მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უცნაური ფინალია - თითქოს რუსთავი-თბილისის წინააღმდეგაა" - "დიდი სცენის" ერთადერთი ფინალისტი გოგონა და მისი სამომავლო გეგმები
"უცნაური ფინალია - თითქოს რუსთავი-თბილისის წინააღმდეგაა" - "დიდი სცენის" ერთადერთი ფინალისტი გოგონა და მისი სამომავლო გეგმები

"დიდი სცე­ნა" ფი­ნა­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბა. პირ­ვე­ლო­ბის­თვის სამი კონ­კურ­სან­ტი იბ­რძო­ლებს (ორი ბიჭი და ერთი გოგო). 21 წლის მა­რი­ამ ქა­ჯა­ია თბი­ლი­სი­და­ნაა, სწავ­ლობს თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნეს სკო­ლა­ში. მე­ო­თხე­კურ­სე­ლია, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, აუ­დი­ტის კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს. ამ­ბობს, რომ 2 წლი­დან მღე­რის და ეს საქ­მი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარს.

"დამ­თავ­რე­ბუ­ლი მაქვს მუ­სი­კა­ლუ­რი შვიდ­წლე­დი და მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა სიმ­ღე­რას­თან ასო­ცირ­დე­ბა... „დიდ სცე­ნამ­დე“ ძა­ლი­ან ბევრ კონ­კურ­სში მაქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ პრო­ექ­ტებ­ში ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა წარ­მა­ტე­ბით არ­სად დამ­თავ­რე­ბუ­ლა. „დიდი სცე­ნა“ პირ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც მი­ზანს მი­ვაღ­წიე და ათე­ულ­ში მოვ­ხვდი, - გვე­უბ­ნე­ბა მა­რი­ა­მი, რო­მელ­საც მი­აჩ­ნია, რომ ჟი­უ­რის მისი ხმის ტემ­ბრი, შეს­რუ­ლე­ბის მა­ნე­რა მო­ე­წო­ნა. - ათე­ულ­ში მოვ­ხვედ­რას ის მოჰ­ყვა, რომ კონ­კურ­სის მსვლე­ლო­ბის მან­ძილ­ზე, ნელ-ნელა გა­ვი­ზარ­დე, უამ­რა­ვი ჟან­რი მო­ვირ­გე, პე­და­გო­გებ­თან, ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­თან მუ­შა­ო­ბა­მაც ბევ­რი რამ მომ­ცა, დიდი პროგ­რე­სი გან­ვი­ცა­დე. ალ­ბათ ამი­ტო­მაც მოვ­ხვდი ფი­ნალ­ში და ეს ჟი­უ­რი­მაც აღ­ნიშ­ნა. თა­ვად კონ­კურ­სი ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა. ტუ­რებს რომ გა­დავ­ხე­დოთ, თით­ქმის ყვე­ლა ჟან­რი შეს­რულ­და, იყო - რო­კის, ორ­კესტრის ტური, ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის სიმ­ღე­რე­ბი, სტივ უან­დე­რის... მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­ექ­ტია, რო­მელ­მაც ყვე­ლას ძა­ლი­ან ბევ­რი მოგ­ვცა".

- ფი­ნა­ლის­ტე­ბი­დან ორი რუს­თა­ვე­ლია - ცოტ­ნე გე­ლო­ვა­ნი და ირაკ­ლი კა­პა­ნა­ძე. რას ფიქ­რობ, რო­გო­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი არი­ან და რამ­დე­ნად შეძ­ლებ ეს ორი, არც ისე სუს­ტი კონ­კუ­რენ­ტი და­ა­მარ­ცხო?

- უც­ნა­უ­რი ფი­ნა­ლია - თით­ქოს რუს­თა­ვი-თბი­ლი­სის წი­ნა­აღ­მდე­გაა. ირაკ­ლი და ცოტ­ნე ძა­ლი­ან მუ­სი­კა­ლუ­რე­ბი არი­ან, რაც ორი­ვე­ში მომ­წონს და მათ კონ­კუ­რენ­ტე­ბად ძნე­ლად აღ­ვიქ­ვამ. ორი­ვეს რა­ღაც სხვა­ნა­ი­რად ეს­მის მუ­სი­კა და სხვა­ნა­ი­რად გად­მოს­ცე­მენ, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რე­ბი არი­ან. გან­სხვავ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნე­თის­გა­ნაც და ჩემ­გა­ნაც. არ ვი­ტყვი და არც ვფიქ­რობ, რომ ვა­ჯო­ბებ. ვი­მე­ო­რებ, მე, ცოტ­ნე და ირაკ­ლი ერ­თმა­ნე­თის­გან ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით, რო­მელ­მაც არ უნდა გა­ვი­მარ­ჯვოთ, იქ­ნე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი.

- რო­გო­რი შე­დე­გი­თაც უნდა დას­რულ­დეს, პრი­ზი სა­მი­ვეს გექ­ნე­ბათ...

- კონ­კურ­სში მოს­ვლის მი­ზა­ნი პრი­ზი არ ყო­ფი­ლა. მხო­ლოდ ის იყო, რომ უფრო მეტი მემ­ღე­რა და ჩემს თავ­ზე მე­მუ­შა­ვა - მუ­სი­კა­ში აქ­ტი­უ­რად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

- კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით რა შე­იც­ვა­ლა შენს ცხოვ­რე­ბა­ში და რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის პრო­ფე­სი­აც, რაც ავირ­ჩიე, ძა­ლი­ან მიყ­ვარს (ბიზ­ნე­სი და ფი­ნან­სე­ბი), ამ პრო­ექ­ტის მერე სიმ­ღე­რას აქ­ტი­უ­რად მივ­ხე­დავ. უნი­ვერ­სი­ტეტს და­ვამ­თავ­რებ თუ არა, მუ­სი­კის­კენ მე­ტად წა­ვალ. მინ­და, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად მოვ­კი­დო ხელი, სწავ­ლა გა­ვაგ­რძე­ლო, თუნ­დაც მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე, რად­გა­ნაც სწა­ლა გვი­ან არას­დროს არის.

ამ სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მივ­ხვდი, რომ „დიდ სცე­ნა­ში“ სა­უ­კე­თე­სო დღე­ე­ბი გა­ვა­ტა­რე. ამი­ტომ, მინ­და, ჩემი მო­მა­ვა­ლი ამას და­ვუ­კავ­ში­რო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"უცნაური ფინალია - თითქოს რუსთავი-თბილისის წინააღმდეგაა" - "დიდი სცენის" ერთადერთი ფინალისტი გოგონა და მისი სამომავლო გეგმები

"უცნაური ფინალია - თითქოს რუსთავი-თბილისის წინააღმდეგაა" - "დიდი სცენის" ერთადერთი ფინალისტი გოგონა და მისი სამომავლო გეგმები

"დიდი სცენა" ფინალისთვის ემზადება. პირველობისთვის სამი კონკურსანტი იბრძოლებს (ორი ბიჭი და ერთი გოგო). 21 წლის მარიამ ქაჯაია თბილისიდანაა, სწავლობს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში. მეოთხეკურსელია, სწავლის პარალელურად, აუდიტის კომპანიაში მუშაობს. ამბობს, რომ 2 წლიდან მღერის და ეს საქმიანობა ძალიან უყვარს.

"დამთავრებული მაქვს მუსიკალური შვიდწლედი და მთელი ჩემი ცხოვრება სიმღერასთან ასოცირდება... „დიდ სცენამდე“ ძალიან ბევრ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ პროექტებში ჩემი მონაწილეობა წარმატებით არსად დამთავრებულა. „დიდი სცენა“ პირველი აღმოჩნდა, სადაც მიზანს მივაღწიე და ათეულში მოვხვდი, - გვეუბნება მარიამი, რომელსაც მიაჩნია, რომ ჟიურის მისი ხმის ტემბრი, შესრულების მანერა მოეწონა. - ათეულში მოვხვედრას ის მოჰყვა, რომ კონკურსის მსვლელობის მანძილზე, ნელ-ნელა გავიზარდე, უამრავი ჟანრი მოვირგე, პედაგოგებთან, ნიკოლოზ რაჭველთან მუშაობამაც ბევრი რამ მომცა, დიდი პროგრესი განვიცადე. ალბათ ამიტომაც მოვხვდი ფინალში და ეს ჟიურიმაც აღნიშნა. თავად კონკურსი ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა. ტურებს რომ გადავხედოთ, თითქმის ყველა ჟანრი შესრულდა, იყო - როკის, ორკესტრის ტური, ბიძინა კვერნაძის სიმღერები, სტივ უანდერის... მრავალფეროვანი პროექტია, რომელმაც ყველას ძალიან ბევრი მოგვცა".

- ფინალისტებიდან ორი რუსთაველია - ცოტნე გელოვანი და ირაკლი კაპანაძე. რას ფიქრობ, როგორი კონკურსანტები არიან და რამდენად შეძლებ ეს ორი, არც ისე სუსტი კონკურენტი დაამარცხო?

- უცნაური ფინალია - თითქოს რუსთავი-თბილისის წინააღმდეგაა. ირაკლი და ცოტნე ძალიან მუსიკალურები არიან, რაც ორივეში მომწონს და მათ კონკურენტებად ძნელად აღვიქვამ. ორივეს რაღაც სხვანაირად ესმის მუსიკა და სხვანაირად გადმოსცემენ, ინდივიდუალურები არიან. განსხვავდებიან ერთმანეთისგანაც და ჩემგანაც. არ ვიტყვი და არც ვფიქრობ, რომ ვაჯობებ. ვიმეორებ, მე, ცოტნე და ირაკლი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები ვიქნებით, რომელმაც არ უნდა გავიმარჯვოთ, იქნება სამართლიანი.

- როგორი შედეგითაც უნდა დასრულდეს, პრიზი სამივეს გექნებათ...

- კონკურსში მოსვლის მიზანი პრიზი არ ყოფილა. მხოლოდ ის იყო, რომ უფრო მეტი მემღერა და ჩემს თავზე მემუშავა - მუსიკაში აქტიურად ვყოფილიყავი.

- კონკურსში მონაწილეობით რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში და რა გეგმები გაქვს?

- მიუხედავად იმისა, რომ ის პროფესიაც, რაც ავირჩიე, ძალიან მიყვარს (ბიზნესი და ფინანსები), ამ პროექტის მერე სიმღერას აქტიურად მივხედავ. უნივერსიტეტს დავამთავრებ თუ არა, მუსიკისკენ მეტად წავალ. მინდა, პროფესიონალურად მოვკიდო ხელი, სწავლა გავაგრძელო, თუნდაც მაგისტრატურაზე, რადგანაც სწალა გვიან არასდროს არის.

ამ სამი თვის განმავლობაში მივხვდი, რომ „დიდ სცენაში“ საუკეთესო დღეები გავატარე. ამიტომ, მინდა, ჩემი მომავალი ამას დავუკავშირო.

მაკა ზამბახიძე და მიხეილ ჩოხელი დაქორწინდნენ - ფოტოები ჯვრისწერიდან

"გილოცავთ, თქვენ მოხვდით შოუშიო... სიხარულისგან ვკიოდი!" - რას ყვება 17 წლის მარიამ ჟორდანია, რომელმაც უკრაინულ "ვოისში" ფურორი მოახდინა

„ნიაზ დიასამიძე და 33ა“-ს კონცერტი ‘Silk Factory Studio”-ში 21 თებერვალს ჩატარდება