მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2019 წლის 28 ოქტომბერს ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა რუსეთიდან განხორციელდა" - საქართველოს საგარეო უწყება
"2019 წლის 28 ოქტომბერს ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა რუსეთიდან განხორციელდა" - საქართველოს საგარეო უწყება

2019 წლის 28 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კი­ბერ­შე­ტე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის, სხვა­დას­ხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის, სა­ხელ­მწი­ფო, კო­მერ­ცი­უ­ლი და მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ვებ-გვერ­დებ­ზე, სერ­ვე­რებ­სა და სხვა მარ­თვით სის­ტე­მებ­ზე და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მიერ, - ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ვლა­დი­მერ კონ­სტან­ტი­ნიდ­მა უწყე­ბა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კონ­სტან­ტი­ნიდ­მა გან­მარ­ტა, კი­ბერ­შე­ტე­ვის შე­დე­გად და­ზი­ან­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სერ­ვე­რე­ბი, მარ­თვი­თი სის­ტე­მე­ბი და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ფერ­ხდა მათი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა.

„2019 წლის 28 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ელ­და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კი­ბერ­შე­ტე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის, სხვა­დას­ხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლო­ე­ბის, სა­ხელ­მწი­ფო, კო­მერ­ცი­უ­ლი და მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ვებ-გვერ­დებ­ზე, სერ­ვე­რებ­სა და სხვა მარ­თვით სის­ტე­მებ­ზე. კი­ბერ­შე­ტე­ვის შე­დე­გად და­ზი­ან­და ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სერ­ვე­რე­ბი, მარ­თვი­თი სის­ტე­მე­ბი და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ფერ­ხდა მათი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­ბერშტე­ვა მიზ­ნად ისა­ხავ­და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­ყო­ფას, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბას და სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბის, ასე­ვე სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბით და მოშ­ლით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მღელ­ვა­რე­ბის და­თეს­ვას.

ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვა და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს მიერ.

სა­ქარ­თვე­ლო გმობს აღ­ნიშ­ნულ კი­ბერ­შე­ტე­ვას, რაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის პრინ­ცი­პებ­სა და ნორ­მებს და წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის მო­რიგ ხელ­ყო­ფას, მი­მარ­თულს ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი და ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

მომ­ხდა­რი ხაზს უს­ვამს ეროვ­ნულ დო­ნე­ზე კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბის­კენ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მხრი­დან მი­მარ­თუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბას და ასე­ვე კი­დევ ერთხელ მოწ­მობს კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

თა­ვის მხრივ, სა­ქარ­თვე­ლო, მო­მა­ვალ­შიც გა­ნაგ­რძობს მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას პარტნი­ო­რებ­თან ეროვ­ნულ დო­ნე­ზე კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით, რათა მო­მა­ვალ­ში მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნას დაყ­ვა­ნი­ლი შე­სა­ბა­მი­სი რის­კე­ბი და პო­ტენ­ცი­უ­რი საფრ­თხე­ე­ბი. მო­ვუ­წო­დებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას სა­თა­ნა­დო შე­ფა­სე­ბა მის­ცეს აღ­ნიშ­ნულ ფაქტს”, - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ კონ­სტან­ტი­ნიდ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"2019 წლის 28 ოქტომბერს ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა რუსეთიდან განხორციელდა" - საქართველოს საგარეო უწყება

"2019 წლის 28 ოქტომბერს ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა რუსეთიდან განხორციელდა" - საქართველოს საგარეო უწყება

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კონსტანტინიდმა განმარტა, კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

„2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.

ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

საქართველო გმობს აღნიშნულ კიბერშეტევას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის მორიგ ხელყოფას, მიმართულს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ.

მომხდარი ხაზს უსვამს ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების განმტკიცებისკენ საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმართული ძალისხმევის მნიშვნელობას და ასევე კიდევ ერთხელ მოწმობს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო პარტნიორობის ჩამოყალიბების აუცილებლობას.

თავის მხრივ, საქართველო, მომავალშიც განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რათა მომავალში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შესაბამისი რისკები და პოტენციური საფრთხეები. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს აღნიშნულ ფაქტს”, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

"ამ კომენტარს ვტოვებთ საქართველოს წარმომადგენელთა სინდისზე..." - რუსეთის საგარეო უწყება კიბერშეტევასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს პასუხობს

"ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინება რუსეთისგან" - საერთაშორისო და ქართული მხარის გამოხმაურებები "გრუ"-ს კიბერშეტევაზე

როგორ ეხმაურება რუსული მედია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას - "ყოფილი პრემიერი ციხიდან რევოლუციისკენ..."