Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რძის რომელ პროდუქტებში აღმოჩნდა მცენარეული ცხიმი - შემოწმების შედეგები
რძის რომელ პროდუქტებში აღმოჩნდა მცენარეული ცხიმი - შემოწმების შედეგები

თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა მა­ღა­ზი­ა­ში შე­ძე­ნი­ლი 36 და­სა­ხე­ლე­ბის რძის პრო­დუქ­ტი­დან 5 პრო­დუქ­ტში მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მი აღ­მოჩ­ნდა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას “სტა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი“ - momxmarebeli.ge ავ­რცე­ლებს.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, პრო­დუქ­ტე­ბი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შე­მოწ­მდა.

"შეს­ყი­დულ იქნა სხვა­დას­ხვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ზღვარ­გა­რეთ წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია, მათ შო­რის, იმ მე­წარ­მე­ე­ბის სა­ქო­ნე­ლი, რო­მელ­შიც ჩვენ ბოლო თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ და ასე­ვე, რო­მელ­თა შე­მოწ­მე­ბა­საც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გვთხოვ­დნენ" - ნათ­ქვა­მია momxmarebeli.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მი აღ­მოჩ­ნდა არა­ჟან ქო­ბუ­ლე­თურ­ში, რო­მე­ლიც შე­სა­მოწ­მებ­ლად მა­ღა­ზია "კარ­ფუ­რი­დან" წა­ი­ღეს, ასე­ვე ნა­ღე­ბის კა­რაქ "რა­ნი­ნა­ში", ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რებ­მა "გუდ­ვი­ლი­დან" წა­ი­ღეს. ასე­ვე "კარ­ფუ­რი­დან" წა­ღე­ბულ სულ­გუნ­ში, "იმე­რულ ყველ­ში" და "ფუდ­მარ­ტი­დან" წა­ღე­ბულ ქარ­ხნულ ყველ­ში.

"სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად („რძი­სა და რძის ნა­წარ­მის შე­სა­ხებ“ ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტი), პრო­დუქ­ტი, რო­მელ­შიც რძის ცხი­მი ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლია მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მით, ან სხვა ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბით, არ წარ­მო­ად­გენს რძის პრო­დუქტს და მას­ზე რძის პრო­დუქ­ტის და­სა­ხე­ლე­ბის (კა­რა­ქი, არა­ჟა­ნი, მა­წო­ნი და სხვა) მი­თი­თე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მომ­ხმა­რე­ბე­ლი შეც­დო­მა­ში შე­დის და რძის ნა­წარ­მის ნაც­ვლად, თა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად სხვა პრო­დუქტს იძენს.

„რძი­სა და რძის ნა­წარ­მის შე­სა­ხებ“ ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბის კონ­ტროლს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ახ­დენს. თუმ­ცა, რძის ცხი­მის სი­სუფ­თა­ვე­ზე წე­ლი­წად­ში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ნი­მუ­შის შე­მოწ­მე­ბას ახერ­ხებს, რაც მთე­ლი ქვეყ­ნის სა­ვაჭ­რო ქსე­ლის მო­ნი­ტო­რინ­გი­სათ­ვის მცი­რე რი­ცხვია. რძის ნა­წარ­მი კვე­ბის რა­ცი­ო­ნის აუ­ცი­ლე­ბელ შე­მად­გე­ნელ ნა­წილს წარ­მო­ად­გენს და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნის, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის. ამი­ტო­მა­ცაა, რომ მომ­ხმრებ­ლე­ბი ხში­რად გვთხო­ვენ ამა თუ იმ პრო­დუქ­ტის რძის ცხი­მის სი­სუფ­თა­ვე­ზე შე­მოწ­მე­ბას. ასე რომ, სა­კი­თხის აქ­ტუ­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ჭი­როდ ჩავ­თვა­ლეთ რძის ნა­წარ­მი ჩვენც შეგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა.

ჩვე­ნი მცი­რე კვლე­ვის შე­დე­გე­ბით ვერ გან­ვსა­ზღვრავთ მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით არ­სე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ჯერ კი­დევ საკ­მა­ოდ ხში­რია რძის პრო­დუქ­ტებ­ში მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მის გა­მო­ყე­ნე­ბა. ამი­ტო­მაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­ტრო­ლის გა­ფარ­თო­ე­ბაა სა­ჭი­რო" - ნათ­ქვა­მია “სტა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის“ ინ­ფორ­მა­ცი­ში... იხი­ლეთ შე­მოწ­მე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბის სია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

რძის რომელ პროდუქტებში აღმოჩნდა მცენარეული ცხიმი - შემოწმების შედეგები

რძის რომელ პროდუქტებში აღმოჩნდა მცენარეული ცხიმი - შემოწმების შედეგები

თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 36 დასახელების რძის პროდუქტიდან 5 პროდუქტში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ - momxmarebeli.ge ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, პროდუქტები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში შემოწმდა.

"შესყიდულ იქნა სხვადასხვა, საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია, მათ შორის, იმ მეწარმეების საქონელი, რომელშიც ჩვენ ბოლო თვეების მანძილზე მცენარეული ცხიმი აღმოვაჩინეთ და ასევე, რომელთა შემოწმებასაც მოქალაქეები გვთხოვდნენ" - ნათქვამია momxmarebeli.ge-ს ინფორმაციაში.

შემოწმების შედეგად მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა არაჟან ქობულეთურში, რომელიც შესამოწმებლად მაღაზია "კარფურიდან" წაიღეს, ასევე ნაღების კარაქ "რანინაში", ის ორგანიზაციის წევრებმა "გუდვილიდან" წაიღეს. ასევე "კარფურიდან" წაღებულ სულგუნში, "იმერულ ყველში" და "ფუდმარტიდან" წაღებულ ქარხნულ ყველში.

"საქართველოს კანონმდებლობის თანახმად („რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი), პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი ჩანაცვლებულია მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით, არ წარმოადგენს რძის პროდუქტს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, მაწონი და სხვა) მითითება აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი შეცდომაში შედის და რძის ნაწარმის ნაცვლად, თავისდაუნებურად სხვა პროდუქტს იძენს.

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულების კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახდენს. თუმცა, რძის ცხიმის სისუფთავეზე წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათეული ნიმუშის შემოწმებას ახერხებს, რაც მთელი ქვეყნის სავაჭრო ქსელის მონიტორინგისათვის მცირე რიცხვია. რძის ნაწარმი კვების რაციონის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობისათვის. ამიტომაცაა, რომ მომხმრებლები ხშირად გვთხოვენ ამა თუ იმ პროდუქტის რძის ცხიმის სისუფთავეზე შემოწმებას. ასე რომ, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ რძის ნაწარმი ჩვენც შეგვემოწმებინა.

ჩვენი მცირე კვლევის შედეგებით ვერ განვსაზღვრავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული დარღვევების რაოდენობას. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჯერ კიდევ საკმაოდ ხშირია რძის პროდუქტებში მცენარეული ცხიმის გამოყენება. ამიტომაც ამ მიმართულებით კონტროლის გაფართოებაა საჭირო" - ნათქვამია “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ინფორმაციში... იხილეთ შემოწმებული ნიმუშების სია სრულად

ქართველმა კალათბურთელებმა ბელგრადში სერბი მეტოქეები დაამარცხეს

კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო იტალიაში მყოფ თანამოქალაქეებს მიმართავს

ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა