სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მინისტრი "ჩემი ცოლის დაქალებიდან", რომელიც სიმსივნეს ებრძვის - "8 თვის ორსულს მუცელში ავტომატის კონდახი მომხვდა..."
მინისტრი "ჩემი ცოლის დაქალებიდან", რომელიც სიმსივნეს ებრძვის - "8 თვის ორსულს მუცელში ავტომატის კონდახი მომხვდა..."

პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­ლო­გი დარე ლა­ცუზ­ბა­ი­ას ცხოვ­რე­ბა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა. წლე­ბის წინ, აფხა­ზე­თის ომამ­დე, ახალ­გარზდა ქალი ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და მშობ­ლი­ურ სო­ხუმ­ში და ად­გი­ლობ­რივ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და. ომმა კი ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა - ჯერ იყო ლტოლ­ვი­ლო­ბის რთუ­ლი ხვედ­რი, შემ­დეგ მოს­კოვ­ში, ნოს­ტალ­გი­ა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი და სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი, რო­მე­ლიც 12 წლის წინ გა­ნა­ჩე­ნად იქცა და სამ­შობ­ლო­ში და­აბ­რუ­ნა...

დარე ორი წე­ლია სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის - ირი­ნა კუპ­რა­ვას როლს თა­მა­შობს. ახლა AMBEBI.GE-ს სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე უყ­ვე­ბა, რო­მე­ლიც ერთი შე­ხედ­ვით კი­ნოს ჰგავს...

- სო­ხუ­მი­დან მოვ­დი­ვარ... მარ­თა­ლია, გალ­ში და­ვი­ბა­დე, რად­გან დედა იქ იყო სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვად გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ იქ არ მი­ცხოვ­რია, მთე­ლი ჩემი შეგ­ნე­ბუ­ლი წლე­ბი სო­ხუმ­ში ვი­ცხოვ­რე. ქა­ლა­ქი 1993 წლის 18 სექ­ტემ­ბერს დავ­ტო­ვე. მა­შინ ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი პირ­ველ შვილ­ზე.

- სო­ხუმ­ში და­ო­ჯახ­დით?

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და­ო­ჯა­ხე­ბის ის­ტო­რია მაქვს. აფხა­ზე­თის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, სა­ინ­ფორ­მა­ციო პროგ­რა­მე­ბის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ვი­ყა­ვი. მა­სა­ლებს თბი­ლის­ში სა­რე­ლეო ხა­ზით ვგზავ­ნი­დით და რო­დე­საც ომის დროს ეს ხაზი აა­ფეთ­ქეს, სა­ი­დუმ­ლო მა­სა­ლე­ბი კა­სე­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით თბი­ლის­ში მომ­ქონ­და თვითმფრი­ნა­ვით.

ერთ-ერთი ფრე­ნი­სას გა­ვი­ცა­ნი ჩემი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც მებ­რძო­ლი და "შავი ავა­ზას" წევ­რი გახ­ლდათ. ის თა­ვის რაზმთან ერ­თად თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბო­და. ეს იყო ომის დროს, 1992 წელს და ძა­ლი­ან მალე და­ვო­ჯახ­დით.

- ორ­სულ­მა და­ტო­ვეთ აფხა­ზე­თი?

- დიახ, რვა თვის ორ­სუ­ლი ვი­ყა­ვი. ბოლო შე­ტა­კე­ბე­ბი­სას სო­ხუმ­ში ვი­ყა­ვი. მა­ნამ­დე თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი ცოტა ხანს, მაგ­რამ ნე­იტ­რა­ლუ­რი პე­რი­ო­დი იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და უკან დავ­ბრუნ­დი.

მე­გო­ნა ომი დამ­თავ­რდა და კარ­გად იქ­ნე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი და ჩვენც მშვიდ ცხოვ­რე­ბას გა­ვაგ­რძე­ლებ­დით, მაგ­რამ ტყვარ­ჩე­ლი­დან მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ი­წყო შე­ტა­კე­ბე­ბი და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ბოლო თვიმთმფრი­ნა­ვით დავ­ტო­ვე სო­ხუ­მი.

ტრაპ­ზე ას­ვლი­სას, შემ­თხვე­ვით, ჩვე­ნი მებ­რძო­ლის ავ­ტო­მა­ტის კონ­და­ხი მომ­ხვდა მუ­ცელ­ში, ის სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რებს აცი­ლებ­და. ამან პრო­ცე­სი და­აჩ­ქა­რა და ჩა­მოს­ვლი­სას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­მაწ­ვი­ნეს ნა­ყო­ფის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე, მაგ­რამ ძა­ლი­ან მალე რვა თვე­ზე ვიმ­შო­ბი­ა­რე.

შვილ­თან ერ­თად

- თქვე­ნი მე­უღ­ლე სად იყო ამ დროს?

- მე­უღ­ლე 21 წლის იყო, კოლ­ხი­და­ში იბ­რძო­და და გულ­ში დაჭ­რეს. რო­დე­საც ვტო­ვებ­დით სო­ხუმს, ჩემ­მა ძმამ სთხო­ვა, დაჭ­რი­ლი ხარ, მა­ინც სუს­ტად ხარ და წა­იყ­ვა­ნე თბი­ლის­ში ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი და უკან დაბ­რუნ­დიო. მა­შინ ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დით რომ სო­ხუ­მი ჩა­ბარ­დე­ბო­და... რა თქმა უნდა, უკან ვე­ღარ დაბ­რუნ­და, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა, მაგ­რამ მა­ინც არ მაქვს ეს შეგ­რძნე­ბა და იმე­დი მაქვს, რომ ოდეს­მე დავ­ბრუნ­დე­ბით.

- თბი­ლის­მა რო­გორ მი­გი­ღოთ?

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად... ჯერ კი­დევ, მა­შინ, რო­დე­საც გაგ­რა და­ე­ცა და ლტოლ­ვი­ლე­ბის პირ­ვე­ლი ნა­კა­დი ჩა­მო­ვი­და, ჩემი და გა­მო­ვა­ცი­ლე, რო­მელ­მაც მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბით ერთ-ერთ პუნ­ტქს შე­ა­ფა­რა თავი. ამ დროს მოხ­და სას­წა­უ­ლი ის­ტო­რია - ამ პუნ­ქტში მო­ვი­და ერთი თბი­ლი­სე­ლი ბიჭი, სოსო ხო­კე­რაშ­ვი­ლი და თქვა, რომ ერთ ბავ­შვე­ბი­ან ოჯახს თა­ვის­თან წა­იყ­ვან­და და შე­ი­ფა­რებ­და. ნა­ძა­ლა­დევ­ში, ზეს­ტა­ფო­ნის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და. თა­ვი­სი სახ­ლის ნა­წი­ლი, ჩემ დას, მის შვი­ლებს და დე­და­ჩემს და­უთ­მო.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სახ­ლში რომ მი­ვე­დით, მა­ცი­ვა­რი სავ­სე დაგ­ვახ­ვედ­რა, ბავ­შვე­ბის­თვი­საც კი გა­ემ­ზა­დე­ბი­ნა სა­თა­მა­შო­ე­ბი, მა­ნამ­დე ფიქ­რობ­და, რომ ბავ­შვი­ან ოჯახს მი­იყ­ვან­და სახ­ლში. ერთი წელი იცხოვ­რეს ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­მა მის ოჯახ­ში. ახლა ეს ადა­მი­ა­ნი სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს, სამ­წუ­ხა­როდ არ გვაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად მოვ­ძებ­ნი.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს დაბ­რუ­ნე­ბას, ჩემი მე­უღ­ლე თბი­ლი­სე­ლია და მე ბი­ნის პრობ­ლე­მა არ მქო­ნია. პირ­და­პირ სახ­ლში დავ­ბრუნ­დით, მაგ­რამ არა­ფე­რი არ გვქონ­და, ცა­რი­ე­ლი იყო სახ­ლი, რად­გან მა­ნამ­დე გა­და­წყვე­ტი­ლი გვქონ­და, ჩემ­თან სო­ხუმ­ში გვე­ცხოვ­რა. მე­ზობ­ლე­ბი გვაწ­ვდიდ­ნენ შა­ქარს და პრო­დუქ­ტებს.

- შემ­დეგ რო­გორ გა­აგ­რძე­ლეთ ცხოვ­რე­ბა თბი­ლის­ში?

- ძა­ლი­ან მალე წა­ვე­დით მოს­კოვ­ში, რო­გორც მა­შინ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი. ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და, პა­ტა­რა ბავ­შვი გვყავ­და. ჩემი მე­უღ­ლე მა­ნამ­დე რუ­სეთ­ში სწავ­ლობ­და, მისი დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბიც იქ ცხოვ­რობ­დნენ და ჰქონ­და კავ­ში­რე­ბი. 1994 წლის იან­ვრი­დან 2006 წლამ­დე ვი­ცხოვ­რეთ იქ. მე­ო­რე ბავ­შვი რუ­სეთ­ში შე­მე­ძი­ნა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- შემ­თხვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მკერ­დზე კვან­ძი მქონ­და. ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ მე­ო­რე სტა­დი­ის სიმ­სივ­ნე აღ­მოჩ­ნდა. გა­ვი­კე­თე ოპე­რა­ცია და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ი­ის პე­რი­ოდ­ში პა­ტა­რა შვი­ლი თბი­ლის­ში გა­მო­ვუშ­ვი დე­დას­თან, რად­გან მე ვერ მო­ვუვ­ლი­დი. შემ­დეგ მეც დავ­ბრუნ­დი, ვერ გავ­ძე­ლი.

მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სკრი­ნინგს ვი­კე­თებ­დი და მშვი­დო­ბა იყო. ამა­სო­ბა­ში გა­ვი­და ათი წელი. 2018 წლის აგ­ვის­ტო­ში წე­ლის ტკი­ვილ­მა შე­მა­წუ­ხა, გა­მოკ­ვლე­ვებ­ში არა­ფე­რი ჩან­და. ბო­ლოს ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­ვი­კე­თე კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია და აღ­მოჩ­ნდა, რომ ძვლებ­ში იყო მე­ო­რა­დი მე­ტას­ტა­ზე­ბი გა­სუ­ლი და და­მიდ­გი­ნეს მე­ო­რე ხა­რის­ხის ძვლის კიბო, კარ­ცე­ნო­მა. ეს იყო რე­ცი­დი­ვი, რო­მე­ლიც მკერ­დი­დად მო­დი­ო­და.

ყო­ველ­თვის მზად ვი­ყა­ვი იმის­თვის, რომ რა­ღაც მოხ­დე­ბო­და, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი ის მა­ფერ­ხებს, რომ ორი ვაჟი მყავს და მათ სჭირ­დე­ბათ დედა, თო­რემ სა­კუ­თარ თავ­ზე ნაკ­ლე­ბად ვფიქ­რობ

მე­გობ­რე­ბი გვერ­დში და­მიდ­გნენ და თურ­ქეთ­ში გა­დავფრინ­დი, იქაც იგი­ვე დი­აგ­ნო­ზი მი­თხრეს რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში. მდგო­მა­რე­ო­ბა ისე­თი მაქვს, რომ გან­კურ­ნებ­დია, მაგ­რამ უფრო ადრე რომ მივ­სუ­ლი­ყა­ვი, შე­იძ­ლე­ბა უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა მქო­ნო­და. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში არ უთ­ქვამთ, რომ ერთ და ორ თვე­ში მოვ­კვდე­ბი...

- სად მკურ­ნა­ლობთ თბი­ლის­ში თუ თურ­ქეთ­ში?

- თურ­ქეთ­ში გა­მი­წე­რა ექიმ­მა სქე­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც თბი­ლის­ში ვმკურ­ნა­ლობ. ოთხი კურ­სი ჩა­ვი­ტა­რე და შემ­დეგ მე­ო­თხე თა­ო­ბის პრე­პა­რა­ტე­ბით 18 ინექ­ცია გა­ვი­კე­თე. ერთი წელი სულ მკურ­ნა­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი. ახლა ჰორ­მონ­ზე ვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი და მუდ­მი­ვად გა­მოკ­ვლე­ვებს ვი­კე­თებ.

თავს უკე­თე­სად ვგრძნობ, ტკი­ვი­ლებ­მა იკლო, მაგ­რამ თით­ქოს დო­ზი­მეტ­რი მი­ყე­ნია ორ­გა­ნიზ­მში, ისე ვგრძობ ამინ­დის ცვლი­ლე­ბას. თან თავი არ მო­მიხ­რია, იუ­მო­რით ვუ­ყუ­რებ­დი ჩემს ავად­მყო­ფო­ბას, ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, ვე­ხუმ­რე­ბო­დი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ახლა ბრძო­ლის პე­რი­ოდ­ში ვარ, ჯერ­ჯე­რო­ბით კარ­გი დი­ნა­მი­კა მაქვს, მზად ვარ, გა­ვუმკლავ­დე­ბი.

- სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" რო­გორ მოხ­ვდით?

- მსა­ხი­ო­ბი არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ, თუმ­ცა ბავ­შვო­ბა­ში წრე­ებ­ზე დავ­დი­ო­დი, ვმღე­რო­დი ან­სამ­ბლში. ეკა მჟა­ვა­ნა­ძემ მი­მიწ­ვია კას­ტინგზე და და­მამ­ტკი­ცეს. სას­წა­უ­ლი აუ­რაა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე. მე კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის როლს ვთა­მა­შობ და ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან - მი­ნის­ტრე­ბი, პრე­ზი­დენ­ტი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე დიდი ჟრი­ა­მუ­ლი გვაქვს, ყვე­ლას ნახ­ვა მი­ხა­რია.

პრე­ზი­დენ­ტის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი კახა გო­გი­ძე სას­წა­უ­ლი ადა­მი­ა­ნია, მღე­რის, ცეკ­ვავს, ლექ­სე­ბით გვარ­თობს ხოლ­მე. რო­დე­საც ჩემი ავად­მყო­ფო­ბის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი, მე­გობ­რებ­მა - ნანა ცინ­ცა­ძემ და ეკა კვა­ლი­აშ­ვილ­მა საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი ჩა­ა­ტა­რეს და ყვე­ლა გვერ­დში და­მიდ­გა. არ მე­გო­ნა თუ ამ­დენ ადა­მი­ანს ვუყ­ვარ­დი! მე­გობ­რებს ვე­უბ­ნე­ბო­დი თუ არ გინ­დათ რომ მოვ­კვდე, აღარ მოვ­კვდე­ბი-მეთ­ქი.

- ამ დროს ყვე­ლა­ზე დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა გან­წყო­ბას აქვს?

- რა თქმა უნდა, კიბო არ არის გა­ნა­ჩე­ნი, ოპ­ტი­მიზ­მი არ უნდა და­კარ­გოს ადა­მი­ან­მა! შე­იძ­ლე­ბა გა­მო­რი­ცხვი­თი მე­თო­დე­ბით და­ირ­ღვეს სა­მე­დი­ცი­ნო შაბ­ლო­ნი და მოხ­დეს სას­წა­უ­ლი. მე­ო­თხე სტა­დი­აც კი და­უ­მარ­ცხე­ბი­ათ ადა­მი­ა­ნებს.

ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ში­ნა­გან გან­წყო­ბას, ლოც­ვას და ამ ლოც­ვის დროს ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ას.

მოს­კოვ­ში ყოფ­ნი­სას, რო­დე­საც ქი­მი­ებს ვი­კე­თებ­დი, თვა­ლებს რომ დავ­ხუ­ჭავ­დი თვალ­წინ მედ­გა ახა­ლი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ტე­რი­ტო­რია. მახ­სოვს, ბავ­შვო­ბა­ში სო­ხუ­მი­დან თბი­ლის­ში რომ ჩა­მოვ­დი­ო­დით, მანდ ვცხოვ­რობ­დით ახ­ლო­ბელ­თან. ვფიქ­რობ­დი, რომ თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დე­ბო­დი და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ე­დან­ზე გა­ვივ­ლი­დი, აუ­ცი­ლებ­ლად მოვ­რჩე­ბო­დი. მოს­კო­ვი­დან რომ ჩა­მოვფრინ­დი, მე­ო­რე დღეს­ვე გა­ვი­ა­რე და მა­შინ ვთქვი, რომ აი, ნამ­დვი­ლად და­ვა­მარ­ცხე სიმ­სივ­ნე!

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

მინისტრი "ჩემი ცოლის დაქალებიდან", რომელიც სიმსივნეს ებრძვის - "8 თვის ორსულს მუცელში ავტომატის კონდახი მომხვდა..."

მინისტრი "ჩემი ცოლის დაქალებიდან", რომელიც სიმსივნეს ებრძვის - "8 თვის ორსულს მუცელში ავტომატის კონდახი მომხვდა..."

პროფესიით ფილოლოგი დარე ლაცუზბაიას ცხოვრება მარტივი არ ყოფილა. წლების წინ, აფხაზეთის ომამდე, ახალგარზდა ქალი ბედნიერად ცხოვრობდა მშობლიურ სოხუმში და ადგილობრივ ტელევიზიაში მუშაობდა. ომმა კი ყველაფერი შეცვალა - ჯერ იყო ლტოლვილობის რთული ხვედრი, შემდეგ მოსკოვში, ნოსტალგიაში გატარებული წლები და სიმსივნის დიაგნოზი, რომელიც 12 წლის წინ განაჩენად იქცა და სამშობლოში დააბრუნა...

დარე ორი წელია სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" კულტურის მინისტრის - ირინა კუპრავას როლს თამაშობს. ახლა AMBEBI.GE-ს საკუთარ ცხოვრებაზე უყვება, რომელიც ერთი შეხედვით კინოს ჰგავს...

- სოხუმიდან მოვდივარ... მართალია, გალში დავიბადე, რადგან დედა იქ იყო სამსახურებრივად განაწილებული, მაგრამ იქ არ მიცხოვრია, მთელი ჩემი შეგნებული წლები სოხუმში ვიცხოვრე. ქალაქი 1993 წლის 18 სექტემბერს დავტოვე. მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი პირველ შვილზე.

- სოხუმში დაოჯახდით?

- ძალიან საინტერესო დაოჯახების ისტორია მაქვს. აფხაზეთის ტელევიზიაში ვმუშაობდი, საინფორმაციო პროგრამების მთავარი რედაქტორის მოადგილე ვიყავი. მასალებს თბილისში სარელეო ხაზით ვგზავნიდით და როდესაც ომის დროს ეს ხაზი ააფეთქეს, საიდუმლო მასალები კასეტების საშუალებით თბილისში მომქონდა თვითმფრინავით.

ერთ-ერთი ფრენისას გავიცანი ჩემი მეუღლე, რომელიც მებრძოლი და "შავი ავაზას" წევრი გახლდათ. ის თავის რაზმთან ერთად თბილისში ბრუნდებოდა. ეს იყო ომის დროს, 1992 წელს და ძალიან მალე დავოჯახდით.

- ორსულმა დატოვეთ აფხაზეთი?

- დიახ, რვა თვის ორსული ვიყავი. ბოლო შეტაკებებისას სოხუმში ვიყავი. მანამდე თბილისში ჩამოვედი ცოტა ხანს, მაგრამ ნეიტრალური პერიოდი იყო გამოცხადებული და უკან დავბრუნდი.

მეგონა ომი დამთავრდა და კარგად იქნებოდა ყველაფერი და ჩვენც მშვიდ ცხოვრებას გავაგრძელებდით, მაგრამ ტყვარჩელიდან მოულოდნელად დაიწყო შეტაკებები და შეიძლება ითქვას, ბოლო თვიმთმფრინავით დავტოვე სოხუმი.

ტრაპზე ასვლისას, შემთხვევით, ჩვენი მებრძოლის ავტომატის კონდახი მომხვდა მუცელში, ის საკუთარი ოჯახის წევრებს აცილებდა. ამან პროცესი დააჩქარა და ჩამოსვლისას საავადმყოფოში დამაწვინეს ნაყოფის შენარჩუნებაზე, მაგრამ ძალიან მალე რვა თვეზე ვიმშობიარე.

შვილთან ერთად

- თქვენი მეუღლე სად იყო ამ დროს?

- მეუღლე 21 წლის იყო, კოლხიდაში იბრძოდა და გულში დაჭრეს. როდესაც ვტოვებდით სოხუმს, ჩემმა ძმამ სთხოვა, დაჭრილი ხარ, მაინც სუსტად ხარ და წაიყვანე თბილისში ქალები და ბავშვები და უკან დაბრუნდიო. მაშინ ვერც წარმოვიდგენდით რომ სოხუმი ჩაბარდებოდა... რა თქმა უნდა, უკან ვეღარ დაბრუნდა, რადგან ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ მაინც არ მაქვს ეს შეგრძნება და იმედი მაქვს, რომ ოდესმე დავბრუნდებით.

- თბილისმა როგორ მიგიღოთ?

- არაჩვეულებრივად... ჯერ კიდევ, მაშინ, როდესაც გაგრა დაეცა და ლტოლვილების პირველი ნაკადი ჩამოვიდა, ჩემი და გამოვაცილე, რომელმაც მცირეწლოვანი შვილებით ერთ-ერთ პუნტქს შეაფარა თავი. ამ დროს მოხდა სასწაული ისტორია - ამ პუნქტში მოვიდა ერთი თბილისელი ბიჭი, სოსო ხოკერაშვილი და თქვა, რომ ერთ ბავშვებიან ოჯახს თავისთან წაიყვანდა და შეიფარებდა. ნაძალადევში, ზესტაფონის ქუჩაზე ცხოვრობდა. თავისი სახლის ნაწილი, ჩემ დას, მის შვილებს და დედაჩემს დაუთმო.

წარმოიდგინეთ, სახლში რომ მივედით, მაცივარი სავსე დაგვახვედრა, ბავშვებისთვისაც კი გაემზადებინა სათამაშოები, მანამდე ფიქრობდა, რომ ბავშვიან ოჯახს მიიყვანდა სახლში. ერთი წელი იცხოვრეს ჩემი ოჯახის წევრებმა მის ოჯახში. ახლა ეს ადამიანი საზღვარგარეთ ცხოვრობს, სამწუხაროდ არ გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ აუცილებლად მოვძებნი.

რაც შეეხება ჩვენს დაბრუნებას, ჩემი მეუღლე თბილისელია და მე ბინის პრობლემა არ მქონია. პირდაპირ სახლში დავბრუნდით, მაგრამ არაფერი არ გვქონდა, ცარიელი იყო სახლი, რადგან მანამდე გადაწყვეტილი გვქონდა, ჩემთან სოხუმში გვეცხოვრა. მეზობლები გვაწვდიდნენ შაქარს და პროდუქტებს.

- შემდეგ როგორ გააგრძელეთ ცხოვრება თბილისში?

- ძალიან მალე წავედით მოსკოვში, როგორც მაშინ ბევრი ადამიანი. ძალიან გაგვიჭირდა, პატარა ბავშვი გვყავდა. ჩემი მეუღლე მანამდე რუსეთში სწავლობდა, მისი დეიდაშვილებიც იქ ცხოვრობდნენ და ჰქონდა კავშირები. 1994 წლის იანვრიდან 2006 წლამდე ვიცხოვრეთ იქ. მეორე ბავშვი რუსეთში შემეძინა.

- საქართველოში დაბრუნება რატომ გადაწყვიტეთ?

- შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ მკერდზე კვანძი მქონდა. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მეორე სტადიის სიმსივნე აღმოჩნდა. გავიკეთე ოპერაცია და ქიმიოთერაპიიის პერიოდში პატარა შვილი თბილისში გამოვუშვი დედასთან, რადგან მე ვერ მოვუვლიდი. შემდეგ მეც დავბრუნდი, ვერ გავძელი.

მკურნალობის შემდეგ, 5 წლის განმავლობაში სკრინინგს ვიკეთებდი და მშვიდობა იყო. ამასობაში გავიდა ათი წელი. 2018 წლის აგვისტოში წელის ტკივილმა შემაწუხა, გამოკვლევებში არაფერი ჩანდა. ბოლოს ჩემი ინიციატივით გავიკეთე კომპიუტერული ტომოგრაფია და აღმოჩნდა, რომ ძვლებში იყო მეორადი მეტასტაზები გასული და დამიდგინეს მეორე ხარისხის ძვლის კიბო, კარცენომა. ეს იყო რეციდივი, რომელიც მკერდიდად მოდიოდა.

ყოველთვის მზად ვიყავი იმისთვის, რომ რაღაც მოხდებოდა, მაგრამ ერთადერთი ის მაფერხებს, რომ ორი ვაჟი მყავს და მათ სჭირდებათ დედა, თორემ საკუთარ თავზე ნაკლებად ვფიქრობ

მეგობრები გვერდში დამიდგნენ და თურქეთში გადავფრინდი, იქაც იგივე დიაგნოზი მითხრეს რაც საქართველოში. მდგომარეობა ისეთი მაქვს, რომ განკურნებდია, მაგრამ უფრო ადრე რომ მივსულიყავი, შეიძლება უკეთესი მდგომარეობა მქონოდა. ყოველ შემთხვევაში არ უთქვამთ, რომ ერთ და ორ თვეში მოვკვდები...

- სად მკურნალობთ თბილისში თუ თურქეთში?

- თურქეთში გამიწერა ექიმმა სქემა, რომლის მიხედვითაც თბილისში ვმკურნალობ. ოთხი კურსი ჩავიტარე და შემდეგ მეოთხე თაობის პრეპარატებით 18 ინექცია გავიკეთე. ერთი წელი სულ მკურნალობაში ვიყავი. ახლა ჰორმონზე ვარ დამოკიდებული და მუდმივად გამოკვლევებს ვიკეთებ.

თავს უკეთესად ვგრძნობ, ტკივილებმა იკლო, მაგრამ თითქოს დოზიმეტრი მიყენია ორგანიზმში, ისე ვგრძობ ამინდის ცვლილებას. თან თავი არ მომიხრია, იუმორით ვუყურებდი ჩემს ავადმყოფობას, ველაპარაკებოდი, ვეხუმრებოდი. შეიძლება ითქვას, რომ ახლა ბრძოლის პერიოდში ვარ, ჯერჯერობით კარგი დინამიკა მაქვს, მზად ვარ, გავუმკლავდები.

- სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" როგორ მოხვდით?

- მსახიობი არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა ბავშვობაში წრეებზე დავდიოდი, ვმღეროდი ანსამბლში. ეკა მჟავანაძემ მიმიწვია კასტინგზე და დამამტკიცეს. სასწაული აურაა გადასაღებ მოედანზე. მე კულტურის მინისტრის როლს ვთამაშობ და ჩემი მეგობრები არიან - მინისტრები, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი. გადასაღებ მოედანზე დიდი ჟრიამული გვაქვს, ყველას ნახვა მიხარია.

პრეზიდენტის როლის შემსრულებელი კახა გოგიძე სასწაული ადამიანია, მღერის, ცეკვავს, ლექსებით გვართობს ხოლმე. როდესაც ჩემი ავადმყოფობის შესახებ გახდა ცნობილი, მეგობრებმა - ნანა ცინცაძემ და ეკა კვალიაშვილმა საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარეს და ყველა გვერდში დამიდგა. არ მეგონა თუ ამდენ ადამიანს ვუყვარდი! მეგობრებს ვეუბნებოდი თუ არ გინდათ რომ მოვკვდე, აღარ მოვკვდები-მეთქი.

- ამ დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა განწყობას აქვს?

- რა თქმა უნდა, კიბო არ არის განაჩენი, ოპტიმიზმი არ უნდა დაკარგოს ადამიანმა! შეიძლება გამორიცხვითი მეთოდებით დაირღვეს სამედიცინო შაბლონი და მოხდეს სასწაული. მეოთხე სტადიაც კი დაუმარცხებიათ ადამიანებს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შინაგან განწყობას, ლოცვას და ამ ლოცვის დროს ვიზუალიზაციას.

მოსკოვში ყოფნისას, როდესაც ქიმიებს ვიკეთებდი, თვალებს რომ დავხუჭავდი თვალწინ მედგა ახალი მარჯანიშვილის ტერიტორია. მახსოვს, ბავშვობაში სოხუმიდან თბილისში რომ ჩამოვდიოდით, მანდ ვცხოვრობდით ახლობელთან. ვფიქრობდი, რომ თუ საქართველოში დავბრუნდებოდი და მარჯანიშვილის მოედანზე გავივლიდი, აუცილებლად მოვრჩებოდი. მოსკოვიდან რომ ჩამოვფრინდი, მეორე დღესვე გავიარე და მაშინ ვთქვი, რომ აი, ნამდვილად დავამარცხე სიმსივნე!