სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხინვალის მაღაზიებში სურსათის დეფიციტი დაიწყო - რას უკავშირებენ ადგილობრივები საბაჟოზე წარმოქმნილ პრობლემებს
ცხინვალის მაღაზიებში სურსათის დეფიციტი დაიწყო - რას უკავშირებენ ადგილობრივები საბაჟოზე წარმოქმნილ პრობლემებს

რამ­დე­ნი­მე დღეა ცხინ­ვა­ლის მა­ღა­ზი­ებ­ში პრო­დუქ­ტის დე­ფი­ცი­ტია. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თი­დან ცხინ­ვალ­ში პრო­დუქ­ტე­ბის შე­ტა­ნის პრობ­ლე­მა რუს მე­ბა­ჟე­ებს უკავ­შირ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც ე.წ. ქვე­მო ზა­რა­მა­გის სა­ბა­ჟო პუნ­ქტი­დან ცხინ­ვა­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­მა­ვალ ტვირ­თებ­ზე, ევ­რა­ზი­უ­ლი სა­ბა­ჟო კავ­ში­რის შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გა­ფორ­მე­ბას ითხო­ვენ. ცხინ­ვა­ლე­ლი "ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის" თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, ვი­ნა­ი­დან "ცხინ­ვა­ლის რეს­პუბ­ლი­კის ბაზ­რი­სა და, შე­სა­ბა­მი­სად, მომ­ხმა­რებ­ლის სიმ­ცი­რის გამო, იქ ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის პრო­დუქ­ცია შე­აქვთ, ზოგ­ჯერ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტი, რო­მელ­ზეც წარ­მო­მავ­ლო­ბის სერ­ტი­ფი­კა­ტი­სა და ექ­სპორ­ტის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შევ­სე­ბა არა­რე­ა­ლუ­რია. მით უფრო, რომ ზოგ­ჯერ თი­თო­ე­ულ ერ­თე­ულ­ზე 300 რუბ­ლის გა­დახ­და უწევთ. სა­ბა­ჟო დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად კი, მათი ხარ­ჯი 8 ათას რუბ­ლამ­დე ადის".

მა­თი­ვე თქმით, ეს პრობ­ლე­მა რუ­სეთ­თან სა­ბა­ჟო სა­კი­თხე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში უნდა მოგ­ვა­რე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა რუ­სეთ­თან ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა ვერ შეძ­ლეს.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ახალ­გორ­სა და ცხინ­ვალ­ში ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ამო­ი­ღეს. ფაქ­ტის გან­ხილ­ვი­სას ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ამ­ბობ­და, რომ ოსურ კლა­ნებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბაა, ნა­წილს ქარ­თუ­ლი მხრი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი პრუ­დუქ­ცი­ით სურ­და ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა, სხვას კი - რუ­სე­თი­დან.

მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის­თვის, ხელ­მი­საწ­ვდო­მი ფა­სე­ბის გამო, ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის პრო­დუქ­ცია უფრო მი­სა­ღე­ბია. თუმ­ცა, მათი პრო­ტეს­ტი მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­ში დარ­ჩა. თუ ადრე ამ დე­ფი­ციტ­ზე ხმა­მაღ­ლა არა­ვინ სა­უბ­რიბ­და, ბოლო დღე­ებ­ში ოსურ მე­დი­ა­ში არა­ერ­თი სი­უ­ჟე­ტი და ბეჭ­დუ­რი სტა­ტია მომ­ზად­და.

"ვიდ­რე ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით ლუ­განსკში იმ­ყო­ფე­ბა, მე­გო­ბარ­მა რუ­სეთ­მა თა­ვი­სი ძალა გვიჩ­ვე­ნა. უკვე მე­რამ­დე­ნედ სა­ბა­ჟო გამ­შვებ პუნ­ქტზე პრო­დუქ­ტის შე­მო­ტა­ნა აბ­სურ­დუ­ლი მი­ზე­ზით შე­ა­ფერ­ხა. მა­ღა­ზი­ე­ბის დახ­ლე­ბი­დან გარ­კვე­უ­ლი და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი გაქ­რა. მუდ­მი­ვი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა სა­ში­ნე­ლი გან­ცდაა. რამ­დე­ნი­მე სუ­პერ­მარ­კეტ­ში კი, რომ­ლის მფლო­ბე­ლებ­მაც შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბამ­დე მა­რა­გის შევ­სე­ბა მო­ას­წრეს, ფა­სე­ბი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად გა­ი­ზარ­და. ფას­მა მო­ი­მა­ტა შემ­ცვლელ პრო­დუქ­ტებ­ზეც.

ბიზ­ნეს­მე­ნებს სურ­სა­თი­სა და სხვა პრო­დუქ­ცი­ის ქარ­თუ­ლი მხრი­დან შე­მო­ტა­ნის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ, რუ­სეთ­მა თა­ვად ჩაგ­ვი­კე­ტა გზა. ერთი სი­ტყვით, პრობ­ლე­მე­ბი კი არ მცირ­დე­ბა - ყო­ველ­დღი­უ­რად მა­ტუ­ლობს", - წე­რენ ოსე­ბი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში.

მა­თი­ვე თქმით, შე­ზღუდ­ვა შე­ე­ხოთ იმ მე­წარ­მე­ებს, ვი­საც საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი რუ­სე­თი­დან შე­მო­აქვთ, ან შე­საძ­ლოა, პრობ­ლე­მა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც იყოს და ჯერ­ჯე­რო­ბით არ იგ­რძნო­ბა.

nykhas.ru-ს ცნო­ბით, ე.წ. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო იუ­წყე­ბა, რომ მათ რე­ზერვში არ­სე­ბუ­ლი სურ­სა­თი სა­ბავ­შვო ბა­ღებს და­ახ­ლო­ე­ბით 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეყო­ფათ. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, "რუ­სეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთს შო­რის გზის ჩა­კეტ­ვამ სკო­ლებ­სა და სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში კვე­ბის პრობ­ლე­მა შექ­მნა. სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის მი­მარ­თუ­ლე­ბის უფ­რო­სის, ნინა ჯი­ო­ე­ვას თქმით, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის საკ­ვებ ობი­ექ­ტებ­ში რძის პრო­დუქ­ტე­ბი­სა და კვერ­ცხის დე­ფი­ცი­ტი შე­ექ­მნათ. თუმ­ცა, პრობ­ლე­მა ჯერ­ჯე­რო­ბით კა­ტას­ტრო­ფუ­ლი არ არის და მისი მოგ­ვა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა", - აცხა­დებს ჯი­ო­ე­ვა.

ე.წ. ჯან­მრთე­ლო­ბის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტი ჯერ­ჯე­რო­ბით "რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში" არ იგ­რძნო­ბა.

"რე­ზერ­ვი გვაქვს, თუმ­ცა, ხარ­ჯე­ბის გაზ­რდას ვგეგ­მავთ, რათა პა­ცი­ენ­ტე­ბის კვე­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს", - ნათ­ქვა­მია ე.წ. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ბი­ბი­ლო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თა­ვად წარ­მოქ­მნის ასეთ ხე­ლოვ­ნურ ბა­რი­ე­რებს, რო­გორც რუ­სე­თის, ასე­ვე ქარ­თუ­ლი მხა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ვი­თომ რა­ღაც ცვლი­ლე­ბე­ბის მო­ლო­დინ­ში კი, უბ­რა­ლო მო­სახ­ლე­ო­ბა კრი­ზი­სულ ვი­თა­რე­ბა­ში ცხოვ­რობს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მახ-10
3

რა საბაჟო..!!! დაფიქრდით როცა წერთ, „ოკუპანტების ეგრეთწოდებული საბაჟო“ აი ესე ეწოდება!

 

ნოდარი
2

ახია და ალალი, ,, დამოუკიდებლები'' ხომ ხართ, საკვები რაღად გინდათ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

ცხინვალის მაღაზიებში სურსათის დეფიციტი დაიწყო - რას უკავშირებენ ადგილობრივები საბაჟოზე წარმოქმნილ პრობლემებს

ცხინვალის მაღაზიებში სურსათის დეფიციტი დაიწყო - რას უკავშირებენ ადგილობრივები საბაჟოზე წარმოქმნილ პრობლემებს

რამდენიმე დღეა ცხინვალის მაღაზიებში პროდუქტის დეფიციტია. ადგილობრივების ინფორმაციით, რუსეთიდან ცხინვალში პროდუქტების შეტანის პრობლემა რუს მებაჟეებს უკავშირდება, რომლებიც ე.წ. ქვემო ზარამაგის საბაჟო პუნქტიდან ცხინვალის მიმართულებით მიმავალ ტვირთებზე, ევრაზიული საბაჟო კავშირის შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებას ითხოვენ. ცხინვალელი "ბიზნესმენების" თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან "ცხინვალის რესპუბლიკის ბაზრისა და, შესაბამისად, მომხმარებლის სიმცირის გამო, იქ ძალიან მცირე რაოდენობის პროდუქცია შეაქვთ, ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე ათეული დასახელების პროდუქტი, რომელზეც წარმომავლობის სერტიფიკატისა და ექსპორტის დოკუმენტაციის შევსება არარეალურია. მით უფრო, რომ ზოგჯერ თითოეულ ერთეულზე 300 რუბლის გადახდა უწევთ. საბაჟო დეკლარაციის თანახმად კი, მათი ხარჯი 8 ათას რუბლამდე ადის".

მათივე თქმით, ეს პრობლემა რუსეთთან საბაჟო საკითხების ინტეგრაციის ფარგლებში უნდა მოგვარებულიყო, თუმცა, ცხინვალის რეგიონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა რუსეთთან ამ პრობლემის მოგვარება ვერ შეძლეს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ახალგორსა და ცხინვალში ქართული წარმოების მედიკამენტები ამოიღეს. ფაქტის განხილვისას ადგილობრივი მოსახლეობა ამბობდა, რომ ოსურ კლანებს შორის დაპირისპირებაა, ნაწილს ქართული მხრიდან შემოტანილი პრუდუქციით სურდა ბიზნესის წარმოება, სხვას კი - რუსეთიდან.

მოსახლეობის ნაწილისთვის, ხელმისაწვდომი ფასების გამო, ქართული წარმოების პროდუქცია უფრო მისაღებია. თუმცა, მათი პროტესტი მხოლოდ ადგილობრივ მედიაში დარჩა. თუ ადრე ამ დეფიციტზე ხმამაღლა არავინ საუბრიბდა, ბოლო დღეებში ოსურ მედიაში არაერთი სიუჟეტი და ბეჭდური სტატია მომზადდა.

"ვიდრე ჩვენი პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ლუგანსკში იმყოფება, მეგობარმა რუსეთმა თავისი ძალა გვიჩვენა. უკვე მერამდენედ საბაჟო გამშვებ პუნქტზე პროდუქტის შემოტანა აბსურდული მიზეზით შეაფერხა. მაღაზიების დახლებიდან გარკვეული დასახელების პროდუქტები გაქრა. მუდმივი არასტაბილურობა საშინელი განცდაა. რამდენიმე სუპერმარკეტში კი, რომლის მფლობელებმაც შეზღუდვების დაწესებამდე მარაგის შევსება მოასწრეს, ფასები კატასტროფულად გაიზარდა. ფასმა მოიმატა შემცვლელ პროდუქტებზეც.

ბიზნესმენებს სურსათისა და სხვა პროდუქციის ქართული მხრიდან შემოტანის უფლებას არ აძლევენ, რუსეთმა თავად ჩაგვიკეტა გზა. ერთი სიტყვით, პრობლემები კი არ მცირდება - ყოველდღიურად მატულობს", - წერენ ოსები ინტერნეტსივრცეში.

მათივე თქმით, შეზღუდვა შეეხოთ იმ მეწარმეებს, ვისაც საკვები პროდუქტები რუსეთიდან შემოაქვთ, ან შესაძლოა, პრობლემა სხვა მიმართულებითაც იყოს და ჯერჯერობით არ იგრძნობა.

nykhas.ru-ს ცნობით, ე.წ. განათლების სამინისტრო იუწყება, რომ მათ რეზერვში არსებული სურსათი საბავშვო ბაღებს დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ეყოფათ. გამოცემის ცნობით, "რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გზის ჩაკეტვამ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში კვების პრობლემა შექმნა. სკოლამდელი აღზრდის მიმართულების უფროსის, ნინა ჯიოევას თქმით, სასწავლო დაწესებულებების საკვებ ობიექტებში რძის პროდუქტებისა და კვერცხის დეფიციტი შეექმნათ. თუმცა, პრობლემა ჯერჯერობით კატასტროფული არ არის და მისი მოგვარება შეიძლება", - აცხადებს ჯიოევა.

ე.წ. ჯანმრთელობის სამინისტროს ცნობით, საკვები პროდუქტების დეფიციტი ჯერჯერობით "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" არ იგრძნობა.

"რეზერვი გვაქვს, თუმცა, ხარჯების გაზრდას ვგეგმავთ, რათა პაციენტების კვება გაუმჯობესდეს", - ნათქვამია ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ადგილობრივების თქმით, ბიბილოვის ხელისუფლება თავად წარმოქმნის ასეთ ხელოვნურ ბარიერებს, როგორც რუსეთის, ასევე ქართული მხარის მიმართულებით, ვითომ რაღაც ცვლილებების მოლოდინში კი, უბრალო მოსახლეობა კრიზისულ ვითარებაში ცხოვრობს.

"სამხრეთ ოსეთში "რუსეთის დღე" სახალხო დღესასწაულია" - ანატოლი ბიბილოვი

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

"მდინარეში თავს მაყოფინებდნენ და მირტყამდნენ... აღიარებას ითხოვდნენ" - რას ჰყვება აფხაზეთში ნაწამები რუსი ტურისტი და როგორ ეხმაურებიან ფაქტს სოხუმში?