სამხედრო
საზოგადოება

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მსოფლიო
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰარი პროდუქტებით და სენდვიჩებით სუპერმარკეტში - როგორ ცხოვრობს კანადაში უტიტულო პრინცი
ჰარი პროდუქტებით და სენდვიჩებით სუპერმარკეტში - როგორ ცხოვრობს კანადაში უტიტულო პრინცი

სა­ცხოვ­რებ­ლად კა­ნა­და­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ, პრინც ჰა­რის მის­თვის უჩ­ვე­უ­ლო საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა უწევს. თუ აქამ­დე ჰა­რის საქ­მე­ში სა­ყიდ­ლებ­ზე, პრო­დუქ­ტებ­ზე სი­ა­რუ­ლი არ შე­დი­ო­და, ახლა ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რა­დაა.

რო­გორც ჩანს, პრინცს თა­ვი­სი ახა­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ძა­ლი­ან მოს­წონს და საქ­მე­საც მშვე­ნივ­რად არ­თმევს თავს.

ჰარი პა­პა­რა­ცებ­მა ჯერ კა­ნა­დის აე­რო­პორ­ტში და­ა­ფიქ­სი­რეს, სა­დაც ბარ­გი თვი­თონ­ვე მიჰ­ქონ­და, ამ­ჯე­რად კი, პრო­დუქ­ტე­ბის მა­ღა­ზი­ი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ შე­ნიშ­ნეს. ერთ ხელ­ში პრინცს პრო­დუქ­ტე­ბით სავ­სე ჩან­თა ჰქონ­და, მე­ო­რე­ში კი, სენდვი­ჩე­ბი.

პრინ­ცი სუ­პერ­მარ­კე­ტის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ და­ა­ფიქ­სი­რეს. ფო­ტოს ექ­სკლუ­ზი­უ­რად www.tmz.com ავ­რცე­ლებს

"რო­გორც ჩანს, ვი­ღა­ცას ძა­ლი­ან მო­შივ­და“ - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ფო­ტოს კო­მენ­ტა­რებ­ში.

პრინ­ცის ტრანსფორ­მა­ცია მის სა­მოს­შიც შე­ი­ნიშ­ნე­ბა. სა­მე­ფო დრეს-კოდი მას კლა­სი­კუ­რად ჩაც­მას ავალ­დე­ბუ­ლებ­და. მარ­თა­ლია, ჰარი ზოგ­ჯერ ეტი­კე­ტის წე­სებს არ­ღვევ­და, მაგ­რამ უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე კლა­სი­კუ­რი სა­მო­სით ჩნდე­ბო­და.

ჯინ­სი, კე­პი­ა­ნი ქუდი, სვი­ტე­რი ის ტან­საც­მე­ლია, რომ­ლის ჩაც­მაც აქამ­დე ეკ­რძა­ლე­ბო­და.

ახლა კი, რო­გორც ჩანს, თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლის სა­მოს­ში ჰარი თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს.გა­მო­ცე­მა instyle.com წერს, რომ ძვე­ლი პრინ­ცის­გან აღა­რა­ფე­რი დარ­ჩა. რე­პორ­ტი­ო­რე­ბი, რომ­ლებ­მაც სუ­პერ­მარ­კეტ­ში პრინ­ცი ნა­ხეს, ყვე­ბი­ან, რომ ის მარ­კეტ­ში ერ­თა­დერ­თი მომ­ღი­მა­რი ადა­მი­ა­ნი იყო, ბედ­ნი­ე­რი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბით.

გა­მო­ცე­მა People წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით გვიყ­ვე­ბა, რომ ჰარი და მე­გა­ნი კა­ნა­და­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ, თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნო­ბენ. მათ მოს­წონთ, რომ მშვი­დად ცხოვ­რო­ბენ, რომ პი­რად საქ­მე­ებს თა­ვად აგ­ვა­რე­ბენ, კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან. მათ იპო­ვეს პი­რა­დი სივ­რცე, რო­მე­ლიც ასე ძა­ლი­ან აკ­ლდათ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბის დროს. ისი­ნი არ­ჩის­თან ერ­თად ყო­ველ სა­ღა­მოს სე­ირ­ნო­ბენ, და­დი­ან იო­გა­ზე. ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ, რომ სალ­ხში და ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით დიდი დრო გა­ა­ტა­რონ.

პრინ­ცი ჰარი კა­ნა­და­ში ბრი­ტა­ნე­თი­დან ერთი ჩან­თით ჩა­ვი­და

სა­ნამ ჰარი და მე­გა­ნი გან­მარ­ტო­ე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბით ტკბე­ბი­ან, დე­დო­ფალ­მა ელი­სა­ბედ­მა წყვილს სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­სა და ჰერ­ცო­გი­ნი­ას ტი­ტუ­ლი ჩა­მო­არ­თვა და ამ სტა­ტუ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად აუკ­რძა­ლა.

მე­გან მარ­კლმა და პრინცმა ჰა­რიმ ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რის სტა­ტუს­ზე და პრი­ვი­ლე­გი­ებ­ზე უარი თქვეს. წყვი­ლის სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ფი­ნან­სუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა სურ­დათ. მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, დრო­ის ნა­წილს კა­ნა­და­ში, ნა­წილს კი, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­ა­ტა­რე­ბენ.

სან­დო წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი წერ­დნენ, რომ წყვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ ძა­ლი­ან გა­ა­ნა­წყე­ნა დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბე­დი და ასე­ვე, პრინ­ცის ძმა, უი­ლი­ა­მი, თუმ­ცა სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბით მათ გაბ­რა­ზე­ბა არ გა­მო­უ­ხა­ტავთ. სა­ჯა­როდ დე­დო­ფალ­მაც და ული­ამ­მაც ჰა­რი­სა და მე­განს მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­დეს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეა
26

საინტერესოა რამდენი ხანი გასტანს მეგანის ,,სიყვარული” ტიტულისა და მისი თანმდევი პრივილეგიების გარეშე დარჩენილი ჰარის მიმართ...

ნანა
30

ამიტომაა ყველამ თავისი ტოლი უნდა მოიყვანოს, ვირმა რა იცის ხურმა რა ხილია?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ჰარი პროდუქტებით და სენდვიჩებით სუპერმარკეტში - როგორ ცხოვრობს კანადაში უტიტულო პრინცი

ჰარი პროდუქტებით და სენდვიჩებით სუპერმარკეტში - როგორ ცხოვრობს კანადაში უტიტულო პრინცი

საცხოვრებლად კანადაში გადასვლის შემდეგ, პრინც ჰარის მისთვის უჩვეულო საქმეების შესრულება უწევს. თუ აქამდე ჰარის საქმეში საყიდლებზე, პროდუქტებზე სიარული არ შედიოდა, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.

როგორც ჩანს, პრინცს თავისი ახალი ვალდებულებები ძალიან მოსწონს და საქმესაც მშვენივრად ართმევს თავს.

ჰარი პაპარაცებმა ჯერ კანადის აეროპორტში დააფიქსირეს, სადაც ბარგი თვითონვე მიჰქონდა, ამჯერად კი, პროდუქტების მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ შენიშნეს. ერთ ხელში პრინცს პროდუქტებით სავსე ჩანთა ჰქონდა, მეორეში კი, სენდვიჩები.

პრინცი სუპერმარკეტის დატოვების შემდეგ დააფიქსირეს. ფოტოს ექსკლუზიურად www.tmz.com ავრცელებს

"როგორც ჩანს, ვიღაცას ძალიან მოშივდა“ - წერენ სოციალურ ქსელებში ფოტოს კომენტარებში.

პრინცის ტრანსფორმაცია მის სამოსშიც შეინიშნება. სამეფო დრეს-კოდი მას კლასიკურად ჩაცმას ავალდებულებდა. მართალია, ჰარი ზოგჯერ ეტიკეტის წესებს არღვევდა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, საზოგადოების წინაშე კლასიკური სამოსით ჩნდებოდა.

ჯინსი, კეპიანი ქუდი, სვიტერი ის ტანსაცმელია, რომლის ჩაცმაც აქამდე ეკრძალებოდა.

ახლა კი, როგორც ჩანს, თავისუფალი სტილის სამოსში ჰარი თავს კომფორტულად გრძნობს.გამოცემა instyle.com წერს, რომ ძველი პრინცისგან აღარაფერი დარჩა. რეპორტიორები, რომლებმაც სუპერმარკეტში პრინცი ნახეს, ყვებიან, რომ ის მარკეტში ერთადერთი მომღიმარი ადამიანი იყო, ბედნიერი გამომეტყველებით.

გამოცემა People წყაროზე დაყრდნობით გვიყვება, რომ ჰარი და მეგანი კანადაში გადასვლის შემდეგ, თავს ბედნიერად გრძნობენ. მათ მოსწონთ, რომ მშვიდად ცხოვრობენ, რომ პირად საქმეებს თავად აგვარებენ, კმაყოფილები არიან. მათ იპოვეს პირადი სივრცე, რომელიც ასე ძალიან აკლდათ დიდ ბრიტანეთში ცხოვრების დროს. ისინი არჩისთან ერთად ყოველ საღამოს სეირნობენ, დადიან იოგაზე. ამჯობინებენ, რომ სალხში და ერთმანეთის გვერდით დიდი დრო გაატარონ.

პრინცი ჰარი კანადაში ბრიტანეთიდან ერთი ჩანთით ჩავიდა

სანამ ჰარი და მეგანი განმარტოებული ცხოვრებით ტკბებიან, დედოფალმა ელისაბედმა წყვილს სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტული ჩამოართვა და ამ სტატუსის გამოყენება ოფიციალურად აუკრძალა.

მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის სტატუსზე და პრივილეგიებზე უარი თქვეს. წყვილის სკანდალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ თავისუფლება და ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება სურდათ. მათივე განცხადებით, დროის ნაწილს კანადაში, ნაწილს კი, დიდ ბრიტანეთში გაატარებენ.

სანდო წყაროებზე დაყრდნობით ბრიტანული გამოცემები წერდნენ, რომ წყვილის გადაწყვეტილებამ ძალიან გაანაწყენა დედოფალი ელისაბედი და ასევე, პრინცის ძმა, უილიამი, თუმცა საჯარო განცხადებებით მათ გაბრაზება არ გამოუხატავთ. საჯაროდ დედოფალმაც და ულიამმაც ჰარისა და მეგანს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

რას ამბობს ქეთი ხატიაშვილი რაგბიდან "ოცნების" საპარალამენტო სიაში მოხვედრილ დავით კაჭარავაზე - ცნობილი წყვილის "ლავსთორი" დასრულდა?

"აცხადებენ,  - პანდემია არისო, მაგრამ მე არ დამინახავს" - გორელი ქალბატონის ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში აიტაცეს

უარი სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრებას - ჰარიმ ფული უკან დააბრუნა, სკანდალი ამოწურულია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"