პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში გავრცელებული 5 მცენარის სამკურნალო თვისებები და უკუჩვენებები - მათზე შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ
საქართველოში გავრცელებული 5 მცენარის სამკურნალო თვისებები და უკუჩვენებები - მათზე შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ფი­ტო­თე­რა­პია სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დია, რო­მე­ლიც უძ­ვე­ლე­სი ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნის სა­ფუძ­ველ­ზე გაჩ­ნდა. ის მცე­ნა­რე­ე­ბი­სა და მათ­გან მი­ღე­ბუ­ლი წამ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ეყ­რდნო­ბა. ამი­ტო­მაც ფი­ტო­თე­რა­პი­ას „ბა­ლა­ხე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა­საც“ უწო­დე­ბენ. ამ­დე­ნად, ფი­ტო­თე­რა­პია არატ­რა­დი­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ერთ-ერთი ნა­წი­ლია.

პრაქ­ტი­კუ­ლად არ არ­სე­ბობს მცე­ნა­რე, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა პრე­პა­რა­ტე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად არ შე­იძ­ლე­ბო­დეს (რო­გორც ცალ-ცალ­კე, ისე ერ­თობ­ლი­ვად, სხვებ­თან კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში).

გვინ­და რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან ცნო­ბილ მცე­ნა­რეს შე­ვე­ხოთ, რო­მელ­თა სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ ვი­ცით, თუმ­ცა ზო­გიც უც­ნო­ბია. ამას­თან, გა­ვიხ­სე­ნოთ მათი გარ­კვე­უ­ლი უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბიც.

  • მრა­ვალ­ძარ­ღვა

მრა­ვალ­წლი­ა­ნი ბა­ლა­ხო­ვა­ნი მცე­ნა­რეა მრა­ვალ­ძარ­ღვი­სებრთა ოჯა­ხი­დან. გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გზის პი­რებ­ზე, ბი­ლი­კებ­ზე, ეზო­ებ­ში, ბა­ღებ­ში, სა­ძოვ­რებ­ზე, სა­ცხოვ­რებ­ლის ახ­ლოს, ტე­ნი­ან ნი­ა­და­გებ­ში. მთა­ში გვხვდე­ბა თით­ქმის 2500 მ-მდე ზღვის დო­ნი­დან.

ფოთ­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლია მშრალ ამინ­დში. აშ­რო­ბენ ჩრდილ­ში, ფარ­დულ­ში, რო­მე­ლიც კარ­გად ნი­ავ­დე­ბა.

რო­გორც აპი და ფი­ტო­თე­რა­პევ­ტი მაკა ჭავ­ჭა­ნი­ძე გვე­უბ­ნე­ბა, მას სა­ფა­ღა­რა­თო, ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო, სის­ხლდე­ნის შე­მა­ჩე­რე­ბე­ლი, ჭრი­ლო­ბის შე­მა­ხორ­ცე­ბე­ლი ეფექ­ტი აქვს.

გა­მო­ი­ყე­ნე­ბა:და­ბა­ლი მჟა­ვი­ა­ნო­ბით მიმ­დი­ნა­რე გას­ტრი­ტის, ენ­ტე­რი­ტის, კო­ლი­ტის, წყლუ­ლო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს. ასე­ვე რო­გორც ამო­სახ­ვე­ლე­ბე­ლი, ბრონ­ქი­ტე­ბის, ყი­ვა­ნახ­ვე­ლას დროს.

მრა­ვალ­ძარ­ღვას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩვე­ნე­ბა: გას­ტრი­ტი­სა და წყლუ­ლო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, მა­ღა­ლი მჟა­ვი­ა­ნო­ბი­სას არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

  • პიტ­ნა

მრა­ვალ­წლო­ვა­ნი ბა­ლა­ხო­ვა­ნი მცე­ნა­რის გვა­რია ტუ­ჩო­სან­თა ოჯა­ხი­დან. 50-100 სმ სი­მაღ­ლის ფე­სუ­რი­ა­ნი მცე­ნა­რეა. გვა­რი მდი­და­რია სა­ხე­ო­ბე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­ლუ­რად იზ­რდე­ბა მხო­ლოდ 4 სა­ხე­ო­ბა: ომ­ბა­ლო, მინ­დვ­რის პიტ­ნა, წყლის პიტ­ნა, ტყის პიტ­ნა. იზ­რდე­ბა მთის ქვე­და და შუა სარ­ტყლის ტე­ნი­ან მდე­ლო­ებ­ზე, ტყის პი­რებ­ზე, ბუჩ­ქნა­რებ­ში, მდი­ნა­რე­თა სა­ნა­პი­რო­ებ­ზე.

პიტ­ნის ფო­თო­ლი და ყვა­ვი­ლე­დი ეთე­რო­ვან ზეთს შე­ი­ცავს, რომ­ლის ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტი მენ­თო­ლია. ფოთ­ლის­გან დამ­ზა­დე­ბულ ნა­ყენს იყე­ნე­ბენ მე­დი­ცი­ნა­ში. ფოთ­ლი­სა და მი­წის­ზე­და ნა­წი­ლე­ბი­სა­გან მი­ი­ღე­ბა პიტ­ნის ზეთი, რო­მელ­საც, რო­გორც არო­მა­ტულ ნივ­თი­ე­რე­ბას, პარ­ფი­უ­მე­რია-კოს­მე­ტი­კა­ში ხმა­რო­ბენ. კვე­ბის მრეწ­ვე­ლო­ბა­ში პიტ­ნის ზეთი და ფო­თო­ლი კარ­გი სა­ნე­ლე­ბე­ლია.

მაკა ჭავ­ჭა­ნი­ძე მის სამ­კურ­ნა­ლო მოქ­მე­დე­ბას ასე გან­მარ­ტავს: ახა­სი­ა­თებს და­მა­წყნა­რე­ბე­ლი, ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი, ნაღ­ველმდე­ნი, ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის გლუ­ვი კუნ­თე­ბის მო­მა­დუ­ნე­ბე­ლი და საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი ჯირ­კვლე­ბის სეკ­რე­ცი­ის გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბა. ეს ეფექ­ტე­ბი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მას­ში შე­მა­ვა­ლი მენ­თო­ლით, რო­მე­ლიც იწ­ვევს გუ­ლის, ფილ­ტვი­სა და თა­ვის ტვი­ნის სის­ხლძარ­ღვე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას.

გა­მო­ი­ყე­ნე­ბა: ნევ­რო­ზე­ბის, უძი­ლო­ბის, სტე­ნო­კარ­დი­ის, ნაღ­ვლის ბუშ­ტი­სა და ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბის ან­თე­ბის, კბი­ლის ტკი­ვი­ლი­სას.

სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩვე­ნე­ბა კი ასე­თია: არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტო­ნია. მა­ღალ დო­ზებ­ში შე­საძ­ლოა გუ­ლის ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვი­ოს.

  • გვი­რი­ლა

რთულყვა­ვი­ლო­ვან­თა ოჯა­ხის რამ­დე­ნი­მე გვა­რის მცე­ნა­რე­თა კრე­ბი­თი სა­ხელ­წო­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში 24-მდე სა­ხე­ო­ბაა ცნო­ბი­ლი, მათ­გან 10 კავ­კა­სი­ის ენ­დე­მია, 3 - სა­ქარ­თვე­ლო­სი. იზ­რდე­ბა მთის ქვე­მო სარ­ტყლი­დან მო­კი­დე­ბუ­ლი ალ­პურ სარ­ტყლამ­დე, მდე­ლო­ებ­სა და მა­ღალ­ბა­ლა­ხე­ულ­ში, ტყის­პი­რებ­სა და ბუჩ­ქნა­რებ­ში, ტე­ნი­ან და და­ჭა­ო­ბე­ბულ ად­გი­ლებ­ში, ქვი­ან და კლდო­ვან კალ­თებ­ზე, ჩა­მო­ნაზ­ვა­ვებ­ზე.

გვი­რი­ლა ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი, სის­ხლდე­ნის შე­მა­ჩე­რე­ბე­ლი, ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი ეფექ­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ამას­თან, ოფ­ლმდე­ნი, ნაღ­ველმდე­ნი, ან­ტი­ა­ლერ­გი­უ­ლი, და­მამ­შვი­დე­ბე­ლი, ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მცე­ნა­რეა.

გა­მო­ყე­ნე­ბა: ქრო­ნი­კუ­ლი გას­ტრი­ტის, ქო­ლე­ცის­ტი­ტის, ნაწ­ლა­ვე­ბის დისკნე­ზი­ის, მე­ტე­ო­რიზ­მის, უძი­ლო­ბის, შე­შუ­პე­ბის, ნევ­რო­ზი­სა და ნევ­რალ­გი­ის დროს.

ად­გი­ლობ­რი­ვად იყე­ნე­ბენ - ფუ­რუნ­კუ­ლის, დამ­წვრო­ბის, ან­გი­ნის, სტო­მა­ტი­ტის დრო­საც.

უკუჩ­ვე­ნე­ბა:პი­რებს, რო­მელ­თაც მიდ­რე­კი­ლე­ბა აქვთ ფა­ღა­რა­თის­კენ, გვი­რი­ლა სიფრ­თხი­ლით ენიშ­ნე­ბა.

  • კუ­ნე­ლი

კუ­ნე­ლი ეკ­ლი­ა­ნი ხე­ე­ბი­სა და ბუჩ­ქე­ბის გვა­რია ვარ­დი­სებრთა ოჯა­ხი­დან.

მო­ი­ცავს 200-მდე სა­ხე­ო­ბას, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ჩრდი­ლო­ეთ ნა­ხე­ვარსფე­როს ზო­მი­ერ­სა და ნა­წი­ლობ­რივ სუბტ­რო­პი­კუ­ლი ჰა­ვის ზო­ნა­ში.

კავ­კა­სი­ა­ში ბუ­ნებ­რი­ვად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი 20-მდე სა­ხე­ო­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 9 იზ­რდე­ბა. მათ­გან კავ­კა­სი­უ­რი კუ­ნე­ლი და კოლ­ხუ­რი კუ­ნე­ლი ენ­დე­მე­ბია.

საკ­მა­ოდ ყინ­ვა­გამ­ძლე და სი­ნათ­ლის მოყ­ვა­რუ­ლი მცე­ნა­რეა და ცო­ცხლობს 200-300 წელს.

მოქ­მე­დე­ბა: კო­რო­ნა­ლუ­რი და თა­ვის ტვი­ნის სის­ხლძარ­ღვე­ბის გა­მა­ფარ­თო­ვე­ბე­ლი, ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­მამ­შვი­დე­ბე­ლი, გუ­ლი­სა და თა­ვის ტვი­ნის ჟანგბა­დით მო­მა­რა­გე­ბის გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის და ძი­ლის მო­მა­წეს­რი­გე­ბე­ლი, გუ­ლის რით­მის მა­ნორ­მა­ლი­ზე­ბე­ლი და სის­ხლში ქო­ლეს­ტე­რი­ნის შე­მამ­ცი­რე­ბე­ლია.

გა­მო­ი­ყე­ნე­ბა: სტე­ნო­კარ­დი­ის, ტვი­ნის სის­ხლძარ­ღვე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბის, გუ­ლის რით­მის დარ­ღვე­ვის, უძი­ლო­ბის, კლი­მაქ­სის, ჰი­პერ­ტო­ნი­ის სა­წყი­სი სტა­დი­ის დროს.

სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩვე­ნე­ბაა: არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პო­ტენ­ზია.

  • ცხე­ნის­წაბ­ლა

ხე­ე­ბის, იშ­ვი­ა­თად ბუჩ­ქე­ბის გვა­რია სა­პინ­დუ­სი­სებრთა ოჯა­ხი­დან. 15-მდე სა­ხე­ო­ბა იზ­რდე­ბა ევ­რო­პა­ში, აზი­ა­სა და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში. უმე­ტე­სად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხე­ნის­წაბ­ლა, რო­მე­ლიც ბა­ღებ­სა და პარ­კებ­ში გვხვდე­ბა. მისი სი­მაღ­ლე 30 მეტრს აღ­წევს, ღე­როს დი­ა­მეტ­რი 2 მეტ­რამ­დეა.

მოქ­მე­დე­ბა: მა­ტო­ნი­ზი­რე­ბე­ლია, სის­ხლდე­ნის შე­მა­ჩე­რე­ბე­ლი, ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი, შარ­დმდე­ნი, ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო. მას­ში შე­მა­ვა­ლი ბი­ო­ლი­გი­უ­რად აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ამ­ცი­რებს სის­ხლძარ­ღვე­ბის, კა­პი­ლა­რე­ბის შეღ­წე­ვა­დო­ბას, აქ­ვე­ი­თებს სის­ხლის სიბ­ლან­ტეს, ზრდის მათ ტო­ნუსს, როცა დარ­ღვე­უ­ლია ვე­ნო­ზუ­რი გამ­ტა­რო­ბა.

გა­მო­ყე­ნე­ბა: ვე­ნე­ბის ვა­რი­კო­ზუ­ლი გა­გა­ნი­ე­რე­ბი­სას, ჰე­მო­რო­ის, მი­ო­ზი­ტე­ბის, ნევ­რალ­გი­ის, ათე­როსკლე­რო­ზი­სას.

სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩვე­ნე­ბა კი ასე­თია:ნედ­ლი ცხე­ნის­წაბ­ლას მი­ღე­ბა უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბა­ზე, შე­იძ­ლე­ბა, გა­მო­იწ­ვი­ოს ტკი­ვი­ლი მუც­ლის არე­ში და შე­ბე­რი­ლო­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანონიმუსი
3

მცენარეები სამუდამოდ!!!

ლალი არ მიწყენინოთ!
5

წაშალეთ ხომ ჩემი კომენტარი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

საქართველოში გავრცელებული 5 მცენარის სამკურნალო თვისებები და უკუჩვენებები - მათზე შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ

საქართველოში გავრცელებული 5 მცენარის სამკურნალო თვისებები და უკუჩვენებები - მათზე შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ

როგორც ცნობილია, ფიტოთერაპია სხვადასხვა დაავადების მკურნალობის მეთოდია, რომელიც უძველესი ხალხური მედიცინის საფუძველზე გაჩნდა. ის მცენარეებისა და მათგან მიღებული წამლების გამოყენებას ეყრდნობა. ამიტომაც ფიტოთერაპიას „ბალახებით მკურნალობასაც“ უწოდებენ. ამდენად, ფიტოთერაპია არატრადიციული მედიცინის ერთ-ერთი ნაწილია.

პრაქტიკულად არ არსებობს მცენარე, მისი გამოყენება პრეპარატების მოსამზადებლად არ შეიძლებოდეს (როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად, სხვებთან კომბინაციაში).

გვინდა რამდენიმე ძალიან ცნობილ მცენარეს შევეხოთ, რომელთა სამკურნალო თვისებების შესახებ ბევრი რამ ვიცით, თუმცა ზოგიც უცნობია. ამასთან, გავიხსენოთ მათი გარკვეული უკუჩვენებებიც.

  • მრავალძარღვა

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვისებრთა ოჯახიდან. გავრცელებულია მთელს საქართველოში გზის პირებზე, ბილიკებზე, ეზოებში, ბაღებში, საძოვრებზე, საცხოვრებლის ახლოს, ტენიან ნიადაგებში. მთაში გვხვდება თითქმის 2500 მ-მდე ზღვის დონიდან.

ფოთლების შეგროვება მიზანშეწონილია მშრალ ამინდში. აშრობენ ჩრდილში, ფარდულში, რომელიც კარგად ნიავდება.

როგორც აპი და ფიტოთერაპევტი მაკა ჭავჭანიძე გვეუბნება, მას საფაღარათო, ანთების საწინააღმდეგო, სისხლდენის შემაჩერებელი, ჭრილობის შემახორცებელი ეფექტი აქვს.

გამოიყენება: დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, ენტერიტის, კოლიტის, წყლულოვანი დაავადებების დროს. ასევე როგორც ამოსახველებელი, ბრონქიტების, ყივანახველას დროს.

მრავალძარღვას საწინააღმდეგო ჩვენება: გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების, მაღალი მჟავიანობისას არ გამოიყენება.

  • პიტნა

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარია ტუჩოსანთა ოჯახიდან. 50-100 სმ სიმაღლის ფესურიანი მცენარეა. გვარი მდიდარია სახეობებით. საქართველოში ველურად იზრდება მხოლოდ 4 სახეობა: ომბალო, მინდვრის პიტნა, წყლის პიტნა, ტყის პიტნა. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლის ტენიან მდელოებზე, ტყის პირებზე, ბუჩქნარებში, მდინარეთა სანაპიროებზე.

პიტნის ფოთოლი და ყვავილედი ეთეროვან ზეთს შეიცავს, რომლის ძირითადი კომპონენტი მენთოლია. ფოთლისგან დამზადებულ ნაყენს იყენებენ მედიცინაში. ფოთლისა და მიწისზედა ნაწილებისაგან მიიღება პიტნის ზეთი, რომელსაც, როგორც არომატულ ნივთიერებას, პარფიუმერია-კოსმეტიკაში ხმარობენ. კვების მრეწველობაში პიტნის ზეთი და ფოთოლი კარგი სანელებელია.

მაკა ჭავჭანიძე მის სამკურნალო მოქმედებას ასე განმარტავს: ახასიათებს დამაწყნარებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ნაღველმდენი, შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების მომადუნებელი და საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციის გამაძლიერებელი მოქმედება. ეს ეფექტები განპირობებულია მასში შემავალი მენთოლით, რომელიც იწვევს გულის, ფილტვისა და თავის ტვინის სისხლძარღვების გაფართოებას.

გამოიყენება: ნევროზების, უძილობის, სტენოკარდიის, ნაღვლის ბუშტისა და ზედა სასუნთქი გზების ანთების, კბილის ტკივილისას.

საწინააღმდეგო ჩვენება კი ასეთია: არტერიული ჰიპერტონია. მაღალ დოზებში შესაძლოა გულის ტკივილი გამოიწვიოს.

  • გვირილა

რთულყვავილოვანთა ოჯახის რამდენიმე გვარის მცენარეთა კრებითი სახელწოდება. საქართველოში 24-მდე სახეობაა ცნობილი, მათგან 10 კავკასიის ენდემია, 3 - საქართველოსი. იზრდება მთის ქვემო სარტყლიდან მოკიდებული ალპურ სარტყლამდე, მდელოებსა და მაღალბალახეულში, ტყისპირებსა და ბუჩქნარებში, ტენიან და დაჭაობებულ ადგილებში, ქვიან და კლდოვან კალთებზე, ჩამონაზვავებზე.

გვირილა ანტისეპტიკური, სისხლდენის შემაჩერებელი, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით გამოირჩევა, ამასთან, ოფლმდენი, ნაღველმდენი, ანტიალერგიული, დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო მცენარეა.

გამოყენება: ქრონიკული გასტრიტის, ქოლეცისტიტის, ნაწლავების დისკნეზიის, მეტეორიზმის, უძილობის, შეშუპების, ნევროზისა და ნევრალგიის დროს.

ადგილობრივად იყენებენ - ფურუნკულის, დამწვრობის, ანგინის, სტომატიტის დროსაც.

უკუჩვენება: პირებს, რომელთაც მიდრეკილება აქვთ ფაღარათისკენ, გვირილა სიფრთხილით ენიშნება.

  • კუნელი

კუნელი ეკლიანი ხეებისა და ბუჩქების გვარია ვარდისებრთა ოჯახიდან.

მოიცავს 200-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერსა და ნაწილობრივ სუბტროპიკული ჰავის ზონაში.

კავკასიაში ბუნებრივად გავრცელებული 20-მდე სახეობიდან საქართველოში 9 იზრდება. მათგან კავკასიური კუნელი და კოლხური კუნელი ენდემებია.

საკმაოდ ყინვაგამძლე და სინათლის მოყვარული მცენარეა და ცოცხლობს 200-300 წელს.

მოქმედება: კორონალური და თავის ტვინის სისხლძარღვების გამაფართოვებელი, ნერვული სისტემის დამამშვიდებელი, გულისა და თავის ტვინის ჟანგბადით მომარაგების გამაძლიერებელი, ნივთიერებათა ცვლის და ძილის მომაწესრიგებელი, გულის რითმის მანორმალიზებელი და სისხლში ქოლესტერინის შემამცირებელია.

გამოიყენება: სტენოკარდიის, ტვინის სისხლძარღვების შევიწროების, გულის რითმის დარღვევის, უძილობის, კლიმაქსის, ჰიპერტონიის საწყისი სტადიის დროს.

საწინააღმდეგო ჩვენებაა: არტერიული ჰიპოტენზია.

  • ცხენისწაბლა

ხეების, იშვიათად ბუჩქების გვარია საპინდუსისებრთა ოჯახიდან. 15-მდე სახეობა იზრდება ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. უმეტესად გავრცელებულია ჩვეულებრივი ცხენისწაბლა, რომელიც ბაღებსა და პარკებში გვხვდება. მისი სიმაღლე 30 მეტრს აღწევს, ღეროს დიამეტრი 2 მეტრამდეა.

მოქმედება: მატონიზირებელია, სისხლდენის შემაჩერებელი, ანტიბაქტერიული, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო. მასში შემავალი ბიოლიგიურად აქტიური ნივთიერებები ამცირებს სისხლძარღვების, კაპილარების შეღწევადობას, აქვეითებს სისხლის სიბლანტეს, ზრდის მათ ტონუსს, როცა დარღვეულია ვენოზური გამტარობა.

გამოყენება: ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას, ჰემოროის, მიოზიტების, ნევრალგიის, ათეროსკლეროზისას.

საწინააღმდეგო ჩვენება კი ასეთია: ნედლი ცხენისწაბლას მიღება უარყოფით გავლენას ახდენს საჭმლის მონელებაზე, შეიძლება, გამოიწვიოს ტკივილი მუცლის არეში და შებერილობა.