სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედა და დეიდა, რომლებიც 4 არასრულწლოვანს იძულებით ამათხოვრებდნენ, ბათუმის სასამართლომ დამნაშავედ ცნო
დედა და დეიდა, რომლებიც 4 არასრულწლოვანს იძულებით ამათხოვრებდნენ, ბათუმის სასამართლომ დამნაშავედ ცნო

არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მი­მართ შრო­მით ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი დედა და დე­ი­და დამ­ნა­შა­ვედ ცნეს.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მი­მართ შრო­მით ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში (ტრე­ფი­კინ­გში) ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ქ.პ. და ა.პ. დამ­ნა­შა­ვედ ცნო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 1432 მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ბ“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულ­ში.

ბრალ­დე­ბის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ქ.პ-მ და მის­მა დამ ა.პ-მ წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფუ­რად, სარ­გებ­ლის მი­ღე­ბი­სა და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის მიზ­ნით, 2018 წლის ივ­ნის­ში გა­და­ი­ბი­რეს ქ.პ-ს არას­რულ­წლო­ვა­ნი - 8, 9, 6 და 11 წლის შვი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც იძუ­ლე­ბი­თი მა­თხოვ­რო­ბით 2019 წლის 18 ივ­ლი­სამ­დე უწევ­დნენ შრო­მით ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას, ხოლო ბავ­შვე­ბის მიერ მა­თხოვ­რო­ბის შე­დე­გად შეგ­რო­ვე­ბულ თან­ხებს დედა და დე­ი­და სრუ­ლად ისა­კუთ­რებ­დნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ქ.პ და ა.პ სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 2019 წლის 18 ივ­ლისს, ქ.ბა­თუმ­ში და­ა­კა­ვეს. მათ ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 1432 მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ბ“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით, ჯგუ­ფუ­რად ორი ან მეტი არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ იძუ­ლე­ბით ჩა­დე­ნი­ლი შრო­მი­თი ექ­სპლუ­ა­ტა­ცია) წა­რედ­გი­ნა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ.

ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­ამ­ტკი­ცა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ქ.პ. და ა.პ. დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ქ.პ.-ს 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა, სა­ი­და­ნაც 5 წელს პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­იხ­დის, ხოლო 3 წელი ჩა­ეთ­ვა­ლა პი­რო­ბით.

ა.პ.-ს სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა, სა­ი­და­ნაც 4 წელი პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­სახ­დე­ლად, ხოლო 4 წელი ჩა­ეთ­ვა­ლა პი­რო­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

დედა და დეიდა, რომლებიც 4 არასრულწლოვანს იძულებით ამათხოვრებდნენ, ბათუმის სასამართლომ დამნაშავედ ცნო

დედა და დეიდა, რომლებიც 4 არასრულწლოვანს იძულებით ამათხოვრებდნენ, ბათუმის სასამართლომ დამნაშავედ ცნო

არასრულწლოვნების მიმართ შრომით ექსპლუატაციაში ბრალდებული დედა და დეიდა დამნაშავედ ცნეს.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნების მიმართ შრომით ექსპლუატაციაში (ტრეფიკინგში) ბრალდებულები ქ.პ. და ა.პ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულში.

ბრალდების მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ქ.პ-მ და მისმა დამ ა.პ-მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სარგებლის მიღებისა და ექსპლუატაციის მიზნით, 2018 წლის ივნისში გადაიბირეს ქ.პ-ს არასრულწლოვანი - 8, 9, 6 და 11 წლის შვილები, რომლებსაც იძულებითი მათხოვრობით 2019 წლის 18 ივლისამდე უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას, ხოლო ბავშვების მიერ მათხოვრობის შედეგად შეგროვებულ თანხებს დედა და დეიდა სრულად ისაკუთრებდნენ.

სამართალდამცველებმა ქ.პ და ა.პ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 18 ივლისს, ქ.ბათუმში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად ორი ან მეტი არასრულწლოვანის მიმართ იძულებით ჩადენილი შრომითი ექსპლუატაცია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ქ.პ. და ა.პ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ქ.პ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 5 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით.

ა.პ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 4 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით.

ფოტოები ე.წ მატროსოვის ციხიდან - როგორ დახვდა ათობით გულშემატკივარი ვანო მერაბიშვილს

ვანო მერაბიშვილმა "მატროსოვის" ციხე დატოვა - ყოფილ შს მინისტრს ტაშით შეხვდნენ

უკრაინაში საქართველოს 27 წლის მოქალაქე მოკლეს