საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე ბრუნდება - ისინი კარანტინის პერიოდს საჩხერეში გაივლიან
დღეს ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე ბრუნდება - ისინი კარანტინის პერიოდს საჩხერეში გაივლიან

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, დღეს ჩი­ნე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლოს 34 მო­ქა­ლა­ქე ბრუნ­დე­ბა. რო­გორც მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, სა­ჩხე­რის სას­ტუმ­რო-კომ­პლექსში ორ კვი­რი­ან კა­რან­ტინს გა­ივ­ლი­ან.

„ეს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გარ­კვე­უ­ლი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ჩი­ნეთ­ში სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ებ­ზე. უკა­ნას­კნე­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ხერ­ხდა მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, ჰქონ­დათ თუ არა მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი თა­ვად ტრან­ზი­ტუ­ლი რე­ი­სე­ბით დაბ­რუნ­და ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა დროს. ასე­ვე ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ვინც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მა­ღა­ლი რის­კის ზო­ნა­ში, საფ­რან­გე­თის და თურ­ქე­თის მთავ­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბით კა­რან­ტი­ნის შემ­დეგ უკვე დაბ­რუნ­დნენ ქვე­ყა­ნა­ში. დღეს ვე­ლო­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს 34 მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც ჩა­მოფ­რინ­დე­ბა თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში. მათ დახ­ვდე­ბათ ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის და ექი­მე­ბის­გან შემ­დგა­რი ბრი­გა­და",-აცხა­დებს მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ მო­ქა­ლა­ქე­ებს ჯერ კი­დევ ჩი­ნე­თი­დან გა­მოფ­რე­ნამ­დე წი­ნას­წა­რი შე­მოწ­მე­ბა გავ­ლი­ლი აქვთ.

"არც ერთ მათ­განს ამ წუ­თის მდგო­მა­რე­ო­ბით არ უფიქ­სირ­დე­ბათ არა­ვი­თა­რი ნი­შა­ნი იმი­სა, რომ მათ შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ კო­რო­ნა­ვირუ­სი, თუმ­ცა სიფრ­თხი­ლის ზო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­დე­საც ჩვენ შე­ვა­ფა­სებთ მათ მდგო­მა­რე­ო­ბას, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ორ კა­რან­ტი­ნის გავ­ლა, ისე­ვე რო­გორც ეს მოხ­და სხვა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თურ­ქეთ­სა და საფ­რან­გეთ­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში, კა­რან­ტი­ნის გავ­ლა მოხ­დე­ბა სას­ტუმ­როს ტი­პის კომ­პლექსში, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს სა­ჩხე­რის სა­ა­ვად­მყო­ფოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ეს არის იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლი.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი იქ­ნე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა მო­ქა­ლა­ქის გად­მოყ­ვა­ნა სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად, თუმ­ცა ამ მო­მენ­ტი­სათ­ვის, არა­ვი­თა­რი სა­ჭი­რო­ე­ბა მათ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის არ აქვთ, მაგ­რამ კა­რან­ტი­ნის გავ­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­დაყ­ვა­ნა მოხ­დე­ბა დღეს­ვე. რო­დე­საც კა­რან­ტი­ნის ორ­კვი­რი­ა­ნი პე­რი­ო­დი გა­ივ­ლის, ისი­ნი დაბ­რუნ­დე­ბი­ან თა­ვი­ანთ სახ­ლებ­ში. აე­რო­პორ­ტში მო­ქა­ლა­ქე­ებს ჩა­უ­ტარ­დე­ბათ წი­ნას­წა­რი შე­ფა­სე­ბა იმი­სათ­ვის, რომ არ იყოს რო­მე­ლი­მეს ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა და ამის შემ­დეგ, ყვე­ლას გა­და­ვიყ­ვანთ სა­ჩხე­რის სას­ტუმ­რო-კომ­პლექსში“, - აღ­ნიშ­ნა თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
0

ირანიდან და დუბაიდან შემოსვლა გააკონტროლეთ. ირანში მათივე ოფიციალური მონაცემებით 750 სავარაუდო, 18 დადგენილი შემთხვევაა და 4 თუ 5 გარდაცვლილი. 

ნი
2

ამ ვირუსს ინკუბაციის პერიოდი ორ კვირაზე მეტი აქვს, თითქმის 24 დღემდე.

ავტორი:

დღეს ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე ბრუნდება - ისინი კარანტინის პერიოდს საჩხერეში გაივლიან

დღეს ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე ბრუნდება - ისინი კარანტინის პერიოდს საჩხერეში გაივლიან

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე ბრუნდება. როგორც მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები, პრევენციის მიზნით, საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში ორ კვირიან კარანტინს გაივლიან.

„ეს მოქალაქეები გარკვეული ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩინეთში სხვადასხვა ლოკაციებზე. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მოხერხდა მათთან დაკავშირება იმის თაობაზე, ჰქონდათ თუ არა მათ საქართველოში დაბრუნების სურვილი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. ცნობილია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილი თავად ტრანზიტული რეისებით დაბრუნდა ქვეყანაში სხვადასხვა დროს. ასევე ის მოქალაქეები, ვინც იმყოფებოდნენ მაღალი რისკის ზონაში, საფრანგეთის და თურქეთის მთავრობის ხელშეწყობით კარანტინის შემდეგ უკვე დაბრუნდნენ ქვეყანაში. დღეს ველოდებით საქართველოს 34 მოქალაქეს, რომელიც ჩამოფრინდება თბილისის აეროპორტში. მათ დახვდებათ ეპიდემიოლოგების და ექიმებისგან შემდგარი ბრიგადა",-აცხადებს მინისტრის პირველი მოადგილე.

მისივე თქმით, აღნიშნულ მოქალაქეებს ჯერ კიდევ ჩინეთიდან გამოფრენამდე წინასწარი შემოწმება გავლილი აქვთ.

"არც ერთ მათგანს ამ წუთის მდგომარეობით არ უფიქსირდებათ არავითარი ნიშანი იმისა, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი, თუმცა სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ შევაფასებთ მათ მდგომარეობას, გათვალისწინებულია ორ კარანტინის გავლა, ისევე როგორც ეს მოხდა სხვა მოქალაქეების შემთხვევაში თურქეთსა და საფრანგეთში. ამ შემთხვევაში, კარანტინის გავლა მოხდება სასტუმროს ტიპის კომპლექსში, რომელიც არსებობს საჩხერის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის იდეალური ადგილი.

იმ შემთხვევაში, თუკი იქნება სამედიცინო ჩარევის შესაძლებლობა, მარტივად შეიძლება მოქალაქის გადმოყვანა სამედიცინო დახმარების მისაღებად, თუმცა ამ მომენტისათვის, არავითარი საჭიროება მათ სამედიცინო დახმარების არ აქვთ, მაგრამ კარანტინის გავლა მნიშვნელოვანია. მოქალაქეების გადაყვანა მოხდება დღესვე. როდესაც კარანტინის ორკვირიანი პერიოდი გაივლის, ისინი დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში. აეროპორტში მოქალაქეებს ჩაუტარდებათ წინასწარი შეფასება იმისათვის, რომ არ იყოს რომელიმეს ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება და ამის შემდეგ, ყველას გადავიყვანთ საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

გუდაურის ტრაგედიის უცნობი ვერსია - რა ინციდენტი მოხდა მკვლელობამდე 2 კვირით ადრე?!

28-29 თებერვალს ექსპოჯორჯიაში მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

"ეგ ისეთი მამაძაღლი ჩანს, უთუოდ დიდი კაცი დადგებაო..." - ილია ჭავჭავაძის და სტალინის შეხვედრის უცნობი ეპიზოდები