პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საეჭვო სიმპტომები არცერთს დაფიქსირებია" - ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე ჩამოვიდა
"საეჭვო სიმპტომები არცერთს დაფიქსირებია" - ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე ჩამოვიდა

ჩი­ნე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლოს 34 მო­ქა­ლა­ქე დაბ­რუნ­და. თვითმფრი­ნა­ვი თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში გუ­შინ, გვი­ან ღა­მით დაფ­რინ­და. მათ აე­რო­პორ­ტში შე­სა­ბა­მი­სი შე­მოწ­მე­ბა ჩა­უ­ტარ­დათ.

რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი თა­ვად გა­მოთ­ქვეს, რის შემ­დე­გაც სა­ხელ­მწი­ფომ შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო. ჩი­ნე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი 34 მო­ქა­ლა­ქე ორ­კვი­რი­ან კა­რან­ტინს სა­ჩხე­რე­ში გა­ივ­ლის.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჩი­ნე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი არ და­უ­ფიქ­სირ­დათ.

გამ­ყრე­ლი­ძის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩი­ნე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მა­ინც გა­ივ­ლი­ან ორ­კვი­რი­ან კა­რან­ტინს.

“მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა მოხ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი თვითმფრი­ნა­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ უზ­რუნ­ველ­ყო და შე­მოს­ვლი­სას თი­თო­ე­ულ მათ­განს ჩა­უ­ტარ­და თერ­მოსკრი­ნინ­გი, ეპი­დე­მი­ო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია, ასე­ვე იქ იყ­ვნენ კლი­ნი­ცის­ტი ექი­მე­ბი. თი­თო­ე­ულ­მა მათ­გან­მა შე­ავ­სო თვითმფრი­ნავ­ში ყოფ­ნი­სას გარ­კვე­უ­ლი კი­თხვა­რი, თუ სად ბრძან­დე­ბოდ­ნენ ბოლო დღე­ე­ბის და კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, იყ­ვნენ თუ არა შე­ხე­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან ორ­კვი­რი­ან კა­რან­ტინ­ში, სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრთან არ­სე­ბულ სას­ტუმ­რო­ში, გა­მო­ი­ყო შე­სა­ბა­მი­სი ფარ­თი, სა­დაც მათ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­უ­ტარ­დე­ბათ დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი.

ჩვენ გვქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რამ­დე­ნი­მე მათ­განს შე­საძ­ლე­ბე­ლია, ჰქო­ნო­და შე­ხე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ან­თან, ამი­ტო­მაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო ამ ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­ტა­რე­ბა. ხაზს ვუს­ვამ, არც ერთს არც ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ფიქ­სი­რე­ბია, არც სა­ეჭ­ვო სიმპტო­მე­ბი, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ას ახა­სი­ა­თებს, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩა­ით­ვა­ლა სა­ჭი­როდ, რომ მათ ორი კვი­რა უნდა გა­ა­ტა­რონ კა­რან­ტინ­ში შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ",-გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირა
0

ეხლა მთავარი არის ირანიდან ჩამოსულები გააკონტროლონ ყველამ კარგად ვიცით რომ ყოველდღიურად ირანიდან ძალიან ბევრი ჩამოდის საქართველოში

თამარი
0

რას ქვია გაივლიან? უკვე საჩხერეში უნდა იყვნენ და გადიოდნენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"საეჭვო სიმპტომები არცერთს დაფიქსირებია" - ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე ჩამოვიდა

"საეჭვო სიმპტომები არცერთს დაფიქსირებია" - ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე ჩამოვიდა

ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ, გვიან ღამით დაფრინდა. მათ აეროპორტში შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდათ.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მათ საქართველოში დაბრუნების სურვილი თავად გამოთქვეს, რის შემდეგაც სახელმწიფომ შესაბამისი პროცედურები უზრუნველყო. ჩინეთიდან საქართველოში დაბრუნებული 34 მოქალაქე ორკვირიან კარანტინს საჩხერეში გაივლის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ დაუფიქსირდათ.

გამყრელიძის თქმით, მიუხედავად ამისა, ჩინეთიდან ჩამოსული მოქალაქეები მაინც გაივლიან ორკვირიან კარანტინს.

“მოქალაქეების დაბრუნება მოხდა სპეციალური თვითმფრინავის საშუალებით, რომელიც საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო და შემოსვლისას თითოეულ მათგანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, ეპიდემიოლოგის კონსულტაცია, ასევე იქ იყვნენ კლინიცისტი ექიმები. თითოეულმა მათგანმა შეავსო თვითმფრინავში ყოფნისას გარკვეული კითხვარი, თუ სად ბრძანდებოდნენ ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში, იყვნენ თუ არა შეხებაში კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებთან. ეს ადამიანები გადაყვანილები იქნებიან ორკვირიან კარანტინში, საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში, გამოიყო შესაბამისი ფართი, სადაც მათ ორი კვირის განმავლობაში ჩაუტარდებათ დაკვირვებები.

ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანს შესაძლებელია, ჰქონოდა შეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან, ამიტომაც აუცილებელი იყო ამ ტიპის ღონისძიების გატარება. ხაზს ვუსვამ, არც ერთს არც ტემპერატურა დაფიქსირებია, არც საეჭვო სიმპტომები, რომელიც კორონავირუსულ ინფექციას ახასიათებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩაითვალა საჭიროდ, რომ მათ ორი კვირა უნდა გაატარონ კარანტინში შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ",-განაცხადა გამყრელიძემ.

ქართველმა კალათბურთელებმა ბელგრადში სერბი მეტოქეები დაამარცხეს

კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო იტალიაში მყოფ თანამოქალაქეებს მიმართავს

ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა