ავტორი:

„ნიაზ დიასამიძე და 33ა“-ს კონცერტი ‘Silk Factory Studio”-ში 21 თებერვალს ჩატარდება

„ნიაზ დიასამიძე და 33ა“-ს კონცერტი ‘Silk Factory Studio”-ში 21 თებერვალს ჩატარდება

Color room-ისა და VISA-ს ორგანიზებით, ‘Silk Factory Studio” -ში 21 თებერვალს "ნიაზ დიასამიძე და 33ა-ს" საღამო გაიმართება.

ფოლკ-როკ-რეგეს უნიკალური სინეთზი განსაკუთრებულ ჟღერადობას წარმოქმნის ქართული ინსტრუმენტების მეშვეობით. კონცერტზე ნაცნობ სიმღერებთან ერთად შესრულდება ნიაზ დიასამიძის მუსიკალური კარიერის დასაწყისში შექმნილი არაერთი ნაწარმოები. მისი მუსიკა მრავალი ცნობილი ქართული ფილმის საუნდტრეკია. ნიაზ დიასამიძის მსმენელისთვის საღამო განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რადგან კონცერტის შემდეგ სცენას მისი შვილი, DJ Diassamidze დაიკავებს. მან მუსიკის შექმნა ორი წლის წინ დაიწყო და უპირატესობას House music-ს და drum and basse-ს ანიჭებს. ეს მისთვის დებიუტია, დიდ სცენაზე მამის გვერდით. ღონიძიება გათვლილია 1500 კაცზე. დასაწყისი 20:00 საათი.

Colorroom-ი არის სტარტაპ კომპანია, რომლისთვისაც ნიაზ დიასამიძე და 33ა-ს კონცერტი რიგით მეხუთეა. კომპანია ორიენტირებულია ქართველი და უცხოელი არტისტების მაშტაბური ღონისძიებების ორგანიზებაზე. სამომავლოდ იგეგმება არაერთი მრავალფეროვანი კონცერტი.

ბილეთების შეძენა აქ არის შესაძლებელი.

მაკა ასათიანი ბებია გახდა - რა დაარქვეს ახალშობილს დიზაინერის შვილმა და რძალმა

მინისტრი "ჩემი ცოლის დაქალებიდან", რომელიც სიმსივნეს ებრძვის - "8 თვის ორსულს მუცელში ავტომატის კონდახი მომხვდა..."

სად და როდის დაკრძალავენ რეჟისორ გიორგი შენგელაიას