კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა
ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ირა­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში და პი­რი­ქით, ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ი­ზღუ­და. ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე შე­ჩერ­დე­ბა მგზავ­რე­ბის შე­მოყ­ვა­ნა ირა­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში. ავი­ა­კომ­პა­ნი­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ ცა­რი­ე­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბით შე­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს სივ­რცე­ში, რათა ტუ­რის­ტად მყოფ­მა ირა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა შეძ­ლონ ირან­ში დაბ­რუ­ნე­ბა.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­სა და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის დღი­დან­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­კარ­გუ­ლე­ბით, შექ­მნი­ლია მთავ­რო­ბის უწყე­ბა­თა­შო­რი­სი ჯგუ­ფი, რომ­ლის მუ­შა­ო­ბა­საც კო­ორ­დი­ნა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო უწევს. ჯგუ­ფი ყო­ველ­დღი­უ­რად, 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში აკ­ვირ­დე­ბა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მხრივ მსოფ­ლი­ო­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას და ახ­დენს და­გეგ­მა­რე­ბას, კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებს დგამს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვირუ­სის შე­მოღ­წე­ვის თა­ვი­დან აცი­ლე­ბი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ოპე­რა­ტი­უ­ლად გა­დად­გა ნა­ბი­ჯე­ბი და ვირუ­სის აფეთ­ქე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე შე­ა­ჩე­რა ჩი­ნეთ­თან პირ­და­პი­რი სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბი მი­ი­ღო ასე­ვე ჩი­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მუდ­მივ კავ­შირ­ზეა, რო­გორც მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის ქვეყ­ნებ­თან ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბე­ბის შე­სა­ხებ ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის მიზ­ნით.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამ­ჟა­მად კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ჩი­ნე­თის შემ­დგომ, და­ფიქ­სირ­და ირა­ნის ის­ლა­მურ რეს­პუბ­ლი­კა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მუდ­მი­ვად კავ­შირ­ზეა ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, რათა ოპე­რა­ტი­ულ რე­ჟიმ­ში მი­ი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის და მიმ­დი­ნა­რე საპ­რე­ვენ­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირა­ნის მთავ­რო­ბა მი­მარ­თავს ყვე­ლა ზო­მას კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის შემ­დგო­მი ზრდის პრე­ვენ­ცი­ის­თვის, ასე­ვე აწარ­მო­ებს ირა­ნი­დან გა­მა­ვა­ლი მგზავ­რე­ბის სქ­რი­ნინგს. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ზღუ­დოს ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში და პი­რი­ქით. მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ამ ეტაპ­ზე შე­ჩერ­დე­ბა მგზავ­რე­ბის შე­მოყ­ვა­ნა ირა­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში. ავი­ა­კომ­პა­ნი­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ ცა­რი­ე­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბით შე­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს სივ­რცე­ში, რათა ტუ­რის­ტად მყოფ­მა ირა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა შეძ­ლონ ირან­ში დაბ­რუ­ნე­ბა.

ამ ეტაპ­ზე, გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის დარ­ჩე­ბა სახ­მე­ლე­თო სა­ზღვა­რი, თუმ­ცა და­წეს­დე­ბა მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი და აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­თან. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აკ­ვირ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და ასე­ვე გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას მე­ზო­ბელ სომ­ხეთ­თან და აზერ­ბა­ი­ჯან­თან. მო­მა­ვალ­ში, თუ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გა, არ გა­მოვ­რი­ცხავთ სახ­მე­ლე­თო სა­ზღვარ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა­საც. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ უკვე გა­აფრ­თხი­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თავი შე­ი­კა­ვონ ირან­ში მგზავ­რო­ბის­გან, ხოლო ირან­ში მყოფ მო­ქა­ლა­ქე­ებს, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­უძ­ლი­ათ და­უ­კავ­შირ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს თე­ი­რან­ში (+989122997726 ცხე­ლი ხა­ზის ნო­მე­რი)“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აზი
1

მესმის რომ ბიზნესისთვის ცუდია, მაგრამ საერთოდ რომ ჩაგვეკეტა საზღვარი დროებით? მეც შემეხება ცუდად და ჩემს ბიზნესსაც თუნდაც შეზღუდვა მაგრამ სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია.

მოქალაქე
0

ირანიდან კი არა,პირდაპირ ჩინეთიდან ჩამოიყვანეს მუშები და მათზე არავინ არაფერს ამბობს.

ავტორი:

ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა

ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეჩერდება მგზავრების შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც ცნობილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების დღიდანვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, შექმნილია მთავრობის უწყებათაშორისი ჯგუფი, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უწევს. ჯგუფი ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში აკვირდება ვირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიოში შექმნილ ვითარებას და ახდენს დაგეგმარებას, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს საქართველოს ტერიტორიაზე ვირუსის შემოღწევის თავიდან აცილებისა და მოსახლეობის მაქსიმალურად დაცვის მიმართულებით. ამ მხრივ, საქართველოს მთავრობამ ოპერატიულად გადადგა ნაბიჯები და ვირუსის აფეთქების საწყის ეტაპზევე შეაჩერა ჩინეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა.

საქართველოს მთავრობამ სათანადო ზომები მიიღო ასევე ჩინეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საქართველოს მთავრობა მუდმივ კავშირზეა, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებთან ვირუსის გავრცელების მასშტაბების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღების მიზნით.

როგორც ცნობილია, ამჟამად კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ჩინეთის შემდგომ, დაფიქსირდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. საქართველოს მთავრობა მუდმივად კავშირზეა ირანის ხელისუფლებასთან, რათა ოპერატიულ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია შექმნილი მდგომარეობის და მიმდინარე საპრევენციო ღონისძიებების შესახებ. არსებული ინფორმაციით, ირანის მთავრობა მიმართავს ყველა ზომას კორონავირუსის შემთხვევების შემდგომი ზრდის პრევენციისთვის, ასევე აწარმოებს ირანიდან გამავალი მგზავრების სქრინინგს. აღნიშნულის მიუხედავად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდოს ფიზიკური პირების გადაადგილება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში და პირიქით. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე შეჩერდება მგზავრების შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება.

ამ ეტაპზე, გადაადგილებისთვის დარჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა დაწესდება მკაცრი შეზღუდვები და აღნიშნული მიმართულებით, აქტიურად ვმუშაობთ მეზობელ ქვეყნებთან. საქართველოს მთავრობა აკვირდება მოვლენების განვითარებას და ასევე განაგრძობს მუშაობას მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მომავალში, თუ ამის საჭიროება დადგა, არ გამოვრიცხავთ სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვასაც. საქართველოს მთავრობამ უკვე გააფრთხილა საქართველოს მოქალაქეები თავი შეიკავონ ირანში მგზავრობისგან, ხოლო ირანში მყოფ მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს თეირანში (+989122997726 ცხელი ხაზის ნომერი)“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასწორი დიაგნოზების მსხვერპლნი - რა პრობლემებია ჯანდაცვაში და როგორ უნდა დაიცვან პაციენტებმა უფლებები

ქუთაისის აეროპორტიდან ინფექციურში გადაიყვანეს იტალიიდან ჩამოფრენილი 20 წლის გოგონა

"ქართველებმა მასწავლეს, რა არის ნამდვილი სიყვარული" - საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტების ემოციური ჩანაწერები