ავტორი:

თბილისის ზოოპარკი ჰიპოპოტამი ბეგისთვის "ცოლებს" ჩამოიყვანს - "გვინდა, რომ გავამრავლოთ"

თბილისის ზოოპარკი ჰიპოპოტამი ბეგისთვის "ცოლებს" ჩამოიყვანს - "გვინდა, რომ გავამრავლოთ"

თბილისის ზოოპარკი ჰიპოპოტამი ბეგისთვის მდედრი ჰიპოპოტამების ("მეუღლეების") ჩამოყვანას გეგმავს.

როგორც AMBEBI.GE-ს თბილისის ზოოპარკში განუცხადეს, ჰიპოპოტამების ჩამოყვანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყება, რაც ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე აფრიკული სავანისა და, შესაბამისად, ჰიპოპოტამებისთვის ვოლიერების აშენებას დაიწყებენ.

"ახლა ვაკეთებთ მტაცებელი ფრინველების ავიარიუმს. ავიარიუმის დამთავრების შემდეგ, აფრიკის სავანის აშენება იგეგმება. მომდევნო ეტაპზე უკვე დავიწყებთ ფიქრს ჟირაფების ჩამოყვანაზეც. ჩვენი ფინანსები მხოლოდ იმის საშუალებას გვაძლევს, რომ წელიწადში მაქსიმუმ ერთი ან ორი ვოლიერი ავაშენოთ. ბოლოს ჩამოვიყვანეთ დასავლეთ და აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვები და დომბა, რომლებიც ახალ ზოოპარკში განთავსდნენ. მათთან ერთად ახალ ზოოპარკში უკვე არიან: დათვები, მგლები, ირმები, ნიამორები, ფოცხვერები და აფრიკული მოხატული ძაღლები.

ჩვენ ცხოვრელს არ ვყიდულობთ, ჩვენ ცხოველს გვჩუქნიან და ამ ცხოველს, ბუნებრივია, უნდა დავახვედროთ ვოლიერი, სადაც განთავსდებიან. როცა ვიწყებთ ხოლმე მოლაპარაკებას, პირველ ყოვლისა ვწყვეტთ, რა სახეობა გვინდა შევმატოთ ზოოპარკს, არსებობს კოლექციის გეგმა, რატომ გვინდა გვყავდეს ესა თუ ის ცხოველი. შემდეგ მიდის ამ სახეობის მოძიება და, პარალელურად, ამ ვოლიერის მშენებლობა. ჯერ გადართულები ვართ ავიარიუმის მშენებლობაზე და რადგან, უსახსრობის გამო, პარალელურად ბევრ რამეს ვერ ვაკეთებთ ერთად, ჯერჯერობით უახლოეს მომავალში რაიმე ახლის ჩამოყვანა არ იგეგმება. თუმცა, გვსურს ჩვენი ჰიპოპოტამისთვის მდედრი ჰიპოს ჩამოყვანა. გვყავს უკვე კანდიდატურებიც. ამ ეტაპზე ვერ ჩამოგვყავს, იმიტომ რომ არსებული სივრცე, რომელშიც ახლა არის ჩვენი ბეგი მოთავსებული, არ არის საკმარისი არათუ ორი და სამისთვის, ერთისთვისაც კი. სამომავლოდ, გვინდა, რომ გავამრავლოთ", - განუცხადეს AMBEBI.GE-ს ზოოპარკში.

რაც შეეხება იმას, თუ როდის მიიღებს ახალი ზოოპარკი პირველ დამთვალიერებელს, ჯერჯერობით თბილისის ზოოპარკის პრესსამსახურში ამის დაკონკრეტება უჭირთ.

ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი, AMBEBI.GE

ხორცის სარეალიზაციო 4 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - რა დარღვევები აღმოაჩინა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ

28 წლის ადვოკატი გიორგი სიმონიშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა

როგორია ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა