ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე საჩხერეში სასტუმროში არიან განთავსებული. საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის მაია ხელაძის თქმით, 34-ვე პირი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
მისივე თქმით, ორ პირს გუშინ 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდა, თუმცა დღეის მდგომარეობით არც ერთ მათგანს მაღალი ტემპერატურა არ აღენიშნება და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი იზოლირებული არიან და სასტუმროში ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან.
რაც შეეხება პირობებს, საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის თქმით, საქართველოს 34 მოქალაქე დამაკმაყოფილებელ პირობებში იმყოფება.
ცნობისთვის, ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე 21 თებერვალს ღამით დაბრუნდა. მათ ქვეყანაში ჩამოსვლის სურვილი თავად გამოთქვეს, რის შემდეგაც შესაბამისი პროცედურები სახელმწიფომ უზრუნველყო. საქართველოს მოქალაქეები ორკვირიან კარანტინს საჩხერეში გაივლიან.