მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა
მამის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

სა­ჩხე­რე­ში მა­მის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ არას­რულ­წლო­ვანს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, რო­მე­ლიც და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ბრალ­დე­ბის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და, დაც­ვის მხა­რე კი სა­ერ­თოდ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას.

სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სრუ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის, ესმა ნო­რა­კი­ას გან­ცხა­დე­ბით, არას­რულ­წლო­ვა­ნი კვლავ დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს.

გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხო­ვენ. რო­გორც არას­რულ­წლოვ­ნის ბი­ცო­ლა აცხა­დებს, ბრალ­დე­ბუ­ლის გა­მარ­თლე­ბა, არას­რულ­წლოვ­ნის სტა­ტუ­სის გამო, და­უშ­ვე­ბე­ლია და მას სას­ჯე­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი ზომა უნდა გა­ნე­სა­ზღვროს, ვი­ნა­ი­დან „მამა სას­ტი­კად მოკ­ლა“ და ის საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს სხვე­ბის­თვი­საც.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭა­ლა­ში მცხოვ­რებ­მა არას­რულ­წლო­ვან­მა, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე წარ­მოქ­მნი­ლი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად, მა­მას სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

არას­რულ­წლო­ვან­მა შვილ­მა კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, მოკ­ლუ­ლი მა­მის ცხე­და­რი ეზო­ში მდე­ბა­რე დამ­ხმა­რე სა­თავ­სოს სარ­დაფ­ში გა­და­მა­ლა. ასე­ვე, დად­გინ­და, რომ მომ­ხდა­რი ფაქ­ტის დროს მამა-შვი­ლი სახ­ლში მარ­ტო იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

გა­მო­ძი­ე­ბა ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ვ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მამის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

მამის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

საჩხერეში მამის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. ბრალდებულის ადვოკატის, ესმა ნორაკიას განცხადებით, არასრულწლოვანი კვლავ დუმილის უფლებას იყენებს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები დაკავებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. როგორც არასრულწლოვნის ბიცოლა აცხადებს, ბრალდებულის გამართლება, არასრულწლოვნის სტატუსის გამო, დაუშვებელია და მას სასჯელის მაქსიმალური ზომა უნდა განესაზღვროს, ვინაიდან „მამა სასტიკად მოკლა“ და ის საფრთხეს წარმოადგენს სხვებისთვისაც.

გამოძიების ინფორმაციით, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

არასრულწლოვანმა შვილმა კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდნენ.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"აქ ჩანს, თუ როგორ წააქცევენ კობიაშვილს და ზემოდან ურტყამენ..." - ახალი ვიდეოკადრები გუდაურის მკვლელობის საქმეზე

"მომავალი იურისტი ვარ... ჩემი ცოდნით, მინდა ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო" - რა თქვა მიხეილ კალანდიამ საბოლოო სიტყვაში

"მძინარეს ესროლა... შემდეგ კი მამამისის მოძებნა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დაიწყო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები საჩხერის მკვლელობაზე

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"