მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასწორი დიაგნოზების მსხვერპლნი - რა პრობლემებია ჯანდაცვაში და როგორ უნდა დაიცვან პაციენტებმა უფლებები
არასწორი დიაგნოზების მსხვერპლნი - რა პრობლემებია ჯანდაცვაში და როგორ უნდა დაიცვან პაციენტებმა უფლებები

ბოლო პე­რი­ოდ­ში, ქარ­თველ ექი­მებს სულ უფრო ხში­რად ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ დი­აგ­ნო­ზის არას­წო­რად დას­მა­ში. პა­ცი­ენ­ტე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად, ხში­რად უცხო ქვეყ­ნე­ბის კლი­ნი­კებს მი­მარ­თავს.

კონ­კრე­ტუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ამოწ­მებს სა­კუ­თარ დი­აგ­ნოზს ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ, თუ მის შიგ­ნით, სამ­წუ­ხა­როდ არ არ­სე­ბობს. თუმ­ცა, შემ­თხვე­ვე­ბის ის რა­ო­დე­ნო­ბაც, რაც მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით თუ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით ვრცელ­დე­ბა, ყუ­რა­დღე­ბას ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს.

ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის, გი­ორ­გი ბო­ბო­ხი­ძის ის­ტო­რია, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში, კლი­ნი­კა "კონ­სი­ლი­უმ მე­დუ­ლა­ში" სა­თეს­ლე ჯირ­კვლის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე და­უდ­გი­ნეს. რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ (ჩა­ი­ტა­რა ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის სამი კურ­სი, 15-მდე გა­დას­ხმა) უთხრეს, რომ სიმ­სივ­ნე ზო­მა­ში შემ­ცი­რე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა კვლავ არ­სე­ბობ­და.

"გავ­ყი­დე ყვე­ლა­ფე­რი რაც გა­მაჩ­ნდა, მათ შო­რის სახ­ლი და საფ­რან­გეთ­ში გა­ვემ­გზავ­რე... იქ ორ სხვა­დას­ხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წამ­ყვან­მა ექი­მებ­მა შე­მა­მოწ­მეს, ჩა­მი­ტა­რეს ყვე­ლა სა­ჭი­რო კვლე­ვა და მი­თხრეს, რომ არა­ნა­ი­რი სიმ­სივ­ნის კვა­ლი არ ფიქ­სირ­დე­ბო­და ჩემს ორ­გა­ნიზ­მში, რომ ვი­ყა­ვი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი.

სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ ვი­ცო­დი გამ­ხა­რე­ბო­და თუ არა. რომ გა­ვი­გე, სიმ­სივ­ნე არ მქონ­და შოკ­ში ჩავ­ვარ­დი - არ ვი­ცო­დი რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, გაბ­რა­ზე­ბა, სი­ხა­რუ­ლი, ყვე­ლა ურ­თი­ერ­თსა­პი­რის­პი­რო შეგ­რძნე­ბა ერ­თდრო­უ­ლად და­მე­უფ­ლა.

ჩა­მო­ვე­დი ჩემი ახა­ლი პა­სუ­ხე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში და მი­ვა­კი­თხე ჩემს ქარ­თველ მკურ­ნალ ექი­მებს, მოვ­თხო­ვე პა­სუ­ხი იმა­ზე, თუ რა­ტომ მი­კე­თებ­დნენ ქი­მი­ებს, მა­შინ რო­დე­საც სიმ­სივ­ნე არ მქონ­და. ისე­თი პა­სუ­ხე­ბი გამ­ცეს, აზრი ვერ გა­მო­ვი­ტა­ნე", - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს გი­ორ­გი ბო­ბო­ხი­ძე (მისი ის­ტო­რია წა­ი­კი­თხეთ ვრცლად აქ).

პა­ცი­ენტს ჯერ არ გა­და­უ­წყვე­ტია, და­ი­წყებს თუ არა სა­მარ­თლებ­რივ და­ვას კლი­ნი­კის წი­ნა­აღ­მდეგ. მი­იჩ­ნევს, რომ კომ­პენ­სა­ცი­ას იმ­სა­ხუ­რებს, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის დრო­უ­ლად და ობი­ექ­ტუ­რად წარ­მარ­თვის მო­ლო­დი­ნი არ აქვს.

"თუ და­ი­წყეს გა­მო­ძი­ე­ბა, წლო­ბით ჭი­ა­ნურ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბი და იმე­დიც არ მაქვს, რომ გა­მო­ი­ძი­ე­ბენ" - ამ­ბობს ბო­ბო­ხი­ძე.

და­ვუ­კავ­შირ­დით "კონ­სი­ლი­უმ მე­დუ­ლას". კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე აცხა­დებს, რომ ბო­ბო­ხი­ძეს მკურ­ნა­ლო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ჩა­უ­ტარ­და.

"კლი­ნი­კი­სათ­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ მო­უ­მარ­თავს არც პა­ცი­ენტს, არც სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია საქ­მის შეს­წავ­ლის შემ­დეგ გას­ცეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი დას­კვნა კლი­ნი­კის და ექი­მის მარ­თლზო­მი­ე­რი ქმე­დე­ბის შე­სა­ხებ, ამი­ტომ კლი­ნი­კა ამ ეტაპ­ზე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი არ არის პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის და დი­აგ­ნო­ზის სის­წო­რე­ზე, დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­როდ გა­ავ­რცე­ლოს.

თუმ­ცა, აღ­ვნიშ­ნავთ, რომ თქვენს მიერ მოყ­ვა­ნი­ლი ფაქ­ტე­ბი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, რაც დას­ტურ­დე­ბა კლი­ნი­კა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბით, რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი და ოპე­რა­ცი­უ­ლი მა­სა­ლის მორ­ფო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის ნი­მუ­შე­ბით და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბით" - ნათ­ქვა­მია ანა ბოლ­ქვა­ძის მიერ AMBEBI.GE-ის­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ ოფი­ცი­ა­ლურ წე­რილ­ში.

სა­მე­დი­ცი­ნო შეც­დო­მე­ბის შე­სა­ხებ სტა­ტის­ტი­კას რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო აწარ­მო­ებს. უწყე­ბის მიერ AMBEBI.GE-სთვის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლის მი­ხედ­ვით, 2019 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან 2020 წლის 20 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით სა­ა­გენ­ტომ პა­ცი­ენ­ტთათ­ვის გა­წე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ხა­რისხთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 287 კო­რეს­პონ­დენ­ცია გა­ნი­ხი­ლა, სა­ი­და­ნაც 239 საქ­მე შე­ის­წავ­ლა და 216 სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ექი­მის პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნა.

კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ექი­მის პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­ხე­ე­ბია:

  • წე­რი­ლო­ბი­თი გაფრ­თხი­ლე­ბა;
  • სა­ხელ­მწი­ფო სერ­ტი­ფი­კა­ტის მოქ­მე­დე­ბის შე­ჩე­რე­ბა;
  • სა­ხელ­მწი­ფო სერ­ტი­ფი­კა­ტის გა­უქ­მე­ბა;
  • ნარ­კო­ტი­კუ­ლი, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი და ალ­კოჰო­ლის შემ­ცვე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­მო­წე­რის შე­ზღუდ­ვა;
  • სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სხვა ზო­მე­ბი...

სა­მე­დი­ცი­ნო სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ორ­გა­ნი­ზა­ცია Legal Rights Georgia, რომ­ლის ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი თო­მა­ძე AMBEBI.GE-ს იმ ბა­რი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა, რა­საც უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი ამ ტი­პის და­ვე­ბი­სას აწყდე­ბი­ან.

"უპირ­ვე­ლე­სად უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში გახ­შირ­და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი­სად­მი მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა ექი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. რად­გან ეს პრაქ­ტი­კა ახლა ყა­ლიბ­დე­ბა, ცხა­დია, გარ­კვე­უ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი და ხარ­ვე­ზე­ბი ახ­ლავს თან. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი დიდი გუ­ლის­ყუ­რით ეკი­დე­ბი­ან ასეთ და­ვებს, თუმ­ცა პრობ­ლე­მა ის არის, რომ დრო­ში ძა­ლი­ან ჭი­ა­ნურ­დე­ბა.

პრობ­ლე­მაა ისიც, რომ პრო­ცეს­ზე მოწ­ვე­უ­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი, ექი­მე­ბი, რომ­ლებ­საც სპე­ცი­ფი­კუ­რი ცოდ­ნა აქვთ, ცდი­ლო­ბენ კო­ლე­გი­ა­ლო­ბა და­იც­ვან და ასე ვთქვათ "და­ინ­დონ" სა­კუ­თა­რი კო­ლე­გა ექი­მი, რაც სი­მარ­თლის დად­გე­ნას აფერ­ხებს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი თან­ხმო­ბის დო­კუ­მენ­ტის გა­ფორ­მე­ბა პა­ცი­ენ­ტსა და ექიმს შო­რის, რო­დე­საც ექი­მი აწო­დებს ინ­ფორ­მა­ცი­ას პა­ცი­ენტს იმ მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­სა­ხებ, რაც მას უნდა გა­ე­წი­ოს. ამ დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რის გა­რე­შე ექი­მი ვერ გა­ა­კე­თებს ვე­რა­ფერს. ხში­რად ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი იმ­დე­ნად სპე­ცი­ფი­კუ­რი ენით არის შედ­გე­ნი­ლი, რომ არა­სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს უჭირს აზ­რის გა­მო­ტა­ნა, არა­და, ამ დროს დო­კუ­მენტზე შე­იძ­ლე­ბა სას­წრა­ფოდ იყოს ხელი მო­სა­წე­რი და პა­ცი­ენ­ტი აწერს გა­უ­აზ­რებ­ლად" - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტი სერ­გო ჩიხ­ლა­ძე არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზე­ბის უკან სის­ტე­მურ პრობ­ლე­მას ხე­დავს. მისი შე­ფა­სე­ბით, სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა, რომ სა­მე­დი­ცი­ნო და­ვე­ბის გან­ხილ­ვის მო­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ე­ფექ­ტუ­რია და ფაქ­ტობ­რი­ვად, არ მუ­შა­ობს.

"ხაზ­გას­მით უნდა ვთქვათ, რომ სა­ე­ქი­მო შეც­დო­მა ან არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზის დას­მის ფაქ­ტე­ბი ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს, თუმ­ცა მთა­ვა­რია, ამას სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი არ ჰქონ­დეს.

ჩვენ არ გვაქვს სტა­ტის­ტი­კა, თუ რამ­დენ ადა­მი­ანს უს­ვა­მენ არას­წორ დი­აგ­ნოზს, რად­გან არ წარ­მო­ებს ამ კუ­თხით კვლე­ვე­ბი. ხოლო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კა, სა­ერ­თოდ არა­ფერს იძ­ლე­ვა. იქ წლო­ბით იწე­ლე­ბა საქ­მე­ე­ბის გან­ხილ­ვა. თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ შემ­თხვე­ვე­ბი გახ­ში­რე­ბუ­ლია და ეს არ არის ერთი და ორი ექი­მის ბრა­ლი.

არ შე­იძ­ლე­ბა უა­პე­ლა­ცი­ოდ ვთვქათ, რომ ჩვე­ნი ექი­მე­ბი არ ვარ­გა. პი­რი­ქით, ძა­ლი­ა­ნაც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მე­ბი გვყავს, თუმ­ცა სის­ტე­მა არის გა­უ­მარ­თა­ვი და ამას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აღი­ა­რებს. და­ვე­ბის გან­ხილ­ვის ის მო­დე­ლი რაც აქვს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს, არის არა­ე­ფექ­ტუ­რი. სა­ჭი­როა სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ფე­სი­უ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, დე­ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლად, რო­გორც არის ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში.

მა­გა­ლი­თად გერ­მა­ნი­ა­ში არის ცენ­ტრა­ლუ­რი ასო­ცი­ა­ცია და რე­გი­ო­ნუ­ლი მი­წე­ბის ფი­ლი­ა­ლე­ბი. 90% მსგავ­სი და­ვე­ბის ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბებ­ში გვარ­დე­ბა. ასო­ცი­ა­ცია გა­ნი­ხი­ლავს ამ და­ვებს და იღებს შე­სა­ბა­მის ზო­მებს. ჩვენ­თან "მკვდა­რი" ასო­ცი­ა­ცი­ე­ბია, ვერ ას­რუ­ლე­ბენ იმ ფუნ­ქცი­ებს, რაც ევ­რო­პა­ში აქვთ ასო­ცი­ა­ცი­ებს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ დარ­გის გაძ­ლი­ე­რე­ბა. უნდა ტარ­დე­ბო­დეს კურ­სე­ბი ექი­მე­ბის­თვის, იქ­მე­ნე­ბო­დეს კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბი, ისი­ნი მუდ­მი­ვად უნდა იყ­ვნენ სი­ახ­ლე­ე­ბის საქ­მის კურ­სში, ამას კი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი უნდა აკე­თებ­დნენ" - აცხა­დებს ექ­სპერ­ტი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

ჩიხ­ლა­ძე სე­რი­ო­ზულ გა­მოწ­ვე­ვად მი­იჩ­ნევს, დიპ­ლო­მის შემ­დგო­მი უწყვე­ტი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის არარ­სე­ბო­ბას. მისი გან­მარ­ტე­ბით, მსოფ­ლი­ოს უმ­რავ­ლეს ქვე­ყა­ნა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ექი­მებ­მა სამ ან ხუთ წე­ლი­წად­ში ერთხელ გა­მოც­და ჩა­ა­ბა­რონ, რაც ზრდის ექი­მე­ბის გა­ნათ­ლე­ბის დო­ნეს, მათ მიერ გა­წე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რისხს:

"ექიმ­თა რე­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მი­ზა­ნია პა­ცი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის მეტი გა­რან­ტი­ე­ბის შექ­მნა და მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. უწყვე­ტი სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ექი­მის მთე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბა. რაც შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს ექიმს სა­კუ­თა­რი თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნი­თა და პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბით ფეხი აუ­წყოს მე­დი­ცი­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე მიღ­წე­ვებ­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ებს.

ბოლო ოთხი წე­ლია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ყო­ველ წელს აა­ნონ­სებს, რომ იწყებს დიპ­ლო­მის შემ­დგომ უწყვეტ გა­ნათ­ლე­ბას. ეს სა­კი­თხი ჰქონ­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს ზაზა ბო­ხუ­ას, რო­მე­ლიც გა­დად­გა. ახლა კაც­მა არ იცის და­ად­გე­ბა თუ არა საშ­ვე­ლი ამ სა­კითხს ოდეს­მე. ადრე მოქ­მე­დებ­და, მაგ­რამ 2009 წელს გა­ა­უქ­მეს, რად­გან იყო სრუ­ლი ფორ­მა­ლო­ბა და რე­ა­ლურ შე­დეგს არ იძ­ლე­ო­და" - აცხა­დებს ჩიხ­ლა­ძე.

პირს, რო­მე­ლიც თავს ექი­მე­ბის მიერ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს, შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად რამ­დე­ნი­მე გზას მი­მარ­თოს:

  • ექი­მე­ბის სა­ვა­რა­უ­დო გა­დაც­დო­მე­ბი­სა თუ პრო­ფე­სი­უ­ლი შეც­დო­მე­ბის საქ­მე­ებს სწავ­ლობს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­მე­დი­ცი­ნო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო. დარ­ღვე­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში სა­ა­გენ­ტოს აქვს უფ­ლე­ბა ექი­მის პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნოს. მა­გა­ლი­თად, ჩა­მო­არ­თვას სა­ე­ქი­მო ლი­ცენ­ზია
  • კომ­პენ­სა­ცი­ის მი­ღე­ბის მიზ­ნით პა­ცი­ენტს შე­უძ­ლია მი­მარ­თოს სა­ა­სა­მარ­თლოს
  • რო­დე­საც ექი­მის ქმე­დე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს, საქ­მე­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა ერ­თვე­ბა, თუმ­ცა, ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ამ სტრუქ­ტუ­რა­ში გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სე­ბი იმ­დე­ნად ჭი­ა­ნურ­დე­ბა, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ფორ­მა­ლურ ხა­სი­ათს ატა­რებს.

ამ უკა­ნას­კნელს მოწ­მობს AMBEBI.GE-ს მიერ რამ­დე­ნი­მე თვის წინ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სტა­ტია, 28 წლის მე­ლა­ნო ფუტ­კა­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ზე. ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან თით­ქმის ერთი წლის შემ­დეგ, გა­მო­ძი­ე­ბას არ და­უდ­გე­ნია, რა გახ­და ახალ­გაზ­რდა ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი და იკ­ვე­თე­ბა თუ არა ექი­მე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბა (წა­ი­კი­თხეთ მე­ლა­ნო ფუტ­კა­რა­ძის ის­ტო­რია).

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
)))
2

ეხლა ძირითადად მუშაობენ 90-2000 წლებში -----ყველა საავადმყოფოში და ყველა სარდაფში რომ სამედიცინო იყო გახსნილი----კურდამთავრებულები,....რა კურსდამთავრებულები?!

lado
0

სამწუხაროდ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, 5-10 წელიწადში ექიმები სანთლით საძებარი იქნება საქართველოში და ამის გამოსასწორებლად არაფერი კეთდება, ძველი თაობის ექიმებს ასაკი ემატებათ, ახალგაზრდებს კი საერთოდ აღარ უნდათ სამედიცინოზე ჩაბარება, როგორია ამდენ ხანს ისწავლო, მერე ამხელა პასუხისმგებლობა გეკისრებოდეს და 400 ლარი გქონდეს ხელფასი, დაცინვა არაა? რატომ უნდა იხდიდეს რეზიდენტურაში სტუდენტი წელიწადში რამდენიმე ათას ლარს, შეუძლია ლოგიკურად ახსნას ვინმემ? რით ვეღარ გაძღნენ, ამდენი წელია ჭამენ, ახლა ქვეყანასაც მიხედონ არ შეიძლება? ახლა კიდევ დაფინანსება შეამცირეს კლინიკების. ამდენი წლის მანძილზე როგორ არავის გაუჩნდა სურვილი სამედიცინო სფეროს მოწესრიგების, ამდენი მოღალატე საიდან ამ პატარა ქვეყანაში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

არასწორი დიაგნოზების მსხვერპლნი - რა პრობლემებია ჯანდაცვაში და როგორ უნდა დაიცვან პაციენტებმა უფლებები

არასწორი დიაგნოზების მსხვერპლნი - რა პრობლემებია ჯანდაცვაში და როგორ უნდა დაიცვან პაციენტებმა უფლებები

ბოლო პერიოდში, ქართველ ექიმებს სულ უფრო ხშირად ადანაშაულებენ დიაგნოზის არასწორად დასმაში. პაციენტების გარკვეული ნაწილი საქართველოში დასმული დიაგნოზის გადასამოწმებლად, ხშირად უცხო ქვეყნების კლინიკებს მიმართავს.

კონკრეტული მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი ამოწმებს საკუთარ დიაგნოზს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თუ მის შიგნით, სამწუხაროდ არ არსებობს. თუმცა, შემთხვევების ის რაოდენობაც, რაც მედიასაშუალებებით თუ სოციალური ქსელებით ვრცელდება, ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.

ერთ-ერთი მაგალითია ჩვენი რესპონდენტის, გიორგი ბობოხიძის ისტორია, რომელსაც საქართველოში, კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" სათესლე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. რამდენიმეთვიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ (ჩაიტარა ქიმიოთერაპიის სამი კურსი, 15-მდე გადასხმა) უთხრეს, რომ სიმსივნე ზომაში შემცირებული იყო, თუმცა კვლავ არსებობდა.

"გავყიდე ყველაფერი რაც გამაჩნდა, მათ შორის სახლი და საფრანგეთში გავემგზავრე... იქ ორ სხვადასხვა საავადმყოფოში წამყვანმა ექიმებმა შემამოწმეს, ჩამიტარეს ყველა საჭირო კვლევა და მითხრეს, რომ არანაირი სიმსივნის კვალი არ ფიქსირდებოდა ჩემს ორგანიზმში, რომ ვიყავი სრულიად ჯანმრთელი.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი გამხარებოდა თუ არა. რომ გავიგე, სიმსივნე არ მქონდა შოკში ჩავვარდი - არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, გაბრაზება, სიხარული, ყველა ურთიერთსაპირისპირო შეგრძნება ერთდროულად დამეუფლა.

ჩამოვედი ჩემი ახალი პასუხებით საქართველოში და მივაკითხე ჩემს ქართველ მკურნალ ექიმებს, მოვთხოვე პასუხი იმაზე, თუ რატომ მიკეთებდნენ ქიმიებს, მაშინ როდესაც სიმსივნე არ მქონდა. ისეთი პასუხები გამცეს, აზრი ვერ გამოვიტანე", - უყვება AMBEBI.GE-ს გიორგი ბობოხიძე (მისი ისტორია წაიკითხეთ ვრცლად აქ).

პაციენტს ჯერ არ გადაუწყვეტია, დაიწყებს თუ არა სამართლებრივ დავას კლინიკის წინააღმდეგ. მიიჩნევს, რომ კომპენსაციას იმსახურებს, თუმცა სასამართლო პროცესების დროულად და ობიექტურად წარმართვის მოლოდინი არ აქვს.

"თუ დაიწყეს გამოძიება, წლობით ჭიანურდება პროცესები და იმედიც არ მაქვს, რომ გამოიძიებენ" - ამბობს ბობოხიძე.

დავუკავშირდით "კონსილიუმ მედულას". კლინიკის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ ბობოხიძეს მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდა.

"კლინიკისათვის ოფიციალურად არ მოუმართავს არც პაციენტს, არც სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რომელსაც შეუძლია საქმის შესწავლის შემდეგ გასცეს ოფიციალური დასკვნა კლინიკის და ექიმის მართლზომიერი ქმედების შესახებ, ამიტომ კლინიკა ამ ეტაპზე უფლებამოსილი არ არის პაციენტის მდგომარეობის და დიაგნოზის სისწორეზე, დეტალური ინფორმაცია საჯაროდ გაავრცელოს.

თუმცა, აღვნიშნავთ, რომ თქვენს მიერ მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება, რაც დასტურდება კლინიკაში არსებული სამედიცინო ჩანაწერებით, რადიოლოგიური და ოპერაციული მასალის მორფოლოგიური კვლევის ნიმუშებით და ჩატარებული მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით" - ნათქვამია ანა ბოლქვაძის მიერ AMBEBI.GE-ისთვის გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში.

სამედიცინო შეცდომების შესახებ სტატისტიკას რეგულირების სააგენტო აწარმოებს. უწყების მიერ AMBEBI.GE-სთვის გამოგზავნილი წერილის მიხედვით, 2019 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით სააგენტომ პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხთან დაკავშირებული 287 კორესპონდენცია განიხილა, საიდანაც 239 საქმე შეისწავლა და 216 სერტიფიცირებული ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.

კანონის თანახმად, ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის სახეებია:

  • წერილობითი გაფრთხილება;
  • სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება;
  • სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება;
  • ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები...

სამედიცინო სამართლის მიმართულებით აქტიურად მუშაობს ორგანიზაცია Legal Rights Georgia, რომლის ადვოკატი გიორგი თომაძე AMBEBI.GE-ს იმ ბარიერების შესახებ უყვება, რასაც უფლებადამცველები ამ ტიპის დავებისას აწყდებიან.

"უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვიანობა ექიმების წინააღმდეგ. რადგან ეს პრაქტიკა ახლა ყალიბდება, ცხადია, გარკვეული ბარიერები და ხარვეზები ახლავს თან. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლეები დიდი გულისყურით ეკიდებიან ასეთ დავებს, თუმცა პრობლემა ის არის, რომ დროში ძალიან ჭიანურდება.

პრობლემაა ისიც, რომ პროცესზე მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები, ექიმები, რომლებსაც სპეციფიკური ცოდნა აქვთ, ცდილობენ კოლეგიალობა დაიცვან და ასე ვთქვათ "დაინდონ" საკუთარი კოლეგა ექიმი, რაც სიმართლის დადგენას აფერხებს.

მნიშვნელოვანი პრობლემაა ინფორმირებული თანხმობის დოკუმენტის გაფორმება პაციენტსა და ექიმს შორის, როდესაც ექიმი აწოდებს ინფორმაციას პაციენტს იმ მომსახურების შესახებ, რაც მას უნდა გაეწიოს. ამ დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე ექიმი ვერ გააკეთებს ვერაფერს. ხშირად ეს დოკუმენტები იმდენად სპეციფიკური ენით არის შედგენილი, რომ არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანს უჭირს აზრის გამოტანა, არადა, ამ დროს დოკუმენტზე შეიძლება სასწრაფოდ იყოს ხელი მოსაწერი და პაციენტი აწერს გაუაზრებლად" - აცხადებს ადვოკატი.

ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე არასწორი დიაგნოზების უკან სისტემურ პრობლემას ხედავს. მისი შეფასებით, სერიოზული გამოწვევაა, რომ სამედიცინო დავების განხილვის მოდელი საქართველოში არაეფექტურია და ფაქტობრივად, არ მუშაობს.

"ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ საექიმო შეცდომა ან არასწორი დიაგნოზის დასმის ფაქტები ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს, თუმცა მთავარია, ამას სისტემატური ხასიათი არ ჰქონდეს.

ჩვენ არ გვაქვს სტატისტიკა, თუ რამდენ ადამიანს უსვამენ არასწორ დიაგნოზს, რადგან არ წარმოებს ამ კუთხით კვლევები. ხოლო რეგულირების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, საერთოდ არაფერს იძლევა. იქ წლობით იწელება საქმეების განხილვა. თუმცა ფაქტია, რომ შემთხვევები გახშირებულია და ეს არ არის ერთი და ორი ექიმის ბრალი.

არ შეიძლება უაპელაციოდ ვთვქათ, რომ ჩვენი ექიმები არ ვარგა. პირიქით, ძალიანაც კვალიფიციური ექიმები გვყავს, თუმცა სისტემა არის გაუმართავი და ამას ჯანდაცვის სამინისტრო აღიარებს. დავების განხილვის ის მოდელი რაც აქვს რეგულირების სააგენტოს, არის არაეფექტური. საჭიროა სამედიცინო პროფესიული ასოციაციების განვითარება, დეცენტრალიზებულად, როგორც არის ევროპის ქვეყნებში.

მაგალითად გერმანიაში არის ცენტრალური ასოციაცია და რეგიონული მიწების ფილიალები. 90% მსგავსი დავების ამ გაერთიანებებში გვარდება. ასოციაცია განიხილავს ამ დავებს და იღებს შესაბამის ზომებს. ჩვენთან "მკვდარი" ასოციაციებია, ვერ ასრულებენ იმ ფუნქციებს, რაც ევროპაში აქვთ ასოციაციებს. აუცილებელია ამ დარგის გაძლიერება. უნდა ტარდებოდეს კურსები ექიმებისთვის, იქმენებოდეს კურიკულუმები, ისინი მუდმივად უნდა იყვნენ სიახლეების საქმის კურსში, ამას კი პროფესიული გაერთიანებები უნდა აკეთებდნენ" - აცხადებს ექსპერტი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ჩიხლაძე სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევს, დიპლომის შემდგომი უწყვეტი განათლების სისტემის არარსებობას. მისი განმარტებით, მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში სავალდებულოა ექიმებმა სამ ან ხუთ წელიწადში ერთხელ გამოცდა ჩააბარონ, რაც ზრდის ექიმების განათლების დონეს, მათ მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს:

"ექიმთა რესერტიფიცირების მიზანია პაციენტებისათვის მეტი გარანტიების შექმნა და მომსახურების გაუმჯობესება. უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემა ექიმის მთელი პროფესიული საქმიანობის მანძილზე გრძელდება. რაც შესაძლებლობას აძლევს ექიმს საკუთარი თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით ფეხი აუწყოს მედიცინის თანამედროვე მიღწევებსა და ტექნოლოგიებს.

ბოლო ოთხი წელია ჯანდაცვის სამინისტრო ყოველ წელს აანონსებს, რომ იწყებს დიპლომის შემდგომ უწყვეტ განათლებას. ეს საკითხი ჰქონდა ჩაბარებული მინისტრის მოადგილეს ზაზა ბოხუას, რომელიც გადადგა. ახლა კაცმა არ იცის დაადგება თუ არა საშველი ამ საკითხს ოდესმე. ადრე მოქმედებდა, მაგრამ 2009 წელს გააუქმეს, რადგან იყო სრული ფორმალობა და რეალურ შედეგს არ იძლეოდა" - აცხადებს ჩიხლაძე.

პირს, რომელიც თავს ექიმების მიერ დაზარალებულად მიიჩნევს, შეუძლია საკუთარი ინტერესების დასაცავად რამდენიმე გზას მიმართოს:

  • ექიმების სავარაუდო გადაცდომებისა თუ პროფესიული შეცდომების საქმეებს სწავლობს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტო. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტოს აქვს უფლება ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. მაგალითად, ჩამოართვას საექიმო ლიცენზია
  • კომპენსაციის მიღების მიზნით პაციენტს შეუძლია მიმართოს საასამართლოს
  • როდესაც ექიმის ქმედება სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, საქმეში პროკურატურა ერთვება, თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, ამ სტრუქტურაში გამოძიების პროცესები იმდენად ჭიანურდება, რომ ხშირ შემთხვევაში ფორმალურ ხასიათს ატარებს.

ამ უკანასკნელს მოწმობს AMBEBI.GE-ს მიერ რამდენიმე თვის წინ მომზადებული სტატია, 28 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების გახმაურებულ საქმეზე. ტრაგიკული შემთხვევიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, გამოძიებას არ დაუდგენია, რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი და იკვეთება თუ არა ექიმების ბრალეულობა (წაიკითხეთ მელანო ფუტკარაძის ისტორია).

ბოქსირებულ პალატაში "ტვ პირველის" თანამშრომელია გადაყვანილი

გამარჯობა, თქვენ 30 მილიონი ლარი მოიგეთ!

ამირან გამყრელიძე ქართველებს სთხოვს, შეხვედრისას ერთმანეთი არ გადაკოცნონ