მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 წლის ქართველი გოგონა, რომელმაც ლოს-ანჯელესის კინოფესტივალზე გაიმარჯვა - "შემთხვევით ვიპოვეთ ვიდეოები, სადაც საყვარელ პერსონაჟებს ასახიერებდა"
10 წლის ქართველი გოგონა, რომელმაც ლოს-ანჯელესის კინოფესტივალზე გაიმარჯვა - "შემთხვევით ვიპოვეთ ვიდეოები, სადაც საყვარელ პერსონაჟებს ასახიერებდა"

ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა, 10 წლის ნიტა ჭი­კა­ძე, რო­მე­ლიც აშშ-ში ცხოვ­რობს, ლოს-ან­ჯე­ლე­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. პა­ტა­რა მსა­ხი­ო­ბი მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილმ Voiceless-ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის სა­უ­კე­თე­სოდ აღი­ა­რეს. ფილმში ნი­ტას გმირს სა­უ­ბა­რი არ შე­უძ­ლია.გარ­და იმი­სა, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს, გო­გო­ნა აქ­ტი­უ­რად მის­დევს სპორ­ტს და კი­კბოქ­სინ­გში ვარ­ჯი­შობს.

ნი­ტას მამა, გიგა ჭი­კა­ძე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნია. mshoblebi.ge ნი­ტას დე­დას, თა­მუ­ნა გა­ზაშ­ვილს ესა­უბ­რა.მან ამე­რი­კულ ცხოვ­რებ­ზე, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ზე და ნი­ტას წარ­მა­ტე­ბა­ზე დე­ტა­ლუ­რად გვი­ამ­ბო.

- დიდი ხა­ნია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობთ? რო­დის და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა?

- 5 წე­ლია ამე­რი­კა­ში ვცხოვ­რობთ. ჰო­ლან­დი­ა­ში ვცხოვ­რობ­დით რამ­დე­ნი­მე წელი. ამე­რი­კა­ში გად­მოს­ვლა ჩემი მე­უღ­ლის, გი­გას კა­რი­ე­რის გამო გა­დავ­წყვი­ტეთ. გი­გამ შე­მო­თავ­ზე­ბა მი­ი­ღო რამ­დე­ნი­მე ამე­რი­კუ­ლი სპორ­ტუ­ლი გუნ­დი­დან და სა­ბო­ლოო არ­ჩე­ვა­ნი კა­ლი­ფორ­ნი­ა­ზე შე­ვა­ჩე­რეთ.

- მოგ­ვი­ყე­ვით ნი­ტას შე­სა­ხებ, რამ­დე­ნი წლი­საა და რო­დის და­ინ­ტე­რეს­და მსა­ხი­ო­ბო­ბით?

- ნიტა 10 წლის არის. რაც მახ­სოვს, სულ მსა­ხი­ო­ბო­ბა უნდა. ოჯახ­ში არა­ვინ გვყავს მსა­ხი­ო­ბი და არც არა­ვის მო­უხ­დე­ნია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზე­გავ­ლე­ნა. 5 წლის წინ კომ­პი­უ­ტერ­ში შემ­თხვე­ვით ვი­პო­ვეთ ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც ნიტა სხვა­დას­ხვა ფილ­მი­დან თა­ვის საყ­ვა­რელ პერ­სო­ნა­ჟებს ასა­ხი­ე­რებ­და. მივ­ხვდით, რომ ამ ყვე­ლაფ­რით ძა­ლი­ან ერ­თო­ბო­და და კარ­გა­დაც გა­მოს­დი­ო­და. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელი შეგ­ვე­წყო და და­ვი­წყეთ კას­ტინ­გებ­ზე სი­ა­რუ­ლი. ჩემ­თვის მთა­ვა­რია გა­ერ­თოს და სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ი­ღოს ფილ­მი­დან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, გა­აგ­რძე­ლებს თუ არა სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას.

- მოგ­ვი­ყე­ვით ნი­ტას წარ­მა­ტე­ბა­ზე დე­ტა­ლუ­რად, რო­გორ მოხ­ვდა ფილმში, რო­მელ ფილმში ითა­მა­შა, რო­გორ შე­არ­ჩი­ეს, რო­გორც ვიცი, ლოს ან­ჯე­ლე­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბად და­ა­სა­ხე­ლეს...

- ფილმში კას­ტინ­გის გავ­ლით მოხ­ვდა. Voiceless მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მია ერთ პა­ტა­რა გო­გო­ზე, რო­მელ­საც მია ჰქვია. მია ვერ სა­უბ­რობს და­ა­ვა­დე­ბის, სე­ლექ­ცი­უ­რი მუ­ტიზ­მის გამო. საკ­მა­ოდ რთუ­ლი ცხოვ­რე­ბაც აქვს, დედ-მამა გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. დე­დას მუდ­მი­ვად მუ­შა­ო­ბა უწევს. მამა ძა­ლა­დობს მიას უფ­როს დაზე.....გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

10 წლის ქართველი გოგონა, რომელმაც ლოს-ანჯელესის კინოფესტივალზე გაიმარჯვა - "შემთხვევით ვიპოვეთ ვიდეოები, სადაც საყვარელ პერსონაჟებს ასახიერებდა"

10 წლის ქართველი გოგონა, რომელმაც ლოს-ანჯელესის კინოფესტივალზე გაიმარჯვა - "შემთხვევით ვიპოვეთ ვიდეოები, სადაც საყვარელ პერსონაჟებს ასახიერებდა"

ქართველი გოგონა, 10 წლის ნიტა ჭიკაძე, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ლოს-ანჯელესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. პატარა მსახიობი მოკლემეტრაჟიან ფილმ Voiceless-ში შესრულებული როლისთვის საუკეთესოდ აღიარეს. ფილმში ნიტას გმირს საუბარი არ შეუძლია.გარდა იმისა, რომ მსახიობობის შესანიშნავი მონაცემები აქვს, გოგონა აქტიურად მისდევს სპორტს და კიკბოქსინგში ვარჯიშობს.

ნიტას მამა, გიგა ჭიკაძე წარმატებული სპორტსმენია. mshoblebi.ge ნიტას დედას, თამუნა გაზაშვილს ესაუბრა.მან ამერიკულ ცხოვრებზე, საგანმანათლებლო სისტემაზე და ნიტას წარმატებაზე დეტალურად გვიამბო.

- დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობთ? როდის და რატომ გადაწყვიტეთ საქართველოს დატოვება?

- 5 წელია ამერიკაში ვცხოვრობთ. ჰოლანდიაში ვცხოვრობდით რამდენიმე წელი. ამერიკაში გადმოსვლა ჩემი მეუღლის, გიგას კარიერის გამო გადავწყვიტეთ. გიგამ შემოთავზება მიიღო რამდენიმე ამერიკული სპორტული გუნდიდან და საბოლოო არჩევანი კალიფორნიაზე შევაჩერეთ.

- მოგვიყევით ნიტას შესახებ, რამდენი წლისაა და როდის დაინტერესდა მსახიობობით?

- ნიტა 10 წლის არის. რაც მახსოვს, სულ მსახიობობა უნდა. ოჯახში არავინ გვყავს მსახიობი და არც არავის მოუხდენია განსაკუთრებული ზეგავლენა. 5 წლის წინ კომპიუტერში შემთხვევით ვიპოვეთ ვიდეოები, სადაც ნიტა სხვადასხვა ფილმიდან თავის საყვარელ პერსონაჟებს ასახიერებდა. მივხვდით, რომ ამ ყველაფრით ძალიან ერთობოდა და კარგადაც გამოსდიოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, მაქსიმალურად ხელი შეგვეწყო და დავიწყეთ კასტინგებზე სიარული. ჩემთვის მთავარია გაერთოს და სიამოვნება მიიღოს ფილმიდან, მიუხედავად იმისა, გააგრძელებს თუ არა სამსახიობო კარიერას.

- მოგვიყევით ნიტას წარმატებაზე დეტალურად, როგორ მოხვდა ფილმში, რომელ ფილმში ითამაშა, როგორ შეარჩიეს, როგორც ვიცი, ლოს ანჯელესის საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო მსახიობად დაასახელეს...

- ფილმში კასტინგის გავლით მოხვდა. Voiceless მოკლემეტრაჟიანი ფილმია ერთ პატარა გოგოზე, რომელსაც მია ჰქვია. მია ვერ საუბრობს დაავადების, სელექციური მუტიზმის გამო. საკმაოდ რთული ცხოვრებაც აქვს, დედ-მამა განქორწინებულები არიან. დედას მუდმივად მუშაობა უწევს. მამა ძალადობს მიას უფროს დაზე.....განაგრძეთ კითხვა

როგორ გამოიყურება ბრუკ შილდსი წლების შემდეგ - დედის ამბიციებს შეწირული ბავშვობა და ულამაზესი მსახიობის ცხოვრება დღეს

გიორგი ყიფშიძეს ვაჟი შეეძინა - "კოსმო ყიფშიძე... ბედნიერების ბიჭია"

6 მარტს გასამართი Paul Kalkbrenner-ის ღონისძიების დეტალები ცნობილია