შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტმა ვანო მერაბიშვილმა პენიტენციური დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
ვანო მერაბიშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან თითქმის, 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ციხესთან შეკრებილები ტაშით შეხვდნენ.
მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მას ციხესთან ათეულობით ადამიანი დახვდა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.
სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.
კარგია ხო ციხიდან ლამაზად გამოსვლა და კიდე იმის განცხადება რეჟიმი უნდა დავამარცხოო ფრთიხილად იყავი კისერი იქეთ არ წაიმტვრიო ციხიდან ინვალიდი უნდა გამოსულიყავი როგორც შენს დროს .
ვარ ჩვეულებრივი ადამიან უფალმა იცის არც მთავრობას ან რომელიმე პარტიის მხარდამჭერი ვარ,მარა არ შემიძლია არ დავწერო რახდება ასეთი აჟიოტაჟით ხვდებით მის გამოსვლას. ჩემთვისარაფერს წარმოადგენს ვინც არ უნდა იყოს და რა თანამდებობაზეც მოგვევლინოს,არ ვთვლი ადამიანად მის მერე რაც ტელევიზორში მისი ნათქვამი მოვისმინე ორი გვამი მჭირდება. ცოტა საკუთარ ღირსებას მიხედეთ ხალხო და უფალი შეიყვარეთ მერაბიშვილისნაირი ხალხი ვერ გადაარჩენს ჩვენ ქვეყანას.