სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ადამიანი თავს იცავდა, არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია" - რას ამბობს გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
"ეს ადამიანი თავს იცავდა, არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია" - რას ამბობს გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

გუ­და­ურ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­სა და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლი აცხა­დებს, რომ მას მკვლე­ლო­ბის გან­ზრახ­ვა არ ჰქო­ნია.

საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მცხე­თის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო.

"ჩემ­მა დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მკვლე­ლო­ბის გან­ზრახ­ვა არ მქო­ნია, მო­ვიდ­ნენ და მცე­მე­სო. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ცესს, დაც­ვის მხა­რეს არ გვქო­ნია მო­ლო­დი­ნი, რომ მას შე­ე­ფარ­დე­ბო­და გი­რაო და პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და.

მთა­ვა­რია ის, რომ აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცია აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია. ბრალ­დე­ბის მხა­რე მას ედა­ვე­ბა, რომ ჩა­ი­დი­ნა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და ასე­ვე ორი ან მეტი პი­რის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ზი­ცია ცალ­სა­ხად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა რე­ა­ლო­ბას, რა­საც სი­ნამ­დვი­ლე­ში ად­გი­ლი ჰქონ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­სა­მარ­თლო ბრალ­დე­ბის მხა­რის ამ პო­ზი­ცი­ას არ გა­ი­ზი­ა­რებს და სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რებს დაც­ვის მხა­რის პო­ზი­ცი­ას", - გა­ნა­ცხა­და კა­კა­ბა­ძემ.

ნა­ცე­მი კო­ბი­აშ­ვი­ლი, ფოტო: ფბ-გვერ­დი "ყვე­ლა­ფე­რი სამ­ხედ­რო"
ასევე დაგაინტერესებთ
09:39 / 17-02-2020

ვინ იყო 28 წლის ბიჭი, რომელიც გუდაურში მოკლეს

თუ რა მო­ტი­ვი შე­იძ­ლე­ბო­და ჰქო­ნო­და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­სა და ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე და­ნარ­ჩენ პი­რებს, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორც ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს.

"ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი ნა­ხეთ და კი­დევ ბევრ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას ნა­ხავთ, რომ­ლი­თაც ნათ­ლად დარ­წმუნ­დე­ბით, რომ ეს ადა­მი­ა­ნი თავს იცავ­და, მას არა­ვის მოკ­ვლის გან­ზრახ­ვა არ ჰქო­ნია. იმა­ზე აპე­ლი­რე­ბა, თით­ქოს ის ია­რაღს უკა­ნო­ნოდ ატა­რებ­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რად მცდა­რია. ის ია­რაღს სრუ­ლად კა­ნო­ნი­ე­რად ატა­რებ­და და ბრალ­დე­ბის მხა­რეც არ გვე­და­ვე­ბა იმას, რომ ცე­ცხლსას­როლ ია­რაღს უკა­ნო­ნოდ ატა­რებ­და. ის უწე­სი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნია, არას­დროს ყო­ფი­ლა ნა­სა­მარ­თლე­ვი.

მოკ­ლუ­ლი თაზო გორ­თა­მაშ­ვი­ლი

როცა მისი გა­მო­კი­თხვა ჩა­ტარ­და, საკ­მა­ოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო­ფე­ბო­და, მას დღე­საც ტვი­ნის შერ­ყე­ვა და უამ­რა­ვი და­ზი­ა­ნე­ბა აქვს, მას გარ­კვე­ულ ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე დე­ტა­ლუ­რად სა­უ­ბა­რი უჭირს. მე, რო­გორც მისი უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი ად­ვო­კა­ტი, დღემ­დე ვერ ვა­ხერ­ხებ მას­თან გა­ვი­ა­რო გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი. ვე­ლო­დე­ბი რო­დის გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კა­კა­ბა­ძემ.

ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით­ვე, ბრალ­დე­ბუ­ლი გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ­სად მი­ი­მა­ლე­ბო­და.

"ბრალ­დე­ბის მხა­რემ ისა­უბ­რა, რომ თით­ქოს მი­მალ­ვის საფრ­თხე არ­სე­ბობ­და, თუ მას გი­რაო შე­ე­ფარ­დე­ბო­და. ამას ასა­ბუ­თებ­და იმით, რომ ბრალ­დე­ბულს სა­ზღვა­რი არა­ერ­თხელ ჰქონ­და გა­დაკ­ვე­თი­ლი. ბრალ­დე­ბულ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი ბევ­რჯერ აქვს მას გა­დაკ­ვე­თი­ლი, მაგ­რამ ის იყო შე­სა­ბა­მის მი­სი­ებ­ში, იბ­რძო­და ავ­ღა­ნეთ­ში, ერაყ­ში და რა თქმა უნდა, მის მიერ სა­ზღვრის და­ტო­ვე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­და სამ­სა­ხურს. მას მუდ­მი­ვი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი სხვა ქვე­ყა­ნა­ში არ ჰქო­ნია და სხვა ქვეყ­ნებ­თან კავ­ში­რი არ აქვს", - აღ­ნიშ­ნა კა­კა­ბა­ძემ.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 8 აპ­რილს, 14:00 სა­ათ­ზე და­ი­ნიშ­ნა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იბერიელი
1

ეს კაცი 100% მართალია ნორმალურ ქვეყანაში მას არც დაკავებდნენ აქ არ ვიცი, ხალხი უნდა დაუდგეს გვერძე 

!!!!!!!
0

თავს თუ იცავდა, რატომ იჭერთ? პირიქით, ისინი უნდა დაიჭირით, ვინც შარში გახვია ეს საწყალი ბიჭი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ეს ადამიანი თავს იცავდა, არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია" - რას ამბობს გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

"ეს ადამიანი თავს იცავდა, არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია" - რას ამბობს გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

გუდაურში მომხდარ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილის ადვოკატის თქმით, ბრალდებული აცხადებს, რომ მას მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია.

საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

"ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა განაცხადა, რომ მკვლელობის განზრახვა არ მქონია, მოვიდნენ და მცემესო. რაც შეეხება პროცესს, დაცვის მხარეს არ გვქონია მოლოდინი, რომ მას შეეფარდებოდა გირაო და პატიმრობიდან გათავისუფლდებოდა.

მთავარია ის, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდების მხარის პოზიცია აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ბრალდების მხარე მას ედავება, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და ასევე ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობა. აღნიშნული პოზიცია ცალსახად ეწინააღმდეგება რეალობას, რასაც სინამდვილეში ადგილი ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, სასამართლო ბრალდების მხარის ამ პოზიციას არ გაიზიარებს და სრულად გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას", - განაცხადა კაკაბაძემ.

ნაცემი კობიაშვილი, ფოტო: ფბ-გვერდი "ყველაფერი სამხედრო"

თუ რა მოტივი შეიძლებოდა ჰქონოდა მკვლელობაში ბრალდებულსა და ინციდენტში მონაწილე დანარჩენ პირებს, აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც ადვოკატი აცხადებს, ინფორმაციას არ ფლობს.

"ვიდეოკამერების ჩანაწერები ნახეთ და კიდევ ბევრ მტკიცებულებას ნახავთ, რომლითაც ნათლად დარწმუნდებით, რომ ეს ადამიანი თავს იცავდა, მას არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. იმაზე აპელირება, თითქოს ის იარაღს უკანონოდ ატარებდა, აბსოლუტურად მცდარია. ის იარაღს სრულად კანონიერად ატარებდა და ბრალდების მხარეც არ გვედავება იმას, რომ ცეცხლსასროლ იარაღს უკანონოდ ატარებდა. ის უწესიერესი ადამიანია, არასდროს ყოფილა ნასამართლევი.

მოკლული თაზო გორთამაშვილი

როცა მისი გამოკითხვა ჩატარდა, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყოფებოდა, მას დღესაც ტვინის შერყევა და უამრავი დაზიანება აქვს, მას გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე დეტალურად საუბარი უჭირს. მე, როგორც მისი უფლებების დამცველი ადვოკატი, დღემდე ვერ ვახერხებ მასთან გავიარო გარკვეული საკითხები. ველოდები როდის გამოჯანმრთელდება", - განაცხადა კაკაბაძემ.

ადვოკატის განმარტებითვე, ბრალდებული გირაოს შეფარდების შემთხვევაში არსად მიიმალებოდა.

"ბრალდების მხარემ ისაუბრა, რომ თითქოს მიმალვის საფრთხე არსებობდა, თუ მას გირაო შეეფარდებოდა. ამას ასაბუთებდა იმით, რომ ბრალდებულს საზღვარი არაერთხელ ჰქონდა გადაკვეთილი. ბრალდებულმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო საზღვარი ბევრჯერ აქვს მას გადაკვეთილი, მაგრამ ის იყო შესაბამის მისიებში, იბრძოდა ავღანეთში, ერაყში და რა თქმა უნდა, მის მიერ საზღვრის დატოვება უკავშირდებოდა სამსახურს. მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი სხვა ქვეყანაში არ ჰქონია და სხვა ქვეყნებთან კავშირი არ აქვს", - აღნიშნა კაკაბაძემ.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 აპრილს, 14:00 საათზე დაინიშნა.

"უმძიმესი დღეები გავიარე, თითოეულ გადახვევაზე ნარკოზს მიკეთებდნენ... ამ პოსტმა ყველა ტკივილი განმიახლა" - გოგონა, რომელსაც ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა, ბრალდებულის ადვოკატს პასუხობს

"მსგავსი საუბარი არ შემდგარა" - ივანე ბურდულის პირველი კომენტარი ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც ის თითქოს ცესკოს თანამშრომლის გადაბირებას ცდილობს

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი გაათავისუფლეს - რატომ ვერ მოხერხდა ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დროულად და რას ამბობენ მოკლული ბიჭის ახლობლები?

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"