მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანამ მანქანას ვაყენებდი, ჩემს შვილს თავს დასხმია... რომ შევედი ძირს ეგდო" - ვინ არის სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული გოგონა
"სანამ მანქანას ვაყენებდი, ჩემს შვილს თავს დასხმია... რომ შევედი ძირს ეგდო" - ვინ არის სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული გოგონა

სამ­ტრე­დი­ა­ში მოკ­ლუ­ლი 26 წლის ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა სა­ლო­მე ბო­ხუაა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში ხე­ლის გა­სა­წე­რად იყო მი­სუ­ლი, რა დრო­საც ქმარ­მა ყე­ლის არე­ში და­ნით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. 28 წლის გიგა აბ­რა­ლა­ვა პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრის სა­ა­გენ­ტოს სამ­ტრე­დი­ის ფი­ლი­ა­ლის მო­ქა­ლა­ქე­თა მომ­სა­ხუ­რე­ბის დარ­ბაზ­ში, გან­ქორ­წი­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბამ­დე, ცოლს - 1994 წელს და­ბა­დე­ბულ ს.ბ.-ს ცივი ია­რა­ღით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რი­ლი ქალი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გ.ა. მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე, ცხელ კვალ­ზე, სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრის სა­ა­გენ­ტოს სამ­ტრე­დი­ის ფი­ლი­ა­ლის მო­ქა­ლა­ქე­თა მომ­სა­ხუ­რე­ბის დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში, რო­მელ­საც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

სა­ლო­მე ბო­ხუა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში მა­მას­თან ერ­თად მი­ვი­და. რო­გორც AMBEBI.GE-ს თე­მურ ბო­ხუ­ამ გა­ნუ­ცხა­და, სიძე მის შვილს იმ დროს და­ეს­ხა თავს, სა­ნამ ის მან­ქა­ნას აპარ­კინ­გებ­და. რო­გორც მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას მამა იხ­სე­ნებს, შე­ნო­ბა­ში შე­სულს შვი­ლი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა.

"გან­ქორ­წი­ნე­ბის მიზ­ნით წა­ვი­და იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში, ყო­ფი­ლი ქმა­რი ბა­თუმ­ში უნდა მი­სუ­ლი­ყო და ორი­ვე მო­ა­წერ­და ხელს, ჩვენ ასე ვი­ცო­დით. წა­ვიყ­ვა­ნე მან­ქა­ნით, ვიდ­რე მე მან­ქა­ნას და­ვა­ყე­ნებ­დი, სა­ლო­მე შე­ვი­და და ამ დროს თავს დას­ხმია. დანა და­არ­ტყა, მე, რომ შე­ვე­დი, ძირს ეგდო და მკვლე­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი ჰყავ­დათ. ერთი ჭრი­ლო­ბა და­ვი­ნა­ხე. კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­დათ და ამი­ტომ შორ­დე­ბოდ­ნენ. ათი წლის ცოლ-ქმა­რი იყო, ჩვენ­თან ცხოვ­რობ­დნენ, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, მერე ბა­თუმ­ში იყ­ვნენ," - გა­ნა­ცხა­და თე­მურ ბო­ხუ­ამ. ქმრის მიერ მოკ­ლულ სა­ლო­მე ბო­ხუ­ას ორი შვი­ლი დარ­ჩა.

მკითხველის კომენტარები / 67 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შეწყვიტეთ ქალების კვლა!
50

დღე არ გავა, რომ ქმარმა ცოლი არ მოკლას და მერე კიდევ დაიწყებენ, რატომ არ გინდათ ქართველზე გათხოვებაო...................

ქართველი
358

მრუში ქალი მოკვდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"სანამ მანქანას ვაყენებდი, ჩემს შვილს თავს დასხმია... რომ შევედი ძირს ეგდო" - ვინ არის სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული გოგონა

"სანამ მანქანას ვაყენებდი, ჩემს შვილს თავს დასხმია... რომ შევედი ძირს ეგდო" - ვინ არის სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული გოგონა

სამტრედიაში მოკლული 26 წლის ახალგაზრდა გოგონა სალომე ბოხუაა. როგორც ცნობილია, ის იუსტიციის სახლში ხელის გასაწერად იყო მისული, რა დროსაც ქმარმა ყელის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. 28 წლის გიგა აბრალავა პოლიციამ უკვე დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო" - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სალომე ბოხუა იუსტიციის სახლში მამასთან ერთად მივიდა. როგორც AMBEBI.GE-ს თემურ ბოხუამ განუცხადა, სიძე მის შვილს იმ დროს დაესხა თავს, სანამ ის მანქანას აპარკინგებდა. როგორც მოკლული გოგონას მამა იხსენებს, შენობაში შესულს შვილი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

"განქორწინების მიზნით წავიდა იუსტიციის სახლში, ყოფილი ქმარი ბათუმში უნდა მისულიყო და ორივე მოაწერდა ხელს, ჩვენ ასე ვიცოდით. წავიყვანე მანქანით, ვიდრე მე მანქანას დავაყენებდი, სალომე შევიდა და ამ დროს თავს დასხმია. დანა დაარტყა, მე, რომ შევედი, ძირს ეგდო და მკვლელი დაკავებული ჰყავდათ. ერთი ჭრილობა დავინახე. კონფლიქტი ჰქონდათ და ამიტომ შორდებოდნენ. ათი წლის ცოლ-ქმარი იყო, ჩვენთან ცხოვრობდნენ, გარკვეული პერიოდი, მერე ბათუმში იყვნენ," - განაცხადა თემურ ბოხუამ. ქმრის მიერ მოკლულ სალომე ბოხუას ორი შვილი დარჩა.

პოლიციამ თბილისში დააჯარიმა 2 კოვიდინფიცირებული, რომელიც ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებოდა

ცოლად შერთვის მიზნით, 16 წლის გოგონას გატაცების ფაქტზე 3 პირი დააკავეს

სისტემატურად, რეცეპტის გარეშე ასაღებდნენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს - რა გამოავლინა საგამოძიებო სამსახურმა თბილისის 19 აფთიაქში