სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუდაურის ტრაგედიის უცნობი ვერსია - რა ინციდენტი მოხდა მკვლელობამდე 2 კვირით ადრე?!
გუდაურის ტრაგედიის უცნობი ვერსია - რა ინციდენტი მოხდა მკვლელობამდე 2 კვირით ადრე?!

17 თე­ბერ­ვალს გუ­და­ურ­ში ახალ­გაზ­რდებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და - და­ი­ღუ­პა 28 წლის თა­მაზ გორ­თა­მაშ­ვი­ლი, მას სამი ტყვია ეს­რო­ლეს; მძი­მედ დაჭ­რეს მისი მე­გო­ბა­რი, 26 წლის და­ვით სე­თუ­რი­ძე, რო­მელ­საც მცხე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ამა­ვე კლი­ნი­კა­ში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით შე­იყ­ვა­ნეს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლიც. 38 წლის ყო­ფილ სამ­ხედ­როს ბრა­ლად ედე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა. ტრა­გე­დი­ის მე­ო­რე დღეს მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დე­ო­ფი­რი, სა­დაც ჩანს, რომ ქუ­ჩა­ში მი­მა­ვალ მა­მა­კაცს­ჯერ სამი კაცი ეს­ხმის თავს, შემ­დეგ კი­დევ ორი პირი მი­დის და ჩხუბ­ში ერ­თვე­ბა. ამ ჩა­ნა­წერ­ში მო­ნა­წი­ლე­თა სა­ხე­ე­ბი არ ჩანს და ჯერ­ჯე­რო­ბით რა­ი­მეს მტკი­ცე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ვიდ­რე ძა­ლო­ვა­ნე­ბი ამ კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას არ მო­ახ­დე­ნენ. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" სტა­ტი­ი­დან:

მე­ზობ­ლე­ბის თქმით, მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი უკონ­ფლიქ­ტო ადა­მი­ა­ნია. სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ ტუ­რის­ტებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ერთი ვერ­სი­ით, მას ბა­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ტუ­რის­ტე­ბის გამო მო­უხ­და კონ­ფლიქ­ტი - ბა­რის თა­ნამ­შრომ­ლებს შე­ნიშ­ვნა მის­ცა, რა­ტომ ახ­დე­ვი­ნებთ ძვირ­სო და ეს გახ­და ჩხუ­ბის მი­ზე­ზი, თუმ­ცა ამ ვერ­სი­ას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ მოკ­ლუ­ლის მე­გობ­რე­ბი.

რა ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და მკვლე­ლო­ბამ­დე 2 კვი­რით ადრე?!

ჩვენ თაზო გორ­თა­მაშ­ვი­ლის სახ­ლში მი­ვე­დით. ცხე­დარ­თან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი დედა იჯდა, დედა, რო­მელ­საც სიმ­წრით გაზ­რდი­ლი შვი­ლი მო­უკ­ლეს. თაზო 8 თვის იყო, როცა მამა გარ­და­ეც­ვა­ლა, ის და მისი ძმე­ბი დე­დამ გა­ზარ­და.

თა­ზოს მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატე­ხილ­მა ხმა­ურ­მა და მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ გა­ა­ნა­წყე­ნა. მათი თქმით, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი­დან ამოჭ­რი­ლი ფრაგ­მენ­ტით სა­ზო­გა­დო­ე­ბას მომ­ხდარ­ზე მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნა შე­ექ­მნა.

- თაზო ჩვენს სა­მე­გობ­რო­ში მშვი­დო­ბის მტრე­დი იყო, ყვე­ლას გვერ­დში მდგო­მი, უკონ­ფლიქ­ტო და ასე­თი უპა­ტი­ოს­ნე­სი ადა­მი­ა­ნის დის­კრე­დი­ტა­ცია ხდე­ბა, მკვლე­ლის გა­მარ­თლე­ბა უნ­დათ. ამას ვერ შე­ვე­გუ­ე­ბით. რა­ტომ არ ავ­რცე­ლე­ბენ მთელ ფირს, რა­ტომ არა­ვის აინ­ტე­რე­სებს, რა ხდე­ბო­და მა­ნამ­დე? რა­ტომ სცემ­დნენ? თა­ზოს ღირ­სე­ბა უკვე შე­ი­ლა­ხა - დამ­ნა­შა­ვედ გა­მო­იყ­ვა­ნეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ აშ­ვე­ლებ­და, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ დამ­ნა­შა­ვეს ხელ­ში ჩა­უ­ვარ­და და სთხოვ­და, არ ეს­რო­ლა იმ ბი­ჭის­თვის, ამ დროს კი მან თა­ზოს ეს­რო­ლა. გვჯე­რა, სი­მარ­თლე არ და­ი­კარ­გე­ბა. როცა ყვე­ლა დე­ტა­ლი გა­ცხად­დე­ბა, ბევ­რს შერ­ცხვე­ბა თა­ვი­სი კო­მენ­ტა­რის.

- მაგ­რამ აჩ­ვე­ნეს ვი­დე­ო­ფი­რი, სა­დაც ჩანს, რო­გორ ეს­ხმი­ან ისი­ნი თავს ბრალ­დე­ბულს. რა ინ­ცი­დენ­ტი უძღო­და ამას წინ? წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
voot.
6

ასეთი ნაცემი არ იყო ვალერი გელაშვილიც, რის გამოც 7 წელს იხდიდა. რატომ სცემეს ეს ბიჭი? ხისთავიანი მთიელებია მაგ გუდაურში. ფულის კეთების მეტს არაფერს ხედავენ. კაცობა აქვთ დაკარგული. თვითონ ყოფილან ინციდენტის გამომწვევები . ეს ბიჭი თავს იცავდა. მაგრამ ეტყობა მაგ ბარის ვირთხებს "კრიშაობს" ვიღაცა. 

ლია
16

როგორც ადამიანს, ორივე, მოკლულიც და მკვლელიც ძალიან მებრალება და მტკივა.... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

გუდაურის ტრაგედიის უცნობი ვერსია - რა ინციდენტი მოხდა მკვლელობამდე 2 კვირით ადრე?!

გუდაურის ტრაგედიის უცნობი ვერსია - რა ინციდენტი მოხდა მკვლელობამდე 2 კვირით ადრე?!

17 თებერვალს გუდაურში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ტრაგედიით დასრულდა - დაიღუპა 28 წლის თამაზ გორთამაშვილი, მას სამი ტყვია ესროლეს; მძიმედ დაჭრეს მისი მეგობარი, 26 წლის დავით სეთურიძე, რომელსაც მცხეთის საავადმყოფოში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ამავე კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილიც. 38 წლის ყოფილ სამხედროს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა. ტრაგედიის მეორე დღეს მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოფირი, სადაც ჩანს, რომ ქუჩაში მიმავალ მამაკაცსჯერ სამი კაცი ესხმის თავს, შემდეგ კიდევ ორი პირი მიდის და ჩხუბში ერთვება. ამ ჩანაწერში მონაწილეთა სახეები არ ჩანს და ჯერჯერობით რაიმეს მტკიცება შეუძლებელია, ვიდრე ძალოვანები ამ კონფლიქტში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირებას არ მოახდენენ. გთავაზობთ ამონარიდებს გაზეთ "კვირის პალიტრის" სტატიიდან:

მეზობლების თქმით, მერაბ კობიაშვილი უკონფლიქტო ადამიანია. სამხედრო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ტურისტებს ემსახურებოდა. ერთი ვერსიით, მას ბარის თანამშრომლებთან ტურისტების გამო მოუხდა კონფლიქტი - ბარის თანამშრომლებს შენიშვნა მისცა, რატომ ახდევინებთ ძვირსო და ეს გახდა ჩხუბის მიზეზი, თუმცა ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ მოკლულის მეგობრები.

რა ინციდენტი მოხდა მკვლელობამდე 2 კვირით ადრე?!

ჩვენ თაზო გორთამაშვილის სახლში მივედით. ცხედართან განადგურებული დედა იჯდა, დედა, რომელსაც სიმწრით გაზრდილი შვილი მოუკლეს. თაზო 8 თვის იყო, როცა მამა გარდაეცვალა, ის და მისი ძმები დედამ გაზარდა.

თაზოს მეგობრები სოციალურ ქსელში ატეხილმა ხმაურმა და მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ გაანაწყენა. მათი თქმით, ვიდეოჩანაწერიდან ამოჭრილი ფრაგმენტით საზოგადოებას მომხდარზე მცდარი წარმოდგენა შეექმნა.

- თაზო ჩვენს სამეგობროში მშვიდობის მტრედი იყო, ყველას გვერდში მდგომი, უკონფლიქტო და ასეთი უპატიოსნესი ადამიანის დისკრედიტაცია ხდება, მკვლელის გამართლება უნდათ. ამას ვერ შევეგუებით. რატომ არ ავრცელებენ მთელ ფირს, რატომ არავის აინტერესებს, რა ხდებოდა მანამდე? რატომ სცემდნენ? თაზოს ღირსება უკვე შეილახა - დამნაშავედ გამოიყვანეს ადამიანი, რომელიც მხოლოდ აშველებდა, შეიარაღებულ დამნაშავეს ხელში ჩაუვარდა და სთხოვდა, არ ესროლა იმ ბიჭისთვის, ამ დროს კი მან თაზოს ესროლა. გვჯერა, სიმართლე არ დაიკარგება. როცა ყველა დეტალი გაცხადდება, ბევრს შერცხვება თავისი კომენტარის.

- მაგრამ აჩვენეს ვიდეოფირი, სადაც ჩანს, როგორ ესხმიან ისინი თავს ბრალდებულს. რა ინციდენტი უძღოდა ამას წინ? წაიკითხეთ სრულად

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი გაათვისუფლეს - რატომ ვერ მოხერხდა ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დროულად და რას ამბობენ მოკლული ბიჭის ახლობლები?

გამოვლენილია ნარკორეალიზაციის უპრეცედენტო სქემა - 27 წლის გოგო "მეფედრონს" სახლში ამზადებდა და ინტერნეტით ყიდდა

დაკავებულია 54 წლის კაცი, რომელმაც მეზობლად მცხოვრები მოზარდის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა