ავტორი:

ავსტრალიაში, ჰაერში ერთმანეთს ორი თვითმფრინავი შეეჯახა

ავსტრალიაში, ჰაერში ერთმანეთს ორი თვითმფრინავი შეეჯახა

ავსტრალიის ქალაქ მელბურნის თავზე ავიაკატასტროფა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს ჰაერში ორი თვითმფრინავი შეეჯახა. ორივე ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაღუპულია ორი მფრინავი და ორი მგზავრი.ორივე თვითმფრინავი მცირემოტორიანი იყო, რომელთაგან ერთი კერძო, ხოლო მეორე საფრენ სკოლას ეკუთვნოდა.

წინასწარი ინფორმაციით, მფრინავებს, შესაძლოა, ერთმანეთი ღრუბლის გამო ვერ დაენახათ.

რადარებიდან გაუჩინარებულ თვითმფრინავში 62 ადამიანი იყო, მათ შორის 10 ბავშვი - ბოლო ინფორმაცია ინდონეზიიდან

თვითმფრინავი, სადაც 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, აფრენის შემდეგ რადარებიდან გაუჩინარდა - რა მოხდა ინდონეზიაში?

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება - "კარგია, რომ არ მოვა..."