მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს სამტრედიაში ქმრის მიერ ცოლის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შსს სამტრედიაში ქმრის მიერ ცოლის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სამ­ტრე­დი­ა­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, მა­მა­კაც­მა ცოლს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი გან­ქორ­წი­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბამ­დე მი­ა­ყე­ნა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­ტრე­დი­ის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ა. სამ­ტრე­დი­ა­ში, ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრის სა­ა­გენ­ტოს სამ­ტრე­დი­ის ფი­ლი­ა­ლის მო­ქა­ლა­ქე­თა მომ­სა­ხუ­რე­ბის დარ­ბაზ­ში, გან­ქორ­წი­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბამ­დე, ცოლს - 1994 წელს და­ბა­დე­ბულ ს.ბ.-ს ცივი ია­რა­ღით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რი­ლი ქალი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გ.ა. მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე, ცხელ კვალ­ზე, სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრის სა­ა­გენ­ტოს სამ­ტრე­დი­ის ფი­ლი­ა­ლის მო­ქა­ლა­ქე­თა მომ­სა­ხუ­რე­ბის დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

გა­მო­ძი­ე­ბა ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ვ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს," - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
0

გაამკაცრეთ სასჯელი მოძალადე ქმრებზე. ცოლის მკვლელი კაცები მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

შსს სამტრედიაში ქმრის მიერ ცოლის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს სამტრედიაში ქმრის მიერ ცოლის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამტრედიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობები განქორწინების პროცედურის დაწყებამდე მიაყენა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს," - აცხადებენ შსს-ში.

პოლიციამ თბილისში დააჯარიმა 2 კოვიდინფიცირებული, რომელიც ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებოდა

ცოლად შერთვის მიზნით, 16 წლის გოგონას გატაცების ფაქტზე 3 პირი დააკავეს

სისტემატურად, რეცეპტის გარეშე ასაღებდნენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს - რა გამოავლინა საგამოძიებო სამსახურმა თბილისის 19 აფთიაქში