საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვება ჩეჩენი ბისექსუალი ქალი, რომლისგანაც "ბოროტი ჯინის გამოდევნას" ცდილობდნენ - "ცხოველივით  მიტარებდნენ ექსპერიმენტებს"
რას ჰყვება ჩეჩენი ბისექსუალი ქალი, რომლისგანაც "ბოროტი ჯინის გამოდევნას" ცდილობდნენ - "ცხოველივით  მიტარებდნენ ექსპერიმენტებს"

ჩე­ჩე­ნი ქალი, ამი­ნატ ლორ­სა­ნე­ვა, ჩეჩ­ნეთ­ში ქა­ლაქ გროზ­ნო­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. lenta.ru-სთან სა­უ­ბარ­ში, ჩეჩ­ნე­თი­დან გა­მოქ­ცე­უ­ლი 22 წლის ბი­სექ­სუ­ა­ლი იხ­სე­ნებს, თუ რო­გორ გა­და­ურ­ჩა ფი­ზი­კურ წა­მე­ბას გროზ­ნოს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც თა­ვი­ან­თი მე­თო­დით, მას­თან ერ­თად კი­დევ 30-მდე გო­გო­ნას მკურ­ნა­ლობ­დნენ, რო­მელ­თაც შე­დე­გად ფსი­ქი­კა შე­ერ­ყათ. ასე­ვე, გა­მო­ექ­ცა ექიმ­ბა­შებს და შა­მა­ნებს, რომ­ლე­ბიც მის­გან "ბო­რო­ტი ჯი­ნის გა­მო­დევ­ნას" ცდი­ლობ­დნენ. ჩე­ჩე­ნი ქა­ლის თქმით, უსფრ­თხო­ე­ბის­თვის, მან გვარ-სა­ხე­ლი შე­იც­ვა­ლა.

"მსგავ­სი პრაქ­ტი­კა, მხო­ლოდ ჩეჩ­ნეთ­ში კი არა, მთელ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, რო­დე­საც ოჯა­ხებ­ში ამ პრობ­ლე­მას აწყდე­ბი­ან, ისი­ნი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის ექი­მებს მი­მარ­თა­ვენ... ხში­რად, მათ სუ­ლი­ე­რად გა­დარ­ჩე­ნა­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბიც ერ­თვე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც ჩვენს "გან­კურ­ნე­ბას" თა­ვი­სე­ბუ­რად ცდი­ლო­ბენ. სწო­რედ ამი­ტომ, ათე­ის­ტი გავ­ხდი..." - წერს ჩე­ჩე­ნი გო­გო­ნა.

მი­სი­ვე თქმით, ის მე­ხუ­თედ გა­იქ­ცა გროზ­ნო­დან. ორ­ჯერ თა­ვი­სი ნე­ბით დაბ­რუნ­და სახ­ლში, ორ­ჯერ კი, და­ი­ჭი­რეს და ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით და­აბ­რუ­ნეს.

"ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჩეჩ­ნეთ­ში, სა­შუ­ა­ლო მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მქო­ნედ, მაგ­რამ გა­ნათ­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნე­ბად ით­ვლე­ბი­ან. მშობ­ლე­ბი ექი­მე­ბი არი­ან - დედა ანეს­თე­ზი­ო­ლო­გია, მამა - ტრავ­მა­ტო­ლო­გი. ჩემი ყო­ვე­ლი გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბა­ზე ცდი­ლობ­დნენ შე­ვერ­ცხვი­ნეთ და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, მა­მა­შე­ნი ცნო­ბი­ლი ექი­მია, მეც მიც­ნო­ბენ, თავს რა­ტომ გვჭრიო..." - ჰყვე­ბა გო­გო­ნა.

ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­ში, ამი­ნატ ლორ­სა­ნე­ვა­ზე იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი სწო­რა­დაც მო­იქ­ცნენ და ასეთ ადა­მი­ა­ნებ­ზე რაც შე­ი­ლე­ბა მეტი წნე­ხი უნდა იყოს.

"თა­ვი­დან, ჩემი "მკურ­ნა­ლო­ბა" მშობ­ლებ­მა მო­ი­სურ­ვეს. მა­მა­ჩე­მი ამი­ნა­ზი­ის ნემ­სებს მი­კე­თებ­და, რის გა­მოც, აბსცე­სია და­მე­წყო. მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბი მქონ­და. დე­დამ სხვა ექიმ­თან წა­მიყ­ვა­ნა, რო­მელ­მაც ვი­თა­რე­ბა გა­მო­ას­წო­რა, მაგ­რამ მო­რა­ლუ­რად, მა­მის პო­ზი­ცია და­ი­ჭი­რა, ის ექი­მია, თა­ვი­სი საქ­მე იცი­სო. ამ­ჯე­რად მან გა­ნაგ­რძო ჩემი "მკურ­ნა­ლო­ბა" თა­ვი­სი მე­თო­დე­ბით... პო­ლი­ცი­ა­ში ჩი­ვი­ლი მინ­დო­და, თუმ­ცა, გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა მი­თხრა, შენი საქ­ცი­ე­ლით მშობ­ლებს არ­ცხვენ და ამო­რა­ლო­ბა­ში არ აგ­ყვე­ბიო.

მას შემ­დეგ, რაც ჩემი "ავად­მყო­ფო­ბის" ამ­ბა­ვი გავ­რცელ­და, ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებ­მა ღირ­სე­ბის მკვლე­ლო­ბა მო­ი­თხო­ვეს, რა­შიც პო­ლი­ცია არ ერე­ვა. შე­მე­შინ­და, რად­გან უამ­რა­ვი ფაქ­ტი არ­სე­ბობს, რო­დე­საც ამო­რა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის გამო, გო­გო­ნა ოჯახ­მა უბ­რა­ლოდ მო­ი­შო­რა... ძმე­ბი ფი­ზი­კუ­რად მის­წორ­დე­ბოდ­ნენ, დედ-მამა არ ერე­ო­და, რად­გან იმე­დოვ­ნე­ბოდ­ნენ, რომ თუ შე­მე­შინ­დე­ბო­და, ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დე­ბო­დი. თუმ­ცა, რა­ხან მკლე­ლო­ბის გა­ნა­ჩე­ნი არ გა­მო­მი­ტა­ნეს, მა­ინც მად­ლო­ბე­ლი ვი­ყა­ვი და ვით­მენ­დი," იხ­სე­ნებს გო­გო­ნა, რომ­ლის თქმი­თაც, ჩეჩ­ნეთ­ში დე­დას შე­უძ­ლია, ქა­ლიშ­ვი­ლის "პა­ტი­ოს­ნე­ბა" გი­ნე­კო­ლოგ­თან შე­ა­მოწ­მოს.

გო­გო­ნას მშობ­ლებ­მა არა­ერ­თხელ ჩა­მო­არ­თვეს მო­ბი­ლუ­რი, რათა და­სახ­მა­რებ­ლად ვინ­მეს­თვის არ მი­ე­მარ­თა... შემ­დეგ კი, და­ე­მუქრნენ, რომ წი­ნა­აღ­დე­გო­ბის გა­წე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სებ­დნენ. თუმ­ცა, მა­ინც შეძ­ლო და რუ­სე­თის "ლგბტ" სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­უ­კავ­შირ­და. თუმ­ცა, ვიდ­რე იქი­დან პა­სუ­ხი მო­ვი­დო­და, ოჯახ­მა ერთ-ერთ სო­ფელ­ში, "მკურ­ნალ ქალ­თან" წა­იყ­ვა­ნა, რო­მელ­საც მის­გან "ბო­რო­ტი სული უნდა ამო­ეყ­ვა­ნა..." მა­ნამ­დეც არა­ერ­თხელ წა­უყ­ვა­ნი­ათ, ექიმ­ბაშ­თან, ექ­სტრა­სენსთან, შა­მან­თან, რომ­ლე­ბიც ხან ამუ­ლეტს უკე­თებ­დნენ, ხა­ნაც თა­ვი­ან­თი რე­ცეპ­ტე­ბით დამ­ზა­დე­ბულ სი­თხე­ებს ას­მევ­დნენ. მათ შო­რის ზოგი სი­რი­ა­ში, ზო­გიც ეგ­ვიპ­ტე­ში გან­სწავ­ლუ­ლი იყ­ვნენ.

"ბე­ბი­ა­ჩემ­მა ერთ-ერთ სო­ფელ­ში ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­მიყ­ვა­ნა ვი­ღაც ასა­კო­ვან კაც­თან, რომ­ლის თქმი­თაც, 15 წელი ყუ­რანს სწავ­ლობ­და.. მან მო­რა­ლი წა­მი­კი­თხა, იმა­ზე, თუ რო­გო­რი უნდა იყოს მუს­ლი­მი გო­გო­ნა... მი­თხრა, თუ იმას არ გა­ვა­კე­თებ­დი, რა­საც მე­ტყო­და, ელექტრო­შო­კერს გა­მო­ი­ყე­ნებ­და. ეს მოხ­და მა­მა­ჩე­მის ნე­ბარ­თვით, რო­მელ­საც ქა­ლაქ­ში გა­ნათ­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნად იც­ნობ­დნენ. მე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­შად მი­მიჩ­ნევ­დნენ. ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვარ­მა ექიმ­მა ში­ზოფ­რე­ნია და­მიდ­გი­ნა. თავ­ზე ექოს­კო­პი­უ­რი კვლე­ვა ჩა­მი­ტა­რეს, თუმ­ცა გა­ო­ცე­ბით აღ­ნიშ­ნეს, რომ სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი ტვი­ნი მაქვს. შემ­დეგ კი და­ას­კნეს, რომ ეს და­ა­ვა­დე­ბა რენგტენ­გში არ ჩანს.

ცხო­ვე­ლი­ვით და­უს­რუ­ლებ­ლად მი­ტა­რებ­დნენ ექ­სპე­რი­მენ­ტებს. მშობ­ლე­ბი კი, ამა­ში ფულს იხ­დიდ­ნენ და თან მე­ჩხუ­ბო­ბონ­დნენ. რო­გორ­ღაც ვი­პო­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცია "ქალი და გა­ნათ­ლე­ბა" და მათ და­ვუ­კავ­შირ­დი, სა­დაც მი­თხრეს, რომ ჩემი მშობ­ლე­ბი სა­დის­ტე­ბი იყ­ვნენ. მათ ად­ვო­კა­ტი და­მი­ქი­რა­ვეს და რო­დე­საც მან ამ­ბა­ვი მო­ის­მი­ნა, პირ­და­პირ თქვა, რომ ოჯა­ხის საქ­მე­ში ვერ ჩა­ე­რე­ო­და, რად­გან ამის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და. ჩვენ­თან ქა­ლის მთა­ვა­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა შვი­ლე­ბი გა­ა­ჩი­ნოს, ქმარს ემ­სა­ხუ­როს,"- ჰყვე­ბა ჩე­ჩე­ნი გო­გო­ნა.

ერთ დღე­საც, მან ჰი­ჯა­ბი მო­იხ­სნა და ათე­ის­ტი გახ­და. არა­ერ­თი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩეჩ­ნე­თი ვერ და­ტო­ვა. მი­სი­ვე თქმით, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან გე­ე­ბიც, მაგ­რამ გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვეს, მათ პრო­ვინ­ცი­ე­ბი­დან ცო­ლე­ბად მოჰ­ყავთ პა­ტა­რა, გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი გო­გო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხმის ამო­ღე­ბას ვერ ბე­და­ვენ, თა­ვად კი, სა­ი­დუმ­ლოდ მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცე­ბი ჰყავთ. თუმ­ცა, "კა­დი­როვ­ცე­ბი" მათ­ზე ღიად ნა­დი­რო­ბენ. გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, გან­წი­რუ­ლი არი­ან.

"ჩეჩ­ნე­თი­დან გაქ­ცე­ვა არ ნიშ­ნავს, რომ გა­დავ­რჩი, რად­გან რუ­სე­თი ჰო­მო­ბი­უ­რი ქვე­ყა­ნაა, ლგბტ ადა­მი­ა­ნებს ტე­რო­რის­ტე­ბი­ვით ებ­რძვი­ან და ჩვენს დაც­ვა­ზე არა­ვინ ზრუ­ნავს.ამ რე­ა­ლო­ბა­ში კი, ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი "ღირ­სე­ბის მკვლე­ლო­ბას" ეწი­რე­ბი­ან, რაც ნიშ­ნავს, რომ შვილს, შეც­დო­მის შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვად დედ-მამა, ძმე­ბი, ან ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი უს­წორ­დე­ბი­ან, რომ სხვამ არ წა­მო­აყ­ვედ­როს.

2018 წელს ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში და­მაწ­ვი­ნეს, სა­ი­და­ნაც გა­მო­ვი­ქე­ცი, თუმ­ცა, წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, ისე­ვე, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი სამი მცდე­ლო­ბა. ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ხელი მო­მი­მარ­თა, პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნეს და სიკ­ვდი­ლით და­ე­მუქრნენ. ბო­ლოს, რო­გორც იქნა, მა­ინც და­ვაღ­წიე მათ თავი, დედ-მა­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს. შემ­დეგ გვარ-სა­ხე­ლი შე­ვიც­ვა­ლე, რათა კვა­ლი და­კარ­გვო­დათ და თავი უსაფრ­თხოდ ვიგ­რძე­ნი, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ჩემი წარ­მო­შო­ბის გა­გო­ნე­ბა­ზე, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იძა­ბე­ბოდ­ნენ და ში­შით მი­ყუ­რებ­დნენ."- წერს ჩე­ჩე­ნი გო­გო­ნა.

ის ამ­ჟა­მად მოს­კოვ­ში იმ­ყო­ფე­ბა, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვს გარ­კვე­უ­ლი, სად და რო­გორ გა­აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას. რუ­სე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში არ ვრცელ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც მას­ზე ძა­ლა­დობ­და, და­უს­ჯე­ლი რჩე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მ.მ.
55

გმირია?! 

jigiti
100

მაია წყნეთელი, ეროვნული გმირი, სამეფო კარზე დაწინაურებული, მასზე ხალხმა ბალადები და ლექსები დაწერეს, საქართველოში არასოდეს აქცევდნენ ყურადღებას სექსუალურ ორიენტაციას შუა საუკუნეებშიც კი, ახლა შემოაგდო რუსეთმა ეს თემა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

რას ჰყვება ჩეჩენი ბისექსუალი ქალი, რომლისგანაც "ბოროტი ჯინის გამოდევნას" ცდილობდნენ - "ცხოველივით  მიტარებდნენ ექსპერიმენტებს"

რას ჰყვება ჩეჩენი ბისექსუალი ქალი, რომლისგანაც "ბოროტი ჯინის გამოდევნას" ცდილობდნენ - "ცხოველივით  მიტარებდნენ ექსპერიმენტებს"

ჩეჩენი ქალი, ამინატ ლორსანევა, ჩეჩნეთში ქალაქ გროზნოში დაიბადა და გაიზარდა. lenta.ru-სთან საუბარში, ჩეჩნეთიდან გამოქცეული 22 წლის ბისექსუალი იხსენებს, თუ როგორ გადაურჩა ფიზიკურ წამებას გროზნოს საავადმყოფოში, სადაც თავიანთი მეთოდით, მასთან ერთად კიდევ 30-მდე გოგონას მკურნალობდნენ, რომელთაც შედეგად ფსიქიკა შეერყათ. ასევე, გამოექცა ექიმბაშებს და შამანებს, რომლებიც მისგან "ბოროტი ჯინის გამოდევნას" ცდილობდნენ. ჩეჩენი ქალის თქმით, უსფრთხოებისთვის, მან გვარ-სახელი შეიცვალა.

"მსგავსი პრაქტიკა, მხოლოდ ჩეჩნეთში კი არა, მთელ ჩრდილოეთ კავკასიაშია გავრცელებული, როდესაც ოჯახებში ამ პრობლემას აწყდებიან, ისინი მკურნალობისთვის ექიმებს მიმართავენ... ხშირად, მათ სულიერად გადარჩენაში სასულიერო პირებიც ერთვებიან, რომლებიც ჩვენს "განკურნებას" თავისებურად ცდილობენ. სწორედ ამიტომ, ათეისტი გავხდი..." - წერს ჩეჩენი გოგონა.

მისივე თქმით, ის მეხუთედ გაიქცა გროზნოდან. ორჯერ თავისი ნებით დაბრუნდა სახლში, ორჯერ კი, დაიჭირეს და ძალის გამოყენებით დააბრუნეს.

"ჩემი ოჯახის წევრები ჩეჩნეთში, საშუალო მატერიალური მდგომარეობის მქონედ, მაგრამ განათლებულ ადამიანებად ითვლებიან. მშობლები ექიმები არიან - დედა ანესთეზიოლოგია, მამა - ტრავმატოლოგი. ჩემი ყოველი გაქცევის მცდელობაზე ცდილობდნენ შევერცხვინეთ და მეუბნებოდნენ, მამაშენი ცნობილი ექიმია, მეც მიცნობენ, თავს რატომ გვჭრიო..." - ჰყვება გოგონა.

ადგილობრივ მედიაში, ამინატ ლორსანევაზე იერიში მიიტანეს. ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ ადგილობრივი სამართალდამცველები სწორადაც მოიქცნენ და ასეთ ადამიანებზე რაც შეილება მეტი წნეხი უნდა იყოს.

"თავიდან, ჩემი "მკურნალობა" მშობლებმა მოისურვეს. მამაჩემი ამინაზიის ნემსებს მიკეთებდა, რის გამოც, აბსცესია დამეწყო. მაღალი სიცხეები მქონდა. დედამ სხვა ექიმთან წამიყვანა, რომელმაც ვითარება გამოასწორა, მაგრამ მორალურად, მამის პოზიცია დაიჭირა, ის ექიმია, თავისი საქმე იცისო. ამჯერად მან განაგრძო ჩემი "მკურნალობა" თავისი მეთოდებით... პოლიციაში ჩივილი მინდოდა, თუმცა, გამომძიებელმა მითხრა, შენი საქციელით მშობლებს არცხვენ და ამორალობაში არ აგყვებიო.

მას შემდეგ, რაც ჩემი "ავადმყოფობის" ამბავი გავრცელდა, ოჯახის ახლობლებმა ღირსების მკვლელობა მოითხოვეს, რაშიც პოლიცია არ ერევა. შემეშინდა, რადგან უამრავი ფაქტი არსებობს, როდესაც ამორალური ცხოვრების გამო, გოგონა ოჯახმა უბრალოდ მოიშორა... ძმები ფიზიკურად მისწორდებოდნენ, დედ-მამა არ ერეოდა, რადგან იმედოვნებოდნენ, რომ თუ შემეშინდებოდა, ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებოდი. თუმცა, რახან მკლელობის განაჩენი არ გამომიტანეს, მაინც მადლობელი ვიყავი და ვითმენდი," იხსენებს გოგონა, რომლის თქმითაც, ჩეჩნეთში დედას შეუძლია, ქალიშვილის "პატიოსნება" გინეკოლოგთან შეამოწმოს.

გოგონას მშობლებმა არაერთხელ ჩამოართვეს მობილური, რათა დასახმარებლად ვინმესთვის არ მიემართა... შემდეგ კი, დაემუქრნენ, რომ წინააღდეგობის გაწევის შემთხვევაში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსებდნენ. თუმცა, მაინც შეძლო და რუსეთის "ლგბტ" საზოგადოებას დაუკავშირდა. თუმცა, ვიდრე იქიდან პასუხი მოვიდოდა, ოჯახმა ერთ-ერთ სოფელში, "მკურნალ ქალთან" წაიყვანა, რომელსაც მისგან "ბოროტი სული უნდა ამოეყვანა..." მანამდეც არაერთხელ წაუყვანიათ, ექიმბაშთან, ექსტრასენსთან, შამანთან, რომლებიც ხან ამულეტს უკეთებდნენ, ხანაც თავიანთი რეცეპტებით დამზადებულ სითხეებს ასმევდნენ. მათ შორის ზოგი სირიაში, ზოგიც ეგვიპტეში განსწავლული იყვნენ.

"ბებიაჩემმა ერთ-ერთ სოფელში ძალის გამოყენებით ჩამიყვანა ვიღაც ასაკოვან კაცთან, რომლის თქმითაც, 15 წელი ყურანს სწავლობდა.. მან მორალი წამიკითხა, იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მუსლიმი გოგონა... მითხრა, თუ იმას არ გავაკეთებდი, რასაც მეტყოდა, ელექტროშოკერს გამოიყენებდა. ეს მოხდა მამაჩემის ნებართვით, რომელსაც ქალაქში განათლებულ ადამიანად იცნობდნენ. მე საზოგადოებისთვის საშიშად მიმიჩნევდნენ. ადგილობრივი საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა შიზოფრენია დამიდგინა. თავზე ექოსკოპიური კვლევა ჩამიტარეს, თუმცა გაოცებით აღნიშნეს, რომ სრულიად ჯანმრთელი ტვინი მაქვს. შემდეგ კი დაასკნეს, რომ ეს დაავადება რენგტენგში არ ჩანს.

ცხოველივით დაუსრულებლად მიტარებდნენ ექსპერიმენტებს. მშობლები კი, ამაში ფულს იხდიდნენ და თან მეჩხუბობონდნენ. როგორღაც ვიპოვე ორგანიზაცია "ქალი და განათლება" და მათ დავუკავშირდი, სადაც მითხრეს, რომ ჩემი მშობლები სადისტები იყვნენ. მათ ადვოკატი დამიქირავეს და როდესაც მან ამბავი მოისმინა, პირდაპირ თქვა, რომ ოჯახის საქმეში ვერ ჩაერეოდა, რადგან ამის უფლება არ ჰქონდა. ჩვენთან ქალის მთავარი ვალდებულებაა შვილები გააჩინოს, ქმარს ემსახუროს,"- ჰყვება ჩეჩენი გოგონა.

ერთ დღესაც, მან ჰიჯაბი მოიხსნა და ათეისტი გახდა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩეჩნეთი ვერ დატოვა. მისივე თქმით, უმძიმეს მდგომარეობაში არიან გეებიც, მაგრამ გამოსავალი იპოვეს, მათ პროვინციებიდან ცოლებად მოჰყავთ პატარა, გაუნათლებელი გოგონები, რომლებიც ხმის ამოღებას ვერ ბედავენ, თავად კი, საიდუმლოდ მეგობარი მამაკაცები ჰყავთ. თუმცა, "კადიროვცები" მათზე ღიად ნადირობენ. გამოვლენის შემთხვევაში, განწირული არიან.

"ჩეჩნეთიდან გაქცევა არ ნიშნავს, რომ გადავრჩი, რადგან რუსეთი ჰომობიური ქვეყანაა, ლგბტ ადამიანებს ტერორისტებივით ებრძვიან და ჩვენს დაცვაზე არავინ ზრუნავს.ამ რეალობაში კი, ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანები "ღირსების მკვლელობას" ეწირებიან, რაც ნიშნავს, რომ შვილს, შეცდომის შემთხვევაში, თავად დედ-მამა, ძმები, ან ოჯახის ახლობლები უსწორდებიან, რომ სხვამ არ წამოაყვედროს.

2018 წელს ფსიქიატრიულში დამაწვინეს, საიდანაც გამოვიქეცი, თუმცა, წარუმატებელი აღმოჩნდა, ისევე, როგორც დანარჩენი სამი მცდელობა. ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელი მომიმართა, პრობლემები შეუქმნეს და სიკვდილით დაემუქრნენ. ბოლოს, როგორც იქნა, მაინც დავაღწიე მათ თავი, დედ-მამასთან ურთიერთობა არ მაქვს. შემდეგ გვარ-სახელი შევიცვალე, რათა კვალი დაკარგვოდათ და თავი უსაფრთხოდ ვიგრძენი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი წარმოშობის გაგონებაზე, ადგილობრივები იძაბებოდნენ და შიშით მიყურებდნენ."- წერს ჩეჩენი გოგონა.

ის ამჟამად მოსკოვში იმყოფება, თუმცა, ჯერჯერობით არ აქვს გარკვეული, სად და როგორ გააგრძელებს ცხოვრებას. რუსეთის კანონმდებლობა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში არ ვრცელდება, შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც მასზე ძალადობდა, დაუსჯელი რჩება.

ასლან ბჟანია ბაშარ ასადს შეხვდება - რა მიზნით ჩავიდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "მთავრობის დელეგაცია" სირიაში

ისრაელის პრემიერი რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

26 წლის ყაზახი გოგოს გაუპატიურების საქმეზე ბრალდებული ყაზახეთში დააკავეს