სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღამის 4 საათზე მოვიდა პასუხი... საერთოდ ვეღარ დავიძინე" - ქართველი გოგონა პენსილვანიის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით მოხვდა
"ღამის 4 საათზე მოვიდა პასუხი... საერთოდ ვეღარ დავიძინე" - ქართველი გოგონა პენსილვანიის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით მოხვდა

კო­მა­რო­ვის ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე, 18 წლის თი­ნა­თინ ქო­ქოშ­ვი­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ქა­ლაქ ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში, პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით მოხ­ვდა. პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ქარ­თველ ახალ­გაზ­რდას სწავ­ლას სრუ­ლად 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სრუ­ლად და­უ­ფი­ნან­სებს.

თი­ნა­თინ ქო­ქოშ­ვი­ლი AMBEBI.GE-ს სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა:

- 2019 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აპ­ლი­კა­ცია ნა­ად­რევ მი­ღე­ბა­ზე გავ­გზავ­ნე, დე­კემ­ბერ­ში კი მო­მი­ვი­და პა­სუ­ხი, რომ სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით მი­მი­ღეს, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 73 000 დო­ლარს უტოლ­დე­ბა. გა­მო­დის, რომ 4 წე­ლი­წად­ში ეს და­ახ­ლო­ე­ბით 290 000 დო­ლა­რია. ვა­პი­რებ, ვის­წავ­ლო ფი­ზი­კა­ზე და ინ­ჟი­ნე­რი­ა­ზე, ალ­ბათ, ამას მერე გა­დავ­წყვეტ. კო­მა­რო­ვის სკო­ლა 2019 წელს ოქ­როს მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რე. ყო­ველ­თვის მინ­დო­და, ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა და რამ­დე­ნი­მე წე­ლია, სკო­ლა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, ამის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დი...

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ოც­ნე­ბა­სა­ვით მქონ­და და თით­ქმის შე­უძ­ლებ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბო­და. არც ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე გავ­სულ­ვარ, რად­გან ეს მქონ­და გეგ­მა­ში.

ნა­ად­რევ მი­ღე­ბა­ზე აპ­ლი­კა­ცია ოქ­ტომ­ბერ­ში, მხო­ლოდ ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იგ­ზავ­ნე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რივ მი­ღე­ბა­ზე აპ­ლი­კა­ცი­ის გაგ­ზავ­ნის ბოლო ვადა დე­კემ­ბერ­შია და ბევრ უნი­ვერ­სი­ტეტ­შია სა­ბუ­თე­ბის შე­ტა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი. თუ ნა­ად­რე­ვად შე­ავ­სებ აპ­ლი­კა­ცი­ას და იმ ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­გი­ღე­ბენ, უარს შემ­დგომ ვერ ეტყვი. არ ვი­ცო­დი, სად გა­მეგ­ზავ­ნა, ასე რომ, ასე­თი დო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ბუ­თე­ბის გაგ­ზავ­ნა გარ­კვე­ულ­წი­ლად რის­კი იყო.

სა­ბო­ლო­ოდ, ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი იმი­ტომ ავირ­ჩიე, რომ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის გა­ნათ­ლე­ბას იძ­ლე­ვა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ფე­სო­რე­ბი ჰყავს, ხელს უწყობს სტუ­დენ­ტებს გან­ვი­თა­რე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის კუ­თხით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნა­ად­რევ მი­ღე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­დან წელს მხო­ლოდ მე მოვ­ხვდი.

ასე­ვე, ის Ivy league-ის სკო­ლა­ში შე­დის, რაც ნიშ­ნავს, რომ ამე­რი­კა­ში 7 სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტია, სა­დაც მოხ­ვედ­რა ყვე­ლა­ზე ძნე­ლია, ვი­ნა­ი­დან კონ­კუ­რენ­ცია ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, მი­ღე­ბის რე­ი­ტინ­გი კი სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან შე­და­რე­ბით საკ­მა­ოდ და­ბა­ლი.

ცხა­დია, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის­თვის მოხ­ვედ­რა კი­დევ უფრო რთუ­ლია, რად­გან და­ფი­ნან­სე­ბა რთუ­ლი მო­სა­პო­ვე­ბე­ლია და მა­შინ, რო­დე­საც ამე­რი­კე­ლებს სა­ხელ­მწი­ფოს­გა­ნაც შე­უძ­ლი­ათ მისი მო­პო­ვე­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბი მხო­ლოდ უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე არი­ან და­მო­კი­დე­ბულ­ნი. რო­გორც ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო­დან პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მხო­ლოდ მე მოვ­ხვდი.

ცხა­დია, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რო­დე­საც და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მო­მი­ვი­და - 16 დე­კემ­ბე­რი იყო, ღა­მის 4 სა­ა­თი, ჯერ ხომ ძა­ლი­ან ვე­ლო­დე­ბო­დი და მერე სა­ერ­თოდ ვე­ღარ და­ვი­ძი­ნე.

- რო­გორ ფიქ­რობ, კი­დევ რამ გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ შე­გარ­ჩი­ეს?

- აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა მქონ­და... ბოლო წლე­ბია, ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი მაქვს, ბევრ სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბა­ში ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი. ნიშ­ნე­ბის გარ­და, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­სახ­ვედ­რად სა­ჭი­რო იყო სხვა­დას­ხვა კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბა, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, მო­ხა­ლი­სე­ო­ბა, ლი­დე­რო­ბა, თუ გა­გი­მარ­ჯვია რამე ოლიმ­პი­ა­და­სა თუ ტურ­ნირ­ში... მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ახალ­გაზ­რდა ნა­ტუ­რა­ლის­ტთა ტურ­ნირ­ზე (IYNT) ორ­ჯერ ვი­ყა­ვი და ორი­ვე­ჯერ ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ვი­გე, ერთი, 2017 წელს ჩი­ნეთ­ში, ნან­კინ­ში ტარ­დე­ბო­და, მე­ო­რეს კი 2018 წელს თბი­ლის­მა უმას­პინ­ძლა. ასე­ვე, 2018 წელს ევ­რო­პის გო­გო­ნა­თა მა­თე­მა­ტი­კის ოლიმ­პი­ა­და­ზე, ფლო­რენ­ცი­ა­ში ვი­ყა­ვი, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში 4 სა­უ­კე­თე­სო გოგო აგ­ვირ­ჩი­ეს ნაკ­რე­ბის­თვის.

ერ­თა­დერ­თი და პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მო­ნა­წი­ლე ვი­ყა­ვი ვო­თერ­ლუ­ში, კა­ნა­და­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლა­ში ახალ­გაზ­რდა ფი­ზი­კო­სე­ბის­თვის (ISSYP). ამ სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ნაკ­ში 20 სა­ერ­თა­შო­რი­სო და 20 კა­ნა­დელ მოს­წავ­ლეს ირ­ჩე­ვენ, რო­მე­ლიც ფი­ზი­კი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, მი­ღე­ბის რე­ი­ტინ­გი კი 2-3%-ია.

2019 წელს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე პოჟე­გა­ში, ხორ­ვა­ტი­ა­ში მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლა­ში, სა­დაც ასე­ვე ერ­თა­დერ­თი და პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მო­ნა­წი­ლე გახ­ლდით. ეს და კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი აქ­ტი­ვო­ბა იყო, რო­მე­ლიც პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წარ­ვად­გი­ნე, ყვე­ლა­ფე­რი ძი­რი­თა­დად ფი­ზი­კა­სა და მა­თე­მა­ტი­კას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ასე­ვე, ვი­ყა­ვი ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ხში­რად ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას დე­ბა­ტებ­ში. კო­მა­რო­ვის სკო­ლა­ში კი ფი­ზი­კის კლუ­ბი ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე და რო­გორც მო­ხა­ლი­სე, ფი­ზი­კას მერ­ვეკ­ლა­სე­ლებს ვას­წავ­ლი­დი.

- რას ურ­ჩევ­დი იმ მოს­წავ­ლე­ებს, ვი­საც სა­ზღვარ­გა­რეთ რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში, ან სწო­რედ ამე­რი­კა­ში სურთ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა?

- რო­დე­საც ბევ­რს მუ­შა­ობ, ცდი­ლობ, საქ­მე ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნო და არ გა­ჩერ­დე. მე არ გავ­ჩე­ლე­ბულ­ვარ. სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა და ოჯა­ხის მხრი­დან გამ­ხნე­ვე­ბა ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. თით­ქოს, რო­გორც სა­ფე­ხუ­რებ­ზე, ისე ავ­დი­ო­დი, ერთ წარ­მა­ტე­ბას შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯი მოჰ­ყვე­ბო­და.

ნელ-ნელა განვვი­თარ­დი და არას­დროს ჩა­მიქ­ნე­ვია ხელი. ვფიქ­რობ, რომ თუ მოს­წავ­ლე მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია, ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია და თუ უკვე ამას აპი­რებს, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი მოს­წავ­ლე იყოს, არა­მედ მთა­ვა­რია, ჰქონ­დეს მო­ტი­ვა­ცია, არა­ფერ­ზე და­ი­ხი­ოს უკან, ჩა­ერ­თოს აქ­ტი­ვო­ბებ­ში, მო­ი­ძი­ოს ინ­ფორ­მა­ცია და ასე­ვე, თუ ვინ­მე ჰყავს გარ­შე­მო, ვინც ამ მხრივ გა­მოც­დი­ლია, ეცა­დოს, რაც შე­იძ­ლე­ბა, მეტი ინ­ფორ­მა­ცია გა­ი­გოს მის­გან - ამ ყვე­ლა­ფერს თუ ეც­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­უ­ვა.

მეც მე­ში­ნო­და, გა­მო­ვი­დო­და თუ არა, მაგ­რამ ვფიქ­რობ­დი, რომ ადა­მი­ა­ნი თუ საკ­მა­რი­სად იშ­რო­მებს, შე­დეგს აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებს. კი­დევ, მე ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ორ­გა­ნი­ზა­ცია Education USA, სა­დაც არი­ან მრჩევ­ლე­ბი, ვის­თა­ნაც კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გავ­ლა უფა­სო­და­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აქვს ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მი­აც, სა­დაც აშშ-ში სწავ­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მოს­წავ­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ უფა­სოდ გა­წევ­რი­ა­ნე­ბა. ეს აკა­დე­მია მოს­წავ­ლე­ებს ყვე­ლა­ფერ­ში ეხ­მა­რე­ბა - რო­გორ უნდა მო­ი­ძი­ონ ინ­ფორ­მა­ცია უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე, გა­აგ­ზავ­ნონ აპ­ლი­კა­ცია, და­წე­რონ ესე­ე­ბი და ა.შ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
12

ესეთი ადამიანები ქმნიან წარმატებულ ქვეყანას! ძალიან მიხარია თქვენი წარმატებები!

ილკარი
0

ქთხოვ ნუ გახდები იმ ქართველთაგანი რომელიც მხოლოდ თავისი წარმატებით იქნება ბედნიერი... ხელი შეუწყვე შენს ქვეყანას რომ აღზარდოს ბევრი შენნაირი.. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ღამის 4 საათზე მოვიდა პასუხი... საერთოდ ვეღარ დავიძინე" - ქართველი გოგონა პენსილვანიის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით მოხვდა

"ღამის 4 საათზე მოვიდა პასუხი... საერთოდ ვეღარ დავიძინე" - ქართველი გოგონა პენსილვანიის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით მოხვდა

კომაროვის ყოფილი მოსწავლე, 18 წლის თინათინ ქოქოშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ფილადელფიაში, პენსილვანიის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით მოხვდა. პენსილვანიის უნივერსიტეტი ქართველ ახალგაზრდას სწავლას სრულად 4 წლის განმავლობაში სრულად დაუფინანსებს.

თინათინ ქოქოშვილი AMBEBI.GE-ს საკუთარი წარმატების შესახებ ესაუბრა:

- 2019 წლის ოქტომბერში პენსილვანიის უნივერსიტეტში აპლიკაცია ნაადრევ მიღებაზე გავგზავნე, დეკემბერში კი მომივიდა პასუხი, რომ სრული დაფინანსებით მიმიღეს, რომელიც წელიწადში დაახლოებით 73 000 დოლარს უტოლდება. გამოდის, რომ 4 წელიწადში ეს დაახლოებით 290 000 დოლარია. ვაპირებ, ვისწავლო ფიზიკაზე და ინჟინერიაზე, ალბათ, ამას მერე გადავწყვეტ. კომაროვის სკოლა 2019 წელს ოქროს მედალზე დავამთავრე. ყოველთვის მინდოდა, ამერიკულ უნივერსიტეტში ჩამებარებინა და რამდენიმე წელია, სკოლაში ფაქტობრივად, ამისთვის ვემზადებოდი...

მიუხედავად იმისა, რომ ეს ოცნებასავით მქონდა და თითქმის შეუძლებლად მეჩვენებოდა. არც ეროვნულ გამოცდებზე გავსულვარ, რადგან ეს მქონდა გეგმაში.

ნაადრევ მიღებაზე აპლიკაცია ოქტომბერში, მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში იგზავნება, ჩვეულებრივ მიღებაზე აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადა დეკემბერშია და ბევრ უნივერსიტეტშია საბუთების შეტანა შესაძლებელი. თუ ნაადრევად შეავსებ აპლიკაციას და იმ ერთ უნივერსიტეტში მიგიღებენ, უარს შემდგომ ვერ ეტყვი. არ ვიცოდი, სად გამეგზავნა, ასე რომ, ასეთი დონის უნივერსიტეტში საბუთების გაგზავნა გარკვეულწილად რისკი იყო.

საბოლოოდ, ეს უნივერსიტეტი იმიტომ ავირჩიე, რომ ძალიან მაღალი დონის განათლებას იძლევა, არაჩვეულებრივი პროფესორები ჰყავს, ხელს უწყობს სტუდენტებს განვითარებისა და დასაქმების კუთხით. აღსანიშნავია, რომ ნაადრევ მიღებაზე საქართველოდან წელს მხოლოდ მე მოვხვდი.

ასევე, ის Ivy league-ის სკოლაში შედის, რაც ნიშნავს, რომ ამერიკაში 7 საუკეთესო უნივერსიტეტია, სადაც მოხვედრა ყველაზე ძნელია, ვინაიდან კონკურენცია ძალიან მაღალია, მიღების რეიტინგი კი სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით საკმაოდ დაბალი.

ცხადია, საერთაშორისო სტუდენტებისთვის მოხვედრა კიდევ უფრო რთულია, რადგან დაფინანსება რთული მოსაპოვებელია და მაშინ, როდესაც ამერიკელებს სახელმწიფოსგანაც შეუძლიათ მისი მოპოვება, საერთაშორისო სტუდენტები მხოლოდ უნივერსიტეტის დაფინანსებაზე არიან დამოკიდებულნი. როგორც ვიცი, საქართველოდან პენსილვანიის უნივერსიტეტში მხოლოდ მე მოვხვდი.

ცხადია, ძალიან გამიხარდა, როდესაც დადებითი პასუხი მომივიდა - 16 დეკემბერი იყო, ღამის 4 საათი, ჯერ ხომ ძალიან ველოდებოდი და მერე საერთოდ ვეღარ დავიძინე.

- როგორ ფიქრობ, კიდევ რამ განაპირობა ის, რომ შეგარჩიეს?

- აქტიური ცხოვრება მქონდა... ბოლო წლებია, ყოველთვის ძალიან დაკავებული ცხოვრების სტილი მაქვს, ბევრ სხვადასხვა აქტივობაში ვიყავი ჩართული. ნიშნების გარდა, უნივერსიტეტში მოსახვედრად საჭირო იყო სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობა, ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, მოხალისეობა, ლიდერობა, თუ გაგიმარჯვია რამე ოლიმპიადასა თუ ტურნირში... მე საერთაშორისო ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირზე (IYNT) ორჯერ ვიყავი და ორივეჯერ ბრინჯაოს მედალი მოვიგე, ერთი, 2017 წელს ჩინეთში, ნანკინში ტარდებოდა, მეორეს კი 2018 წელს თბილისმა უმასპინძლა. ასევე, 2018 წელს ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადაზე, ფლორენციაში ვიყავი, მაშინ საქართველოში 4 საუკეთესო გოგო აგვირჩიეს ნაკრებისთვის.

ერთადერთი და პირველი ქართველი მონაწილე ვიყავი ვოთერლუში, კანადაში, საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში ახალგაზრდა ფიზიკოსებისთვის (ISSYP). ამ საზაფხულო ბანაკში 20 საერთაშორისო და 20 კანადელ მოსწავლეს ირჩევენ, რომელიც ფიზიკითაა დაინტერესებული, მიღების რეიტინგი კი 2-3%-ია.

2019 წელს მონაწილეობა მივიღე პოჟეგაში, ხორვატიაში მეცნიერების საზაფხულო სკოლაში, სადაც ასევე ერთადერთი და პირველი ქართველი მონაწილე გახლდით. ეს და კიდევ ძალიან ბევრი აქტივობა იყო, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტში წარვადგინე, ყველაფერი ძირითადად ფიზიკასა და მათემატიკასთან იყო დაკავშირებული. ასევე, ვიყავი ინგლისურის მასწავლებელი, ხშირად ვიღებდი მონაწილეობას დებატებში. კომაროვის სკოლაში კი ფიზიკის კლუბი ჩამოვაყალიბე და როგორც მოხალისე, ფიზიკას მერვეკლასელებს ვასწავლიდი.

- რას ურჩევდი იმ მოსწავლეებს, ვისაც საზღვარგარეთ რომელიმე ქვეყანაში, ან სწორედ ამერიკაში სურთ სწავლის გაგრძელება?

- როდესაც ბევრს მუშაობ, ცდილობ, საქმე ბოლომდე მიიყვანო და არ გაჩერდე. მე არ გავჩელებულვარ. საკუთარი თავის რწმენა და ოჯახის მხრიდან გამხნევება ძალიან დამეხმარა. თითქოს, როგორც საფეხურებზე, ისე ავდიოდი, ერთ წარმატებას შემდგომი ნაბიჯი მოჰყვებოდა.

ნელ-ნელა განვვითარდი და არასდროს ჩამიქნევია ხელი. ვფიქრობ, რომ თუ მოსწავლე მოტივირებულია, ყველაფერი შესაძლებელია და თუ უკვე ამას აპირებს, არ არის აუცილებელი, გამორჩეული მოსწავლე იყოს, არამედ მთავარია, ჰქონდეს მოტივაცია, არაფერზე დაიხიოს უკან, ჩაერთოს აქტივობებში, მოიძიოს ინფორმაცია და ასევე, თუ ვინმე ჰყავს გარშემო, ვინც ამ მხრივ გამოცდილია, ეცადოს, რაც შეიძლება, მეტი ინფორმაცია გაიგოს მისგან - ამ ყველაფერს თუ ეცდება, აუცილებლად გამოუვა.

მეც მეშინოდა, გამოვიდოდა თუ არა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ადამიანი თუ საკმარისად იშრომებს, შედეგს აუცილებლად მიიღებს. კიდევ, მე ძალიან დამეხმარა ორგანიზაცია Education USA, სადაც არიან მრჩევლები, ვისთანაც კონსულტაციების გავლა უფასოდაცაა შესაძლებელი. ორგანიზაციას აქვს ლიდერობის აკადემიაც, სადაც აშშ-ში სწავლით დაინტერესებულ მოსწავლეებს შეუძლიათ უფასოდ გაწევრიანება. ეს აკადემია მოსწავლეებს ყველაფერში ეხმარება - როგორ უნდა მოიძიონ ინფორმაცია უნივერსიტეტზე, გააგზავნონ აპლიკაცია, დაწერონ ესეები და ა.შ.