პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი გურჩიანი: ყოველი დღე განვითარების ახალი შესაძლებლობაა და ამის დასტური „ტოიოტას“ უახლესი მოდელებია
ირაკლი გურჩიანი: ყოველი დღე განვითარების ახალი შესაძლებლობაა და ამის დასტური „ტოიოტას“ უახლესი მოდელებია

„ყო­ვე­ლი დღე გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა“ - ეს სი­ტყვე­ბი „ტო­ი­ო­ტას ინ­დუსტრი­ის“ ერთ-ერთ ფუ­ძემ­დე­ბელს სა­კი­ჩი ტო­ი­ო­დას ეკუთ­ვნის. ამ პრინ­ციპ­ზე დაყ­რდნო­ბით, „ტო­ი­ო­ტა“ შე­უ­ჩე­რებ­ლად გა­ნაგ­რძობს გან­ვი­თა­რე­ბას, ქმნის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის უახ­ლეს ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და მო­დე­ლებს, ცდი­ლობს სა­უ­კე­თე­სო პრო­დუქ­ტით უზ­რუნ­ველ­ჰყოს ადა­მი­ა­ნე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში, გა­ნურ­ჩევ­ლად ასა­კი­სა და სქე­სი­სა, ეროვ­ნე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა იმ მიზ­ნით, რომ თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა შეძ­ლოს სა­კუ­თა­რი ტო­ი­ო­ტას აღ­მო­ჩე­ნა. ამით „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცია“ ერთი შე­ხედ­ვით შე­უძ­ლე­ბელს სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბელს და ხელ­შე­სა­ხებს ხდის.

„სა­კი­ჩი ტო­ი­ო­დას ეს სი­ტყვე­ბი „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცი­ის­თვის“ დიდი ხა­ნია ერ­თგვა­რი სლო­გა­ნი გახ­და. ამ პრინ­ციპს ემ­ყა­რე­ბა „ტო­ი­ო­ტას“ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ინ­დუსტრი­ის გან­ვი­თა­რე­ბა და დი­ლე­რე­ბიც ამ პრინ­ციპს მი­ვჰყვე­ბით“, - ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში „ტო­ი­ო­ტას“ პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დი­ლე­რის, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლი­სის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ირაკ­ლი გურ­ჩი­ა­ნი.

- „ტო­ი­ო­ტას“ ის­ტო­რია ელექტრო­სარ­თა­ვი დაზ­გით იწყე­ბა, რო­მე­ლიც მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს გა­მო­ი­გო­ნა სა­კი­ჩი ტო­ი­ო­დამ. ეს იყო რე­ვო­ლუ­ცი­ის ტოლ­ფა­სი ტექ­სტი­ლის წარ­მო­ე­ბა­ში. შემ­დეგ, თა­ვის ვაჟ­თან, კი­ი­ჩი­როს­თან ერ­თად, შექ­მნა კომ­პა­ნია „Toyoda Automatic Loom Works“. ეს უკვე მე-20 სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში მოხ­და. კი­ი­ჩი­როც ინო­ვა­ტო­რი იყო და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბით და­ინ­ტე­რეს­და. მან გა­ყი­და ავ­ტო­მა­ტუ­რი სარ­თა­ვი დაზ­გის პა­ტენ­ტი და 1937 წელს „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცია“ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. აი, ეს არის გზა სარ­თა­ვი დაზ­გე­ბის სა­ხე­ლოს­ნო­დან სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო წარ­მო­ე­ბის მსოფ­ლიო ლი­დე­რო­ბამ­დე. „ტო­ი­ო­ტა“ მუდ­მი­ვად ხვე­წს ტექ­ნო­ლო­გი­ებს, ავი­თა­რებს წარ­მო­ე­ბის ხაზს და აფარ­თო­ებს სა­ზღვრებს. პირ­ველ რიგ­ში, ია­პო­ნე­ლე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი თვი­სე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და გა­სა­ო­ცა­რი მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბაა. „ტო­ი­ო­ტას“ შემ­თხვე­ვა­ში კი ამას „კა­ი­ზე­ნის“ ფი­ლო­სო­ფი­აც ემა­ტე­ბა.

- რა არის „კა­ი­ზე­ნი“ და რო­გორ იყე­ნებს ტო­ი­ო­ტა მას ინ­დუსტრი­ა­ში?

- მარ­ტი­ვად რომ ავ­ხსნათ, „კა­ი­ზე­ნი“ მუდ­მივ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ნიშ­ნავს. სწო­რედ ეს მიდ­გო­მაა „ტო­ი­ო­ტას“ ინ­დუსტრი­ის კონ­კუ­რენ­ტუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბის და მუდ­მი­ვი ინო­ვა­ცი­უ­რო­ბის მი­ზე­ზი. სწო­რედ კა­ი­ზე­ნი დგას სა­კი­ჩი ტო­ი­ო­დას სი­ტყვე­ბის უკან. „ტო­ი­ო­ტა“ კა­ი­ზე­ნის მე­თო­დო­ლო­გი­ით ახერ­ხებს თა­ვი­სი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ხა­რის­ხის, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის მუდ­მივ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. მე­ტიც, „ტო­ი­ო­ტას“ წარ­მა­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ია­პო­ნურ ბიზ­ნეს­ში მა­სი­უ­რად და­ი­ნერ­გა კა­ი­ზე­ნის მე­თო­დო­ლო­გია, რაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ამე­რი­კა­შიც და და­სავ­ლეთ­შიც Lean-მე­ნე­ჯმენ­ტის სა­ხე­ლით დამ­კვიდ­რდა.

- „ტო­ი­ო­ტას“ გა­რე­მოს­დაც­ვით გა­მოწ­ვე­ვებს შო­რის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი CO2-ის ემი­სი­ის 90%–ით შემ­ცი­რე­ბაა. ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რას „ტო­ი­ო­ტა“ 21-ე სა­უ­კუ­ნის ავ­ტო­მო­ბი­ლის შექ­მნით აპი­რებს. რას მო­ი­აზ­რებს ია­პო­ნუ­რი ავ­ტო­გი­გან­ტი 21-ე სა­უ­კუ­ნის ავ­ტო­მო­ბილ­ში?

- „ტო­ი­ო­ტას­თვის“ 21-ე სა­უ­კუ­ნის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი სრუ­ლი ჰიბ­რი­დე­ბი და ელექტრო­მო­ბი­ლე­ბია. „ტო­ი­ო­ტა მო­ტორ კორ­პო­რა­ცი­ამ“, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბი­დან და­ი­სა­ხა ეს ურ­თუ­ლე­სი მი­ზა­ნი. 21-ე სა­უ­კუ­ნის ავ­ტო­მო­ბილს უნდა ჰქო­ნო­და საწ­ვა­ვის ეკო­ნო­მი­უ­რად მოხ­მა­რე­ბის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და CO2-ის მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლი გა­მო­ნა­ბოლ­ქვი, ასე­ვე, დახ­ვე­წი­ლი დი­ზა­ი­ნი. ასე და­ი­წყო „ტო­ი­ო­ტამ“ ში­დაწ­ვის ძრა­ვი­სა და ელექტროძ­რა­ვის ჰიბ­რი­დუ­ლი სის­ტე­მის შექ­მნა­ზე მუ­შა­ო­ბა და მსოფ­ლი­ოს ინო­ვა­ცი­უ­რი ჰიბ­რი­დუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, ახა­ლი პრი­უ­სის სა­ხით, 1997 წელს წა­რუდ­გი­ნა. „ტო­ი­ო­ტამ“ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში პირ­ველ­მა შე­ა­ბი­ჯა ჰიბ­რი­დე­ბით. პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა. „ტო­ი­ო­ტა“ მუდ­მი­ვად ან­ვი­თა­რებს თა­ვის ინო­ვა­ცი­ურ და თვით­და­მუხ­ტვად ჰიბ­რი­დულ ავ­ტო­მო­ბი­ლებს და აქვს მო­დე­ლე­ბის ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტი. ყვე­ლა მათ­გა­ნი არის მძლავ­რი, მოქ­ნი­ლი, სა­ი­მე­დო და ეფექ­ტუ­რი. ამის გა­მოა, რომ მსოფ­ლი­ო­ში 12 მი­ლი­ონ­ზე მეტი მარ­თავს ტო­ი­ო­ტას ჰიბ­რიდს.

გა­რე­მოს­დაც­ვი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით შემ­დე­გი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი „ტო­ი­ო­ტას­თვის“ სრულ ელექტრო­მო­ბი­ლებ­ზე გა­დას­ვლაა. „ტო­ი­ო­ტას“ ფი­ლო­სო­ფი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს იქ­ნე­ბა მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­ცე­მუ­ლი მო­მენ­ტის­თვის და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ზე მეტს გა­ივ­ლის ერთი და­ტენ­ვით.

- სა­ქარ­თვე­ლოს პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ელექ­ტორ­მო­ბი­ლიც ისე­ვე გა­ა­მარ­თლებს, რო­გორც ჰიბ­რი­დი?

- ელექტრო­მო­ბილს გარ­კვე­უ­ლი კი­ლო­მეტ­რა­ჟის გავ­ლის რე­სურ­სი აქვს. ერთი და­ტენ­ვით ზოგი 200 კმ-ს გა­დის, ზოგი - 150-ს, ზო­გიც - 50-ს. აი, „ტეს­ლას“ 360 კმ-ის გავ­ლა შე­უძ­ლია. ელექტრო­მო­ბი­ლი, უმე­ტეს­წი­ლად, სწორ, ვაკე ად­გი­ლებ­ში სა­მოძ­რა­ო­დაა გათ­ვლი­ლი. ვფიქ­რობ, ამ ტი­პის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ჯერ­ჯე­რო­ბით, ძა­ლი­ან არა­კომ­ფორ­ტუ­ლია გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ქარ­თვე­ლო მთა­გო­რი­ა­ნი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც არ არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ელექტრო­მო­ბი­ლე­ბის სა­მარ­თა­ვად, და­სა­ტე­ნი პუნ­ქტე­ბი რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლა­საა გან­თავ­სე­ბუ­ლი. ამი­ტო­მაც, ვფიქ­რობ, სულ მცი­რე 10 წელი ელექტრო­მო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ფეხს ვერ მო­ი­კი­დებს - ვერ გახ­დე­ბა მა­სი­უ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა. აი, ჰიბ­რი­დუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი კი სა­ქარ­თვე­ლოს რე­ლი­ეფს შე­სა­ნიშ­ნა­ვად უმკლავ­დე­ბა და რო­გორც უკვე გი­თხა­რით, ფაქ­ტი­უ­რად არ აბინ­ძუ­რებს გა­რე­მოს, CO2-ს ემი­სი­აც მი­ნი­მა­ლუ­რია.

- რამ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლი და მძლავ­რია ტო­ი­ო­ტას ჰიბ­რი­დე­ბი?

- ჩვე­ნი ჰიბ­რი­დე­ბი ენერ­გი­ის ორ წყა­როს ითავ­სებს: ბენ­ზი­ნის ძრა­ვა­სა და ელექტროძ­რა­ვას. ორი­ვე ძრა­ვა ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ობს, ხდე­ბა ენერ­გი­ის წყა­როს ერთი ძრა­ვი­დან მე­ო­რე­ზე ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­დარ­თვა. სწო­რედ ამით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი ტო­ი­ო­ტას სრუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი სის­ტე­მა. და­საძ­რა­ვად და 50 კმ/სთ სიჩ­ქა­რის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად, ტო­ი­ო­ტას ჰიბ­რი­დე­ბი ელექტრო­ე­ნერ­გი­ას იყე­ნებს. ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას ენერ­გი­ის თით­ქმის ნა­ხე­ვარს ელექტროძ­რა­ვა და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. ამ დროს სა­ერ­თოდ არ მო­იხ­მარს საწ­ვავს და არ აქვს მავ­ნე გა­მო­ნა­ბოლ­ქვი. ელექტრო­რე­ჟი­მის წყა­ლო­ბით, უხ­მა­უ­როდ და კომ­ფორ­ტუ­ლად მოძ­რა­ობს. მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რის გან­ვი­თა­რე­ბი­სას ელექტროძ­რა­ვა ბენ­ზი­ნის ძრა­ვას­თან ერ­თად იწყებს მუ­შა­ო­ბას და იო­ლად უზ­რუნ­ველ­ყოფს სიმ­ძლავ­რის სწრაფ ზრდას.

- რამ­დე­ნად ხარ­ჯი­ა­ნია ჰიბ­რი­დის შე­ნახ­ვა?

- არა­ნა­ი­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხარ­ჯი არ აქვს. ჰიბ­რი­დის შე­ძე­ნა ოდ­ნავ უფრო ძვი­რი ჯდე­ბა, სა­მა­გი­ე­როდ, მისი შე­ნახ­ვაა გა­ცი­ლე­ბით იაფი. ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­სას ტო­ი­ო­ტას ჰიბ­რი­დი ზო­გავს თან­ხას ნაკ­ლე­ბი საწ­ვა­ვის მოხ­მა­რე­ბის გა­მოც და ცვე­თა­დი ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბის ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის და­ბა­ლი ფა­სის გა­მოც. ეს მძღო­ლებს ძა­ლი­ან უმ­ცი­რებს გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ ხარ­ჯებს. ჰიბ­რი­დის აკუ­მუ­ლა­ტო­რი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­მო­დის მწყობ­რი­დან, სა­მუხ­რუ­ჭე ხუნ­დე­ბის ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა კი იაფი ჯდე­ბა მისი შემ­ცი­რე­ბუ­ლი ცვე­თის გამო. გარ­და ამი­სა, ტო­ი­ო­ტას ჰიბ­რი­დის ელექტროძ­რა­ვა და ბა­ტა­რე­ე­ბი თით­ქმის არ სა­ჭი­რო­ებს ტექ­ნი­კურ მომ­სა­ხუ­რე­ბას. ტო­ი­ო­ტას ჰიბ­რი­დის ბა­ტა­რეა იტე­ნე­ბა იმ ჭარ­ბი ენერ­გი­ით, რა­საც ძრა­ვა გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. ეს გა­ცი­ლე­ბით სან­დო ტექ­ნო­ლო­გი­აა, ვიდ­რე ში­დაწ­ვის ძრა­ვე­ბი.

- ახლა ზამ­თა­რია. რო­გორ არ­თმევს თავს ტო­ი­ო­ტას ჰიბ­რი­დულძ­რა­ვი­ა­ნი მო­დე­ლე­ბი ზამ­თრის პი­რო­ბებს?

- არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ზამ­თარს და ზა­ფხულს. ტო­ი­ო­ტას ახა­ლი თა­ო­ბის ჰიბ­რი­დე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მე­ბით და ნე­ბის­მი­ერ სე­ზონ­სა თუ ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებს შე­სა­ნიშ­ნა­ვად არ­თმევს თავს. ამი­ტომ არის, რომ ძა­ლი­ან იმა­ტა ჰიბ­რი­დებ­ზე მო­თხოვ­ნამ. სე­და­ნის ტი­პის ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია Toyota Camry, ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია RAV4-ის ჰიბ­რი­დე­ბი სრუ­ლი ამძრა­ვი AWD სის­ტე­მით, CHR-ი და ა.შ.

- რო­გორ და­ას­რუ­ლა 2019 წელი „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლის­მა“? რა იყო გა­სულ წელს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ერ­თგვა­რად გა­მორ­ჩე­უ­ლი სხვა წლე­ბის­გან?

- 2019 კარ­გად დას­რულ­და, სტა­ბი­ლუ­რი წელი იყო ისე­ვე, რო­გორც გა­სუ­ლი წლე­ბი, თუმ­ცა იყო სირ­თუ­ლეც - ლა­რის დე­ვალ­ვა­ცია. გა­სულ წელს „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლის­ში“ მე­ო­რა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნა-გა­ყიდ­ვის მსურ­ველ­თათ­ვის პრო­ექ­ტი „ტო­ი­ო­ტა პლუ­სი“ ავა­მოქ­მე­დეთ. ახა­ლი პრო­ექ­ტით ამ სეგ­მენ­ტის მომ­ხმა­რე­ბე­ლი გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი რის­კე­ბი­სა­გან მთლი­ა­ნად და­ზღვე­უ­ლია და არც აუქ­ცი­ო­ნებ­სა და ავ­ტო­ბაზ­რო­ბებ­ზე კარ­გავს უამ­რავ დროს. მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს მე­ო­რა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­ბაზ­რო ფა­სად ჩაგ­ვა­ბა­როს და თუ სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, შე­უძ­ლია ცენ­ტრი­დან გა­იყ­ვა­ნოს ახა­ლი ან ისევ მე­ო­რა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლი, ტექ­ნი­კუ­რად მთლი­ა­ნად გა­მარ­თუ­ლი და 2-წლი­ა­ნი სა­გა­რან­ტიო მომ­სა­ხუ­რე­ბით. მას მხო­ლოდ ფას­თა შო­რის სხვა­ო­ბის და­ფარ­ვა მო­უ­წევს. პრო­ექტს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და და­ინ­ტე­რე­სე­ბა მოჰ­ყვა.

გარ­და ამი­სა, გა­სულ წელს მომ­ხმა­რებ­ლის­თვის პერ­მა­ნენ­ტუ­ლი ფას­დაკ­ლე­ბის აქ­ცი­ე­ბი გვქონ­და, რო­გორც სერ­ვი­სის, ისე გა­ყიდ­ვე­ბის კუ­თხით. ჩვე­ნი სე­ზო­ნუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი ძრა­ვის ზე­თი­სა და ფილტრის შე­საც­ვლე­ლად ტო­ი­ო­ტას 7 ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ მო­დელ­ზე ვრცელ­დე­ბო­და. ასე­ვე, და­წე­სე­ბუ­ლი გვქონ­და ფას­დაკ­ლე­ბე­ბი ავ­ტო­ნა­წი­ლებ­სა და აქ­სე­სუ­ა­რებ­ზე. და­ინ­ტე­რე­სე­ბა საკ­მა­ოდ დიდი იყო და ეს მიდ­გო­მა 2020-შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

2019-ში, ასე­ვე, იმა­ტა ჩარ­თუ­ლო­ბამ „ტო­ი­ო­ტას სერ­ვი­სის სპე­ცი­ა­ლურ­მა კამ­პა­ნი­ებ­ში“, იგი­ვე „რი­ქოლ კამ­პა­ნი­ა­ში“. რაც მთა­ვა­რია, მომ­ხმა­რე­ბე­ლი გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია და აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ მის­თვის ხელ­საყ­რე­ლია „რი­ქოლ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მი­თუ­მე­ტეს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა თუ ავ­ტო­ნა­წი­ლის შეც­ვლა ასეთ დროს უფა­სოა. სპე­ცი­ა­ლუ­რი სერ­ვი­სის კამ­პა­ნი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე წელ­საც გაგ­რძელ­დე­ბა.

- რა სერ­ვი­სებს და ზო­გა­დად რა სი­ახ­ლეს შეს­თა­ვა­ზებს 2020 წლის მან­ძილ­ზე „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ თა­ვის ერ­თგულ მომ­ხმა­რე­ბელს?

რა თქმა უნდა, გვექ­ნე­ბა სი­ახ­ლე­ე­ბი და უკვე გვაქვს კი­დეც, და­ვი­წყეთ ახა­ლი პრო­ექ­ტი - „ტო­ი­ო­ტა კას­კო“. ეს და­ზღვე­ვის ახა­ლი და მოქ­ნი­ლი სის­ტე­მაა, რო­მე­ლიც ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მომ­ხმა­რე­ბელ­ზე და „ტო­ი­ო­ტა პლუს­ში“ ჩარ­თულ პი­რებ­ზე ვრცელ­დე­ბა. „ტო­ი­ო­ტა კას­კოს“ პა­კე­ტე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს ყვე­ლა ტი­პის სა­და­ზღვე­ვო რის­კებს და და­ფარ­ვებს, მომ­ხმა­რებ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბულ პო­ლისს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­მოთ­ვლილ პრე­მი­ას, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი მძღო­ლე­ბის შე­უ­ზღუ­დავ რა­ო­დე­ნო­ბას, ასე­ვე, ავ­ტო­ა­სის­ტან­სის 24-სა­ა­თი­ან უფა­სო მომ­სა­ხუ­რე­ბას, რაც გუ­ლის­ხმობს: სა­ბუ­რა­ვის შეც­ვლას, მცი­რე ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის ად­გილ­ზე მოგ­ვა­რე­ბას, ბა­ტა­რე­ის და­მუხ­ტვას, საწ­ვა­ვის ად­გილ­ზე მი­წო­დე­ბას, ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­დაყ­ვა­ნას ევა­კუ­ა­ტო­რით და ფრან­ში­ზის გა­რე­შე და­ზღვე­ვა­საც. გარ­და ამი­სა, „ტო­ი­ო­ტა კას­კო­თი“ მო­სარ­გებ­ლე სა­ჩუქ­რად მი­ი­ღებს მე­სა­მე პი­რი­სად­მი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­ზღვე­ვა­საც და მძღო­ლი­სა და მგზავ­რე­ბის და­ზღვე­ვა­საც. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, ჩვე­ნი ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი და­ინ­ტე­რეს­დე­ბა ტო­ი­ო­ტას ამ ხელ­საყ­რე­ლი სი­ახ­ლით, რად­გან „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თბი­ლის­ში“ მას ყო­ველ­თვის სა­უ­კე­თე­სო და გუმ­ჯო­ბე­სე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

ირაკლი გურჩიანი: ყოველი დღე განვითარების ახალი შესაძლებლობაა და ამის დასტური „ტოიოტას“ უახლესი მოდელებია

ირაკლი გურჩიანი: ყოველი დღე განვითარების ახალი შესაძლებლობაა და ამის დასტური „ტოიოტას“ უახლესი მოდელებია

„ყოველი დღე განვითარების ახალი შესაძლებლობაა“ - ეს სიტყვები „ტოიოტას ინდუსტრიის“ ერთ-ერთ ფუძემდებელს საკიჩი ტოიოდას ეკუთვნის. ამ პრინციპზე დაყრდნობით, „ტოიოტა“ შეუჩერებლად განაგრძობს განვითარებას, ქმნის ავტომობილების უახლეს ტექნოლოგიებსა და მოდელებს, ცდილობს საუკეთესო პროდუქტით უზრუნველჰყოს ადამიანები მთელ მსოფლიოში, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, ეროვნებისა და შესაძლებლობებისა იმ მიზნით, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შეძლოს საკუთარი ტოიოტას აღმოჩენა. ამით „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ ერთი შეხედვით შეუძლებელს სრულიად შესაძლებელს და ხელშესახებს ხდის.

„საკიჩი ტოიოდას ეს სიტყვები „ტოიოტა მოტორ კორპორაციისთვის“ დიდი ხანია ერთგვარი სლოგანი გახდა. ამ პრინციპს ემყარება „ტოიოტას“ საავტომობილო ინდუსტრიის განვითარება და დილერებიც ამ პრინციპს მივჰყვებით“, - ამბობს საქართველოში „ტოიოტას“ პირველი ოფიციალური დილერის, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი.

- „ტოიოტას“ ისტორია ელექტროსართავი დაზგით იწყება, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს გამოიგონა საკიჩი ტოიოდამ. ეს იყო რევოლუციის ტოლფასი ტექსტილის წარმოებაში. შემდეგ, თავის ვაჟთან, კიიჩიროსთან ერთად, შექმნა კომპანია „Toyoda Automatic Loom Works“. ეს უკვე მე-20 საუკუნის 20-იან წლებში მოხდა. კიიჩიროც ინოვატორი იყო და ავტომობილების წარმოებით დაინტერესდა. მან გაყიდა ავტომატური სართავი დაზგის პატენტი და 1937 წელს „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ ჩამოაყალიბა. აი, ეს არის გზა სართავი დაზგების სახელოსნოდან საავტომობილო წარმოების მსოფლიო ლიდერობამდე. „ტოიოტა“ მუდმივად ხვეწს ტექნოლოგიებს, ავითარებს წარმოების ხაზს და აფართოებს საზღვრებს. პირველ რიგში, იაპონელების გამორჩეული თვისება წარმოუდგენელი შრომისმოყვარეობა და გასაოცარი მიზანსწრაფულობაა. „ტოიოტას“ შემთხვევაში კი ამას „კაიზენის“ ფილოსოფიაც ემატება.

- რა არის „კაიზენი“ და როგორ იყენებს ტოიოტა მას ინდუსტრიაში?

- მარტივად რომ ავხსნათ, „კაიზენი“ მუდმივ გაუმჯობესებას ნიშნავს. სწორედ ეს მიდგომაა „ტოიოტას“ ინდუსტრიის კონკურენტული უპირატესობის და მუდმივი ინოვაციურობის მიზეზი. სწორედ კაიზენი დგას საკიჩი ტოიოდას სიტყვების უკან. „ტოიოტა“ კაიზენის მეთოდოლოგიით ახერხებს თავისი ავტომობილების ხარისხის, ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების ზომების მუდმივ გაუმჯობესებას. მეტიც, „ტოიოტას“ წარმატების გათვალისწინებით, იაპონურ ბიზნესში მასიურად დაინერგა კაიზენის მეთოდოლოგია, რაც მოგვიანებით, ამერიკაშიც და დასავლეთშიც Lean-მენეჯმენტის სახელით დამკვიდრდა.

- „ტოიოტას“ გარემოსდაცვით გამოწვევებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი CO2-ის ემისიის 90%–ით შემცირებაა. ამ პრობლემის გადაჭრას „ტოიოტა“ 21-ე საუკუნის ავტომობილის შექმნით აპირებს. რას მოიაზრებს იაპონური ავტოგიგანტი 21-ე საუკუნის ავტომობილში?

- „ტოიოტასთვის“ 21-ე საუკუნის ავტომობილები სრული ჰიბრიდები და ელექტრომობილებია. „ტოიოტა მოტორ კორპორაციამ“, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაისახა ეს ურთულესი მიზანი. 21-ე საუკუნის ავტომობილს უნდა ჰქონოდა საწვავის ეკონომიურად მოხმარების ძალიან მაღალი მაჩვენებელი და CO2-ის მაქსიმალურად შემცირებული გამონაბოლქვი, ასევე, დახვეწილი დიზაინი. ასე დაიწყო „ტოიოტამ“ შიდაწვის ძრავისა და ელექტროძრავის ჰიბრიდული სისტემის შექმნაზე მუშაობა და მსოფლიოს ინოვაციური ჰიბრიდული ავტომობილი, ახალი პრიუსის სახით, 1997 წელს წარუდგინა. „ტოიოტამ“ 21-ე საუკუნეში პირველმა შეაბიჯა ჰიბრიდებით. პროცესი გრძელდება. „ტოიოტა“ მუდმივად ანვითარებს თავის ინოვაციურ და თვითდამუხტვად ჰიბრიდულ ავტომობილებს და აქვს მოდელების ფართო ასორტიმენტი. ყველა მათგანი არის მძლავრი, მოქნილი, საიმედო და ეფექტური. ამის გამოა, რომ მსოფლიოში 12 მილიონზე მეტი მართავს ტოიოტას ჰიბრიდს.

გარემოსდაცვითი მიმართულებით შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი „ტოიოტასთვის“ სრულ ელექტრომობილებზე გადასვლაა. „ტოიოტას“ ფილოსოფიიდან გამომდინარე, ეს იქნება მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილი მოცემული მომენტისთვის და დარწმუნებული ვარ, ყველაზე მეტს გაივლის ერთი დატენვით.

- საქართველოს პირობების გათვალისწინებით ელექტორმობილიც ისევე გაამართლებს, როგორც ჰიბრიდი?

- ელექტრომობილს გარკვეული კილომეტრაჟის გავლის რესურსი აქვს. ერთი დატენვით ზოგი 200 კმ-ს გადის, ზოგი - 150-ს, ზოგიც - 50-ს. აი, „ტესლას“ 360 კმ-ის გავლა შეუძლია. ელექტრომობილი, უმეტესწილად, სწორ, ვაკე ადგილებში სამოძრაოდაა გათვლილი. ვფიქრობ, ამ ტიპის ავტომობილები საქართველოსთვის, ჯერჯერობით, ძალიან არაკომფორტულია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, სადაც არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა ელექტრომობილების სამართავად, დასატენი პუნქტები რამდენიმე ადგილასაა განთავსებული. ამიტომაც, ვფიქრობ, სულ მცირე 10 წელი ელექტრომობილი საქართველოში ფეხს ვერ მოიკიდებს - ვერ გახდება მასიური სატრანსპორტო საშუალება. აი, ჰიბრიდული ავტომობილები კი საქართველოს რელიეფს შესანიშნავად უმკლავდება და როგორც უკვე გითხარით, ფაქტიურად არ აბინძურებს გარემოს, CO2-ს ემისიაც მინიმალურია.

- რამდენად კომფორტული და მძლავრია ტოიოტას ჰიბრიდები?

- ჩვენი ჰიბრიდები ენერგიის ორ წყაროს ითავსებს: ბენზინის ძრავასა და ელექტროძრავას. ორივე ძრავა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობს, ხდება ენერგიის წყაროს ერთი ძრავიდან მეორეზე ავტომატურად გადართვა. სწორედ ამით არის გამორჩეული ტოიოტას სრული ჰიბრიდული სისტემა. დასაძრავად და 50 კმ/სთ სიჩქარის განსავითარებლად, ტოიოტას ჰიბრიდები ელექტროენერგიას იყენებს. ქალაქში გადაადგილებისას ენერგიის თითქმის ნახევარს ელექტროძრავა დამოუკიდებლად გამოიმუშავებს. ამ დროს საერთოდ არ მოიხმარს საწვავს და არ აქვს მავნე გამონაბოლქვი. ელექტრორეჟიმის წყალობით, უხმაუროდ და კომფორტულად მოძრაობს. მაღალი სიჩქარის განვითარებისას ელექტროძრავა ბენზინის ძრავასთან ერთად იწყებს მუშაობას და იოლად უზრუნველყოფს სიმძლავრის სწრაფ ზრდას.

- რამდენად ხარჯიანია ჰიბრიდის შენახვა?

- არანაირი განსაკუთრებული ხარჯი არ აქვს. ჰიბრიდის შეძენა ოდნავ უფრო ძვირი ჯდება, სამაგიეროდ, მისი შენახვაა გაცილებით იაფი. ექსპლუატაციისას ტოიოტას ჰიბრიდი ზოგავს თანხას ნაკლები საწვავის მოხმარების გამოც და ცვეთადი ავტონაწილების ტექნიკური მომსახურების დაბალი ფასის გამოც. ეს მძღოლებს ძალიან უმცირებს გაუთვალისწინებელ ხარჯებს. ჰიბრიდის აკუმულატორი 10 წლის განმავლობაში არ გამოდის მწყობრიდან, სამუხრუჭე ხუნდების ტექნიკური მომსახურება კი იაფი ჯდება მისი შემცირებული ცვეთის გამო. გარდა ამისა, ტოიოტას ჰიბრიდის ელექტროძრავა და ბატარეები თითქმის არ საჭიროებს ტექნიკურ მომსახურებას. ტოიოტას ჰიბრიდის ბატარეა იტენება იმ ჭარბი ენერგიით, რასაც ძრავა გამოიმუშავებს. ეს გაცილებით სანდო ტექნოლოგიაა, ვიდრე შიდაწვის ძრავები.

- ახლა ზამთარია. როგორ ართმევს თავს ტოიოტას ჰიბრიდულძრავიანი მოდელები ზამთრის პირობებს?

- არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ზამთარს და ზაფხულს. ტოიოტას ახალი თაობის ჰიბრიდები აღჭურვილია სპეციალური სისტემებით და ნებისმიერ სეზონსა თუ ექსტრემალურ პირობებს შესანიშნავად ართმევს თავს. ამიტომ არის, რომ ძალიან იმატა ჰიბრიდებზე მოთხოვნამ. სედანის ტიპის ავტომობილებში ყველაზე პოპულარულია Toyota Camry, ძალიან პოპულარულია RAV4-ის ჰიბრიდები სრული ამძრავი AWD სისტემით, CHR-ი და ა.შ.

- როგორ დაასრულა 2019 წელი „ტოიოტა ცენტრ თბილისმა“? რა იყო გასულ წელს მნიშვნელოვანი, ერთგვარად გამორჩეული სხვა წლებისგან?

- 2019 კარგად დასრულდა, სტაბილური წელი იყო ისევე, როგორც გასული წლები, თუმცა იყო სირთულეც - ლარის დევალვაცია. გასულ წელს „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მეორადი ავტომობილის შეძენა-გაყიდვის მსურველთათვის პროექტი „ტოიოტა პლუსი“ ავამოქმედეთ. ახალი პროექტით ამ სეგმენტის მომხმარებელი გაუთვალისწინებელი რისკებისაგან მთლიანად დაზღვეულია და არც აუქციონებსა და ავტობაზრობებზე კარგავს უამრავ დროს. მომხმარებელს საშუალება აქვს მეორადი ავტომობილი საბაზრო ფასად ჩაგვაბაროს და თუ სურვილი ექნება, შეუძლია ცენტრიდან გაიყვანოს ახალი ან ისევ მეორადი ავტომობილი, ტექნიკურად მთლიანად გამართული და 2-წლიანი საგარანტიო მომსახურებით. მას მხოლოდ ფასთა შორის სხვაობის დაფარვა მოუწევს. პროექტს დიდი გამოხმაურება და დაინტერესება მოჰყვა.

გარდა ამისა, გასულ წელს მომხმარებლისთვის პერმანენტული ფასდაკლების აქციები გვქონდა, როგორც სერვისის, ისე გაყიდვების კუთხით. ჩვენი სეზონური შეთავაზებები ძრავის ზეთისა და ფილტრის შესაცვლელად ტოიოტას 7 ყველაზე პოპულარულ მოდელზე ვრცელდებოდა. ასევე, დაწესებული გვქონდა ფასდაკლებები ავტონაწილებსა და აქსესუარებზე. დაინტერესება საკმაოდ დიდი იყო და ეს მიდგომა 2020-შიც გაგრძელდება.

2019-ში, ასევე, იმატა ჩართულობამ „ტოიოტას სერვისის სპეციალურმა კამპანიებში“, იგივე „რიქოლ კამპანიაში“. რაც მთავარია, მომხმარებელი გააქტიურებულია და აცნობიერებს, რომ მისთვის ხელსაყრელია „რიქოლში“ მონაწილეობა, მითუმეტეს, რომ ნებისმიერი მომსახურება თუ ავტონაწილის შეცვლა ასეთ დროს უფასოა. სპეციალური სერვისის კამპანიები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

- რა სერვისებს და ზოგადად რა სიახლეს შესთავაზებს 2020 წლის მანძილზე „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ თავის ერთგულ მომხმარებელს?

რა თქმა უნდა, გვექნება სიახლეები და უკვე გვაქვს კიდეც, დავიწყეთ ახალი პროექტი - „ტოიოტა კასკო“. ეს დაზღვევის ახალი და მოქნილი სისტემაა, რომელიც ახალი ავტომობილის შეძენით დაინტერესებულ მომხმარებელზე და „ტოიოტა პლუსში“ ჩართულ პირებზე ვრცელდება. „ტოიოტა კასკოს“ პაკეტები ითვალისწინებს ყველა ტიპის სადაზღვევო რისკებს და დაფარვებს, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ პოლისს, ინდივიდუალურად გამოთვლილ პრემიას, უფლებამოსილი მძღოლების შეუზღუდავ რაოდენობას, ასევე, ავტოასისტანსის 24-საათიან უფასო მომსახურებას, რაც გულისხმობს: საბურავის შეცვლას, მცირე ტექნიკური პრობლემების ადგილზე მოგვარებას, ბატარეის დამუხტვას, საწვავის ადგილზე მიწოდებას, ავტომობილის გადაყვანას ევაკუატორით და ფრანშიზის გარეშე დაზღვევასაც. გარდა ამისა, „ტოიოტა კასკოთი“ მოსარგებლე საჩუქრად მიიღებს მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევასაც და მძღოლისა და მგზავრების დაზღვევასაც. დარწმუნებული ვართ, ჩვენი ერთგული მომხმარებელი დაინტერესდება ტოიოტას ამ ხელსაყრელი სიახლით, რადგან „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მას ყოველთვის საუკეთესო და გუმჯობესებულ მომსახურებას სთავაზობენ.

NS

უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში „თბილისი ენერჯი“ ვარკეთილის მცხოვრებლებს შეხვდება

საერთაშორისო განათლების გამოფენა - " სწავლა საზღვარგარეთ ტოპ უნივერსიტეტებში, კოლეჯებში და საზაფხულო სკოლებში"

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა