ავტორი:

"ჩემსა და გახარიას შორის დაპირისპირება არ არის..." - გომელაური ამბობს, რომ იზორიას ძმის ქმედებაზე პრემიერის კომენტარს ეთანხმება

"ჩემსა და გახარიას შორის დაპირისპირება არ არის..." - გომელაური ამბობს, რომ იზორიას ძმის ქმედებაზე პრემიერის კომენტარს ეთანხმება

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ მასსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის არანაირი დაპირისპირება არაა და თავადაც ეთანხმება პრემიერის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის ქმედებასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს.

ამასთან, როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, მას არ უთქვამს, რომ იზორიას ძმის, კიტა იზორიას საქციელი კარგი იყო.

"რა თქმა უნდა, არანაირი დაპირისპირება არაა ჩემსა და გიორგი გახარიას შორის. ვართ უახლოესი მეგობრები, არა მარტო ახლა, წლებია ვმეგობრობთ. ერთი და იგივე ადამიანი ხომ არ ვართ? მას თავისი აზრი აქვს და გამოხატა. რაც თქვა ამ ადამიანმა, მეც ვეთანხმები. მოსაწონი როგორ იყო? ეს მეც არ მითქვამს, ჩემი განცხადების ინტერპრეტაცია გააკეთეს, შეატრიალეს, შემოატრიალეს სამწუხაროდ, თორემ მე არ მითქვამს, რომ რა კარგია და რა კარგად მოიქცა ეს ადამიანი", - აცხადებს შს მინისტრი.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვარში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ პოლიციამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმა დააკავა, თუმცა, გარკვეული პირების ჩარევის შემდეგ ის გაათავისუფლა. ვიდეო 2014 წლით თარიღდება. მაშინ იზორია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. სიუჟეტში პოლიციის მაიორი, გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია დააკავა, მომხდარის შემდეგ დაწყებულ დევნაზე საუბრობს. მისივე თქმით, კადრების შესახებ ინფორმირებულია პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ის ასევე აღნიშნავს, რომ საქმე პროკურატურაშია, მაგრამ ჯერჯერობით არავინ დასჯილა.

კადრების გავრცელების შემდეგ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, იზორიას ძმისთვის შეურაცხყოფა პატრულის თანამშრომელს, გიორგი დვალიშვილს მიეყენებინა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ კიტა იზორიას საქციელი მოსაწონი არ არის.

აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერმა კი განაცხადა, რომ რაც კადრებში ნახა, ამაზრზენია და ამას არ აქვს არანაირი გამართლება. "იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება მექნებოდა“, - აღნიშნა გახარიამ.

ოკუპანტების მიერ გატაცებულ 17 წლის მოზარდთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი - რას ჰყვებიან მისი ახლობლები

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 17 წლის მოზარდი გაიტაცეს

"დამტკიცებულია, რომ ეს მთელი ბოროტება რუსეთიდან მოდის? - მე ეჭვი მეპარება" - გრიგორი კარასინი კიბერშეტევაზე