა ჯიბიდან. ავიღე ეს დანა და ვუთხარი, რომ არ დაგიბრუნებ, რადგან სხვაგან წახვალ და იქ შეუქმნი ადამიანებს საფრთხესმეთქი. გაშლილი ხელი ჩამარტყა სახეში. შემდეგ დაცვის თანამშრომელსაც სცემა.

ადგილობრივები ფხიზლები ძალიან მშვიდები და კარგები არიან, მაგრამ ზოგიერთს სიმთვრალე აქვს პათოლოგიური... ამ ინციდენტის გამო, ერთ-ერთი ტურისტი მიჩივის, რომ ავუნაზღაურო ფსიქოლოგიური ზიანი, რადგან თვლის, რომ მის შვილს სტრესი მიადგა.

ამ შემთხვევას კი მოეკიდნენ ადეკვატურად სამართალდამცავები, მაგრამ აქამდე საქმე რატომ მივიდა იცით? ისინი, ზოგადად, არ აღიქვამენ დანაშაულად უცხოელის მიმართ ძალადობას. ჰგონიათ, რომ "მისიანი" უნდა დაიცვან.

ერთ შემთხვევას გავიხსენებ: გერმანელი ტურისტი იყო ჩამოსული, ტაქსმა არარეალური თანხა მოსთხოვა, რის გადახდაზეც ეს ბიჭი უარს ამბობდა. ამის გამო ტაქსის მძღოლმა სასტიკად სცემა, თავი გაუტეხა. ტურისტი შემოვარდა ჩვენს ბარში და დახმარება ითხოვა. გავედი გამოვესარჩლე და იცით რა მოხდა?! სამართალდამცველებმა იმ ტაქსის მძღოლს უთხრეს, ერთი ამ გერმანელის დედაც, თქვი, რომ ყინულზე მოუსრიალდა ფეხი და იმიტომ გაიტეხა თავი და თავისუფალი ხარო. გავოგნდი!

ერთი ამბავი ავტეხე. შვილები არ გყავთ, ქვეყანაზე, საერთოდ არ ფიქრობთ მეთქი?! ერთია, რომ ამ პოტენციურ დამნაშავეს ასე უშვებთ და საფრთხეს უქმნით სხვა ადამიანებს და მეორეა, რომ ქვეყანას სახელს უტეხთ, ვინ მოისურვებს აქ ჩამოსვლას მეთქი. იცით რა მითხრეს? შენ რომ გერმანიაში ჩახვიდე და გერმანელმა შეურაცხყოფა მოგაყენოს, მისიანს დაიცავენ თუ შენო?! მიხვდა ეს გერმანელი ყველაფერს და აქეთ მამშვიდებდა. ასე აზროვნებენ ისინი, ვინც სამართლიანობა უნდა დაიცვან! თურმე ამ ინციდენტს იღებდნენ ავსტრიელი ტურისტი გოგონები, როგორ გაუტეხეს ამ ბიჭს თავი და გაავრცელეს სოციალური ქსელების მეშვეობით.

რამდენჯერ შევხვდი გუბერნატორს, სამართალდამცავებს და პირადად ვუთხარი, რომ ასეთი პრობლემები გვაქვს გუდაურში, მაგრამ მითხრეს, რომ იტყუებიო. მე რასაც შევესწარი უამრავი ფაქტია და კიდევ რამდენი ხდება სხვა კაფეებში და ქუჩებში ვინ იცის?!" - უყვება მირანდა ესაკია AMBEBI.GE-ს.

"მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის" დამფუძნებელი მაია ბიჭიკაშვილი AMBEBI.GE-ს მთის კურორტებზე არსებულ სხვა პრობლემებზეც ესაუბრა:

"ზოგადად, უკონტროლოა სიტუაცია გუდაურში. ბიზნესი უსაფრთხოდ არ გრძნობს თავს. ორი წელია მესმის, რომ არ თავდება სხვადასხვა ტიპის მუქარები, შევარდნები ბარებში. დიდი პრობლემა ისიც, რომ ტურისტებს იმხელა თანხებს ახდევინებენ ზოგიერთ ობიექტში, წარმოდგენაც გაგიჭირდებათ. ეს რეკეტია ჩვეულებრივი! შემდეგ ეს ტურისტები იგებენ, რომ მოატყუეს და რეპუტაცია ელახება, როგორც კონკრეტულ კურორტს, ისე მთელ ქვეყანას.

ტაქსის მძღოლები საერთოდ საოცრებებს აკეთებენ. კატასტროფულ თანხებს სთხოვენ ტურისტებს. წინააღმდეგობა თუ გაუწიეს, მაშინვე ძალადობაზე გადადიან.

მაშინ, როდესაც ამხელა ფინანსური სარგებელი მოაქვს მთელი ქვეყნისთვის გუდაურს, ცოტა მეტი კონტროლი და ყურადღებაა საჭირო სახელმწიფოს მხრიდან. სამართალდამცავები არ აღიქვამენ შეხლა-შემოხლას მძიმე დანაშაულად. თუმცა, აქედან იწყება ყველაფერი. შეიძლება, ვინმემ ამ ჩხუბის დროს ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენოს და მოხდეს ტრაგედია..." - ამბობს მაია ბიჭიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გუდაურში მომხდარი ტრაგედია, რა დროსაც 28 წლის თაზო გორთამაშვილი მოკლეს, ერთი პირი კი დაჭრეს, ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ უცხოელ ტურისტებთან დაკავშირებით დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდებოდა.