მსოფლიო
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს წიგნი იმ რეალობის მიმართ პროტესტია, რომელსაც ჩვენვე ვქმნით" - რას მოგვითხრობს "ფეხბურთის მოთამაშე"
"ეს წიგნი იმ რეალობის მიმართ პროტესტია, რომელსაც ჩვენვე ვქმნით" - რას მოგვითხრობს "ფეხბურთის მოთამაშე"

„ჩემი წიგ­ნის თემა ამ­ბო­ხია – იმ ადა­მი­ა­ნის ამ­ბო­ხი, რო­მე­ლიც ვე­ღარ იტანს სი­ყალ­ბეს და გა­ურ­ბის მას. უფრო სწო­რად, კი არ გა­ურ­ბის, თა­ვი­დან იშო­რებს და ახალ ცხოვ­რე­ბას იწყებს, სხვა ადა­მი­ა­ნი ხდე­ბა“, – აღ­ნიშ­ნავს არ­ჩილ ფი­რი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გვი­ამ­ბობს, თუ რო­გორ და­ი­წე­რა "ფეხ­ბურ­თის მო­თა­მა­შე", რა არის მისი წიგ­ნის ძი­რი­თა­დი მო­ტი­ვი და რო­გორ გახ­და ის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის, "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019–ის" ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი.

- არ­ჩილ, რა­ტომ შე­არ­ჩი­ეთ ეს თემა? ხომ არ იყო ეს ფურ­ცელ­ზე გად­მო­ცე­მუ­ლი თქვე­ნი პრო­ტეს­ტი რე­ა­ლო­ბის მი­მართ?

- ის, რაც დავ­წე­რე, რაც ბო­ლოს წიგ­ნად იქცა, ნა­ხევ­რად ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლია, რა თქმა უნდა _ მხატ­ვრუ­ლად გად­მო­ცე­მუ­ლი, მაგ­რამ შეგ­რძნე­ბის დო­ნე­ზე ძა­ლი­ან რე­ა­ლუ­რი და გულ­წრფე­ლი. არ დავ­მჯდარ­ვარ და არ მი­ფიქ­რია თე­მის შერ­ჩე­ვა­ზე, უბ­რა­ლოდ, რაც ჩემს თავ­ში ხდე­ბო­და და რა­საც ვგრძნობ­დი, ის გად­მო­ვე­ცი. ვი­ტყვი, რომ თემა მე არ შე­მირ­ჩე­ვია, ალ­ბათ, უფრო პი­რი­ქით მოხ­და. კი, ეს არის ამ­ბო­ხი, ეს არის პრო­ტეს­ტი, ოღონდ, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ. თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ზე, ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ზე ხში­რად ვამ­ბობთ, რომ გახ­და უსუ­ლო, უში­ნა­არ­სო, რუ­ტი­ნუ­ლი და სი­ნამ­დვი­ლის­გან დაც­ლი­ლი. მაგ­რამ ერთი მთა­ვა­რი რამ გვა­ვი­წყდე­ბა _ რომ სამ­ყა­რო ასე ცაკ­ლე აღე­ბუ­ლად არ არ­სე­ბობს. ჩვენ, ადა­მი­ა­ნე­ბი ვქმნით სამ­ყა­როს ჩვენ­თვი­საც და გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­თვი­საც. არა­ვინ გვა­ძა­ლებს ვი­ყოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სიმ­დიდ­რის მდევ­რე­ბი, არა­ვინ გვა­ძა­ლებს მთა­ვარ ღი­რე­ბუ­ლე­ბად დიდი სახ­ლი და ძვი­რი მან­ქა­ნა გვქონ­დეს, არა­ვინ გვა­ძა­ლებს ცხოვ­რე­ბის 90% სამ­სა­ხურ­ში გა­ვა­ტა­როთ იმა­ვე სახ­ლის და მან­ქა­ნის გამო. ამი­ტომ, თუ ვინ­მეს მი­მართ უნდა გაგ­ვიჩ­ნდეს პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა, უპირ­ვე­ლე­სად, ისევ და ისევ, სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ. ეს წიგ­ნი იმ რე­ა­ლო­ბის მი­მართ პრო­ტეს­ტია, რო­მელ­საც ჩვენ­ვე ვქმნით.

– რას აღ­მო­ა­ჩენს მკი­თხვე­ლი "ფეხ­ბურ­თის მო­თა­მა­შე­ში"?

- იდე­ა­ლურ შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვის თავს და­ი­ნა­ხავს. სურ­ვი­ლი მაქვს, რომ თა­ვი­სი ნა­წი­ლი იპო­ვონ. თუ ამას მო­ა­ხერ­ხებს, მერე უკვე კი­თხვე­ბიც უნდა გა­უჩ­ნდეს. თუ კი­თხვე­ბიც გა­უჩ­ნდე­ბა _ სა­კუ­თარ თავ­თან კი­თხვე­ბი, ესე იგი, შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ბო­ლოს კარ­გა­დაც დამ­თავ­რდეს. იქ­ნებ მათ, ჩემ­ნა­ი­რებს, ჩვენ­ნა­ი­რებს, ამის წა­კი­თხვის შემ­დეგ გა­უჩ­ნდეთ გრძნო­ბა, რომ მარ­ტო­ე­ბი არ არი­ან. ჩვენ მარ­ტო არ ვართ, ჩვენ ბევ­რნი ვართ, უბ­რა­ლოდ, უნდა გა­ვა­ხი­ლოთ თვა­ლე­ბი და გავ­ბე­დოთ ერ­თმა­ნე­თის და­ნახ­ვა.

– რო­გო­რი ტი­პა­ჟია მთა­ვა­რი გმი­რი და რა­ტომ, რო­გორ მოხ­ვდა იმ ყალბ გა­რე­მო­ში, რო­მელ­მაც შემ­დეგ მას­ში ეს პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია?

- მთა­ვა­რი გმი­რის ყვე­ლა­ზე კარ­გი და­ხა­სი­ა­თე­ბა, რო­მე­ლიც მე ძა­ლი­ან მომ­წონს, ასე­თია - „ისე­თი, რო­გო­რიც ყვე­ლა“. ჩვენ, ერ­თის მხრივ, უნი­კა­ლუ­რე­ბი ვართ, მე­ო­რეს მხრივ კი ძა­ლი­ან ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთს. მთა­ვა­რი გმი­რიც ზუს­ტად ასე­თია. ყალბ გა­რე­მო­ში ის არ აღ­მოჩ­ნდა, ჩვენ ყვე­ლა­ნი მანდ ვართ ერ­თად და მე­გობ­რუ­ლად და ძა­ლი­ან ცო­ტას შე­უძ­ლია და­ან­გრი­ოს ეს, იმი­ტომ, რომ ასე გა­ვი­ზარ­დეთ, იმი­ტომ, რომ შეჩ­ვე­უ­ლე­ბი ვართ, იმი­ტომ, რომ ვხე­დავთ - ყვე­ლა ასეა. არა­და, ეს ცხოვ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა მარ­თლაც ვაქ­ცი­ოთ „და­უს­რუ­ლე­ბელ თავ­გა­და­სავ­ლად“. ვფიქ­რობ, ჩემი წიგ­ნი 25 ან 30 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მკი­თხვე­ლის­თვი­საა. როცა ვწერ­დი, რა­ტომ­ღაც ვფიქ­რობ­დი, რომ უფრო „კა­ცუ­რი“ რო­მა­ნი გა­მომ­დი­ო­და. თუმ­ცა, ვხე­დავ, რომ ქა­ლებ­საც ძა­ლი­ან მოს­წონთ - შე­იძ­ლე­ბა უფრო მე­ტა­დაც.

- რას საქ­მი­ა­ნობ­დით მა­ნამ, სა­ნამ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით აღ­მო­ა­ჩენ­დით სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს?

- გა­ნათ­ლე­ბი­თაც და საქ­მი­თაც ბიზ­ნე­სის სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ. შე­იძ­ლე­ბა, ასე­თი მწვა­ვე პრო­ტეს­ტიც ამ სფე­რო­ში ყოფ­ნის „დამ­სა­ხუ­რე­ბა“ იყოს, რად­გან ბიზ­ნე­სი ყვე­ლა­ზე უფრო მე­ტად კა­პი­ტა­ლის­ტუ­რია, მა­ტე­რი­ა­ლურ სიმ­დიდ­რე­ზე ორი­ენ­ტე­რე­ბუ­ლი. ეს ცუ­დია თუ კარ­გი, ამა­ზე ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, მაგ­რამ ფაქ­ტია, ბიზ­ნე­სი ფულ­ზე ნა­დი­რო­ბაა.

– "არ­ჩილ ფი­რი­აშ­ვი­ლის სა­ხით, ჩვენ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მწე­რა­ლი შე­ვი­ძი­ნეთ. ავ­ტორ­მა იმ­დე­ნად მა­ღა­ლი კლა­სი აჩ­ვე­ნა, რომ, მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას, ჟი­უ­რი ერ­თსუ­ლო­ვა­ნი იყო~ _ ეს სი­ტყვე­ბი "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019-ის" ჟი­უ­რის ერთ-ერთ წევ­რს, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს ეკუთ­ვნის. არ­ჩილ, რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის მისი ეს შე­ფა­სე­ბა?

- ეს შე­ფა­სე­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან თვითკრი­ტი­კუ­ლი ვარ, როცა რო­მა­ნის წერა და­ვას­რუ­ლე და ხე­ლახ­ლა წა­ვი­კი­თხე თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, ვი­ფიქ­რე, რომ ეს არის ჩემი ბოდ­ვა და შე­უძ­ლე­ბე­ლია, ვინ­მეს მო­ე­წო­ნოს. ვი­ნა­ნე კი­დეც, რომ გაგ­ზავ­ნი­ლი მქონ­და კონ­კურ­სში. შენი თავი შე­ა­ფა­სო, რო­გორც მწე­რა­ლი, კი­დევ უფრო რთუ­ლია, რად­გან არ არ­სე­ბობს მკაც­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, გა­მოც­და­ზე ვერ გახ­ვალ და ქუ­ლებს ვერ მი­ი­ღებ. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვა, აქ არ არ­სე­ბობს ოთხი სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხი, რომ­ლე­ბი­და­ნაც ერთ-ერთი სწო­რია. ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის აზრი კი ჩემ­თვის ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლია. როცა წლე­ბია, მის ლექ­ცი­ებს უს­მენ პირ­და­ღე­ბუ­ლი და გა­ოგ­ნე­ბუ­ლი, თან ხვდე­ბი, რომ ეს კაცი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­უ­კე­თე­სო მცოდ­ნე და შემ­ფა­სე­ბე­ლია, და მერე, ერთ დღეს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, შენს და­წე­რილ წიგნ­ზე აკე­თებს ამ­გვარ შე­ფა­სე­ბას, ეს, უბ­რა­ლოდ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, და­ჯე­რე­ბაც კი მი­ჭირ­და! მად­ლო­ბა მას და ჟი­უ­რის და­ნარ­ჩენ წევ­რებს ამის­თვის. ჩემ­თვის ეს შე­ფა­სე­ბა ყვე­ლა­ფერს ნიშ­ნავს.

_ რო­გორ მოხ­ვდით პრო­ექ­ტში?

_ პა­ტივ­ცე­მუ­ლი "გუ­გლის" მეშ­ვე­ო­ბით. ინ­ტერ­ნეტ­ში მოვ­ძებ­ნე თუ არ­სე­ბობს ისე­თი სივ­რცე, სა­დაც შენს ნა­მუ­შე­ვარს გაგ­ზავ­ნი და იქი­დან რა­მეს გე­ტყვი­ან, ან კარ­გს, ან ცუდს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ერ­თა­დერ­თი აღ­მოჩ­ნდა სწო­რედ ეს პრო­ექ­ტი.

- რა შეც­ვა­ლა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში კორ­კურ­სმა "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019"? რა მო­გი­ტა­ნათ? 37 წლის ასაკ­ში, ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პის და­სა­წყი­სად შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თვა­ლოთ? სა­კუ­თა­რი თა­ვის ახ­ლე­ბუ­რად აღ­მო­ჩე­ნად?

- დიახ, უკეთ გა­ვი­ცა­ნი ჩემი თავი - ვინ ვარ. ხალ­ხმაც უკეთ გა­მიც­ნო, ნაც­ნო­ბებ­მაც და უც­ნო­ბებ­მაც. თით­ქოს ახ­ლი­დან გა­მო­ვი­გო­ნე ჩემი თავი.

– არ­ჩილ, რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გეგ­მე­ბი?

- ჯერ­ჯე­რო­ბით გეგ­მე­ბი არ მაქვს, თუმ­ცა, ვნა­ხოთ, არც ეს წიგ­ნი შე­დი­ო­და ჩემს გეგ­მებ­ში. "ეს წიგ­ნი იმ რე­ა­ლო­ბის მი­მართ პრო­ტეს­ტია, რო­მელ­საც ჩვენ­ვე ვქმნით" - "გაქ­ცე­ვა" ყალ­ბი რე­ა­ლო­ბი­დან.

ავ­ტო­რი: თამ­თა და­დე­შე­ლი

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანინო
1

არჩილ, თქვენ ჩემი გული დაიპყარით .. საოცარი რომანია

ეკა
1

აჩიკო, ვეთაყვანები თქვენს ნაშრომს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ეს წიგნი იმ რეალობის მიმართ პროტესტია, რომელსაც ჩვენვე ვქმნით" - რას მოგვითხრობს "ფეხბურთის მოთამაშე"

"ეს წიგნი იმ რეალობის მიმართ პროტესტია, რომელსაც ჩვენვე ვქმნით" - რას მოგვითხრობს "ფეხბურთის მოთამაშე"

„ჩემი წიგნის თემა ამბოხია – იმ ადამიანის ამბოხი, რომელიც ვეღარ იტანს სიყალბეს და გაურბის მას. უფრო სწორად, კი არ გაურბის, თავიდან იშორებს და ახალ ცხოვრებას იწყებს, სხვა ადამიანი ხდება“, – აღნიშნავს არჩილ ფირიაშვილი, რომელიც გვიამბობს, თუ როგორ დაიწერა "ფეხბურთის მოთამაშე", რა არის მისი წიგნის ძირითადი მოტივი და როგორ გახდა ის ლიტერატურული კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019–ის" ჟიურის რჩეული.

- არჩილ, რატომ შეარჩიეთ ეს თემა? ხომ არ იყო ეს ფურცელზე გადმოცემული თქვენი პროტესტი რეალობის მიმართ?

- ის, რაც დავწერე, რაც ბოლოს წიგნად იქცა, ნახევრად ბიოგრაფიულია, რა თქმა უნდა _ მხატვრულად გადმოცემული, მაგრამ შეგრძნების დონეზე ძალიან რეალური და გულწრფელი. არ დავმჯდარვარ და არ მიფიქრია თემის შერჩევაზე, უბრალოდ, რაც ჩემს თავში ხდებოდა და რასაც ვგრძნობდი, ის გადმოვეცი. ვიტყვი, რომ თემა მე არ შემირჩევია, ალბათ, უფრო პირიქით მოხდა. კი, ეს არის ამბოხი, ეს არის პროტესტი, ოღონდ, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ. თანამედროვე სამყაროზე, ჩვენს ყოველდღიურობაზე ხშირად ვამბობთ, რომ გახდა უსულო, უშინაარსო, რუტინული და სინამდვილისგან დაცლილი. მაგრამ ერთი მთავარი რამ გვავიწყდება _ რომ სამყარო ასე ცაკლე აღებულად არ არსებობს. ჩვენ, ადამიანები ვქმნით სამყაროს ჩვენთვისაც და გარშემო მყოფებისთვისაც. არავინ გვაძალებს ვიყოთ მატერიალური სიმდიდრის მდევრები, არავინ გვაძალებს მთავარ ღირებულებად დიდი სახლი და ძვირი მანქანა გვქონდეს, არავინ გვაძალებს ცხოვრების 90% სამსახურში გავატაროთ იმავე სახლის და მანქანის გამო. ამიტომ, თუ ვინმეს მიმართ უნდა გაგვიჩნდეს პროტესტის გრძნობა, უპირველესად, ისევ და ისევ, საკუთარი თავის მიმართ. ეს წიგნი იმ რეალობის მიმართ პროტესტია, რომელსაც ჩვენვე ვქმნით.

– რას აღმოაჩენს მკითხველი "ფეხბურთის მოთამაშეში"?

- იდეალურ შემთხვევაში, თავის თავს დაინახავს. სურვილი მაქვს, რომ თავისი ნაწილი იპოვონ. თუ ამას მოახერხებს, მერე უკვე კითხვებიც უნდა გაუჩნდეს. თუ კითხვებიც გაუჩნდება _ საკუთარ თავთან კითხვები, ესე იგი, შეიძლება ყველაფერი ბოლოს კარგადაც დამთავრდეს. იქნებ მათ, ჩემნაირებს, ჩვენნაირებს, ამის წაკითხვის შემდეგ გაუჩნდეთ გრძნობა, რომ მარტოები არ არიან. ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენ ბევრნი ვართ, უბრალოდ, უნდა გავახილოთ თვალები და გავბედოთ ერთმანეთის დანახვა.

– როგორი ტიპაჟია მთავარი გმირი და რატომ, როგორ მოხვდა იმ ყალბ გარემოში, რომელმაც შემდეგ მასში ეს პროტესტი გამოიწვია?

- მთავარი გმირის ყველაზე კარგი დახასიათება, რომელიც მე ძალიან მომწონს, ასეთია - „ისეთი, როგორიც ყველა“. ჩვენ, ერთის მხრივ, უნიკალურები ვართ, მეორეს მხრივ კი ძალიან ვგავართ ერთმანეთს. მთავარი გმირიც ზუსტად ასეთია. ყალბ გარემოში ის არ აღმოჩნდა, ჩვენ ყველანი მანდ ვართ ერთად და მეგობრულად და ძალიან ცოტას შეუძლია დაანგრიოს ეს, იმიტომ, რომ ასე გავიზარდეთ, იმიტომ, რომ შეჩვეულები ვართ, იმიტომ, რომ ვხედავთ - ყველა ასეა. არადა, ეს ცხოვრება შეიძლება მართლაც ვაქციოთ „დაუსრულებელ თავგადასავლად“. ვფიქრობ, ჩემი წიგნი 25 ან 30 წელს გადაცილებული მკითხველისთვისაა. როცა ვწერდი, რატომღაც ვფიქრობდი, რომ უფრო „კაცური“ რომანი გამომდიოდა. თუმცა, ვხედავ, რომ ქალებსაც ძალიან მოსწონთ - შეიძლება უფრო მეტადაც.

- რას საქმიანობდით მანამ, სანამ ლიტერატურული მიმართულებით აღმოაჩენდით საკუთარ შესაძლებლობებს?

- განათლებითაც და საქმითაც ბიზნესის სფეროს წარმომადგენელი ვარ. შეიძლება, ასეთი მწვავე პროტესტიც ამ სფეროში ყოფნის „დამსახურება“ იყოს, რადგან ბიზნესი ყველაზე უფრო მეტად კაპიტალისტურია, მატერიალურ სიმდიდრეზე ორიენტერებული. ეს ცუდია თუ კარგი, ამაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, ბიზნესი ფულზე ნადირობაა.

– "არჩილ ფირიაშვილის სახით, ჩვენ ჩამოყალიბებული მწერალი შევიძინეთ. ავტორმა იმდენად მაღალი კლასი აჩვენა, რომ, მასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღებისას, ჟიური ერთსულოვანი იყო~ _ ეს სიტყვები `გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" ჟიურის ერთ-ერთ წევრს, ლევან ბერძენიშვილს ეკუთვნის. არჩილ, რას ნიშნავს თქვენთვის მისი ეს შეფასება?

- ეს შეფასება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ზოგადად, ძალიან თვითკრიტიკული ვარ, როცა რომანის წერა დავასრულე და ხელახლა წავიკითხე თავიდან ბოლომდე, ვიფიქრე, რომ ეს არის ჩემი ბოდვა და შეუძლებელია, ვინმეს მოეწონოს. ვინანე კიდეც, რომ გაგზავნილი მქონდა კონკურსში. შენი თავი შეაფასო, როგორც მწერალი, კიდევ უფრო რთულია, რადგან არ არსებობს მკაცრი კრიტერიუმები, გამოცდაზე ვერ გახვალ და ქულებს ვერ მიიღებ. სხვაგვარად რომ ვთქვა, აქ არ არსებობს ოთხი სავარაუდო პასუხი, რომლებიდანაც ერთ-ერთი სწორია. ლევან ბერძენიშვილის აზრი კი ჩემთვის ლიტერატურაში ყველაზე ავტორიტეტულია. როცა წლებია, მის ლექციებს უსმენ პირდაღებული და გაოგნებული, თან ხვდები, რომ ეს კაცი ლიტერატურის საუკეთესო მცოდნე და შემფასებელია, და მერე, ერთ დღეს, მოულოდნელად, შენს დაწერილ წიგნზე აკეთებს ამგვარ შეფასებას, ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია, დაჯერებაც კი მიჭირდა! მადლობა მას და ჟიურის დანარჩენ წევრებს ამისთვის. ჩემთვის ეს შეფასება ყველაფერს ნიშნავს.

_ როგორ მოხვდით პროექტში?

_ პატივცემული "გუგლის" მეშვეობით. ინტერნეტში მოვძებნე თუ არსებობს ისეთი სივრცე, სადაც შენს ნამუშევარს გაგზავნი და იქიდან რამეს გეტყვიან, ან კარგს, ან ცუდს. საქართველოში ასეთი ერთადერთი აღმოჩნდა სწორედ ეს პროექტი.

- რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში კორკურსმა "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019"? რა მოგიტანათ? 37 წლის ასაკში, ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისად შეიძლება ჩავთვალოთ? საკუთარი თავის ახლებურად აღმოჩენად?

- დიახ, უკეთ გავიცანი ჩემი თავი - ვინ ვარ. ხალხმაც უკეთ გამიცნო, ნაცნობებმაც და უცნობებმაც. თითქოს ახლიდან გამოვიგონე ჩემი თავი.

– არჩილ, როგორია თქვენი სამომავლო ლიტერატურული გეგმები?

- ჯერჯერობით გეგმები არ მაქვს, თუმცა, ვნახოთ, არც ეს წიგნი შედიოდა ჩემს გეგმებში. "ეს წიგნი იმ რეალობის მიმართ პროტესტია, რომელსაც ჩვენვე ვქმნით" - "გაქცევა" ყალბი რეალობიდან.

ავტორი: თამთა დადეშელი

უფასო მიტანის სერვისი – „ბიბლუსი“ საქართველოს ყველა რეგიონის მაცხოვრებლებს წიგნებს უფასოდ მიუტანს

ელექტრონული წიგნების ერთთვიანი პაკეტი უფასო იქნება - „გამომცელობა პალიტრა L“ ინიციატივას უერთდება

გამომცემლობა "პალიტრა L" - არდადეგებზე მყოფი ბავშვებისთვის აუდიოწიგნები უფასო გახდება