ავტორი:

"ეს არის კონტექსტიდან ამოგდებული ფრაზა" - ვანო მერაბიშვილი "ორი გვამის" თაობაზე განმარტებას აკეთებს

"ეს არის კონტექსტიდან ამოგდებული ფრაზა" - ვანო მერაბიშვილი "ორი გვამის" თაობაზე განმარტებას აკეთებს

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი “ორი გვამის“ შესახებ გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ფრაზა კონტექსტიდან ამოვარდნილია.

მერაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლება აღნიშნულ ვიდეოს მის წინააღმდეგ იყენებდა.

"ეს არის კონტექსტიდან ამოგდებული ფრაზა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც იყო „მუხროვანის ამბოხება“ და ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ გენშტაბის ორი რუსი წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა ამ ამბოხებას ქართველ ოფიცრებთან ერთად. ჩვენი ინფორმაციით, მათ მოიცილეს მტკიცებულებები გაქცევის წინ. ამას ჩაკეტილ კაბინეტში ხომ არ ვსაუბრობ? ღიად ვამბობ, იქ მონაწილეებიც ხომ არიან სხვადასხვა წარმომადგენლები და მათ დავუტოვეთ, რომ ეპოვათ ეს მტკიცებულება და სწორედ ეს არის ამოღებული კონტექსტიდან. ხელისფულება კი, ადგა და გამოიყენა ეს. მე ვიყავი საკანში და არ მქონდა პასუხის გაცემის საშუალება. ხელისუფლება კი იმეორებდა და იმეორებდა ამას", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

"გოგონა, თქვენ ავადმყოფი ხართ" - რატომ გააღიზიანა სერგეი ლავროვი ქართველი ჟურნალისტის კითხვამ და როგორ ეხმაურებიან ფაქტს რუსეთში

LIVE: ალეკო ელისაშვილი "ნიუსრუმში"

რატომ არ მივიდა ფინანსთა მინისტრი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე - ივანე მაჭავარიანის განმარტება