პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მძინარეს ესროლა... შემდეგ კი მამამისის მოძებნა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დაიწყო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები საჩხერის მკვლელობაზე
"მძინარეს ესროლა... შემდეგ კი მამამისის მოძებნა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დაიწყო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები საჩხერის მკვლელობაზე

სა­ჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭა­ლა­ში, არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის მიერ მა­მის მკვლე­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, შვი­ლი მოკ­ლულ მა­მას, რომ­ლის ცხე­და­რი ეზო­ში მდე­ბა­რე სა­თავ­სოს სარ­დაფ­ში თა­ვად გა­და­მა­ლა, მე­ზობ­ლებ­სა და ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად "ეძებ­და".

"შვილს ტე­ლე­ფო­ნი და­უ­ლომ­ბარ­დე­ბია. მამა იმ დღეს სახ­ლში ნას­ვა­მი მი­სუ­ლა და ბავ­შვის­თვის უთ­ქვამს, ახლა ნას­ვა­მი ვარ და ხვალ და­გე­ლა­პა­რა­კე­ბიო. ამის მერე და­უ­ძი­ნია. შვილ­მა მძი­ნა­რე მა­მას ეს­რო­ლა სა­ნა­დი­რო თოფი, ამის მერე მისი ცხე­და­რი სახ­ლის ეზო­ში მდე­ბა­რე სა­წყო­ბის სარ­დაფ­ში გა­და­მა­ლა, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის მერე კი მა­მა­მი­სის "მო­ძებ­ნა" ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­სა და მე­ზობ­ლებ­თან ერ­თად და­ი­წყო", - გა­ნუ­ცხა­და სა­ა­გენ­ტოს სოფ­ლის ერთ-ერ­თმა მცხოვ­რებ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­ჩხე­რე­ში შვი­ლის მიერ მა­მის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.კ., ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სა­ჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭა­ლა­ში მცხოვ­რებ­მა არას­რულ­წლო­ვან­მა, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე წარ­მოქ­მნი­ლი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად, მა­მას - 1969 წელს და­ბა­დე­ბულ გ.კ.-ს სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ჯ.კ.-მ, კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, მოკ­ლუ­ლი მა­მის ცხე­და­რი ეზო­ში მდე­ბა­რე დამ­ხმა­რე სა­თავ­სოს სარ­დაფ­ში გა­და­მა­ლა. ასე­ვე, დად­გინ­და, რომ მომ­ხდა­რი ფაქ­ტის დროს მამა-შვი­ლი სახ­ლში მარ­ტო იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლი სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - თოფი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

და­კა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. გა­მო­ძი­ე­ბა ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ვ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რა გვეშველება???/
32

აი ამას ჰქვია წყევლა! ეს არის ტოტალიზატორების და ტამაშის შედეგი!

liziko
3

ნორმალური არ ყოფილა რატომ არ მკაცრდება კანონი მკვლელობაზე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მძინარეს ესროლა... შემდეგ კი მამამისის მოძებნა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დაიწყო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები საჩხერის მკვლელობაზე

"მძინარეს ესროლა... შემდეგ კი მამამისის მოძებნა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დაიწყო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები საჩხერის მკვლელობაზე

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში, არასრულწლოვანი შვილის მიერ მამის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსისთვის“ დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მცხოვრებლებმა განუცხადეს, შვილი მოკლულ მამას, რომლის ცხედარი ეზოში მდებარე სათავსოს სარდაფში თავად გადამალა, მეზობლებსა და ახლობლებთან ერთად "ეძებდა".

"შვილს ტელეფონი დაულომბარდებია. მამა იმ დღეს სახლში ნასვამი მისულა და ბავშვისთვის უთქვამს, ახლა ნასვამი ვარ და ხვალ დაგელაპარაკებიო. ამის მერე დაუძინია. შვილმა მძინარე მამას ესროლა სანადირო თოფი, ამის მერე მისი ცხედარი სახლის ეზოში მდებარე საწყობის სარდაფში გადამალა, რამდენიმე საათის მერე კი მამამისის "მოძებნა" ოჯახის სხვა წევრებსა და მეზობლებთან ერთად დაიწყო", - განუცხადა სააგენტოს სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საჩხერეში შვილის მიერ მამის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ჯ.კ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას - 1969 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.კ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

რა ხდებოდა სასამართლო დარბაზში, როცა მიხეილ კალანდიას 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - ემოციური ფოტორეპორტაჟი

"ოცნებამ" ჩემს შვილს შეტენა ყველაფერი" - როგორ ეხმაურებიან მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები სასამართლოს გადაწყვეტილებას

მიხეილ კალანდიას 11-წლიანი პატიმრობა შეეფარდა