მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევას ჯუჯა კაკლის ბაღი და ნერგები, რომელიც ლამის უკვე მთელ საქართველოში ხარობს - როგორ გავზარდოთ და გავახაროთ ჯუჯა კაკალი
ევას ჯუჯა კაკლის ბაღი და ნერგები, რომელიც ლამის უკვე მთელ საქართველოში ხარობს - როგორ გავზარდოთ და გავახაროთ ჯუჯა კაკალი

ჯუჯა კა­კა­ლი ჩვენ­ში თან­და­თან იკი­დებს ფეხს. ბევ­რს უკვე კარ­გი ბა­ღიც აქვს, ბევ­რსაც დიდი სურ­ვი­ლი აქვს, ამ მცე­ნა­რის მო­შე­ნე­ბას მიჰ­ყოს ხელი. ამის დას­ტუ­რია ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი. ისი­ნი ხში­რად გვთხო­ვენ, მეტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღონ ჯუჯა კაკ­ლის, მისი მოვ­ლა-გა­შე­ნე­ბის შე­სა­ხებ.

თი­ა­ნე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ საყ­დრი­ო­ნის მკვიდ­რი ევა ოთა­რაშ­ვი­ლი ერთ-ერთი პირ­ვე­ლია, ვინც წლე­ბის წინ ამ კულ­ტუ­რით და­ინ­ტე­რეს­და, დღეს კი მშვე­ნი­ე­რი კაკ­ლის ბაღი და სა­ნერ­გე აქვს. რო­გორც გა­მოც­დი­ლი მე­ურ­ნე, რამ­დე­ნი­მე წლის წინ უკვე იყო ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი. ამ­ჟა­მად სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით არა­ერთ კი­თხვას უპა­სუ­ხებს.

- რო­გორ დავრგოთ, გავ­ზარ­დოთ და გა­ვა­ხა­როთ ჯუჯა კა­კა­ლი?

- 2006 წელს რამ­დე­ნი­მე კაკ­ლის ნერ­გი ჩემ­მა ძმამ მომ­ცა. ამ ნერ­გებ­მა ნა­ყო­ფი (24 ცალი) 2009 წელს გა­მო­ი­ღო. შემ­დეგ დე­ი­დამ მომ­ცა სამი ნერ­გი და იმათ 2010 წელს მო­ის­ხეს, თუმ­ცა ჯუჯა კაკ­ლე­ბამ­დე მე­გობ­რის ნა­ჩუ­ქა­რი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კაკ­ლის ხეც დავრგე. შემ­დეგ 2009-2010 წლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი ნა­ყო­ფი დავ­თე­სე, სა­ი­და­ნაც პირ­ვე­ლი ნერ­გე­ბი აღ­მო­ცენ­და და ვი­ფიქ­რე, მოდი, ბაღ­საც გა­ვა­შე­ნებ-მეთ­ქი. ბა­ღის­თვის ტე­რი­ტო­რია შე­მოვ­ღო­ბე, სპე­ცი­ა­ლუ­რი ორ­მო­ე­ბიც ამო­მიჭ­რეს, სა­დაც 36 ნერ­გი დავრგე. თა­ვი­დან სამი ნერ­გი, ჩემი ვა­რა­უ­დით, 4X4 მეტრზე დავრგე. რომ გა­ი­ზარ­და, გან­ზე გა­სულ ტო­ტებს სულ ვკვე­ცავ­დი...

- ნერ­გებს შო­რის მან­ძი­ლი რამ­დე­ნი უნდა იყოს?

- დიდი კაკ­ლის ნერ­გე­ბი ერ­თმა­ნეთს 10-12 მეტ­რით უნდა დას­ცილ­დეს. ბაღ­ში ჯუჯა კაკ­ლე­ბი უკვე 7X7-ზე დავრგე, ყვე­ლა წესი და­ვი­ცა­ვი - ლარი გა­ვა­ბი და ისე გა­ვა­შე­ნე. კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე აგ­რო­ნომ ნი­კო­ლოზ იო­სე­ბი­ძეს­თა­ნაც ვი­ყა­ვი, ბევ­რი სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვაც მი­ვი­ღე. მი­თხრა, თუ ნერ­გებს გა­ზა­ფხუ­ლამ­დე ვერ დარ­გავ, შე­მოდ­გო­მით ორ­მო­ე­ბი მა­ინც ამო­ი­ღეო. ყვე­ლას, ვინც რჩე­ვას მე­კი­თხე­ბა, მეც იმა­ვეს ვურ­ჩევ. თხილ­სა და კა­კალს - ორი­ვეს - ნა­ად­რე­ვად ორ­მოს ამო­ღე­ბა უხ­დე­ბა. ამ დროს მიწა ნი­ავ­დე­ბა, რაც ნერ­გის­თვის კარ­გია, თუმ­ცა მა­ნამ­დე კა­კა­ლი ამ წე­სის დაც­ვის გა­რე­შეც და­მირ­გავს და მა­ინც გა­უ­ხა­რია.

- ორმო რა სიღ­რმის უნდა იყოს?

- 50 სმ-ის, მაგ­რამ ხან­და­ხან ისე­თი ფეს­ვია, შე­საძ­ლოა, მე­ტიც დას­ჭირ­დეს. თუნ­დაც გა­ნი­ე­რი და ღრმა იყოს, დარ­გვი­სას ნერ­გი ღერ­ძით მა­ინც ხელ­ში უნდა გვე­ჭი­როს. ქვე­ვით რაც უფრო ფხვი­ე­რი მიწა ჩა­იყ­რე­ბა, უმ­ჯო­ბე­სია - ფეს­ვი უკე­თე­სად წავა და გა­იზ­რდე­ბა...

- ბაღ­ში რამ­დე­ნი ხნის ნერ­გი უნდა და­ირ­გოს?

- 1-2 წლის. თუ ვინ­მეს ბა­ღის გა­შე­ნე­ბა უნდა, უნდა იცო­დეს, რომ თუ დარ­გავ და ეტყვი - შენ შენ­თვის და მე ჩემ­თვი­სო, არა­ფე­რი გა­მო­ვა.

- შე­მოდ­გო­მით თუ უნდა შე­მო­ბარ­ვა?

- შე­მო­ბარ­ვა სჭირ­დე­ბა შე­მოდ­გო­მა-გა­ზა­ფხულ­ზე. ძი­რე­ბი ზა­ფხულ­შიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აი­ჩე­ჩოს, რად­გან მი­წის ზე­და­პი­რი ილე­სე­ბა და მორ­წყვი­სას წყა­ლი აქეთ-იქით გარ­ბის. თუ გვალ­ვე­ბია, როცა მოვრწყავთ ან წვი­მა მოვა, სა­ჭი­როა ძირ­ზე თივა ან ნა­მარ­გლი მასა და­ვა­ფი­ნოთ, მულ­ჩის სა­ხით, მორ­წყუ­ლი და ნაწ­ვი­მა­რი უც­ბად რომ არ აორ­თქლდეს.

- ესე იგი წყა­ლი უყ­ვარს?

- წყა­ლი კი უყ­ვარს, მაგ­რამ მო­ჭარ­ბე­ბულ­მა გა­ზა­ფხულ­ზე შე­იძ­ლე­ბა სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა გა­უ­ჩი­ნოს. თუმ­ცა ზრდის პრო­ცეს­ში კარ­გი იქ­ნე­ბა, სამ-ოთხ დღე­ში ერთხელ და­ვუს­ხათ ცოტ-ცოტა, კარ­გად რომ გა­ი­ხა­როს. გუ­ლი­ა­ნი მოვ­ლის შემ­თხვე­ვა­ში პირ­ველ წელს კვირ­ტი 60-70 სმ-ზე მა­ინც უნდა გა­ზარ­დოს. გა­ზა­ფხულ­ზე წვი­მე­ბი რომც იყოს, წყლის დას­ხმა ორ კვი­რა­ში ერთხელ მა­ინც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან წვი­მა მა­ინც არ იქ­ნე­ბა ისე­თი, რომ წყა­ლი 40 სმ-ზე ნი­ა­დაგ­ში ჩა­ვი­დეს.

- ჯუჯა კა­კა­ლი სი­მაღ­ლე­ში რამ­დე­ნი იზ­რდე­ბა?

- 5-6 მეტ­რამ­დე. ჩემს ბაღს რომ გა­ხე­დოთ, ყო­ვე­ლი ხე მხრებ­გაშ­ლი­ლია, რად­გან 7X7-ზეა დარ­გუ­ლი. ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი შე­მოდ­გო­მით დარ­გვაა, ოღონდ ყინ­ვი­ან ად­გი­ლას დარ­გვა გა­ზა­ფხულ­ზე ჯო­ბია.

- რო­მე­ლი სა­სუ­ქია აუ­ცი­ლე­ბე­ლი?

- დარ­გვი­სას თუ დამ­წვარ ნა­კელს ფენა-ფენა, მი­წას­თან ერ­თად მო­ნაც­ვლე­ო­ბით ჩავ­ყრით, კარ­გი იქ­ნე­ბა. ერთ ნერ­გზე ერთი ვედ­რო ნა­კე­ლი საკ­მა­რი­სია. მერე კარ­გად უნდა და­იტ­კეპ­ნოს, რომ ორ­მო­დან ჰა­ე­რი გა­მო­ი­დევ­ნოს და ერთი ვედ­რო წყა­ლი და­ეს­ხას. ამის მერე შე­იძ­ლე­ბა გა­ზა­ფხუ­ლამ­დე ჩვენც და­ვის­ვე­ნოთ და ნერ­გიც და­ვას­ვე­ნოთ. კა­კალს პირ­ველ ორ წელს ფეს­ვი უფრო ეზ­რდე­ბა, ვიდ­რე ღერო - მი­წა­ში ღრმად მი­დის. შე­იძ­ლე­ბა ღერო 10-15 სმ ჰქონ­დეს, მაგ­რამ ფეს­ვი ისე­თი დიდი, რომ მისი ამო­ღე­ბაც კი გა­ჭირ­დეს.

- ნა­ყოფს მე­ო­თხე წელს იძ­ლე­ვა?

- დიახ, ერთი ჯიში კარგ პი­რო­ბებ­ში ნა­ყოფს ასე იძ­ლე­ვა, მე­ო­რე ჯიში - მე­ო­თხე-მე­ხუ­თე წელს, პირ­ვე­ლი ნიშ­ნი­დან სრულ მსხმო­ი­ა­რო­ბამ­დე კი დიდი დრო უნდა - 9-10 წე­ლი­წა­დი; მა­ნამ­დე სა­შუ­ა­ლოდ ის­ხამს. შე­იძ­ლე­ბა ერთი ხი­დან 1-2 ვედ­რო ჩა­მო­ვი­დეს...

- ჯუჯა კა­კა­ლი რამ­დენ ხანს ცო­ცხლობს?

- ჩან­დლერ­ზე ხომ ამ­ბო­ბენ, 50 წელი ცო­ცხლობ­სო, ამან შე­იძ­ლე­ბა, 100 წელი იარ­სე­ბოს!

- რო­გორ და რით წამ­ლავთ?

- არა­სო­დეს მი­ფიქ­რია შე­წამ­ვლა, მინ­და, ჩემი ბაღი ბი­ო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა იყოს. შარ­შან ჭარ­ბი ნა­ლე­ქის გამო ფო­თოლს შავი წერ­ტი­ლე­ბი პირ­ვე­ლად გა­უჩ­ნდა. მერე რა­ღა­ცე­ბი გა­ვარ­კვიე და ხე­ებს შა­ბი­ა­მან­ში გა­ზა­ვე­ბუ­ლი კი­რი­ა­ნი სი­თხე წა­ვუს­ვი. ბორ­დოს ხსნა­რის გა­მო­ყე­ნე­ბა მა­ნამ­დე ჯო­ბია, სა­ნამ ხე­ე­ბი გა­ი­ფოთ­ლე­ბა. შე­თეთ­რე­ბამ ხავსსაც უშ­ვე­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

ევას ჯუჯა კაკლის ბაღი და ნერგები, რომელიც ლამის უკვე მთელ საქართველოში ხარობს - როგორ გავზარდოთ და გავახაროთ ჯუჯა კაკალი

ევას ჯუჯა კაკლის ბაღი და ნერგები, რომელიც ლამის უკვე მთელ საქართველოში ხარობს - როგორ გავზარდოთ და გავახაროთ ჯუჯა კაკალი

ჯუჯა კაკალი ჩვენში თანდათან იკიდებს ფეხს. ბევრს უკვე კარგი ბაღიც აქვს, ბევრსაც დიდი სურვილი აქვს, ამ მცენარის მოშენებას მიჰყოს ხელი. ამის დასტურია ჩვენი მკითხველის სატელეფონო ზარები. ისინი ხშირად გვთხოვენ, მეტი ინფორმაცია მიიღონ ჯუჯა კაკლის, მისი მოვლა-გაშენების შესახებ.

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის მკვიდრი ევა ოთარაშვილი ერთ-ერთი პირველია, ვინც წლების წინ ამ კულტურით დაინტერესდა, დღეს კი მშვენიერი კაკლის ბაღი და სანერგე აქვს. როგორც გამოცდილი მეურნე, რამდენიმე წლის წინ უკვე იყო ჩვენი რესპონდენტი. ამჟამად საკუთარი გამოცდილებით არაერთ კითხვას უპასუხებს.

- როგორ დავრგოთ, გავზარდოთ და გავახაროთ ჯუჯა კაკალი?

- 2006 წელს რამდენიმე კაკლის ნერგი ჩემმა ძმამ მომცა. ამ ნერგებმა ნაყოფი (24 ცალი) 2009 წელს გამოიღო. შემდეგ დეიდამ მომცა სამი ნერგი და იმათ 2010 წელს მოისხეს, თუმცა ჯუჯა კაკლებამდე მეგობრის ნაჩუქარი ჩვეულებრივი კაკლის ხეც დავრგე. შემდეგ 2009-2010 წლებში მიღებული ნაყოფი დავთესე, საიდანაც პირველი ნერგები აღმოცენდა და ვიფიქრე, მოდი, ბაღსაც გავაშენებ-მეთქი. ბაღისთვის ტერიტორია შემოვღობე, სპეციალური ორმოებიც ამომიჭრეს, სადაც 36 ნერგი დავრგე. თავიდან სამი ნერგი, ჩემი ვარაუდით, 4X4 მეტრზე დავრგე. რომ გაიზარდა, განზე გასულ ტოტებს სულ ვკვეცავდი...

- ნერგებს შორის მანძილი რამდენი უნდა იყოს?

- დიდი კაკლის ნერგები ერთმანეთს 10-12 მეტრით უნდა დასცილდეს. ბაღში ჯუჯა კაკლები უკვე 7X7-ზე დავრგე, ყველა წესი დავიცავი - ლარი გავაბი და ისე გავაშენე. კონსულტაციაზე აგრონომ ნიკოლოზ იოსებიძესთანაც ვიყავი, ბევრი სასარგებლო რჩევაც მივიღე. მითხრა, თუ ნერგებს გაზაფხულამდე ვერ დარგავ, შემოდგომით ორმოები მაინც ამოიღეო. ყველას, ვინც რჩევას მეკითხება, მეც იმავეს ვურჩევ. თხილსა და კაკალს - ორივეს - ნაადრევად ორმოს ამოღება უხდება. ამ დროს მიწა ნიავდება, რაც ნერგისთვის კარგია, თუმცა მანამდე კაკალი ამ წესის დაცვის გარეშეც დამირგავს და მაინც გაუხარია.

- ორმო რა სიღრმის უნდა იყოს?

- 50 სმ-ის, მაგრამ ხანდახან ისეთი ფესვია, შესაძლოა, მეტიც დასჭირდეს. თუნდაც განიერი და ღრმა იყოს, დარგვისას ნერგი ღერძით მაინც ხელში უნდა გვეჭიროს. ქვევით რაც უფრო ფხვიერი მიწა ჩაიყრება, უმჯობესია - ფესვი უკეთესად წავა და გაიზრდება...

- ბაღში რამდენი ხნის ნერგი უნდა დაირგოს?

- 1-2 წლის. თუ ვინმეს ბაღის გაშენება უნდა, უნდა იცოდეს, რომ თუ დარგავ და ეტყვი - შენ შენთვის და მე ჩემთვისო, არაფერი გამოვა.

- შემოდგომით თუ უნდა შემობარვა?

- შემობარვა სჭირდება შემოდგომა-გაზაფხულზე. ძირები ზაფხულშიც აუცილებლად უნდა აიჩეჩოს, რადგან მიწის ზედაპირი ილესება და მორწყვისას წყალი აქეთ-იქით გარბის. თუ გვალვებია, როცა მოვრწყავთ ან წვიმა მოვა, საჭიროა ძირზე თივა ან ნამარგლი მასა დავაფინოთ, მულჩის სახით, მორწყული და ნაწვიმარი უცბად რომ არ აორთქლდეს.

- ესე იგი წყალი უყვარს?

- წყალი კი უყვარს, მაგრამ მოჭარბებულმა გაზაფხულზე შეიძლება სოკოვანი დაავადება გაუჩინოს. თუმცა ზრდის პროცესში კარგი იქნება, სამ-ოთხ დღეში ერთხელ დავუსხათ ცოტ-ცოტა, კარგად რომ გაიხაროს. გულიანი მოვლის შემთხვევაში პირველ წელს კვირტი 60-70 სმ-ზე მაინც უნდა გაზარდოს. გაზაფხულზე წვიმები რომც იყოს, წყლის დასხმა ორ კვირაში ერთხელ მაინც აუცილებელია, რადგან წვიმა მაინც არ იქნება ისეთი, რომ წყალი 40 სმ-ზე ნიადაგში ჩავიდეს.

- ჯუჯა კაკალი სიმაღლეში რამდენი იზრდება?

- 5-6 მეტრამდე. ჩემს ბაღს რომ გახედოთ, ყოველი ხე მხრებგაშლილია, რადგან 7X7-ზეა დარგული. ყველაზე ეფექტიანი შემოდგომით დარგვაა, ოღონდ ყინვიან ადგილას დარგვა გაზაფხულზე ჯობია.

- რომელი სასუქია აუცილებელი?

- დარგვისას თუ დამწვარ ნაკელს ფენა-ფენა, მიწასთან ერთად მონაცვლეობით ჩავყრით, კარგი იქნება. ერთ ნერგზე ერთი ვედრო ნაკელი საკმარისია. მერე კარგად უნდა დაიტკეპნოს, რომ ორმოდან ჰაერი გამოიდევნოს და ერთი ვედრო წყალი დაესხას. ამის მერე შეიძლება გაზაფხულამდე ჩვენც დავისვენოთ და ნერგიც დავასვენოთ. კაკალს პირველ ორ წელს ფესვი უფრო ეზრდება, ვიდრე ღერო - მიწაში ღრმად მიდის. შეიძლება ღერო 10-15 სმ ჰქონდეს, მაგრამ ფესვი ისეთი დიდი, რომ მისი ამოღებაც კი გაჭირდეს.

- ნაყოფს მეოთხე წელს იძლევა?

- დიახ, ერთი ჯიში კარგ პირობებში ნაყოფს ასე იძლევა, მეორე ჯიში - მეოთხე-მეხუთე წელს, პირველი ნიშნიდან სრულ მსხმოიარობამდე კი დიდი დრო უნდა - 9-10 წელიწადი; მანამდე საშუალოდ ისხამს. შეიძლება ერთი ხიდან 1-2 ვედრო ჩამოვიდეს...

- ჯუჯა კაკალი რამდენ ხანს ცოცხლობს?

- ჩანდლერზე ხომ ამბობენ, 50 წელი ცოცხლობსო, ამან შეიძლება, 100 წელი იარსებოს!

- როგორ და რით წამლავთ?

- არასოდეს მიფიქრია შეწამვლა, მინდა, ჩემი ბაღი ბიოლოგიურად სუფთა იყოს. შარშან ჭარბი ნალექის გამო ფოთოლს შავი წერტილები პირველად გაუჩნდა. მერე რაღაცები გავარკვიე და ხეებს შაბიამანში გაზავებული კირიანი სითხე წავუსვი. ბორდოს ხსნარის გამოყენება მანამდე ჯობია, სანამ ხეები გაიფოთლება. შეთეთრებამ ხავსსაც უშველა.

კორონავირუსით ინფიცირება თაკო ჩარკვიანის მეუღლეს, ჯონი გიგანსაც დაუდასტურდა

"ის სასწავლებლები, რომლებმაც სწავლა უკვე დაიწყეს, უნდა გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე" - განათლების მინისტრის მოადგილე

"რუსთავი 2-ის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა - არხი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის