საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად საქართველოს სარაგბო თემი "ქართული ოცნების" თავმჯდომარესა და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს დაბადების დღეს ულოცავს. მისალოც ტექსტს "ფეისბუქზე" საქართველოს რაგბის კავშირის (Georgian Rugby) ოფიციალური გვერდი ავრცელებს:
"საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად საქართველოს სარაგბო თემი, რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მსოფლიო რაგბის მიერ გამორჩეულ მეცენატს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ულოცავს დაბადების დღეს", - აღნიშნულია მილოცვაში.
გარდა ამისა, რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) ბიძინა ივანიშვილი რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა.
რაგბის საერთაშორისო საბჭო განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ" საქართველოში 23 სარაგბო ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა; მათ შორის, ააშენა საწვრთნელი ცენტრები და სტადიონები.
IRB-ის ცნობით, ივანიშვილმა, 2008 წლიდან მოყოლებული, რაგბიზე დაახლოებით 100 მილიონი ლარი დახარჯა.
"რაგბი ახლა წამყვანი სპორტია საქართველოში "ქართუ ფონდის" დახმარებით", - აცხადებენ რაგბის საერთაშორისო საბჭოში.
Georgian Rugby-ს გვერდზე გამოქვეყნებულმა მილოცვამ რაგბის ქომაგებსა და სოციალური ქსელის მომხმარებლებში მწვავე რეაქცია გამოიწვია. პოსტის ქვეშ უამრავი ადამიანი კრიტიკულ, სალანძღავ და უწმაწურ კომენტარს ტოვებს, კომენტარების ავტორთა ნაწილი იმასაც აღნიშნავს, რომ გვერდის ადმინისტრაციამ ბევრი ადამიანის მწვავე კომენტარი წაშალა.
თენგო გოგოტიშვილი: მაინც თქვენ დაგიჭერთ მხარს და არა ღრუსებს, მაგრამ...
ბექა კოკაია: რეგალიეებს აკლია: სან მარინოს საპატიო ელჩი, პანამელი ინვესტორი, გავრილოვის ღამის არქიტეტქორი და კიდევ ძალიან ბევრი ყლეობა.
მიშო ძიძიგური: სსრკ ულოცავს ბელადს გაჩენის დღეს. არ გიფიქრიათ იმაზე, რომ სტადიონს გულშემატკივრები ვავსებთ და არა ბიძინა და რომ ამ გულშემატკივრებს მსგავსი განცხადებებით შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენოთ? არ გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენს საქმეში პოლიტიკა არ გარიოთ?
ნინო ლომიაშვილი: ამის მერე ლელოს მაგივრად ბ ი ძ ი ნ ა ს ვიყვირებთ.
იხილეთ სხვა კომენტარები
აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილს იუბილეს საქართველოს მეცნიერებათა აკედემიაც ულოცავს:
"ბატონ ბიძინა ივანიშვილს
ძვირფასო ბატონო ბიძინა, გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენ თავად მეცნიერს, დიდი ამაგი გაქვთ ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში. მარადიული მადლიერება გაქვთ დათესილი ქართულ აკადემიებში.თავის მხრივ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დიდად აფასებს თქვენ ღვაწლს ქართული სახლმწიფოებრიობის განმტკიცებაში, ადამიანთა კეთილდღეობისათვის ზრუნვაში.გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ.
ქართველ მეცნიერთა სახელითმეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძევიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველიაკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე", - აღნიშნულია აკადემიის ოფიციალურ "ფეისბუქ-გვერდზე".
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრი 18 თებერვალს 64 წლის გახდა.