საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაცმოძრაობის" "ხერხემლობიდან" მატროსოვის ციხემდე და გარეთ - მერაბიშვილის ბრალდებები, ცხოვრება ციხეში და პოლიტიკური მომავალი
"ნაცმოძრაობის" "ხერხემლობიდან" მატროსოვის ციხემდე და გარეთ - მერაბიშვილის ბრალდებები, ცხოვრება ციხეში და პოლიტიკური მომავალი

2091-დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, მატ­რო­სო­ვის ცი­ხეს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ტო­ვებს. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხერ­ხემ­ლად წო­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი და კი­დევ უფრო ყო­ფი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი 2013 წლის მა­ის­ში და­ა­კა­ვეს.

მან სას­ჯე­ლი რამ­დე­ნი­მე მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის მო­ი­ხა­და, თუმ­ცა მათ შო­რის დღემ­დე ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ან საქ­მედ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე რჩე­ბა.

საქ­მე, რო­მელ­მაც რე­ა­ლუ­რად "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" 2006 წელს წყა­ლი შე­უ­ყე­ნა და მა­შინ­დელ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ვა­დამ­დე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა აი­ძუ­ლა.

გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ში მე­რა­ბიშ­ვილს ბრა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­მალ­ვა­ში ედე­ბო­და. შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის გარ­და, "შარ­დენ ბარ­ში" და­წყე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მისი ცო­ლის, თაკო სა­ლა­ყა­ი­ას სა­ხე­ლი და გვა­რიც ფი­გუ­რი­რებ­და.

ამ­ბო­ბენ, რომ რე­ზო­ნან­სუ­ლი მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბის მე­დი­ა­ში გა­ჟონ­ვის შემ­დეგ, მე­რა­ბიშ­ვილ­მა შს მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ წე­რი­ლო­ბით მა­შინ­დელ პრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მი­მარ­თა, თუმ­ცა ამ უკა­ნას­კნელ­მა "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" პე­რი­ო­დის თა­ნა­გუნ­დელს გან­ცხა­დე­ბა­ზე ხელი არ მო­უ­წე­რა.

მე­ტიც, მას შემ­დეგ, რაც პო­ლი­ტი­კურ ორ­ბი­ტა­ზე წლე­ბის შემ­დეგ ახა­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძალა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კო­ა­ლი­ცი­ის სა­ხით გა­მოჩ­ნდა, სა­ა­კაშ­ვილ­მა პარ­ტი­ის ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ძალა და­ა­წი­ნა­უ­რა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად გა­და­იყ­ვა­ნა.

თუმ­ცა სა­ვარ­ძლის შეც­ვლამ­დე, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბას უკავ­შირ­დე­ბა კი­დევ ერთი ხმა­უ­რი­ა­ნი საქ­მე - 2011 წლის 26 მა­ისს ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დარ­ბე­ვა.

სა­ერ­თო ჯამ­ში, 2013 წელს მო­სა­მარ­თლემ მე­რა­ბიშ­ვილს კი­დევ რამ­დე­ნი­მე საქ­მე გა­უხ­სე­ნა, მათ შო­რის "აკუ­რას" ღვი­ნის ქარ­ხნის უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­ვის საქ­მე; თან­ხის მით­ვი­სე­ბა, გაფ­ლან­გვა და 2012 წლის არ­ჩევ­ნებ­ში ამომ­რჩევ­ლის მოს­ყიდ­ვა; ასე­ვე ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვილ­ზე ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა. სას­ჯე­ლის შთან­თქმის პრინ­ცი­პით, ვანო მე­რა­ბიშ­ვილს სას­ჯე­ლის სა­ბო­ლოო სა­ხედ 6 წლი­თა და 9 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა.

  • ყო­ფი­ლი ძა­ლო­ვა­ნი მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში

თით­ქმის შვი­დი წე­ლია ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი პა­ტიმ­რო­ბა­შია - ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი ამ პე­რი­ოდ­ში მისი ცი­ხი­დან გაყ­ვა­ნის ფაქ­ტი აღ­მოჩ­ნდა. და­კა­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში, 14 დე­კემ­ბერს, შუ­ა­ღა­მეს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ცი­ხი­დან ბად­რა­გებ­მა გა­იყ­ვა­ნეს და მა­შინ­დელ მთა­ვარ პრო­კუ­რორ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს­თან მი­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც მე­რა­ბიშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა მას სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­წო­დე­ბა შეს­თა­ვა­ზეს, სა­ნაც­ვლოდ კი, ცი­ხი­დან მალე გა­მოშ­ვე­ბას დაჰ­პირ­დნენ. მე­რა­ბიშ­ვი­ლის თქმით­ვე, ფარ­ცხა­ლა­ძემ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მე­ზე მა­სა­ლე­ბის მი­წო­დე­ბა მო­ი­თხო­ვა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის საკ­ნი­დან გაყ­ვა­ნის ფაქტს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ადას­ტუ­რებ­და, სულ მალე გა­მოქ­ვეყ­ნდა ფაქ­ტის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ კი, სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლოს დიდ­მა პა­ლა­ტამ ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის საქ­მე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 2017 წლის 28 ნო­ემ­ბერს გა­მო­ი­ტა­ნა.

გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ ცი­ხი­დან გაყ­ვა­ნის ინ­ცი­დენ­ტის მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სე­უ­ლი ვერ­სია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბას, მისი მხრი­დან შე­საძ­ლო კა­ნონ­დარ­ღვე­ვე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის გარ­და, ჰქონ­და სხვა, უკა­ნო­ნო მი­ზა­ნიც - მო­ეხ­დი­ნათ მას­ზე მო­რა­ლუ­რი ზე­წო­ლა და ეი­ძუ­ლე­ბი­ნათ, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ე­ცა ინ­ფორ­მა­ცია, სხვა საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლებ­საც არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­დათ სა­კუთ­რივ მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სათ­ვის წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბას­თან.

საკ­ნი­დან გაყ­ვა­ნის ეპი­ზო­დი დღემ­დე მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და მატ­რო­სო­ვის ცი­ხის ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ან ეპი­ზო­დად რჩე­ბა.

  • ცხოვ­რე­ბა სა­მარ­ტოო სა­კან­ში

ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, მე­რა­ბიშ­ვი­ლის ვა­დამ­დე შე­საძ­ლო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა ხმე­ბი არ და­დას­ტურ­და. 2017 წელს კი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ით­ქვა, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ­მა ად­გი­ლობ­რივ­მა საბ­ჭომ მე­რა­ბიშ­ვილს პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე უარი უთხრა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის­თვის რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა 2018 წე­ლიც. მე­დი­ა­ში არა­ერ­თხელ და­ი­წე­რა მისი ავად­მყო­ფო­ბის თა­ო­ბა­ზე. ცი­ხი­დან ექი­მებ­სა და ბად­რა­გებს მე­რა­ბიშ­ვი­ლის გაყ­ვა­ნა სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კა­ში რამ­დენ­ჯერ­მე მო­უხ­დათ. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ამ­ბობ­და, რომ ექს-პრე­მი­ერს ვა­ზო­მო­ტო­რუ­ლი რი­ნი­ტი, ჰორ­ნე­რის სინ­დრო­მი და ბლე­ფა­რო-კო­ნი­უნ­ქტი­ვი­ტი ჰქონ­და.

ად­ვო­კა­ტე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის კი­დევ უფრო მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეც სა­უბ­რობ­დნენ. პრე­სა კი აქ­ტი­უ­რად წერ­და, რომ ყო­ფილ ძა­ლო­ვან მი­ნისტრს ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი აწუ­ხებ­და, რაც ოჯახ­მა არ და­ა­დას­ტუ­რა და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ჭორი უწო­და.

  • მატ­რო­სოვ­ზე მი­ღე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი

მი­უ­ხე­და­ვად ცი­ხე­ში ყოფ­ნი­სა, 2016 წლის ივ­ნი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, ვანო მე­რა­ბიშ­ვილს პარ­ტია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ყო­ველ­თვი­უ­რი ხელ­ფა­სის სა­ხით, პი­რად ან­გა­რიშ­ზე 3875 ლარს ური­ცხავ­და. თუმ­ცა, 2017 წლის 23 იან­ვარს სა­მარ­ტოო სა­კან­ში მყოფ­მა მე­რა­ბიშ­ვილ­მა პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის პოს­ტის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ამ ეტაპ­ზე არ არის სა­ჯა­როდ ცნო­ბი­ლი, გა­აგ­რძე­ლა თუ არა პარ­ტი­ამ მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის ხელ­ფა­სის გა­ცე­მა მას შემ­დეგ, რაც მან პარ­ტი­ა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.

ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა ცი­ხე­ში­ვე შე­ი­ტყო, რომ გუნ­დი, რომ­ლის ფორ­მი­რე­ბა­ში თა­ვა­დაც აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ორ ნა­წი­ლად გა­ი­ყო.

ერთ მხა­რეს გუნ­დის ლი­დე­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დარ­ჩა, მე­ო­რე მხა­რეს კი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი და პი­რა­დი ად­ვო­კა­ტი. 2018 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს "რუს­თა­ვი 2"-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მე­რა­ბიშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, რომ პარ­ტი­ის გა­ყო­ფა ვერ გა­ი­აზ­რა და ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ვებ­და.

  • გან­ტე­ვე­ბის ვაცი?!

და­კა­ვე­ბამ­დე ერთი თვით ადრე, აპ­რი­ლის თვე­ში ვანო მე­რა­ბიშ­ვილს ძმე­ბი ახა­ლა­ი­ე­ბი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ამ პე­რი­ოდ­ში ბაჩო ახა­ლა­ია უკვე პა­ტიმ­რობ­ში იმ­ყო­ფე­ბა. "ფე­ის­ბუქ­ზე" პოს­ტი გა­ავ­რცე­ლა მის­მა ძმამ, შსს-ს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა დათა ახა­ლა­ი­ამ. მან ვანო მე­რა­ბიშ­ვილს არა­ერ­თი მძი­მე ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნა, მათ შო­რის ცი­ხის კად­რე­ბის შექ­მნა, არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბა და მისი ძმის წი­ნა­აღ­მდეგ ლა­ფან­ყუ­რის ოპე­რა­ცი­ის და­გეგ­მვა.

"ამ ერთი კა­ცის და­უ­ო­კე­ბელ­მა ლტოლ­ვამ ძა­ლა­უფ­ლე­ბის­კენ, ან­გა­რე­ბამ და უბინ­ძუ­რე­სი ფორ­მე­ბით წარ­მო­ე­ბულ­მა ფა­რულ­მა ომებ­მა, შე­ი­წი­რა ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. მე ღრმად მწამს, რომ არა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", მი­უ­ხე­და­ვად შეც­დო­მე­ბი­სა, ასე გა­მა­ნად­გუ­რებ­ლად არ და­მარ­ცხდე­ბო­და არ­ჩევ­ნებ­ში" - წერ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დათა ახა­ლა­ია.

წე­რი­ლის პა­თო­სი თით­ქმის 6 წლის შემ­დეგ, სულ ახ­ლა­ხანს გა­ი­მე­ო­რა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა. ექს-პრე­ზი­დენ­ტის თქმით, მან მშვე­ნივ­რად და­ი­ნა­ხა შეც­დო­მე­ბი, რო­მე­ლიც მე­რა­ბიშ­ვილ­მა და­უშ­ვა და გა­დაც­დო­მე­ბი, რო­მე­ლიც მა­შინ­დე­ლი სის­ტე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი წლე­ბის შემ­დეგ ამ­ბობს, რომ არა მე­რა­ბიშ­ვი­ლის სის­ტე­მუ­რი გა­დაც­დო­მე­ბი ივა­ნიშ­ვილს ქვეყ­ნის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და.

"მთა­ვა­რი არ­ხის­თვის" მი­ცე­მულ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის თე­მა­საც შე­ე­ხო და საქ­მე­ში, რო­მელ­ზეც პი­რა­დად მას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 4 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა - ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა. ძებ­ნი­ლი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობს, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლის ად­გილ­ზე, გირ­გვლი­ა­ნის ქე­ი­სის შემ­დეგ პოს­ტი­დან გა­დად­გე­ბო­და.

ამ გან­ცხა­დე­ბით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ერ­თგვა­რად და­ა­დას­ტუ­რა ხმე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" შიგ­ნით ახა­ლა­ი­ე­ბი­სა და მე­რა­ბიშ­ვი­ლის დაჯ­გუ­ფე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ და ისიც, რომ მისი პო­ლი­ტი­კუ­რი და­საყ­რდე­ნი "ყო­ფი­ლი ხერ­ხე­მა­ლი" აღარ იქ­ნე­ბა...

  • არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე - გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მო­ლო­დი­ნი

მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რჯერ და ბევ­რის­თვის დას­მუ­ლი კი­თხვი­სა, დღემ­დე არ არის ცნო­ბი­ლი, ვის­თან გა­აგ­რძე­ლებს თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი - ძველ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" თუ მის არ­ყოფ­ნა­ში შექ­მნილ "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს­თან". თუმ­ცა, ამ კი­თხვას ბოლო დროს კი­დევ ერთი შე­კი­თხვა მი­ე­მა­ტა - დაბ­რუნ­დე­ბა თუ არა სა­ერ­თოდ პო­ლი­ტი­კა­ში ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის და­საყ­რდე­ნი იყო.

ოჯახს ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს, ად­ვო­კა­ტე­ბი კი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ სულ მალე ვანო ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგს შექ­მნის. მო­ლო­დი­ნე­ბი, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ვექ­ტო­რი "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­კენ" გა­და­იხ­რე­ბა - პარ­ტი­ის შიგ­ნით არ­სე­ბობს, მე­ტიც "ევ­რო­პე­ლე­ბი" ამ­ბო­ბენ, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლი მათ­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი და გამ­წე­ვი ძალა იქ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", პარ­ტი­ა­ში ამ თე­მა­ზე არ სა­უბ­რო­ბენ. პარ­ტი­ის პო­ზი­ცი­ა­ზე მხო­ლოდ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ცოტა ხნის წინ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბი­დან თუ ვისმჯე­ლებთ, სა­დაც ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ყო­ფილ მარ­ჯვე­ნა ხელს დას­ვე­ნე­ბას ურ­ჩევს.

"მე რომ ვა­ნოს ად­გილ­ზე ვიყო, და­ვუბ­რუნ­დე­ბო­დი ჩემს ოჯახს, დავ­ტკბე­ბო­დი შვი­ლებ­თან ახ­ლოს ყოფ­ნით, ვი­მოგ­ზა­უ­რებ­დი მსოფ­ლი­ო­ში, გა­ვა­ხელ­დი თვა­ლებს, გა­ვი­ხედ-გა­მო­ვი­ხე­დე­ბო­დი და მხო­ლოდ რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ მი­ვი­ღებ­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას", - არ და­ი­შუ­რა რჩე­ვა უკ­რა­ი­ნა­ში მყოფ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ძებ­ნილ­მა ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა. გა­ნი­ხი­ლე­ბა კი­დევ ერთი ვერ­სია: მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ ახა­ლი გუნ­დის შეკ­რე­ბი­სა და ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ფორ­მი­რე­ბის შე­სა­ხებ.

  • სხვა სცე­ნა­რი

თუმ­ცა არის კი­დევ ერთი სა­ვა­რა­უ­დო სცე­ნა­რი - შე­საძ­ლოა მე­რა­ბიშ­ვილ­მა ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლის, გიგი უგუ­ლა­ვას ბედი გა­ი­ზი­ა­როს - შე­აბ­რუ­ნე­ბენ თუ არა მას სა­კან­ში, ეს კი­თხვაც ჯერ ღიად რჩე­ბა. ამ­ჟა­მად კი სა­სა­მარ­თლო­ში მე­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდე 7 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვი­სა და "ტე­ლე­ი­მედ­ში" შეჭ­რის საქ­მის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე მე­რა­ბიშ­ვილს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას ედა­ვე­ბი­ან.

ავ­ტო­რი: ეკა წივ­წი­ვა­ძე, AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
3

პროპორციული სისტემა მხოლოდ სათაურია ,ზემოთ ძევს,მის ქვემოთ კი ის გახლავთ, რომ საქართველოში 250-მდე პარტიაა რეგისტრირებული, თითოში ათი ათასიც რომ იყოს წევრი,ისე რომ სხვა პარტიიდან არ იყოს გადმოსული,ან ახლაც ერთდროულად რამდენიმე პარტიის წევრი არ იყოს, მთელ დიდ ევროპას არ ეყოლება ამდენი აქტიური პარტიული ,არათუ ჩვენს პატარა განაპირა, მცირე და მწირ ევროპას !

Giorgi...
4

Sheni tarxmanmouravi ......

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ნაცმოძრაობის" "ხერხემლობიდან" მატროსოვის ციხემდე და გარეთ - მერაბიშვილის ბრალდებები, ცხოვრება ციხეში და პოლიტიკური მომავალი

"ნაცმოძრაობის" "ხერხემლობიდან" მატროსოვის ციხემდე და გარეთ - მერაბიშვილის ბრალდებები, ცხოვრება ციხეში და პოლიტიკური მომავალი

2091-დღიანი პატიმრობის შემდეგ, მატროსოვის ციხეს ვანო მერაბიშვილი ტოვებს. "ნაციონალური მოძრაობის" ხერხემლად წოდებული ყოფილი პრემიერი და კიდევ უფრო ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი 2013 წლის მაისში დააკავეს.

მან სასჯელი რამდენიმე მძიმე დანაშაულისთვის მოიხადა, თუმცა მათ შორის დღემდე ყველაზე ხმაურიან საქმედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე რჩება.

საქმე, რომელმაც რეალურად "ნაციონალურ მოძრაობას" 2006 წელს წყალი შეუყენა და მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა აიძულა.

გირგვლიანის საქმეში მერაბიშვილს ბრალი მტკიცებულებების დამალვაში ედებოდა. შსს-ს მაღალჩინოსნების გარდა, "შარდენ ბარში" დაწყებულ დაპირისპირებაში მისი ცოლის, თაკო სალაყაიას სახელი და გვარიც ფიგურირებდა.

ამბობენ, რომ რეზონანსული მკვლელობის დეტალების მედიაში გაჟონვის შემდეგ, მერაბიშვილმა შს მინისტრის პოსტიდან წასვლის შესახებ წერილობით მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართა, თუმცა ამ უკანასკნელმა "ვარდების რევოლუციის" პერიოდის თანაგუნდელს განცხადებაზე ხელი არ მოუწერა.

მეტიც, მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ორბიტაზე წლების შემდეგ ახალი ოპოზიციური ძალა, ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" კოალიციის სახით გამოჩნდა, სააკაშვილმა პარტიის ავტორიტეტული ძალა დააწინაურა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელად გადაიყვანა.

თუმცა სავარძლის შეცვლამდე, ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობას უკავშირდება კიდევ ერთი ხმაურიანი საქმე - 2011 წლის 26 მაისს ნინო ბურჯანაძის ორგანიზებული საპროტესტო აქციის დარბევა.

საერთო ჯამში, 2013 წელს მოსამართლემ მერაბიშვილს კიდევ რამდენიმე საქმე გაუხსენა, მათ შორის "აკურას" ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე; თანხის მითვისება, გაფლანგვა და 2012 წლის არჩევნებში ამომრჩევლის მოსყიდვა; ასევე ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორების ორგანიზება. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო სახედ 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

  • ყოფილი ძალოვანი მატროსოვის ციხეში

თითქმის შვიდი წელია ვანო მერაბიშვილი პატიმრობაშია - ყველაზე ხმაურიანი ამ პერიოდში მისი ციხიდან გაყვანის ფაქტი აღმოჩნდა. დაკავებიდან რამდენიმე თვეში, 14 დეკემბერს, შუაღამეს ვანო მერაბიშვილი ციხიდან ბადრაგებმა გაიყვანეს და მაშინდელ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან მიიყვანეს.

როგორც მერაბიშვილი ამბობდა, მაღალჩინოსნებმა მას სააკაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებების მიწოდება შესთავაზეს, სანაცვლოდ კი, ციხიდან მალე გამოშვებას დაჰპირდნენ. მერაბიშვილის თქმითვე, ფარცხალაძემ ზურაბ ჟვანიას საქმეზე მასალების მიწოდება მოითხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტს ხელისუფლება არ ადასტურებდა, სულ მალე გამოქვეყნდა ფაქტის დამადასტურებელი ფარული ჩანაწერები. საბოლოოდ კი, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმეზე გადაწყვეტილება 2017 წლის 28 ნოემბერს გამოიტანა.

გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისთვის მიეცა ინფორმაცია, სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წაყენებულ ბრალდებასთან.

საკნიდან გაყვანის ეპიზოდი დღემდე მერაბიშვილისა და მატროსოვის ციხის ყველაზე ხმაურიან ეპიზოდად რჩება.

  • ცხოვრება სამარტოო საკანში

ამ წლების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, მერაბიშვილის ვადამდე შესაძლო გათავისუფლების შესახებ, თუმცა ხმები არ დადასტურდა. 2017 წელს კი ოფიციალურად ითქვა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ მერაბიშვილს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი უთხრა.

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი გენერალური მდივნისთვის რთული აღმოჩნდა 2018 წელიც. მედიაში არაერთხელ დაიწერა მისი ავადმყოფობის თაობაზე. ციხიდან ექიმებსა და ბადრაგებს მერაბიშვილის გაყვანა სხვადასხვა კლინიკაში რამდენჯერმე მოუხდათ. იუსტიციის სამინისტრო ამბობდა, რომ ექს-პრემიერს ვაზომოტორული რინიტი, ჰორნერის სინდრომი და ბლეფარო-კონიუნქტივიტი ჰქონდა.

ადვოკატები ჯანმრთელობის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაზეც საუბრობდნენ. პრესა კი აქტიურად წერდა, რომ ყოფილ ძალოვან მინისტრს ჰალუცინაციები აწუხებდა, რაც ოჯახმა არ დაადასტურა და მიზანმიმართული ჭორი უწოდა.

  • მატროსოვზე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები

მიუხედავად ციხეში ყოფნისა, 2016 წლის ივნისის მონაცემებით, ვანო მერაბიშვილს პარტია "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვიური ხელფასის სახით, პირად ანგარიშზე 3875 ლარს ურიცხავდა. თუმცა, 2017 წლის 23 იანვარს სამარტოო საკანში მყოფმა მერაბიშვილმა პარტიის გენერალური მდივნის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამ ეტაპზე არ არის საჯაროდ ცნობილი, გააგრძელა თუ არა პარტიამ მერაბიშვილისთვის ხელფასის გაცემა მას შემდეგ, რაც მან პარტიაში პოლიტიკური თანამდებობა დატოვა.

ყოფილმა პრემიერმა ციხეშივე შეიტყო, რომ გუნდი, რომლის ფორმირებაში თავადაც აქტიურად მონაწილეობდა, ორ ნაწილად გაიყო.

ერთ მხარეს გუნდის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დარჩა, მეორე მხარეს კი თანამოაზრეები და პირადი ადვოკატი. 2018 წლის 15 ოქტომბერს "რუსთავი 2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მერაბიშვილი ამბობდა, რომ პარტიის გაყოფა ვერ გაიაზრა და ციხიდან გამოსვლის შემდეგ, გაერთიანებაზე აქტიურად იმუშავებდა.

  • განტევების ვაცი?!

დაკავებამდე ერთი თვით ადრე, აპრილის თვეში ვანო მერაბიშვილს ძმები ახალაიები დაუპირისპირდნენ. ამ პერიოდში ბაჩო ახალაია უკვე პატიმრობში იმყოფება. "ფეისბუქზე" პოსტი გაავრცელა მისმა ძმამ, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა დათა ახალაიამ. მან ვანო მერაბიშვილს არაერთი მძიმე ბრალდება წაუყენა, მათ შორის ციხის კადრების შექმნა, არჩევნებში დამარცხება და მისი ძმის წინააღმდეგ ლაფანყურის ოპერაციის დაგეგმვა.

"ამ ერთი კაცის დაუოკებელმა ლტოლვამ ძალაუფლებისკენ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა, შეიწირა ჩვენი ხელისუფლება. მე ღრმად მწამს, რომ არა ვანო მერაბიშვილი, "ნაციონალური მოძრაობა", მიუხედავად შეცდომებისა, ასე გამანადგურებლად არ დამარცხდებოდა არჩევნებში" - წერდა სოციალურ ქსელში დათა ახალაია.

წერილის პათოსი თითქმის 6 წლის შემდეგ, სულ ახლახანს გაიმეორა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. ექს-პრეზიდენტის თქმით, მან მშვენივრად დაინახა შეცდომები, რომელიც მერაბიშვილმა დაუშვა და გადაცდომები, რომელიც მაშინდელი სისტემის დამსახურებაა. ყოფილი პრეზიდენტი წლების შემდეგ ამბობს, რომ არა მერაბიშვილის სისტემური გადაცდომები ივანიშვილს ქვეყნის ხელში ჩაგდება გაუჭირდებოდა.

"მთავარი არხისთვის" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის თემასაც შეეხო და საქმეში, რომელზეც პირადად მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა - ვანო მერაბიშვილის ბრალეულობაზე ისაუბრა. ძებნილი ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ მერაბიშვილის ადგილზე, გირგვლიანის ქეისის შემდეგ პოსტიდან გადადგებოდა.

ამ განცხადებით მიხეილ სააკაშვილმა ერთგვარად დაადასტურა ხმები "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით ახალაიებისა და მერაბიშვილის დაჯგუფების არსებობის შესახებ და ისიც, რომ მისი პოლიტიკური დასაყრდენი "ყოფილი ხერხემალი" აღარ იქნება...

  • არჩევანის წინაშე - გადაწყვეტილების მოლოდინი

მიუხედავად ბევრჯერ და ბევრისთვის დასმული კითხვისა, დღემდე არ არის ცნობილი, ვისთან გააგრძელებს თანამშრომლობას ვანო მერაბიშვილი - ძველ "ნაციონალურ მოძრაობასთან" თუ მის არყოფნაში შექმნილ "ევროპულ საქართველოსთან". თუმცა, ამ კითხვას ბოლო დროს კიდევ ერთი შეკითხვა მიემატა - დაბრუნდება თუ არა საერთოდ პოლიტიკაში ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში მმართველი პოლიტიკური პარტიის დასაყრდენი იყო.

ოჯახს ინფორმაცია არ აქვს, ადვოკატები კი ირწმუნებიან, რომ სულ მალე ვანო ქვეყანაში პოლიტიკურ დღის წესრიგს შექმნის. მოლოდინები, რომ პოლიტიკური ვექტორი "ევროპული საქართველოსკენ" გადაიხრება - პარტიის შიგნით არსებობს, მეტიც "ევროპელები" ამბობენ, რომ მერაბიშვილი მათთვის სერიოზული და გამწევი ძალა იქნება.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", პარტიაში ამ თემაზე არ საუბრობენ. პარტიის პოზიციაზე მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებიდან თუ ვისმჯელებთ, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ყოფილ მარჯვენა ხელს დასვენებას ურჩევს.

"მე რომ ვანოს ადგილზე ვიყო, დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახს, დავტკბებოდი შვილებთან ახლოს ყოფნით, ვიმოგზაურებდი მსოფლიოში, გავახელდი თვალებს, გავიხედ-გამოვიხედებოდი და მხოლოდ რაღაც პერიოდის შემდეგ მივიღებდი გადაწყვეტილებას", - არ დაიშურა რჩევა უკრაინაში მყოფმა საქართველოში ძებნილმა ყოფილმა პრეზიდენტმა. განიხილება კიდევ ერთი ვერსია: მერაბიშვილის მიერ ახალი გუნდის შეკრებისა და ახალი პოლიტიკური პარტიის ფორმირების შესახებ.

  • სხვა სცენარი

თუმცა არის კიდევ ერთი სავარაუდო სცენარი - შესაძლოა მერაბიშვილმა ყოფილი თანაგუნდელის, გიგი უგულავას ბედი გაიზიაროს - შეაბრუნებენ თუ არა მას საკანში, ეს კითხვაც ჯერ ღიად რჩება. ამჟამად კი სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდე 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "ტელეიმედში" შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

ავტორი: ეკა წივწივაძე, AMBEBI.GE

სოფელ კირბალთან საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 17 წლის მოზარდი გათავისუფლებულია

რის გაკეთებას გეგმავს ხელისუფლება კორონავირუსთან ეფექტიანად საბრძოლველად - გიორგი გახარიას კომენტარი

ოკუპანტების მიერ გატაცებულ 17 წლის მოზარდთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი - რას ჰყვებიან მისი ახლობლები

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"