ავტორი:

"სამგზავრო ჩემოდნით ჩავედი მაღაზიაში..." - რა ფოტოს ავრცელებს უხანიდან ქართველი გოგონა, რომელიც ერთი თვეა კარანტინშია

"სამგზავრო ჩემოდნით ჩავედი მაღაზიაში..." - რა ფოტოს ავრცელებს უხანიდან ქართველი გოგონა, რომელიც ერთი თვეა კარანტინშია

საქართველოს მოქალაქე ნინი დავლიანიძე ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში, ქალაქ უხანში ცხოვრობს. გოგონა თითქმის ერთი თვეა კარანტინშია და სახლშია გამოკეტილი.

დავლიანიაძე საელჩოს მიერ შემოთავაზებულ ევაკუაციას არ დათანხმდა და უხანში დარჩა, რადგან თვლის, რომ ადგილზე უფრო უსაფრთოდაა - ქალაქში ვირუსთან საბრძოლველად სრული მობილიზაციაა.

მისი ინფორმაციით, ყოველდღიურად ახდენენ ქალაქის დეზინფექციას და ვირუსისგან გაწმენდას. მართალია ქუჩაში იშვიათად გადის, თუმცა მაღაზიებში საჭმლის და პირველადი საჭიროების ნივთების მარაგი არის. ნინი დავლიანიძე წერს, რომ მაღაზიაში რამდენიმე კვირის მარაგი შეიძინა, რისთვისაც სამგზავრო ჩემოდანი წაიღო:

"გუშინ სამგზავრო ჩემოდნით ჩავედი მაღაზიაში... ცოტა კი დავიცინე, მაგრამ ბოლოს ვინ გაიცინა?" - წერს ქალაქ უხანში მცხოვრები ქართველი გოგონა.

პოსტის კომენტარებში ნინის ამხნევებენ:

"ხანდახან ვფიქრობ შენს ადგილას ნეტა რას ვიზავდი და ვხვდები, რომ საოცარი გამძლეობა, ძალა და მეომარი სული სჭირდება მაგ ყველაფერს! ყოჩაღი გოგო ხარ და ყველაფერი კარგად გექნება. უფალი გფარავდეს" - წერენ კომენტარებში დავლიანიძის მეგობრები.

რა ფოტოთი ულოცავს სალომე ზურაბიშვილს შვილი დედის დღეს

"ყოველდღე მხვდება უცხო ადამიანების დატოვებული საჩუქრები..." - რას წერს ანიტა ფაცაციას დედა

"საქართველოში კეთილი ადამიანები არიან... არ მინდა ირანში დაბრუნება" - რა ვიდეოს აქვეყნებს მამაკაცი, რომელიც კორონავირუსმა ვარსკვლავად აქცია