27 თებერვალს 20:00 საათზე კინოთეატრ "ამირანში" ჯეკ ლონდონის "წინაპართა ძახილის" ეკრანიზაციის პრემიერა გაიმართება.
პრემიერამდე 19:30 საათზე კინოთეატრში მოეწყობა შეხვედრა კინომცოდნე, ლელა ოჩიაურთან, რომელიც ისაუბრებს როგორც რეჟისორსა და ნაწარმოების წინა ეკრანიზაციებზე, ასევე, თვითონ წიგნზეც.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ჯეკ ლონდონის "წინაპართა ძახილის" ქართული თარგმანი, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L-მა", სერიის "იკითხე კლასიკა" ფარგლებში, ახლახან გამოსცა.
წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება 20%-იანი ფასდაკლებით.
საპრემიერო ჩვენებაზე დასაშვებია ძაღლების მოყვანა.
ღონისძიები ბმული: https://www.facebook.com/events/1114432128894668/